განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/4212-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-----------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–---------–---–---------.
ადვოკატი - ა----------–-–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2000 წლიდან ნ----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------------–--ესთან და შვილებთან - 2----–--–ს დაბადებულ ნ---------------–--ესთან და 2----–--–ს დაბადებულ ა-------------–--ესთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს თ---–--–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის გამწვავდა კონფლიქტი, ვინაიდან ბ------------------–--ე სისტემატიურად იღებდა ალოკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გამუდმებით აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ----------------–--ე თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნულს ესწრებოდნენ მათი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი ა-------------–--ე. მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ისინი 2019 წლის მაისში დაშორდნენ და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. 2018 წლის ზაფხულში, ბ------------------–--ემ, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის- ნ----------------–--ის მიმართ, საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო. კერძოდ, ბ------------------–--ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა დედის მისამართით, რის შედეგადაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ასევე, 2019 წლის მარტში, ბ------------------–--ეს, იმის გამო, თუ რატომ უყურებდა სხვანაირად ნ----------------–--ე, ამ უკანასკნელთან მოუვიდა კონფლიქტი, დაუწყო ლანძღვა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგადაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნული განმეორდა ასევე 2019 წლის ივლისის ბოლოს, რა დროსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ნ----------------–--ემ, ბ------------------–--ეს სთხოვა თანხით დახმარება, ხოლო ბ------------------–--ემ დაუწყო გინება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ნ----------------–--ემ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა სულიერი ტანჯვა. 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში, რა დროსაც ბ------------------–--ე აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც ესწრებოდნენ მათი შვილები ა------ ნ---------------–--ეები, რა დროსაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ასევე, 2019 წლის 9 აგვისტოს, ბ------------------–--ემ, შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------------–--ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა.
ასევე, 2019 წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ა------------–---–----------ში, ბ------------------–--ემ ოჯახური კონფლიქტის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის - 2----–--–ს დაბადებულ ა-------------–--ის თანდასწრებით, მეუღლეს - ნ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2000 წლიდან ნ----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------------–--ესთან და შვილებთან - 2----–--–ს დაბადებულ ნ---------------–--ესთან და 2----–--–ს დაბადებულ ა-------------–--ესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს თ---–--–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბ------------------–--ე სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას შვილის - ნ---------------–--ის მიმართ, კერძოდ, აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ---------------–--ე თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნულის და ასევე ნ---------------–--ის დედის, ნ----------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ნ---------------–--ე ორჯერ წავიდა სახლიდან, თუმცა ორჯერვე დაბრუნდა უკან. 2019 წლის მაისში, ბ------------------–--ემ, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის - ნ----------------–--ის მიმართ, რომელსაც გამოესარჩლა ნ---------------–--ე. ბ------------------–--ემ კი შვილსაც - ნ---------------–--ესაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით, რის შედეგადაც ნ---------------–--ემ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. ასევე 2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში ბ------------------–--ემ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედის მისამართით შეაგინა ნ---------------–--ეს, რომელმაც თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. ანალოგიური განმეორდა 2019 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ნ---------------–--ის სწავლის საფასურთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას ბ------------------–--ემ შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა აგდებულად და დამამცირებელი სიტყვებით, რა დროსაც ნ---------------–--ემ თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა სულიერი ტანჯვა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ბ------------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ბ------------------–--ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - ბ-----------------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, დაზარალებულების ნ----------------–--ის და ნ---------------–--ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების გ--------------–--–--ის, ა-------------–--ის, გ--------------–--–---–ის, მ--------------ას და ნ----–----ას გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ-----------------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ძალადობა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თანდასწრებით.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემატურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ბ------------------–--ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2000 წლიდან ნ----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------------–--ესთან და შვილებთან - 2----–--–ს დაბადებულ ნ---------------–--ესთან და 2----–--–ს დაბადებულ ა-------------–--ესთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს თ---–--–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის გამწვავდა კონფლიქტი, ვინაიდან ბ------------------–--ე სისტემატიურად იღებდა ალოკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გამუდმებით აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ----------------–--ე თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნულს ესწრებოდნენ მათი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი ა-------------–--ე. მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ისინი 2019 წლის მაისში დაშორდნენ და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. 2018 წლის ზაფხულში, ბ------------------–--ემ, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის- ნ----------------–--ის მიმართ, საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო. კერძოდ, ბ------------------–--ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა დედის მისამართით, რის შედეგადაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ასევე, 2019 წლის მარტში, ბ------------------–--ეს, იმის გამო, თუ რატომ უყურებდა სხვანაირად ნ----------------–--ე, ამ უკანასკნელთან მოუვიდა კონფლიქტი, დაუწყო ლანძღვა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგადაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნული განმეორდა ასევე 2019 წლის ივლისის ბოლოს, რა დროსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ნ----------------–--ემ, ბ------------------–--ეს სთხოვა თანხით დახმარება, ხოლო ბ------------------–--ემ დაუწყო გინება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ნ----------------–--ემ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა სულიერი ტანჯვა. 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში, რა დროსაც ბ------------------–--ე აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც ესწრებოდნენ მათი შვილები ა------ ნ---------------–--ეები, რა დროსაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ასევე, 2019 წლის 9 აგვისტოს, ბ------------------–--ემ, შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------------–--ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
ასევე, 2019 წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ა------------–---–----------ში, ბ------------------–--ემ ოჯახური კონფლიქტის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის - 2----–--–ს დაბადებულ ა-------------–--ის თანდასწრებით, მეუღლეს - ნ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
ასევე, 2000 წლიდან ნ----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------------–--ესთან და შვილებთან - 2----–--–ს დაბადებულ ნ---------------–--ესთან და 2----–--–ს დაბადებულ ა-------------–--ესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს თ---–--–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბ------------------–--ე სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას შვილის - ნ---------------–--ის მიმართ, კერძოდ, აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ---------------–--ე თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნულის და ასევე ნ---------------–--ის დედის, ნ----------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ნ---------------–--ე ორჯერ წავიდა სახლიდან, თუმცა ორჯერვე დაბრუნდა უკან. 2019 წლის მაისში, ბ------------------–--ემ, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის - ნ----------------–--ის მიმართ, რომელსაც გამოესარჩლა ნ---------------–--ე. ბ------------------–--ემ კი შვილსაც - ნ---------------–--ესაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით, რის შედეგადაც ნ---------------–--ემ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. ასევე 2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში ბ------------------–--ემ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედის მისამართით შეაგინა ნ---------------–--ეს, რომელმაც თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. ანალოგიური განმეორდა 2019 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ნ---------------–--ის სწავლის საფასურთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას ბ------------------–--ემ შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა აგდებულად და დამამცირებელი სიტყვებით, რა დროსაც ნ---------------–--ემ თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა სულიერი ტანჯვა, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბ-----------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-----------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ბ------------------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულ ბ------------------–--ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ბ------------------–--ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი, კონფლიქტი ხდებოდა მატერიალურ ფონზე.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ბ------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ითვალისწინებს ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობას და შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბ------------------–--ეს დაუნიშნოს სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ----------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ბ------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ბ------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ---------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ ბ------------------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ ბ------------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. ბ-----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ბ------------------–--ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე