განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4816-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ---------------------------------–---------------------------
ადვოკატი - მ-------------–-–---–ი
კვალიფიკაცია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 8 ივლისის ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 5 და 6 სექტემბრის ეპიზოდი - გამართლდა);
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 8 ივლისის ეპიზოდი);
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 ივლისს დღის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივლისის ეპიზოდი).
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი);
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახეში და მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი).
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი);
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახეში, მოქაჩა თმაზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცელში, აღნიშნული ქმედებების შედეგად თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი).
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 5 და 6 სექტემბრის ეპიზოდი);
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 და 6 სექტემბერს, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა თ-----------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 და 6 სექტემბრის ეპიზოდი).
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ ნ-----–--------------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 8 ივლისის ეპიზოდი), დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 ივლისს დღის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი), დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახეში და მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ნ-----–--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი), დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახეში, მოქაჩა თმაზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცელში, აღნიშნული ქმედებების შედეგად თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----–--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი)) და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ-----–--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები დაზარალებულ თ-----------------–---–ის ჩვენების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება:
დაზარალებულ თ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, ნ-----–--------------–---–ი არის მისი მეუღლე. ნ-----–--------------–---–მა 2019 წლის 8 ივლისს, 2019 წლის 5 სექტემბერს და 2019 წლის 6 სექტემბერს განახორციელა ფიზიკურ ძალადობა მის მიმართ, რა დროსაც განიცადა ტკივილი. მანამდეც ერთხელ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი ნ---ს მიმართ. რაც შეეხება მუქარას, ეს სიტყვები ნ-----–--------------–---–ის მხრიდან გაბრაზებულ გულზე იყო ნათქვამი კამათის დროს. ზუსტად არ ახსოვს რა უთხრა ბრალდებულმა. სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია და რეალურად არ აღუქვამს მუქრა, რომ შესაძლოა მეუღლეს ის მოეკლა. ვერ შეეშინდებოდა ნ-----–----ის სიტყვების, იმიტომ რომ იცის რომ მას უყვარს. სურს რომ შეურიგდეს მეუღლეს, კარგად იყვნენ და ახლიდან დაიწყონ ცხოვრება. მათ ჰყავთ შვილი, დარწმუნებულია რომ აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი. სურს მისი მეუღლის მიმართ გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო სასჯელი.
ბრალდებულმა ნ-----–--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, აღარ განმეორდება მსგავსი რამ, უყვარს მეუღლე და სურს ოჯახთან ერთად იცხოვროს, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების თ-----------------–---–ის, ბ------------------–---–ის, მ--------------–---–ის გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას, ბრალდებულის დაკავების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულ თ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ნ-----–--------------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.
ბრალდების ნაწილი რომელიც შეეხება დაზარალებულ თ-----------------–---–ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს, თავად დაზარალებულმა სასამრთლო სხდომაზე არ დაადასტურა მის მიმართ მისი მეუღლის ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტი და აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ კამათისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მას სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია და არც მუქარა აღუქვამს რეალურად. ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით მუქარის ფაქტი არ დასტურდება.
ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს დანაშაულის ფორმალური შემადგენლობის ნიშნები.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის მიმართ არ არსებობ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ-----–--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებებთან მიმართებაში.
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ-----–--------------–---–ი და თ-----------------–---–ი არიან მეუღლეები.
ნ-----–--------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ თ-----------------–---–ისა და საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე ნ-----–--------------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება დაზარალებულის განცხადებით და შემაკავებელი ორდერით, რომლებიც ასევე მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. თ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად ნ-----–--------------–---–მა 2019 წლის 8 ივლისს, 2019 წლის 5 სექტემბერს და 2019 წლის 6 სექტემბერს განახორციელა ფიზიკურ ძალადობა მის მიმართ, რა დროსაც გრძნობდა ძლიერ ტკივილს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე თ-----------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 8 ივლისს შეესწრო ფაქტს, როგორ წაუჭირა ყელში ხელი მის დას ნ-----–--------------–---–მა. აღნიშნული ასევე დაადასტურა, მოწმემ მ--------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს ნახა თ-----------------–---–ი, რომელმაც მას უთხრა, რომ პოლიციაში უნდა დაეწერა განცხადება, რადგან მისმა მეუღლემ მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. მან ასევე განმარტა, რომ თ-----------------–---–ს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა კისრის არეში. ანალოგიური დაადასტურა ასევე მოწმე ბ------------------–---–მა, რომლის ჩვენების თანახმად მის შვილს ეტყობოდა დაზიანების კვალი ყელის და სახის არეში. ასევე მისი შვილისგან იცის, რომ 2019 წლის 8 ივლისს, 5 სექტემბერს და 6 სექტემბერს ნ-----–--------------–---–მა განახორციელა ძალადობა. ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კომფლიქტს ადასტურებენ თავად ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის დედა - თ---------------–---–ი და ბებია გ----–--------------ე. რაც შეეხება თავად ნ-----–--------------–---–ს - სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოხდა კონფლიქტი, აღიარებს ბრალად შერაცხულ ქმედებებს, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ფაქტს, სურს დაუბრუნდეს ოჯახს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 8 ივლისს დღის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას.
ასევე 2019 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახეში და მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას.
ასევე 2019 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------ში ნ-----–--------------–---–მა მეუღლეს თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახეში, მოქაჩა თმაზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცელში, აღნიშნული ქმედებების შედეგად თ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები რომელიც დააკმაყოფილებდა განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ 2019 წლის 8 ივლისს ნ-----–--------------–---–ი წვდა ყელში თ-----------------–---–ს და წაუჭირა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე 2019 წლის 5 სექტემბერს ნ-----–--------------–---–მა თ-----------------–---–ს ხელი გაარტყა სახეში და ხელები წაუჭირა ყელში. ასევე 2019 წლის 6 სექტემბერს ნ-----–--------------–---–მა თ-----------------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი, მოქაჩა თმაზე და ფეხი დაარტყა რამდენჯერმე მუცლის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სამი ეპიზოდი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ნ-----–--------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ნ-----–--------------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ნ-----–--------------–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------------–---–მა განაცხადა, რომ აპირებს ბრალდებულთან შერიგებას, აპატია, აღარ განმეორდება მსგავსი რამ, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნეს მინიმალური სასჯელი). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი, უყვარს მეუღლე და სურს თავის ოჯახთან ერთად ცხოვრება.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.
შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ნ-----–--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აპირებს დაზარალებულთან შერიგებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას (ის რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის) და ნ-----–--------------–---–ს დაუნიშნავს სასჯელს დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნ-----–--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 8 ივლისს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ნ-----–--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ნ-----–--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----–--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ ნ-----–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. ნ-----–--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ნ-----–--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე