განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
330100117002204960
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5097-17

(გამოძიების #-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–--ე და ნ------------–---–ი,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი------------–---–ი,ბრალდებული - უ-------–უდის ძე გ------------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–--–-------------–---------------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოთხი ეპიზოდი),სხდომის სახე: - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2----–-–---------------–----- ქ--------------–---–ი და უ-- გ------------ი იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ 2----–-–----- ოქტომბრამდე უ-----------------ი ქ--------------–---–ის მიმართ, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, უსაფუძვლო მოტივით, სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, უყვიროდა რა ხმამაღლა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა, რა დროსაც ქ--------------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

ასევე, 2----–-–-------------ს უ-- გ------------ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------–ი უ-- გ------------მა ქ--------------–---–ს უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რის გამოც თავს გრძნობდა დამცირებულად, შეურაცხყოფილად და განიცდიდა ტანჯვას.

 

2----–-–--------------, დაახლოებთ 2---- საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ-- გ------------მა უმიზეზოდ ქ--------------–---–ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა შობლების თანდასწრებით, ხმამღლა აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, რის გამოც ქ--------------–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად, შეურაცხყოფილად და განიცდიდა ტანჯვას.

 

2----–-–----- ოქტომბერს ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, მეტრო ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ შეხვედრისას კვლავ ალკოჰოლური ზემოქმედევის ქვეშ მყოფმა უ-- გ------------მა, იმის გამო რომ მათი შვილი გაციებული იყო ქ--------------–---–ს კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა, ხმამაღლა უყვიროდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგინებდა, ისე რომ აღნიშნული გამვლელ პირებსაც ესმოდა და რის გამოც ქ--------------–---–ი ტანჯვას განიცდიდა.

 

2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი უ-- გ------------ი მივიდა ქ--------------–---–თან, ქ-------–--–-----–----------------------------–- არსებულ მათ მიერვე ნაქირავებ ბინაში. იმის გამო რომ ქ--------------–---–ს არ სურდა მთვრალი მეუღლე მას და თავიანთ შვილს, ექიმთან გაყოლოდა, უ-- გ------------მა მას სახეში მუშტი დაარტყა, რის გამოც ქ--------------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

2----–-–------------- თვის შუა რიცხვებში, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------–ი, იმის გამო რომ ქ-----------------–მა მათთან სტუმრად მყოფი უ-- გ------------ის შვილი პირველი ქორწინებიდან - ლ-----------------ი დასაძინებლად გაიყვანა, უ-- გ------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, ქ--------------–---–ს მკერდის არეში რამოდენიმეჯერ მუშტი დაარტყა, რა დროსაც ქ--------------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

2----–-–------------------------------------–-----------–---------------–-------------------- N--------------------------–- ყოფინას, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა უ-- გ------------მა გვიან ადგომის გამო, წარმოქმნილი კონფლიქტისას ქ--------------–---–ს მუცლის არეში, რამოდენიმეჯერ მუშტი დაარტყა, ამის შემდეგ ქ--------------–---–მა სახლიდან წასვლა დააპირა, რაც უ-- გ------------ისთვის გახდა მიზეზი, იმისათვის რომ კვლავ ეძალადა მეუღლეზე, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის მარჯვენა მახრეს, რა დროსაც ქ--------------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

დაზარალებულ ქ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლიდან უ-- გ------------თან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო მათ შორის გაუგებრობა, რომლის ძირითადი მიზეზი იყო უ-- გ------------ის მიერ ალკოჰოლური სასმელების სისტემატური მოხმარება.

 

დაზარალებულის ჩვენებით, 2----–-–------------ს დედამთლითან კამათის გამო, მას უ-- გ------------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე წლის 7 იანვარს, დედასთან საცხოვრებლად გადასულ ქ--------------–---–ს, ბრალდებული მიუვარდა სახლში, ხის კარები ჩამოამტვრია და დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მასვე მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, აგინებდა, რის გამოც ქ--------------–---–ი თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა ტანჯვას.

2----–-–-------------------, შვილთან ერთად შეხვდა უ-- გ------------ს მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბალდებული და დაზარალებული საყოფაცხოვრებო თემაზე წარმოშობილი პირობების გამო შეკამათდნენ და მას უ-- გ------------მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ასევე, 2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ-- გ------------მა შელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2016 წლის ნოემბერის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ-- გ------------მა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ რამდენჯერმე მუშტი დაარტყა მკერდის არეში. დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედებით განიცადა ძლიერი ტკივილი, რის გამოც ორი-სამი თვის განმავლობაში უჭირდა სუნთქავა.

2----–-–-----------, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ-- გ------------მა, ქ--------------–---–ს სრულიად უმიზეზოდ დაუწყო კამათი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მანვე მუშტები დაარტყა მუცელში, შემდეგ მარჯვენა ხელით დაარტყა თვალის არეში, რის გამოც დაზარალებულმა რამოდენიმე წამით დაკარგა გონება.

ამავე ჩვენებით დადგენილია, რომ ვინაიდან სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი და ვერ გამოდიოდა გარეთ, მომხდარიდან ორი თვის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, გადაიღო რენტგენი, რის შემდეგ დაუნიშნეს წამლები და მკურნალობა.

მოწმე ლანა ორლოვას ჩვენებით დადგენილია, რომ მის შვილი ქ--------------–---–ი 2----–-–----------------–-, დაქორწინდა უ-- გ------------ზე. მათ თავიდანვე ჰქონდათ არაჯანსაღი ურთიერთობა. 2----–-–------------ს, ღამის 4-ის ნახევარზე მასთან მივიდა ქ--------------–---–ი და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ-- გ------------მა უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა და გინებით გააგდო სახლიდან. 2----–-–-------------- კვლავ ნასავამ მდგომარეობაში მყოფი მიუვარდა ღამე და ცდილობდა, რომ შესულიყო სახლში და ემუქრებოდა.

 

ამავე ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მაისში, ბავშვის წამოსაყვანად მივიდა შვილთან, ქ-------ი დახვდა ნაცემი, თვალი არ უ--ნდა, სახე ჰქონდა ჭარხლისფერი, გადადიდა სილურჯეში. შვილის განმარატებით, ის სცემა უ-- გ------------მა. მომხდარი ფაქტი პირად საუბარში არც თავად უ-- გ------------მა უარყო.

 

იმის გამო, რომ შეშუპება არ დაუცხრა წაიყვანა კლინიკაში და კველვის შედეგად დაზარალებულს დაუდგინდა ჰემატომა.

 

მოწმე ნ------------–---–ის ჩვენების თანახმად: - ბრალდებული არის მისი ბიძაშვილის მეუღლე და ქ--------------–---–ისაგან გადმოცემით იცის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ-- გ------------მა 2016 წლის ნოემბერში დაზარალებულს გულ-მკერდის არეში ჩაარტყა ხელი, რის გამოც იმავე მიდამოსა და ფილტვების მიმდებარედ უჩიოდა ტკივილს.

 

2017 წლის მაისში როცა ქ--------------–---–ი დაპატიჟა შვილის დაბადების დღეზე, დაზარალებულმა იმ მიზეზით, რომ სახე და თვალი ჰქონდა დალურჯებული უარი განუცხადა და დასტურად ფოტო გაუგზანა.

 

მ--------------ის განმარტებით დადგენილია, რომ არის უ-- გ------------ის დეიდა. ამავე ჩვენებით მოწმე ერთი წელი ცხოვრობდა უ-- გ------------ის ოჯახთან ერთად ვარკეთილში. 2017 წლის მაისის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უ-- გ------------ი და ქ--------------–---–ი სიტყვირად შელაპარაკდნენ. ჯერ ქ-------მა ჩაარტყა უ--ს ხელი, ხოლო შემდეგ უ--მ დაარტყა მეუღლეს, რის შედეგად ქ-------ს თვალი ჩაულურჯდა.

 

2----–-–------------------- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის 1-ელ განყოფილებას მიმართა ქ--------------–---–მა განცხადებით, რომ 2014 წელს ოჯახის შექმნის მიზნით, ცოლად გაჰყვა უ-- გ------------ს. თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთთან ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. 2----–-–-----------, ვ---------–----------------------–----------------------------–- მდებარე ბინაში ყოფნისას შელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა მეუღლემ უ-- გ------------მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის მიდამოში. მიღებული დაზიანების გამო მიმართა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სადაც ცემის შედეგად ჩაუტარეს გამოკვლევა. განცხადებას ერთვის 2----–-–----------- ცემის დროს დაზარალებულის მიღებული დაზიანების ფოტო-მასალა.

 

2----–-–-------------- შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, უ-- გ------------ი 2----–-–------------- ყოფილ მეუღლეს - ქ--------------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

სს ,,--------------------–----------------------–--------–---------------------ს ეროვნული ცენტრის“ 2----–-–----------- გაცემული სახის ძვლების კ.ტ კვლევის მიხედვით, ქალა-სახის ძვლების დესტრუქციული ცვლილებები (ძვლოვანი მთლიანობის დარღვევა) არ ვლინდება. მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა კედელზე ვლინდება სწორკონტურებიანი, ჰიპოდენსიური სიმკვრივის ცისტა ზომით 1.1-სმ-0.8 სმ. მარცხნივ ჰაიმორის წიაღის კედლებზე ისახება მცირე ზომის ცისტები.

 

მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ იქნა ცნობილი მოწმეები: ჯ-------------–--------------–----–---------------------- და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, განხორციელებულს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად. ამავე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებაა, რომ დაზარალებული ქ--------------–---–ი და ბრალდებული უ-- გ------------ი 2014 წლის თებერვლიდან იმყოფებოდნენ რა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და მათ ჰყავთ საერთო შვილი.

 

ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ოთხივე ეპიზოდი. უ-- გ------------ის აღიარება წარდგენილ ბრალდებებზე თავსებადია გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ უ-- გ------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

უ-- გ------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული ბრალდებულს შეურიგდა და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მასვე პასუხისმგებლობას უმძიმებს წარსულში ნასამართლობა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 273-ე 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

უ-- გ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

უ-- გ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

უ-- გ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2----–-–------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

უ-- გ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უ-- გ------------- განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ უ-- გ------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით;

 

გაუქმდეს უ-- გ------------ის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით დადებულ ოლღა გ------------ის (პ--------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ქ------–---------------–---------------–-------------------------------------------------------------------------------------------- 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების პროპორციულ წილს.

 

უ-- გ------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ უ-- გ------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/