განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4018-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------------–-–---–- - დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–-------------------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–-------------------------–-.
ადვოკატი - ა-–--–-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2017 წლის ნოემბრიდან გ--------------–-–---–ი და ს--–-----------–--–---–- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
2019 წლის 18 ივლისს, შუადღის საათებში, თ---–--–-----–----–----–---------------------------–-, გ--------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს--–-----------–--–---–-ს მიმართ. კერძოდ, ხელი ჰკრა ამ უკანასკნელს, შემდეგ კი დაარტყა თავის არეში, რითაც ს--–-----------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტი გ--------------–-–---–მა ს--–-----------–--–---–-ს მიმართ განახორციელა მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რომელმაც დაიწყო ტირილი მომხდარის შედეგად.
2019 წლის 18 ივლისს, შუადღის საათებში, თ---–--–-----–----–----–---------------------------–-, გ--------------–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს--–-----------–--–---–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 19 ივლისს, შუადღის საათებში, თ---–--–-----–----–----–---------------------------–-, გ--------------–-–---–ი სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს--–-----------–--–---–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 18 ივლისს, შუადღის საათებში, თ---–--–-----–----–----–---------------------------–-, გ--------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს--–-----------–--–---–-ს დედის, ნ-----------–--ს, მიმართ. კერძოდ, გ--------------–-–---–მა ძლიერად მოუჭირა ხელი ამ უკანასკნელს მარცხენა ხელზე, რითაც ნ-----------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 19 ივლისს, შუადღის საათებში, თ---–--–-----–----–----–------------------- მიმდებარედ მყოფი გ--------------–-–---–ი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს--–-----------–--–---–-ს დედას, ნ-----------–--ს, მობილურ ტელეფონზე დარეკვის გზით დაემუქრა, რომ მოკლავდა მის შვილს, ს--–-----------–--–---–ს და „ციხეში წავიდოდა“. ნ-----------–--მ მისი შვილის მიმართ გაჟღერებული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
დაზარალებულ ს--–-----------–--–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის ნოემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--------------–-–---–თან და ჰყავთ 11 თვის შვილი, ა-–-----------------–-–---–-. 2019 წლის ივლისის თვეში, ერთი კვირით იყო წასული მშობლების სახლში, მდებარე: თ---–--–-----–----–----–---------------------------–-, სადაც 18 ივლისს ბავშვის წასაყვანად მივიდა გ-------–-–---–-. აღნიშნულზე უთხრა უარი, რამაც გამოიწვია გ--------------–-–---–ის აგრესიულობა და მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, გაარტყა ხელი თავის არეში, აგინებდა, ამცირებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და აღენიშნებოდა სილურჯეები, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა, ვინაიდან იმ მომენტში მისი მეუღლე იქცეოდა არაადექვატურად. ვინაიდან შეეშინდა, რომ გ-------–-–---–- ბავშვს წაიყვანდა, დასახმარებლად დაურეკა დედას, ნ-----------–--ს, რომელიც მალევე მივიდა. ძიძგილაობის დროს, როდესაც ცდილობდნენ, რომ გ-------–-–---–-სთვის არ მიეცათ ბავშვის წაყვანის საშუალება, ამ უკანასკელმა დედამისს, ნ-----------–--საც მოუჭირა მკლავზე ხელი ისე, რომ დაზიანება მიიღო. მათ გარდა სახლში ასევე იმყოფებოდა მისი მეგობარი, თ-----–------- და ბავშვი, რომელიც თავდაპირველად, როდესაც მისი მეუღლე ცდილობდა მის წაყვანას და ძიძგილაობდნენ, ეჭირა ხელში, რა დროსაც ბავშვმა ყვირილის ხმაზე დაიწყო ტირილი. რაც შეეხება გ--------------–-–---–ის მხრიდან 2019 წლის 19 ივლისს დედამისს, ნ-----------–--ს და მის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებს, ამ დღეს მისი მეუღლე პირადად არ უნახავს. იგი დილიდან მისული იყო მისი მშობლების სახლთან, სადაც თავად იმყოდებოდა და სოციალური ქსელის, მესენჯერის, საშუალებით წერდა მუქარის შემცველ ტექსტებს. გ--------------–-–---–ი ასევე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა დედამისს და დაემუქრა, რომ მის შვილს არ აცოცხლებდა. ვინაიდან გ--------------–-–---–ი იყო მათ სახლთან და არ მიდიოდა, მუქარა აღიქვეს რეალურად, შეშინდათ და დარეკეს პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებით, მას დღეის მდგომარეობით გ-------–-–---–-ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, რადგან გაარკვიეს ურთიერთობა და მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე სჭირდება ბავშვის გაზრდაში მისი დახმარება.
დაზარალებულ ნ-----------–--ს ჩვენებით, გ--------------–-–---–ი არის მისი შვილის, ს--–-----------–--–---–-ს მეუღლე, რომელთანაც 2019 წლის 18 ივლისამდე ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. ამ დრომდე არცკი სმენია, რომ მის შვილს და სიძეს ჰქონდათ პრობლემები. 2019 წლის 18 ივლისს დასახმარებლად დაურეკა ს--–-----------–--–---–მა, რადგან მათ სახლში, ბავშვის წასაყვანად, მისული იყო გ--------------–-–---–ი. როცა თვითონაც მივიდა, გ--------------–-–---–ი დახვდა გაღიზიანებული და იმის გამო, რომ ბავშვის წაყვანაზე გაუწია წინააღმდეგობა, მკლავში ძლიერად მოჰკიდა ხელი. აღნიშნულის შედეგად, მეორე დღეს, ჰქონდა დალურჯება და იგრძნო ტკივილი. რაც შეეხება 2019 წლის 19 ივლისს მომხდარ ფაქტს, გ--------------–-–---–მა დაურეკა ტელეფონზე და დაემუქრა, რომ ღვთისმშობლის ხატთან დაიფიცა ს--–-----------–--–---–-ს მოკვლის და ბავშვის წაყვანის შესახებ. მისი შვილისგან ასევე იცოდა, რომ იგი მისული იყო მათ სახლთან და შეეშინდა მუქარის განხორციელების. დაზარალებულ ნ-----------–--ს განმარტებით, მას პრეტენზია არ გააჩნია გ-------–-–---–-ს მიმართ იმ საფუძვლით, რომ მისი შვილი შეურიგდა მას, ასევე ბავშვს სჭირდება მამის დახმარება, რის გამოც ითხოვა მისი მსუბუქად დასჯა და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
ბრალდებულმა გ--------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ, თუმცა განმარტა, რომ 2019 წლის 18 მარტს მომხდარი კონფლიქტის დროს მის შვილს ეძინა და შესაბამისად, ოჯახური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა დაზარალებულების - ს--–-----------–--–---–-ს და ნ-----------–--ს ჩვენებებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გ--------------–-–---–ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გარდა ბრალდებულ გ-------–-–---–-ს აღიარებისა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მ-------------–--–---–-----------–-------- გამოკითხვის ოქმები, მოკლეტექსტური შეტყობინებებით, დათვალიერების ოქმით, ნ-----------–--ს ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულების - ს--–-----------–--–---–-ს და ნ-----------–--ს ჩვენებებით.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------–-–---–მა ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც შეეხება, გ-------–-–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით, გ--------------–-–---–მა ძალადობის განხორციელება დაადასტურა, თუმცა უარყო, არასრულწლოვნის თანდასწრება, რადგან მას კონფლიქტის დროს ეძინა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის იმ მტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, დაზარალებულ ს--–-----------–--–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ძიძგილაობის დროს, როდესაც მისი მეუღლე, გ-------–-–---–- ცდილობდა ბავშვის წაყვანას, ხოლო თავად უწევდა წინააღმდეგობას, ბავშვი ეჭირა ხელში, რომელიც ყვირილის ხმაზე ტიროდა. იმავე ფაქტობრივი გარემოება დასტურდება მოწმე თ-----–-------- გამოკითხვის ოქმითაც, რაც მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებად და რომლის თანახმად, 2019 წლის 18 ივლისს, როდესაც გ--------------–-–---–ი მივარდა ს--–-----------–--–---–ს, მას ბავშვი ეჭირა ხელში. გ-------–-–---–-- მის მეუღლეს ჰკრა ხელი, რის შემდეგაც, ბავშვი გამოართვა და თავად აიყვანა ხელში. გ--------------–-–---–ი ს--–-----------–--–---–ს აგინებდა, აფურთხებდა სახეში, აყენებდა სიტყვიერ შეურცხყოფას, თავში ჩაარტყა ხელი, კედელზე მიარტყმევინა თავი და ასევე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. ამ დროს კი ბავშვი განუწყვეტლივ, ისტერიულად ტიროდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული უდაო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--------------–-–---–მა ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
გ--------------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების და დამდგარი შედეგის მიმართ.
სასამართლომ მოისმინა დაზარალებულების, ს--–-----------–--–---–-ს და ნ-----------–--ს პოზიციები, რომელთა თანახმად, მათ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვეს არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის დროს, გასათვალისწინებელია ბრალდებულის პიროვნება, თუ რა ფორმით, ხერხით, საშუალებით არის ჩადენილი დანაშაული, რამდენად გულწრფელია მისი აღიარება, არსებობს თუ არა მის მიერ შემდგომში დანაშაულის ჩადენის რისკი და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებების შინაარსის (მუქარის და ზიზღის შემცველი მიმოწერა) გათვალისწინებით, სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია და ამ ეტაპისთვის აღარ არსებობს დანაშაულის განმეორების რისკები.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------------–-–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისი, ს-------–--–---–-- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 ივლისი, ს-------–--–---–-- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 ივლისი, ნ-------–--- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, გ--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------–-------.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი