განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100115003058024
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/6909-10

(-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---------–---

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ-------–--–----–----------------------------------–-------–-–-------------------–----------------–-----------–---–--------–--------------–--

ბრალდებული გ--------------------------------------------------–-------–-–------------–---------------------–----------------------–-----–-----–------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------–--

ადვოკატი - გ------------–-–---–--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტები - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2008 წლის 30 ივლისს შ----------------------------------------------------- და გ------------------ დააფუძნეს შ-----------, რომელიც რეგისტრირებულია თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) „----–-------–----- განყოფილებაში და მინიჭებული აქვს ს------------- საზოგადოების იურიდიული მისამართია თ---–------–------------. საზოგადოების დირექტორი 2009 წლის გაზაფხულამდე იყო გ-------–--–----–-.

2008 წლის 27 ოქტომბერს ს----------–----–------------------------------- და შ------------ს შორის დაიდო N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შ-------------- აიღო ვალდებულება შ------------------------------ მშენებარე ობიექტზე (--------–----------------------–--–------–-) მოეხდინა პოლიციის შენობის ფასადის განათება და ჩაეტარებინა დამხმარე სამუშაოები ხელშეკრულებაზე დართული დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 585 407, 90 ლარი.

2008 წლის 3------------რს და 2- დეკემბერს ს----------–----–-------------------------------–------------- წინასწარ ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება, შესაბამისად, 1 109 786 ლარი და 475 621,90 ლარი.

შ------------მ შ------------------------------ პოლიციის შენობის ფასადის გასანათებლად დაამონტაჟა 1 344 ცალი სანათი. ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) ნაჩვენები 1 585 407,90 ლარისა, შეადგინა 675 395,08 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). სხვაობამ რეალურად შესრულებულ და ფორმა N2-ში დაფიქსირებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგინა 910 012,82 ლარი.

იმყოფებოდა რა აღნიშნული დიდი ოდენობით თანხა შ------------- დირექტორის გ-------–--–----–--- და შ------------ს დამფუძნებლის, გ------------------ მართლზომიერ მფლობელობაში, მათ წინასწარი შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს იგი, რითაც საქართველოს შ------------------------------ მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, განიხილა გ-------–--–----–-- და გ------------------ ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ პირთა დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------–--–----–- და გ----------------- საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მათ მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2008 წლის 2-------------ის N--- ხელშეკრულებით ირკვევა, რომ საქართველოს შ------------------------------ საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს - საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მ---------------------–--- უფროს მ-----–---------–---–-- (დამკვეთი) და შ------------- დირექტორ გ-------–--–----–- (შემსრულებელი) შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმადაც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების N1 დანართის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად უზრუნველეყო შ------------------------------ მშენებარე ობიექტზე (-----–----------------------–--–------–-- პოლიციის შენობის ფასადის განათების და დამხმარე სამუშაოები. (პუნქტი 1.1.)

ხელშეკრულების ფასი, - რომელიც მოიცავდა მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, - განსაზღვრული იქნა 1 585 407,90 ლარის ოდენობით, რაც დამკვეთს უნდა გადაეხადა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ, შემსრულებლის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. (პუნქტები 2.1. და 2.2.)

ხელშეკრულების N1 დანართით (ხარჯთაღრიცხვა) გაწერილია შ------------------------------ მშენებარე ობიექტზე (-----–----------------------–--–------ ჩასატარებელი სამუშაოები და მათი საერთო ღირებულება - 1 585 407,90 ლარი.

შ------------------------------ მშენებარე ობიექტზე პოლიციის შენობის ფასადის განათების შესრულების აქტის (ფორმა N2) თანახმად, ჩატარებულ სამუშაოთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 585 407,90 ლარი.

2008 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, კომისიამ (–-- საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ----------–------–-- ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის კონსულტანტ------------–---–-- და მოიჯარადის წარმომადგენლის - შ------------- დირექტორ-----–----–-- შემადგენლობით) განიხილა რა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, შესრულებულ სამუშაოთა აქტი - ფორმა N2), ჩაატარა ობიექტის გარეგნული დათვალიერება და შესრულებული სამუშაოების აზომვითი სამუშაოები, - მიიღო გადაწყვეტილება შ------------- მიერ საქართველოს შ------------------------------ მშენებარე ობიექტზე (--------–----------------------–--–------ ხარჯთაღრიცხვის თანახმად წარმოებული სამუშაოების ექსპლოატაციაში მიღების შესახებ.

ამავე აქტში მითითებულია, რომ ობიექტის სახარჯთაღრიცხვო და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა.

დოკუმენტური რევიზიის 20-- წლის 02 ნოემბრის აქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორების --------------–----------–--–-----–---- მიერ, წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, დოკუმენტურად შემოწმდა საქართველოს შ-----------------------------------–------------- მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულ ფორმა N2-ში ასახული, ფაქტიურად გაწეული ხარჯების რეალურობა. რევიზიის შედეგად დადგინდა შემდეგი:

საქართველოს შ------------------------------ საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტთან 2008 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შ------------ აიღო ვალდებულება მშენებარე (--------–----------------------–--–------–-) პოლიციის შენობის ფასადის განათების სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულებაზე დართული N1 დანართის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად, სამუშაოების ღირებულებას შეადგენდა 1 585 407,90 ლარი, რაც ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან.

ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, შ------------- იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ჰქონდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, მათ შორის:

1. 2008 წლის 3 დეკემბერს,------- საბაჟო დეკლარაციით, - 1348 ცალი ლედური ტიპის სანათის (vinsent Line) პროფილი (სამაგრი), რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 60.23 ლარს;

2. 2008 წლის 11 დეკემბერს,-------- საბაჟო დეკლარაციით, - 480 ცალი ლედური ტიპის (vinsent Line) სანათი, რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 2-0.02 ლარს, ღირებულებით 120 0-- ლარი;

3. 2008 წლის 22 დეკემბერს,-------- საბაჟო დეკლარაციით, - 880 ცალი ლედური ტიპის (vinsent Line) სანათი, რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 273.05 ლარს, სულ ღირებულებით 240 284 ლარი. ერთი სანათის შეწონილმა ღირებულებამ შეადგინა 264.90 ლარი.

ზემოაღნიშნული სანათებიდან 1 344 ცალი სანათი შ------------- მიერ დამონტაჟდა შსს პოლიციის შენობის ფასადის გასანათებლად. შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილ ფორმა N2-ში თითოეული სანათის ღირებულებად, ნაცვლად 264.90 ლარისა (სულ თანხით - 356 026 ლარი), დაფიქსირდა 770.4 ლარი, ღირებულებით 1 035 417 ლარი. შედეგად ბიუჯეტიდან სანათებზე გაწეულ ფაქტიურ ხარჯზე ზევით მოთხოვნილია და განაღდებულია 679 391 ლარით მეტი.

შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2 და საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ბ------------ გაფორმებულია 2008 წლის 30 დეკემბერს, აღნიშნული სამუშაოს ღირებულება 1 585 407,90 ლარი განაღდებულია სრულად, მათ შორის, 1 109 786 ლარი ჩარიცხულია წინასწარ ავანსად, 2008 წლის 3------------რს.

საქართველოს ფ------------------------------------------------------–---–-------------–------------ქსპერტიზის დეპარტამენტის ინსპექტორების --------------–----------–--–-----–---- მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შ------------- მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ლედური ტიპის სანათების თვითღირებულება იყო შემდეგი:

1. 2008 წლის 11 დეკემბერს, შ------------ საბაჟო დეკლარაცია N-----, ჰოლანდიიდან შემოტანილი ჰქონდა 480 ცალი VINCENT LED LINE MODULE, ინვოისისა და ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით ერთეულის ფასი შეადგენდა 116.68 ევროს, შესაბამისი კურსით 2.1428; მთლიანი ღირებულება - 120 0--.00 ლარი, ხოლო ერთეულის ღირებულება - 2-0.02 ლარი;

2. 2008 წლის 22 დეკემბერს, შ------------ საბაჟო დეკლარაცია N-----, ჰოლანდიიდან შემოტანილი ჰქონდა 880 ცალი VINCENT LED LINE MODULE, ინვოისისა და ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით ერთეულის ფასი შეადგენდა 116.36 ევროს შესაბამისი კურსით 2.3456; მთლიანი ღირებულება - 240 182.00 ლარი, ხოლო ერთეულის ღირებულება - 272.93 ლარი;

ერთი სანათის საშუალო შეწონილმა ღირებულებამ შეადგინა 264.90 ლარი.

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად:

ა) ქ-------–----------------------–--–-----–- მდებარე შ------------------------------ შენობაში შ------------ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები ემთხვევა შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) ასახულ სამუშაოთა მოცულობებს და რაოდენობებს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 675 395.08 ლარს, დღგ-ის ჩათვლით;

ბ) შ------------------------------ შენობაში შ------------ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2-ში) ნაჩვენები 1 585 407.90 ლარისა, შეადგინა 675 395.08 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), სხვაობამ შეადგინა 910 012.82 ლარი.

ექსპერტმა ი-----–---–------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მისი დასკვნით, შეადგენდა არა 1 585 407.90, არამედ 675 395.08 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მიღებული სხვაობა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთეული სანათის ღირებულებით. ერთეული სანათის ღირებულების დადგენისას იგი დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

ბრალდებულმა გ-------–--–----–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით 2009 წლის აპრილ-მაისამდე იყო შ------------- დირექტორი. შ----------- წარმოადგენდა შ------------------------------------- შვილობილ კოპანიას, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც იყო გ-----------------. დირექტორად მისი დანიშვნის დროისათვის გ----------------- უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს შ--------------------------------- სახელით შ------------------------------ მშენებარე შენობის განათების პროექტთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ მოლაპარაკებებში თავად მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაერთო, როცა დამკვეთის მხრიდან განათების ვიზუალიზაციის მოთხოვნა გაჩნდა. ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს შეიტყო, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის შეთანხმებული ფასი იყო 1 585 407.90 ლარი, რაშიც შედიოდა შემსრულებლის ყველა ხარჯი (სანათების ღირებულება, კომპიუტერული უზრუნველყოფა და სხვ.) და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ხელშეკრულებას ერთვოდა ხარჯთაღრიცხვაც. ორი თვე ჰქონდათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და, მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა, სამუშაოები დამკვეთს დროულად ჩაბარდა. ბრალდებული გ-------–--–----–-- განმარტებით, კლასიკური გაგებით, იგი ასრულებდა არა საზოგადოების დირექტორის, არამედ სამუშაო პროექტის მენეჯერის ფუნქციებს, რადგან შემხებლობა არ ჰქონდა ფინანსურ საკითხებთან და სპეცალისტებსა და შემსრულებლებს ხელმძღვანელობდა. შ------------- საფინანსო-სამეურნეო ურთიერთობებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა გ-----------------.

ბრალდებულმა გ------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შ----------- დააფუძნა კომპანია „--------------------------------- რომელიც 2004 წლიდან მოღვაწეობდა ბაზარზე და დედაქალაქსა და მთელ რეგიონში შესრულებული ჰქონდა რამდენიმე ასეული მსხვილი პროექტი. „------------------------------- თავად უწევდა შვილობილ კომპანიებს ფინანსურ, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას. კომპანიების დირექტორებს ფინანსებთან შემხებლობა არ ჰქონდათ. „---------------------------------–------------------------------ მშენებარე ობიექტის განათების პროექტზე მუშაობა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში, შესაბამისი ხელშეკრულება კი დეკემბერში გაფორმდა. შ------------------------------------ მონაწილეობა მიიღო ტენდერში, რა დროსაც ოთხ კომპანიას შორის საუკეთესო, ყველაზე მცირე ფასი აჩვენა. ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვა შედგენილი იქნა თავად კომპანიის მიერ და მასში გაიწერა არა მომსახურების თვითღირებულება, არამედ შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის შეთავაზებული ფასი. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, წარმოადგენდა კომპანიის წინადადებას, რომელიც სახელმწიფომ მიიღო, რის შედეგადაც, როგორც ტენდერში მონაწილე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე კომპანიას, შეთავაზებულ თანხაზე, რაოდენობასა და ხარისხზე გაუფორმა კიდეც ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფასი წარმოადგენდა იმ თანხას, რადაც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უღირდა. ხელშეკრულების ფასი მოიცავდა შემსრულებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მომსახურებასთან, - სამუშაო მასალების, მიწოდებული მომსახურების ღირებულებას, ზედნადებ ხარჯებს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, მოგებასა და დღგ-ს.

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------–--–----–-- და გ------------------ ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები დადგენილი ვერ იქნა. სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომლის თანახმადაც გ-------–--–----–-- და გ------------------ ბრალეულობა შ---------------- კუთვნილი თანხების მითვისებაში დასტურდება შ------------- მიერ შედგენილ ფორმა N2-ში მითითებული და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებათა შორის სხვაობის არსებობის ფაქტით.

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გ-------–--–----–--- და გ------------------ათვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდების მხარე მათ, ფაქტობრივად, ედავება არა ხარჯთაღრიცხვის წარდგენისას შ---------------- შესაბამის პირთა მოტყუებას და თაღლითურად ამ უწყების კუთვნილი თანხების მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრებას, არამედ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხის მითვისებას, - რეალურად შესრულებულ სამუშაოთა ამსახველ აქტში (ფორმა N2) ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების დაფიქსირებას და ამ გზით ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული თანხის გაუხარჯავი ნაწილის დამკვეთისთვის არდაბრუნებას.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესრულებული სამუშაოების აქტში მითითებული, შ------------------------------ შენობაში შ------------ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, 1 585 407,90 ლარი, მართლაც აღემატება თანხას, რომელიც საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რეალურად იქნა გახარჯული ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარისაგან განსხვავებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული თანხის შ------------ მიერ სრული მოცულობით დაუფლება იყო მართლზომიერი, შემდეგ გარემოებათა გამო:

2008 წლის 2-------------ის ხელშეკრულებით, შ---------------- საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მ-----–---------–---–-- მიერ შ---------------- 1 585 407,90 ლარად შესყიდული იქნა შ---------------- მშენებარე ობიექტზე პოლიციის შენობის ფასადის განათების და დამხმარე სამუშაოები, ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულება, თავისი იურიდიული ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებაა, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი; ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, შემკვეთი კი ვალდებულია მენარდეს გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით შემსყიდველს არ ევალება აკონტროლოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის მის მიერ დახარჯული თანხის ოდენობა და იგი ანაზღაურებს იმ ღირებულებას (შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით), რაც განსაზღვრულია მასსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ფასი - 1 585 407,90 ლარი წარმოადგენდა შ------------ წინასწარ შეთანხმებულ საზღაურს (როგორც წესი, შემდგარს გაწეული ხარჯებისა და მოგებისაგან), რომლის სანაცვლოდაც მას დამკვეთისათვის ხარჯთაღრიცხვით შეთანხმებული სამუშაოები უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა წარმოადგენდა მხარეთა კონსენსუსის შედეგს, - არამარტო შემსრულებლის კომერციულ ინტერესთან თანმხვედრ, არამედ თავად დამკვეთისთვის მისაღებ ანაზღაურებას.

მხარეთა დავას არ იწვევს და გამოკვლეული მტკიცებულებებითაც დასტუდება, რომ შ------------მ არამხოლოდ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არამედ ხარჯთაღრიცხვის აქტში მითითებულ, მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ხარისხი სრულ შესაბამისობაში აღმოჩნდა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არანაირი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა დამკვეთის მიერ გადახდილი, წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურების (1 585 407,90 ლარი) შ------------- მიერ „მითვისების“ და განკვარგვის მართლზომიერებას, არ დგინდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდების ძირითადი მტკიცებულება, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც შ------------ მიერ განხორციელებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა მხოლოდ 675 395,08 ლარი, ნაცვლად ფორმა N2-სა და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 1 585 407,90 ლარისა, - სასამართლოს შეფასებით, არ არის სათანადო მტკიცებულებითი ძალის მქონე, რადგან დაუსაბუთებელია და ეყრდნობა სავარაუდო მონაცემებს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ლედური ტიპის სანათების თვითღირებულება ექსპერტის მიერ გაანგარიშებული იქნა საშუალო არითმეტიკული შეწონვის გზით, დასკვნაში მის მიერ მითითებული არ იქნა კონკრეტულად სხვა რა მონაცემთა შეჯამებით მოახდინა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო თვლის, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ის გარემოება, რომ შ-------------------- დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შ------------ მიერ ჩატარებული სამუშაოების თვითღირებულება არ ემთხვევა ამ სამუშაოებისათვის კომპანიის მიერ მოთხოვნილ ანაზღაურებას, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, მითუფრო, როცა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დათქმებს პროდუქციის თვითღირებულების ფასში მიყიდვასთან ან ფასწარმოქმნის რაიმე კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ------------- დირექტორ გ-------–--–----–--- და შ------------ს დამფუძნებელ გ------------------ მიერ საქართველოს შ------------------------------ კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისების ფაქტი დადგენილი ვერ იქნა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

„გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში /... /

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, №41-45 პარაგრაფები)

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარდგენილ ბრალდებაში გ-------–--–----–-- და გ------------------ უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 2-5-ე, 2-8-260-ე, 268-ე, 271-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ----------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 0------------ განჩინებით დადებულ ყადაღას გ------------------ საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს ,,------------------ 1995 წელს გამოშვებული სახელმწიფო ნომრით ,---------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, №-------------------------------------

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 0------------ განჩინებით დადებულ ყადაღას გ------------------ საკუთრებაში არსებულ 468,00 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, მდებარე ქ------–--------–---------------------------- საკადასტრო კოდით---.1--1-.---.002.--.0--.

გაუქმდეს გ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გ-------–--–----–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 0------------ განჩინებით დადებულ ყადაღას გ-------–--–----–-- საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს ,------------------- 2003 წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომრით ,---------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, №----------------- 4------------------------------ 1986 წელს გამოშვებული სახელმწიფო ნომრით ,---------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა #--------------------

გაუქმდეს გ-------–--–----–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე