განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
330100119003094019
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3193-19 (--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო-–---------------------------–-–---–-, დაბადებული 1-----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–-–--------------------------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 09 ივნისს დაახლოებით 23:30 საათზე ქ.თბილისში, პ---–-–--------------------------–- ყოფნისას, ო-–-----------–-–---–-- დედის - ვ-----------------–-–---–-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ბოთლი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, ხოლო წიხლი ჩაარტყა მარცხენა მუხლის არეში, რის შედეგადაც ვ-----------------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ-----------------–-–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

მოწმე ლ--–------------ ჩვენებით, მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახურში ექიმის პოზიციაზე. 2019 წლის 09 ივნისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა პ---–-–-----------------–-, სადაც ადგილზე დახვდა ქალბატონი ვ-----------------–-–---–-, რომელსაც მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, ჰემატომას სახით. ვ-----------------–-–---–- განიცდიდა ტკივილს და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა ბოთლი ჩაარტყა თვალის მიდამოში. პაციენტს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მან უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

მოწმე ბ------------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 09 ივნისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ-------------------- ერთად გამოცხადდა პ---–-–-----------------–-, სადაც ადგილზე დახვდა მოქალაქე ვ-----------------–-–---–-, რომელსაც თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებული განმარტავდა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ბრალდებული ო-–-----------–-–---–- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით კვლავ აგრძელებდა დაზარალებულის შეურაცხყოფას, რის შემდეგაც იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

მოწმე გ---------------- ჩვენებით, 2019 წლის 09 ივნისს მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მეწყვილე ბ------------–---–---- ერთად გამოცხადდა პ---–-–--------------------------–-, სადაც ადგილზე დახვდა მოქალაქე ვ-----------------–-–---–-, რომელსაც თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა - ო-–-----------–-–---–-- მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ბრალდებული ო-–-----------–-–---–- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და იგი კვლავ აგრძელებდა დაზარალებულის შეურაცხყოფას.

მოწმე გ---------------- ჩვენებით, 2019 წლის 09 ივნისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ვ-----------------–-–---–-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული, რომელსაც მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც იგი განმარტავდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ო-–-----------–-–---–-- ბოთლი ჩაარტყა თვალის არეში და წიხლი ჩაარტყა მუხლის არეში. დაზარალებულმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, რის გამოც სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.

ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახად, ო-–-----------–-–---–- დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–---------–-–-------------------------–-. დაზარალებულმა ვ-----------------–-–---–-- მიუთითა საწოლზე არსებულ პოლიეთილენის ბოთლზე, რომელშიც ასხია სითხე და განმარტა, რომ აღნიშნული ბოთლი დააარტყა თვალში მისმა შვილმა ო-–-----------–-–---–--.

უდაო მტკიცებულებად იქნა მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #--------- ვ-----------------–-–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო-–-----------–-–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ო-–-----------–-–---–-- მხრიდან, 2019 წლის 9 ივნისს ვ-----------------–-–---–--- ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ გ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ვ-----------------–-–---–-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც გამოკითხვის დროს სრულად დაუდასტურა მას შვილის - ო-–-----------–-–---–-- მხრიდან, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა თვალის არეში ბოთლის, ხოლო მუხლის არეში წიხლის ჩარტყმაში.

ბრალდებულ ო-–-----------–-–---–-- მხრიდან ვ-----------------–-–---–-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა სრულად დაადასტურა შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა - ლ--–------------, რომელმაც სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 09 ივნისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა პ---–-–-----------------–-, სადაც ადგილზე დახვდა ქალბატონი ვ-----------------–-–---–-, რომელსაც მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, ჰემატომას სახით. ვ-----------------–-–---–- განიცდიდა ტკივილს და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა ბოთლი ჩაარტყა თვალის მიდამოში. პაციენტს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მან უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა ბ------------–---–------------------------, რომლებმაც დაადასტურეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადების ფაქტი, სადაც დახვდათ დაზარალებული ვ-----------------–-–---–-, რომელსაც თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც იგი განმარტავდა, რომ მისმა შვილმა ო-–-----------–-–---–-- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ო-–-----------–-–---–- კვლავ აგრძელებდა დედის მიმართ შეურაცხყოფას, რის შემდგომაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება.

მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახულ ინფორმაციასთან, სადაც მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე ------–-–--------------------------–-, საწოლზე ნანახი იქნა პოლიეთილენის ბოთლი მასში არსებული სითხით, რაზეც დაზარალებული ვ-----------------–-–---–- უთითებდა, რომ აღნიშნული ბოთლი ჩაარტყა თვალში მისმა შვილმა ო-–------------–-–---–-ა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ ვ-----------------–-–---–--- მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ვ-----------------–-–---–- სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული ჰემატომას სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ასევე დადგენილია, რომ ვ-----------------–-–---–- სამედიცინო დახმარება გაეწია 2----–-–------------ და დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა. პირველადი ჰიპერტენზია. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულ ო-–-----------–-–---–-- პოზიცია, რომელმაც უარყო დედაზე - ვ-----------------–-–---–--- ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ო-–-----------–-–---–-- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ო-–-----------–-–---–-- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ო-–-----------–-–---–- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო-–------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

მსჯავრდებულ ო-–------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–-----------------

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი