განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
120100119003276772
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3276772-1/297-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

13 დეკემბერი 2019 წ. ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ--–-----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ა-–-------------------- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------, რეგ. ახალციხის რაიონის სოფელი უ------–-- ფაქტ. მცხ. ა------- რაიონის სოფელი ნ----–-----)

ადვოკატი - ვ-----------–-------–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 27 სექტემბერს დაახლოებით 13:00 საათზე, ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–----–-, შვილებთან ურთიერთობის თაობაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ა-–--------------------მ, არასრულწლოვანი შვილის, 0--------- წელს დაბადებული ნ-------------- თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ,,ლ---------’ ჯიპის ავტომანქანის, სახელმწიფო N B--------, საჭესთან მჯდომ მეუღლეს თ----------------, რა დროსაც მან ორჯერ დაარტყა ხელი მას მარჯვენა ხელზე, რამაც გამოიწვია თ---------------- ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა-–--------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა ,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ა-–--------------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, დამტკიცებულია როგორც უდაო სახის მტკიცებულებები და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ ნ-------------- ჩვენება, მოწმეთა: ც------------------, ა-----------------ს, ე----------------- ჩვენებები, ა-–--------------------ს და თ---------------- ქორწინების მოწმობა, არასრულწლოვანი ნ-------------- დაბადების მოწმობა, ბრალდებულ ა-–--------------------ს დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი დაზარალებულ თ----------------თან, ფოტოცხრილით, 2019 წლის 27 სექტემბრის შემაკავებელი ორდერი ა-–--------------------ს მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ა-–--------------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა-–--------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–-------------------- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 27 სექტემბრიდან 2019 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით) პროპორციულად შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ა-–--------------------ს განესასაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 საათის ოდენობით.

 

3. ა-–--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ გ--–--------------------- (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ა------- რაიონის სოფ. ნ----–-----, ს.კ. 6----------- და ს.კ. 6----------- (2019 წლის 30 სექტემბრის N12/011-19წ. განჩინება).

 

4. განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა