გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23244-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - მ-----------------
მოპასუხეები - შპს ,,ე-–---------’’, ნ--------------–--ე, ს--------–---–----ე
წარმომადგენლები - მ-------–---–--------------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - შპს ,,ე-–---------ს’’, ნ--------------–--ესა და ს--------–---–----ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 10838.49 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9033.48 ლარი, სარგებელი - 920.71 ლარი და პირგასამტეხლო 884.30 ლარი.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
2018 წლის 19 თებერვალს, სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ე-–---------ს’’ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ე-–---------’’-ზე გაიცა სესხი 10500 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 19 თებერვალს სს ,,ს----------–--------სა” და ნ--------------–--ეს, ასევე ბანკს და ს--------–---–----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა ცალკ-ცალკე 21000 ლარის მოცულობით.
მსესხებელს ბანკის მიმართ სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. გადახდის შეთანხმებული გრაფიკი პირველად დაირღვა 2018 წლის 20 ივნისს, საიდანაც დაიწყო პირგასამტეხლოს დაკისრება, შემდგომში მოპასუხეების მიერ პერიოდულად ირღვეოდა გადახდის შეთანხმებული პირობა. 2019 წლის 16 აგვისტოს მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოიჭრა 72 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხემ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, რის გამოც ადგილი აქვს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევას.
დავალიანება მოპასუხეების მიერ ჯეროვნად არ სრულდება, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია.
წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის 9033.48 ლარისა და სარგებლის 920.71 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოზე მიუთითეს, რომ შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვეს გონივრულ ოდენობამდე შემცირება, ასევე არ დაეთანხმნენ მოთხოვნას დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილშიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 19 თებერვალს, სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ე-–---------ს’’ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ე-–---------’’-ზე გაიცა სესხი 10500 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.02.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N---------------------------;
3.1.2. სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ე-–---------ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 19 თებერვალს სს ,,ს----------–--------სა” და ნ--------------–--ეს, ასევე ბანკს და ს--------–---–----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა ცალკ-ცალკე 21000 ლარის მოცულობით.
ამავე სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების 11.2 პუნქტების თანახმად, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.02.2018 წლის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები N------------ და N------------;
- 19.02.2018 წლის განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;
3.1.3. 2018 წლის 19 თებერვალს, სს ,,ს----------–---------სა” და შპს ,,ე-–---------ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ე-–---------ს’’ დავალიანება 2019 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 10838.49 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9033.48 ლარი, სარგებელი - 920.71 ლარი და პირგასამტეხლო 884.30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.02.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N---------------------------;
- 16.09.2019 წლის ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ;
3.1.4. დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი სს „ს----------–--------მა“ სასამართლოში 2019 წლის 19 სექტემბერს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შპს ,,ე-–---------ს’’ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 10838.49 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9033.48 ლარი, სარგებელი - 920.71 ლარი და პირგასამტეხლო 884.30 ლარი.
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოთხოვნილი თანხიდან მოპასუხეებმა ცნეს დავალიანება 9954.19 ლარის ნაწილში, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9033.48 ლარი და სარგებელი - 920.71 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საერთოდ არ ცნეს, მათი განმარტებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირდეს 0.1%-მდე. თუმცა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.09.2019 წლის ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.1. ხელშეკრულების თანახმად, თანხა უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხეთათვის დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
5.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).
5.1.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
5.1.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
5.1.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
5.1.5. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ე-–---------ს’’ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ე-–---------ს’’ სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 10500 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
5.1.6. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ე-–---------ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 19 თებერვალს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ N------------ და N------------ ხელშეკრულებები ს--------–---–----ესთან და ნ--------------–--ესთან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა 21000 ლარის მოცულობით;
5.1.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
5.1.8. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში)თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
5.1.9. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
5.1.10. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.11. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მოპასუხეები გაფრთხილდა წერილობით და მიეცათ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ.
5.1.12. სადავო არარის დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება. მოპასუხეებს სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ ეცნობათ, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებლები. წარმოდგენილ წერილობით შესაგებლებში მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები შპს ,,ე-–---------’’-ზე სესხის ძირითადი თანხის 9033.48 ლარის და სარგებელის 920.71 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 0.1%-მდე.
ამიტომ, თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
5.1.13. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.1.14. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
5.1.15. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები არ უარყოფენ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, მხოლოდ პრეტენზიას აცხადებენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
5.1.16. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
5.1.17. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც შეუსაბამოა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან.
5.1.18. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტორების და მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ 884.30:10=88.43 ლარი პირგასამტეხლოს სახით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 325 ლარი, ნაცვლად 325.15 ლარისა. საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ბანკის მოთხოვნა ცნეს 9954.19 ლარის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის თანხა (9954.19 ლარის 3%) – 298.62 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაუკმაყოფილებელ ნაწილში (795.87 ლარი) გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 23.87 ლარი უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად. დარჩენილი ბაჟის თანხის 2.65 ლარის სოლიდარულად გადახდა კი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს შპს ,,ე-–---------ს’’, ს--------–---–----ეს და ნ--------------–--ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ.
მოპასუხეებს შპს ,,ე-–---------ს’’, ს--------–---–----ეს და ნ--------------–--ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ გამარტივებული საქმის წარმოების ფარგლებში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის სოლიდარულად გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ .......იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).
8.2. საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეათანხმეს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს შპს ,,ე-–---------ს’’, ს--------–---–----ეს და ნ--------------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 10042.62 ლარის გადახდა საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9033.48 ლარი, სარგებელი - 920.71 ლარი და პირგასამტეხლო - 88.43 ლარი.
3. მოპასუხეებს შპს ,,ე-–---------ს’’, ს--------–---–----ეს და ნ--------------–--ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2.65 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 100 ლარის გადახდა გამარტივებული საქმის წარმოების ფარგლებში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის სანაცვლოდ;
4. სს ,,ს----------–--------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 16.09.2019წ. N29729 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (325 ლარიდან) 298.62 ლარი (გადამხდელი სს ,,ს----------–--------ი“ (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–--------ი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);
5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი"-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 23.87 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-6 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე