განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
110100119002923225
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002923225

N1/73-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა---------– ბ--–--------;

 

ბრალდებული - შ------ მ----–---, დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული: ჭიათურის რაიონი, სოფელი მ---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ჭიათურა, დ.აღმაშენებლის ქუჩა N---;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში მცხოვრები შ------ მ----–---, 2013 წლიდან, 2019 წლის იანვრის პერიოდის ჩათვლით, როგორც სოფელ მ--------ში, ასევე, ქ.ჭიათურაში, შვილების საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილის - თ----- მ----–--ის თანდასწრებით, ეჭვიანობის მიზეზით, სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მეუღლის - ნ----- მ----–--ის მიმართ, რაც გამოიხატებოდა ამ უკანასკნელისათვის თავის და სახის არეში ხელის დარტყმებით, რამაც ნ----- მ----–--ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

2. 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა შ------ მ----–---მ, ქ.ჭიათურაში, თბილისის ქუჩა N---ში მდებარე შვილის - ბ---- მ----–--ის საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, არასრულწლოვან შვილს, 1--------- წელს დაბადებულ თ----- მ----–---ს, შელაპარაკებისას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ სახის და მუცლის არეში დაარტყა ხელი, რამაც თ----- მ----–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით, 2013 წლიდან, 2019 წლის იანვრის თვის პერიოდის ჩათვლით, როგორც სოფელ მ--------ში, ასევე ქ.ჭიათურაში, შვილების საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - თ----- მ----–--ის თანდასწრებით, შ------ მ----–--- მეუღლის - ნ----- მ----–--ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, კერძოდ ურტაყმდა ხელს თავისა და სახის არეში. ასევე, 2019 წლის 11 თებერვალს, 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში, ქ.ჭიათურაში, თბილისის ქუჩა N---ი მდებარე შვილის - ბ---- მ----–--ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, არასრულწლოვან შვილს - თ----- მ----–---ს, შელაპარაკებისას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ სახისა და მუცლის არეში დაარტყა ხელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- ხ--------ამ განაცხადა, რომ შ------ მ----–--- არის მისი მეუღლის - ბ---- მ----–--ის მამა, ნ----- მ----–--- დედა, ხოლო თ----- მ----–--- და.

 

5. 2008 წლის 29 ოქტომბრის თ----- მ----–--ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნ----- მ----–---, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია შ------ მ----–---.

 

6. 1985 წლის 15 ოქტომბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ნ----- ს--------- (ქორწინების შემდეგ მ----–---), ხოლო საქმროდ შ------ მ----–---.

 

7. საქართველოს სსკ 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ------ მ----–--- და დაზარალებულები ნ----- მ----–--- და თ----- მ----–--- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- ხ--------ამ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ერთხელ შეესწრო სოფელ მ--------ში ყოფნის დროს შ------ მ----–--ის მხრიდან ნ----- მ----–--ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, მაგრამ დრო არ ახსოვს, სხვა დროს, ანალოგიურს არ შესწრებია. იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ფიზიკური არა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 12 თებერვალს (ტომი I, ს.ფ. 49-51), მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია „2019 წლის იანვრის დასაწყისში, კონკრეტულად რიცხვი არ მახსოვს, ჩემთან იმყოფებოდნენ ჩემი დედამთილი, მამამთილი და ჩემი მული თ-----ი. ჩემი მამამთილი იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მან ეჭვიანობის გამო დაუწყო ყვირილი ჩემს დედამთილს, ნ----- მ----–---ს. აგინა დედის მისამართით და ერთხელ გაარტყა სახის არეში ხელი. მომხდარ ფაქტს შეესწრო ასევე ჩემი მული თ----- მ----–---. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ შვიდი წელია რაც მე და ჩემი მეუღლე ქორწინებაში ვიმყოფებით. სამი წელი ვცხოვრობდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში, ჩემს დედამთილთან და მამამთილთან. ოთხი წელია რაც ჭიათურაში, თბილისის ქუჩაზე ვცხოვრობთ. მე ხშირად შევსწრებივარ იმ ფაქტს, როდესაც ჩემი მამამთილი აყენებს ხოლმე ჩემს დედამთილს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძირითადად ეს ხდება როდესაც ჩემი მამამთილი არის ხოლმე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. 2011 წელს წავყევი ჩემს მეუღლეს ცოლად და 2014 წლამდე ვცხოვრობდით მ--------ში. ჩემი მამამთილი სისტემატურად აყენებდა ხოლმე ჩემს დედამთილს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა ხოლმე მას დედის მისამართით და რამდენჯერმე შევესწარი ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენა ჩემმა მამამთილმა ჩემს დედამთილს. მახსოვს, რომ 2013 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, რიცხვი არ მახსოვს, მან ჩემს დედამთილს ერთხელ დაარტყა სახის არეში ხელი. ასევე, 2014 წლის ზაფხულზე, აგვისტოს თვის შუა რიცხვებში, რიცხვი არ მახსოვს, შ------ მ----–---მ მიაყენა ჩემს დედამთილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მაშინაც სახის არეში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ერთხელ დაარტყა ხელი. ჩემი მამამთილი თითქმის ყოველდღე მთვრალია და ყოველდღე ხორციელდება მისი მხრიდან ჩემს დედამთილზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. 2014 წლის შემდეგ, ზაფხულობით, ყოველ წელს დავდიოდი ხოლმე სოფელ მ--------ში და ხშირად ყოფილა ხოლმე რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ჩემი მამამთილი აყენებდა ხოლმე სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩემს დედამთილს. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შევსწრებივარ, მხოლოდ 2018 წლის ზაფხულზე, ივლისის თვის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი სოფელ მ--------ში და შევესწარი იმ ფაქტს, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ჩემმა მამამთილმა მიაყენა ჩემს დედამთილს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა სახის არეში ხელი. ასევე, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ვიმყოფებოდი სოფელ მ--------ში და მაშინაც შევესწარი იმ ფაქტს, რომ ჩემმა მამამთილმა მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემს დედამთილს. იმ დროსაც სახის არეში დაარტყა ერთხელ ხელი. მეუღლეც ზოგჯერ სახლში იყო ხოლმე და შესწრებია იმ ფაქტს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ აყენებდა ჩემი მამამთილი ჩემს დედამთილს. 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისში, კონკრეტულად რიცხვი არ მახსოვს, ჩემთან ჭიათურაში, თბილისის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ჩემი დედამთილი და მამამთილი. იმ დროსაც ჩემმა მამამთილმა უმიზეზოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა ჩემს დედამთილს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა სახის არეში ხელი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემს დედამთილს, ჩემი მამამთილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. ასეთ ფაქტს მე არ შევსწრებივარ. მხოლოდ წყევლიდა ხოლმე რომ აგინებდა ჩემი მამამთილი დედის მისამართით. მე დაჩემი მეუღლე ვაწყნარებდით ხოლმე ჩემს მამამთილს და პოლიციისათვის არ მიგვიმართავს ხოლმე“. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, თუმცა, შემდგომ, ადვოკატის შეკითხვაზე განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში ბევრი რამე ისეთ წერია, რაც მას არ უთქვამს. მოწმემ განაცხადა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები იყო, ხოლო ფიზიკური არა.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- დ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. გამომძიებელ დ.ჯ---–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ჭიათურაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მონაწილე ნ----- მ----–---მ მიუთითა ოთახზე, სადაც წარსულში მეუღლემ იძალადა მასზე.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სოფელ მ--------ში, რა დროსაც დაზარალებულმა ნ----- მ----–---მ მათ მიუთითა ადგილი, სადაც მასზე ხორციელდებოდა ძალადობა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ის, ნ----- მ----–--- და გამომძიებელი ბ----- ჩ------ე.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ჩ------ემ განაცხადა, რომ საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო შ------ მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსერტიზები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო შ------ მ----–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

15. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ნ----- მ----–---მ, მოწმეებმა თ----- მ----–---მ, ვ------- მ----–---მ და ბ---- მ----–---მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ბრალდებულმა შ------ მ----–---მ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

16. 2019 წლის 12 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ჭიათურაში, თბილისის ქუჩა N---ში და წარმოადგენს მოქალაქე ბ---- მ----–--ის საცხოვრებელ სახლს....აგრეთვე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ნ----- მ----–---მ მისაღებ ოთახში მიუთითა ადგილზე და განმარტა, რომ 2019 წლის იანვრის დასაწყისში მისმა მეუღლემ შ------ მ----–---მ ერთელ დაარტყა ხელი სახის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

17. 2019 წლის 10 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში და წარმოადგენს ნ----- მ----–--ის საცხოვრებელ სახლს....შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ნ----- მ----–---მ განმარტა, რომ აღნიშნულ ოთახში მიაყენა მას მისმა მეუღლემ შ------ მ----–---მ 2018 წლის ივლისის და ოქტომბრის თვეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სისტემატური ცემაა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე შემდეგ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. ამასთან, აღნიშნულ ქმედებებს, ცემას შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის დროს. ძალადობა ცემისგან განსახვავდება რამდენიმე ნიშნით: 1) ამ დროს ცემას აქვს სისტემატური ხასიათი; 2) ცემა იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ძალადობა ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას; 3) ცემას არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ძალადობას შეიძლება მოჰყვეს ეს შედეგი, თუმცა მისი დადგომა სავალდებულო არ არის ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის.

 

19. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედება - დარტყმა, თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებებით ზემოქმედება და სხვა). სხვაგვარი ძალადობა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც. სხვაგვარი ძალადობის შემადგელობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად (თუმცა არა ყოველთვის) სისტემატური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედებები არ ჩაითვლება ამ დანაშაულის ხერხად, რადგანაც ერთჯერადად ჩადენისას ისინი, როგორც წესი, ვერ გამოიწვევენ დაზარალებულის ვერც ფიზიკურ და ვერც ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ ფიზიკური ტკივილი. იშვიათ შემთხვევაში, სხვაგვარი ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ხასიათის, მაგალითად ბრჩხილის ამოძრობა, ანთებული სიგარეტის ტანზე მიწვა და სხვა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის (სსკ 126 მუხლი) არაა სავალდებულო დამნაშავემ მიმართოს ძალადობის მხოლოდ რომელიმე ერთერთ ხერხს (მაგალითად სისტემატურ ცემას), შესაძლებელია პირმა გამოიყენოს სხვადასხვა ხერხი. მაგალითად იგი ხან სცემს დაზარალებულს, ხანაც ერთხელ ურტყამს ხელს ანდა მკვრივ საგანს, თმებით ათრევს, ზემოქმედებს ანთებული სიგარეტით, ელექტრო შოკით და სხვა. სუბიექტური მხრივ ძალადობის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია და შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

განსახილველი დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

20. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ------ მ----–--ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს შ------ მ----–--ის ბრალეულობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შ------ მ----–--ის უდანაშაულობის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა შ------ მ----–--ის მხრიდან დაზარალებულ ნ----- მ----–--ის მიმართ სისტემატურად ძალადობის განხორციელების ფაქტი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ:

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- ხ--------ამ განაცხადა, რომ რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. მამამთილმა - შ------ მ----–---მ, მულს - თ----- მ----–---ს დაუყვირა და ხელი დაარტყა სახის არეში. მუცელში, ხელი არ დაურტყამს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 12 თებერვალს (ტომი I, ს.ფ. 49-51), მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია „2019 წლის 11 თებერვალს ვიმყოფებოდი სახლში. ასევე, სახლში იმყოფებოდა მული თ----- მ----–---, ჩემი დედამთილი წასული იყო სამსახურში, ხოლო მეუღლე და მამათილი წასულები იყვნენ ჭიათურაში. იქნებოდა დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე დროის პერიოდი, როდესაც სახლში მოვიდნენ ჩემი მეუღლე და მამამთილი. ისინი იყვნენ ალკოჰოლური სიმთვრალის ზემოქმედების ქვეშ. ჩემმა მეუღლემ დაინახა, რომ თ-----ი მესიჯობდა ტელეფონზე, არ მოეწონა და უთხრა ნუ წერ ბიჭებს მესიჯებსო. თ-----მა უთხრა შეყვარებულს ვწერო. არ მოეწონა ჩემს მეუღლეს მისი ნათქვამი და დაუყვირა, რომ აღარ მიეწერა ვინმესთვის მესიჯი. ჩემი მამამთილი წამოწოლილი იყო საწოლზე, რომ გაიგონა თ-----ი მესიჯებს წერდა შეყვარებულს ადგა და მანაც დაუწყო ყვირილი თ-----ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა მას დედის მისამართით, შემდეგ უთხრა, წამოდი ეხლა ვ-------თან, ავიდეთ აღმაშენებლის ქუჩაზეო. არ წამოვალო თ-----მა უთხრა. ჩემი მამამთილი გაბრაზდა, დავინახე, რომ მან ერთხელ დაარტყა სახის არეში თ-----ს ხელი და ასევე, მუცლის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, ამ დროს ვიმყოფებოდით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში. ხელი როდესაც დაარტყა, ჩემი მამამთილი გავიდა სახლიდან. თ-----მა დაიწყო ტირილი და ისიც წავიდა სახლიდან. ჩემს მეუღლეს ბ----ი მ----–---ს თ-----ისთვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ ხმამაღლა უთხრა, რომ აღარ მიეწერა ვინმესთვის მესიჯი. აღნიშნულ ფაქტს ჩემი შვილები არ შესწრებიან, რადგან ეძინათ“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ა-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დოსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ჯ---- მ----–--ესთან ერთად, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გამოცხადდა მისამართზე. ადგილზე ნახა დაზარალებული თ----- მ----–---, რომელიც ტიროდა და იყო აღელვებული. უთხრა, რომ მამამ, შ------ მ----–---მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე დააკავა შ------ მ----–--- და წარადგინა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში.

 

23. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ---- მ----–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ დაზარალებული თ----- მ----–--- მათ ნახეს ქუჩაში, როდესაც მიდიოდნენ შემთხვევის ადგილზე, გამოძახების საფუძველზე.

 

24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებულები, მოწმეები ზურა მ----–---, რ---- ა-----ე, ჯ---- მ----–--ე და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

 

25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- დ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. გამომძიებელ დ.ჯ---–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ჭიათურაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მონაწილე არასრულწლოვანმა თ----- მ----–---მ მიუთითა ოთახზე, სადაც მას მამამ დაარტყა ხელი.

 

26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ჩ------ემ განაცხადა, რომ საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო შ------ მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსერტიზები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო შ------ მ----–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

27. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტის გ----- მ-------–---–ის დაკითხვა.

 

28. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ----- მ----–---მ, მოწმეებმა ნ----- მ----–---მ, ვ------- მ----–---მ და ბ---- მ----–---მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ბრალდებულმა შ------ მ----–---მ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

29. 2019 წლის 12 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ჭიათურაში, თბილისის ქუჩა N---ში და წარმოადგენს მოქალაქე ბ---- მ----–--ის საცხოვრებელ სახლს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე თ----- მ----–---მ მიუთითა საძინებელ ოთახში ადგილზე, სადაც ტელევიზორია განთავსებული და განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, აღნიშნულ ადგილზე მამამისმა, შ------ მ----–---მ მას ორჯერ დაარტყა ხელი სახისა და მუცლის არეში.

 

30. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ „შ------ მ----–--ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 1,19% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

 

31. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელია სრულწლოვანი, რადგან სწორედ მას მოეთხოვება იყოს მეტად მიმტევებელი და შემწყნარებელი არასრულწლოვნის მიმართ.

 

32. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ------ მ----–--ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს შ------ მ----–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შ------ მ----–--ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა შ------ მ----–--ის მხრიდან არასრულწლოვან თ----- მ----–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

36. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

37. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

38. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

39. სასამართლო აღნიშნავს, რომ შ------ მ----–--ის მიერ, ნ----- მ----–--ის და თ----- მ----–--ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის - ე-–--- ხ--------ას ჩვენება. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები და შემაკავებელი ორდერები, მათივე ოქმებით. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ------ მ----–--ის მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ 2013 წლიდან, 2019 წლის იანვრის ჩათვლით, შ------ მ----–--- სისტემატურად ძალადობდა ნ----- მ----–---ზე, ხოლო 2019 წლის 11 თებერვალს, ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის - თ----- მ----–--ის მიმართ. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები მიუთითებენ, შ------ მ----–--ის მხრიდან ნ----- და თ----- მ----–---ების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა ნ----- მ----–---მ და თ----- მ----–---მ, ასევე, მოწმეებმა, ვ------- მ----–---მ და ბ---- მ----–---მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება მათში მითითებული გარემოებების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულებთან ნ----- და თ----- მ----–---ებთან. ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, სისტემატური ძალადობა (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, ხოლო სისტემატური ძალადობა ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს და ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. ხოლო ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის დროს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ტკივილი და ტანჯვა სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ, სისტემატურმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან ტანჯვა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირს - ე-–--- ხ--------ას ჩვენების მიცემისას არ განუცხადებია, რომ თ----- მ----–---მ მას უთხრა, რომ ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ----- მ----–---მ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულის შესახებ, არც გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაშია მითითებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ე-–--- ხ--------ას არასრულყოფილი ჩვენებით, დაუშვებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პირებმა, რომელთან სასამართლოსთვის უნდა განემარტათ ძალადობამ და სისტემატურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა მათში ფიზიკური ტკივილი ან ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

40. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, შ------ მ----–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ------ მ----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

 

2. შ------ მ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

3. გამართლებულ შ------ მ----–---ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე