გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210019003212813
2/573-2019 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: სს ,,ლ--------------'';
წარმომადგენელი: ნ---- ქ-----–---–--
მოპასუხე: ნ---- ჩ--------;
დავის საგანი: - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოს დაეკისროს 3 960 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2345.55 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1466.16 ლარი, სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა (შემცირებული) 148.29 ლარი.
გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის გარემოებები: 2018 წლის 25 აპრილს სს ,,ლ--------------ა'' ნ---- ჩ--------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სესხი 2500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, საპროცენტო სარგებელი - 66 %, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.4%. 2018 წლის 25 ივნისიდან მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებით ვალდებულება და აღნიშნული პერიოდიდან სესხი ვადაგადაცილებაშია. 2019 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით ნ---- ჩ--------- დავალიანებამ შეადგინა 4116.69 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2345.55 ლარი, პროცენტი- 1466.16 ლარი, ხოლო ჯარიმა 304.98 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის 2345.55 ლარის, პროცენტის 1466.16 ლარისა და ჯარიმის 148.29 ლარის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 25 აპრილს სს ,,ლ--------------ა'' ნ---- ჩ--------ს შორის გაფორმდა სწრაფი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სესხი 2500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, საპროცენტო სარგებელი - 66 %, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.4%
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებას.
3.2. 2018 წლის 25 ივნისიდან მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და აღნიშნული პერიოდიდან სესხი ვადაგადაცილებაშია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებას, ამონაწერს სესხის ანგარიშიდან, ცნობას დავალიანების შესახებ.
3.3. 2019 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ნ---- ჩ--------- დავალიანებამ შეადგინა 4116.69 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2345.55 ლარი, პროცენტი- 1466.16 ლარი, ხოლო ჯარიმა 304.98 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებას, ამონაწერს სესხის ანგარიშიდან, ცნობას დავალიანების შესახებ.
3.4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.3 პუნქტით ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღასრულებად) გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნელივ აღსასრულებლად მიქცევა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ლ---------------ს ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე , 361-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ თანხის დაკისრების ნაწილში სრულად ცნო სარჩელი, კერძოდ, სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული ძირითადი თანხის 2345.55 ლარის, პროცენტის 1466.16 ლარისა და ჯარიმის 148.29 ლარის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში სს ,, ლ---------------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.3 პუნქტით ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღასრულებად) გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნელივ აღსასრულებლად მიქცევა, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან მოპასუხემ თანხის დაკისრების ნაწილში სრულად ცნო სარჩელი, სს ,,ლ--------------'' ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟი 62 (სამოცდაორი) ლარი. ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ყადაღის რეგისტრაციის საფასურისა და ამონაწერის განახლების 30 ლარის, ჯამში 80 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ნ---- ჩ--------ს აეკრძალა ზესტაფონის რაიონის სოფელ კ---–---–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ--------------ს '' (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ---- ჩ--------ს (---------------- სს ,,ლ--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 2 345 (ორი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარისა და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრის, პროცენტის 1466 (ათას ოთხას სამოცდაექვსი) ლარისა და 16 (თექვსმეტი) თეთრის, ჯარიმის 148 (ას ორმოცდარვა) ლარისა და 29 (ოცდაცხრა) თეთრის, ჯამში 3 960 (სამი ათას ცხრაას სამოცი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ნ---- ჩ--------ს (---------------- სს ,,ლ--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული პროცესის ხარჯების - უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, ყადაღის რეგისტრაციის საფასურისა და ამონაწერის განახლების 30 (ოცდაათი) ლარის, ჯამში 80 (ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.
4. სს ,,ლ-------------- '' (-------------- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟი 62 (სამოცდაორი) ლარი-საგადახდო დავალება N----------, თარიღი 27.09.2019 წელი, კოდი 300193150.
5. უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10 .პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე