განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
120100119003302081
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3302081-1/320-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

20 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - დ------------------–- (დაბ. 1---------წ., პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ბ----------- რაიონი, სოფ. ს------ და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ბ----------, ვ-–-–-------------)

 

ადვოკატი - ი-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 09 ივლისს ქალაქ ბ---------–-, ვ-–-–------------------ში მდებარე ნ-----–-----------ა და დ------------------–-ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, დაახლოებით 17:40 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ------------------–-- ყოფითი უთანხმოების გამო მისივე მეუღლეს ნ-----–----------- რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი მარცხენა მხარის არეში, რის შემდეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ------------------–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

ე.ი. დ------------------–-- ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა დ------------------–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ნ-----–-----------, ზ--------------------------------–-–---–------------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ-----–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნ-----–----------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა დ------------------–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ------------------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება.

 

დ------------------–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დ------------------–-ს შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინებით, დ------------------–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1 ცალი 67 სმ სიგრძის ჯოხის ნაჭერი; 1 ცალი 3,75 მეტრი სიგრძის მოწითალო ფერის პოლიეთილენის მილი ე.წ. შლანგი; 1 ცალი 24,5 სმ სიგრძის მოლურჯო ფერის ე.წ. ჩოთქი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ------------------–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მსჯავრდებულ დ------------------–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 09 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ასევე სტაციონარში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. გაუქმდეს დ------------------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 7000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული მისავე საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანუიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართობი 1100 კვ.მ., ს.კ. 6----------- მდებარე: ბ----------, დასახლება ვ-–-–------ (ზ---------) (2019 წლის 17 ივლისის N12/020-19წ. განჩინება).

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1 ცალი 67 სმ სიგრძის ჯოხის ნაჭერი; 1 ცალი 3,75 მეტრი სიგრძის მოწითალო ფერის პოლიეთილენის მილი ე.წ. შლანგი; 1 ცალი 24,5 სმ სიგრძის მოლურჯო ფერის ე.წ. ჩოთქი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა