განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2019
საქმის ნომერი
130100119003349520
დავის ტიპი
284 2 ა , 177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
21.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-249-2019

(130100119003349520)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

 

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ----- ს----–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა------- ა----ს ძე გ--–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაბადებული 1985 წლის 23 თებერვალს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხაშური, დაბა სურამი, 2-------------------–ი

ადვოკატი - გ---- ღ-------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

ბრალდებული - გ------- ე-–------ს ძე ყ---–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაბადებული 1972 წლის 6 მაისს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ხაშურში, ც--------------------------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები ხაშური, დაბა სურამი, 9-------–-------------–ი

ადვოკატი - ზ------- ბ------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ა------- გ--–-–---–ის და გ------- ყ---–--–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ა------- გ--–-–---–მა და გ------- ყ---–--–---–მა ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 20 ივლისს ა------- გ--–-–---–მა დაბა სურამში რუსთაველის ქუჩაზე იპოვა ა---------– ჩ--------–ის საფულე მასში არსებული პლასტიკური ბარათებით და მათზე დაშვების კოდებით, რის შემდეგაც გ------- ყ---–--–---–თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, შეაღწია ა---------– ჩ--------–ის კომპიუტერულ მონაცემებში და ა---------– ჩ--------–ის საბანკო ანგარიშებზე შეამოწმა ბალანსზე არსებული თანხის ოდენობა. ამის შემდეგ ისინი ქ. ხაშურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სს „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატში შეღწევის გზით, მართლსაწინააღმდეგო მიაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ა---------– ჩ--------–ის ფულად თანხას 890 ლარის ოდენობით.

 

ე.ი. ა------- გ--–-–---–მა და გ------- ყ---–--–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ა------- გ--–-–---–ის და გ------- ყ---–--–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, დასტურდება: მოწმე კ------- კ-----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ა---------– ჩ--------–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ა---------– ჩ--------–ის საბანკო ამონაწერის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ვიდეო-ჩანაწერებით, ვიდეო-მასალის დათვალიერების ოქმით, ა------- გ--–-–---–ისა და გ------- ყ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ----- ქ---------–---–სა და ბრალდებულებს ა------- გ--–-–---–სა და გ------- ყ---–--–---–ს შორის, ადვოკატების გ---- ღ-------–---–ის და ზ------- ბ------ის მონაწილეობით.

 

პროკურორმა ბ----- ქ---------–---–მა 2019 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე წარმოადგინა შუამდგომლობები და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების ა------- გ--–-–---–ის და გ------- ყ---–--–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ა------- გ--–-–---–ი და გ------- ყ---–--–---–ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროთ 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200 საათი. ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროთ 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯოთ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად და დადგინდეს გამოსაცდელ ვადად 03 (სამი) წელი. მათვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200 საათი.

 

ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე 2019 წლის 21 დეკემბერს პროკურორმა რ----- ს----–--მ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებულები ა------- გ--–-–---–ი და გ------- ყ---–--–---–ი და მათი ადვოკატები გ---- ღ-------–---–ი და ზ------- ბ------ე.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ: საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწოდებენ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას; ბრალდებულებისთვის ცნობილია რომ აქვთ დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლება; რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან; ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში; ამასთან, ისინიც და მათი ადვოკატებიც სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებობს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები – მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულებმა ა------- გ--–-–---–მა და გ------- ყ---–--–---–მა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული. ამასთან, ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----- ქ---------–---–სა და ბრალდებულ ა------- გ--–-–---–ს შორის 2019 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. ა------- გ--–-–---–ი (პ/ნ 5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200 საათი. ა------- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა------- გ--–-–---–ს მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად და დადგინდეს გამოსაცდელ ვადად 03 (სამი) წელი. ა------- გ--–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200 (ორასი) საათი;

 

4. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----- ქ---------–---–სა და ბრალდებულ გ------- ყ---–--–---–ს შორის 2019 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება;

 

5. გ------- ყ---–--–---–ი (პ/ნ 5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200 საათი. გ------- ყ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ------- ყ---–--–---–ს მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად და დადგინდეს გამოსაცდელ ვადად 03 (სამი) წელი. გ------- ყ---–--–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200 (ორასი) საათი;

 

6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მათი (მსჯავრდებულების) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7. შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩეს განუხილველი;

 

8. საქმეზე არსებული ვიდეო-მასალა და საბანკო ამონაწერი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

10. განაჩენი არ საჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

- მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, მოტყუებით ან დაშინებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები; სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

- თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი