განაჩენი

სისხლის სამართლის 22.12.2019
საქმის ნომერი
190100119002968645
თარიღი
22.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/329-19

(№021140219001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: თინათინ სტურუა,დაცვის მხარე:

 

ბრალდებულები:

 

ნ----–--------ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №61002016696, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-------------------–----–------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------–--------------------------------–-----------–--------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სადგომში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს, ჩადენილი არაერთგზის.

 

მ-------------ა, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლეობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: წ--–----------------–---------–--ი, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------–-------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, და ,,დ“ ქვეპუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სადგომში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს.

 

ადვოკატები: ვახტანგ თალაკვაძე და ლექსო არქანია,სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ნ----–--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბრალის დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის 13 თებერვალს რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის N1-548-14 განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ნ----–--------ემ და მ-------------ამ განიზრახეს უკანონოდ შეეღწიათ გ----------------------------–------------თან, თბილისის შემოსავლელ გზაზე მდებარე ტირ-პარკის ,,გ------–-----ის“ ტერიტორიაზე და იქ გაჩერებული სატვირთო ა/მანქანიდან მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ა/მანქანის აკუმულატორებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს 13-14 თებერვლის ღამის საათებში, მ-------------ა და ნ----–--------ე, მ-------------ას მფლობელობაში ,,ნისან მიკრას“ ფირმის სახელმწიფო ნომრით F-------- ა/მანქანით, მივიდნენ ტირ-პარკის ,,გ------–-----ის“ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული ქ--–-------------ის მფლობელობაში არსებული სატვირთო ტრაილერიდან, სახელმწიფო ნომრით B--------, მოხსნეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ ქ--–-------------ის კუთვნილ ორ ცალ აკუმულატორს, თუმცა, მათი ქმედება გამოვლენილი და აღკვეთილ იქნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დანაშაულის ჩადენის ადგილზე მისული ვაზიანის პოლიციის თანამშრომლების მიერ. მ-------------ა და ნ----–--------ე აღნიშნული ქმედებით ქ--–-------------ს მიაყენებდნენ 900 ლარის მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს.

 

მ-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება ბრალის დადგენილების მიხედვით:

 

მ-------------ამ და ნ----–--------ემ განიზრახეს უკანონოდ შეეღწიათ გ----------------------------–------------თან, თბილისის შემოსავლელ გზაზე მდებარე ტირ-პარკის ,,გ------–-----ის“ ტერიტორიაზე და იქ გაჩერებული სატვირთო ა/მანქანიდან მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ა/მანქანის აკუმულატორებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს 13-14 თებერვლის ღამის საათებში, მ-------------ა და ნ----–--------ე, მ-------------ას მფლობელობაში ნისან მიკრას ფირმის სახელმწიფო ნომრით F--------, ა/მანქანით მივიდნენ ტირ-პარკის ,,გ------–-----ის“ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული ქ--–-------------ის მფლობელობაში არსებული სატვირთო ტრაილერიდან, სახელმწიფო ნომრით B--------, მოხსნეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ ქ--–-------------ის კუთვნილ ორ ცალ აკუმულატორს, თუმცა, მათი ქმედება გამოვლენილი და აღკვეთილ იქნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დანაშაულის ჩადენის ადგილზე მისული ვაზიანის პოლიციის თანამშრომლების მიერ. მ-------------ა და ნ----–--------ე აღნიშნული ქმედებით ქ--–-------------ს მიაყენებდნენ 900 ლარის მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ნ----–--------ის და მ-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად ისინი უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში 2019 წლის 13 თებერვალს დაიწყო გამოძიება №021140219001 სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში 2019 წლის 13 თებერვალს დაიწყო გამოძიება №021130219001 სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ჯი სო პის“ კუთვნილი ვულკანიზაციიდან აკუმულატორების და ვულკანიზაციის ინვენტარის ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 25 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის №021140219001 და №021130219001 საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

 

2019 წლის 24 აპრილის დადგენილებით, კვლავ ცალკე წარმოებად გამოეყო ს/სამართლის საქმე შპს „ჯი სო პის“ კუთვნილი ვულკანიზაციიდნ აკუმულატორების და ვულკანიზაციის ინვენტარისა და საწვავის ქურდობის ფაქტზე და გამოძიება გაგრძელდა შპს გ------–----ის ტერიტორიიდან ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მათ შორის ბრალდებულები.

 

ბრალდებულმა მ-------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ----–--------ესთან რამდენიმე ხნის მანძილზე მუშაობდა და მისივე თხოვნით გაჰყვა მას ჯართის წამოსაღებად. ისინი იყვნენ ლილოს დასახლებაში, შემდეგ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე და ნაშუადღევს ნიკუშას დაურეკეს, რომ თანხა ჰქონდა ვიღაცისთვის მისაცემი. სოფელ ბროწეულაში იგი მისთვის უცნობ მამაკაცთან შესახვედრად წავიდა, ხოლო თვითონ მანქანაში ელოდებოდა. დაღლილი იყო და ჩაეძინა, გააღვიძეს პოლიციის თანამშრომლებმა და აკუმულატორის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ქვედა კიდური ხელოვნური აქვს, მიუხედავად ამისა აიძულეს, რომ მიეცა აღიარებითი ჩვენება და გათავისუფლების სანაცვლოდ დოკუმენტებზე ხელმოწერას სთხოვდნენ. ამიტომ იგი დაეთანხმა და მიუთითა, რომ ჩაიდინა ქურდობა, თუმცა შეეშინდა და ვითომდა აღიარა დანაშაული.

 

ბრალდებულმა ნ----–--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მ-------------ასთან ერთად იმყოფებოდა თავის პირად საქმეზე და დღის ბოლოს სოფელ ბროწეულაში შეხვდა თავის ნაცნობს. მამია მას გზაზე გაჩერებულ მანქანაში ელოდებოდა. როდესაც მასთან დაბრუნდა, იგი არ დახვდა და იძულებული იყო ტაქსი გაეჩერებინა, რასაც შემდეგ მისი დაკავება მოჰყვა. იგი აიძულეს ეღიარებინა დანაშაული, რადგან პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, საპროცესო შეთანხმების გამო დაეთანხმა და ხელი მოაწერა დოკუმენტებს.

 

დაზარალებულმა მ-----------–----იმ სასამართლო სხდომაზე განმარტა, გარდაბნის რაიონის სოფელ ბროწეულას მიმდებარედ იჯარით აქვს აღებული 15000 კვ. მეტრამდე ტერიტორია, ტირ-პარკი „გ------–----ი“, სადაც სატვირთო მანქანების მფლობელები აჩერებენ მანქანებს და უხდიან ქირას. ამავე ტერიტორიაზე აქვს კაფე, რომელიც ძირითად მძღოლებს ემსახურება. ტირ-პარკის დირექტორია მისი მეუღლე ხ---------–-------ა. ტირ-პარკი ძირითადად შემოღობილია ხეებით, ხოლო შესასვლელთან დამონტაჟებულია ჯაჭვი, რომლითაც ობიექტი ძირითადად ღამის საათებში იკეტება. სატვირთო მანქანები ჩერდებიან როგორც რამდენიმე საათის, ისე დღეების განმავლობაში და იგი პასუხისმგებელია მფლობელების წინაშე. ერთ-ერთმა კლიენტმა ტირ-პარკში ორი კვირით გააჩერა მანქანა, სახ.ნომრით B--------. 2019 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა კაფეში, რა დროსაც დაინახა, რომ ბ-–----–-------ამ მანქანით სწრაფად გაიარა და თავადაც გაჰყვა მას. როგორც შემდეგ ბეჟანმა უთხრა, მან დაინახა, რომ ორმა მამაკაცმა მოიპარა აკუმულატორები, ხელში აქეთ-იქეთ ეჭირათ და გარბოდნენ. გზის პირას გაჩერებული ა/მანქანა შენიშნა და როდესაც მიუახლოვდა, ნახა, რომ ერთი მამაკაცი იჯდა მანქანაში და საბარგულში იდო აკუმულატორი, ხოლო მეორე აკუმულატორი ჯერ არ იყო გატანილი და ტირ-პარკის გასასვლელთან იდო. გაჩერებულ მანქანას გზა გადაუკეტეს და არ მისცეს წასვლის შესაძლებლობა. მანქანაში მყოფმა მამაკაცმა უთხრა, რომ მეგობარს ელოდებოდა, დაეძინა და არ იცოდა რაში იყო საქმე. მალე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ის, ვინც მათ შეაჩერეს, ხოლო მეორემ გაქცევა მოასწრო.

 

მოწმე ბ-–----–-------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს მ-----------–----ის კუთვნილ ტირ-პარკში და ეხმარება მას სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაში. ტირ-პარკში გაჩერებულია სატვირთო მანქანები და უსაფრთხოების მიზნით ყოველ საღამოს ამოწმებს ხოლმე. შემთხვევის დღეს გარეთ იყო და პერიმეტრი უნდა დაეთვალიერებინა. დაინახა, რომ ორ მამაკაცს აკუმულატორი მიჰქონდა და პოლიციაში დარეკვა დააპირა. ჯერ ფეხით გაეკიდა, შემდეგ მანქანით. სახეზე არცერთი არ დაუნახავს და ხელს ვერავის დაადებს. არ ახსოვს მ-------------ა სად იყო, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ვერ აზუსტებს გაჩერებული მანქანა იდგა თუ არა გზაზე. პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მამაკაცი დააკავეს.

 

მოწმე ხ---------–-------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ე.წ. თურქების რესტორანში თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე სატვირთო მანქანების მძღოლებს ემსახურება ა/მანქანების სადგომით. ობიექტს ჰყავს ორი დარაჯი და აფიქსირებენ მანქანების შესვლა-გასვლის პროცესს. ერთ-ერთმა უთხრა, რომ მამაკაცი დაიჭირა ქურდობისთვის და დარეკა პოლიციაში. მათ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც მანქანაში იჯდა და საბარგულიდან აკუმულატორი ამოიღეს. მის მეუღლეს ყველა იმ მანქანის აკუმულატორი მონიშნული ჰქონდა, რომელიც მათ სადგომზე იდგა, რადგან მანქანების უსაფრთხოებაზე თვითონ არის პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაშიც მათ მოუწიათ მესაკუთრეებისთვის თანხის გადახდა. ქურდობის ფაქტს თვითონ არ შესწრებია, ძმისგან შეიტყო, რომ ვიღაც აკუმულატორებს იპარავდა და ნახა, რომ ტირ-პარკის გარეთ, გზაზე გაჩერებულ მანქანაში იჯდა უცნობი მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ ეძინა და არ იცოდა რა ხდებოდა, ხოლო პოლიციამ ამ მანქანის საბარგულიდან ამოიღო აკუმულატორი. მეორე აკუმულატორი კი ტირ-პარკის ტერიტორიაზე იდო.

 

მოწმე ე-–------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს გლდანის მე-6 მ/რ-თან გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა და ბროწეულაში წაყვანა სთხოვა, ამავე სოფლის მიმდებარედ, გზაზე მოულოდნელად სხვამ დაუქნია ხელი და მარნეულამდე გაყოლას აპირებდა, თუმცა ჩაჯდომიდან რამდენიმე ხანში პოლიციის თანამშრომლებმა მანქანის გაჩერება სთხოვეს და მისი მგზავრი დააკავეს. იგი სთხოვდა, რომ მანქანა არ გაეჩერებინა.

 

მოწმეები ს-–---------–---ი, თ----------------–---–ი, თ----------------–აძე, ზ-----------–-----ი, გ------------ე, ზ---------------–---–ი, კ--------------–---–ი, ვ-–-------–---–ი, გ---------–---–ი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების ირგვლივ და დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. ხოლო მოწმეები ნ-----------ე და მ-–--------–----ე დაიკითხნენ ბრალდებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ირგვლივ.

 

მოწმე კ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტომანქანის აკუმლიატორებს უნდა იპარავდნენ ნ----–--------ე და მ-------------ა. მოწმე ს-–---------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, შემთხვევის დღეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და ბ-–----–-------ამ უთხრა, რომ ტრაილერიდან აკუმულატორებს იპარავდნენ. ფანარი რომ მიანათეს, დაინახეს, რომ ორ მამაკაცს ხელში ეჭირა აკუმულატორი და გარბოდნენ. ნ----–--------ემ ხელი დაუშვა და გაიქცა, ხოლო მ-------------ამ გაქცევა ვერ მოასწრო და ხელში შერჩა აკუმულატორი, რომელსაც მიათრევდა. იგი დააკავეს და ჩხრეკის შედეგად ამოიღეს აკუმულატორი.

 

2019 წლის 14 თებერვალს 00:55 საათიდან 01:05 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ----------------–---–ის მიერ, სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტირ-პარკის ,,გ------–----ის“ ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებულ იქნა მ-------------ას პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებულია 1 ცალი აკუმულატორი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----------------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო მ-------------ას პირად ჩხრეკასა და დაკავებაში ტირ-პარკის მ/ტერიტორიაზე და აკუმულატორი ამოღებულ იქნა უშუალოდ მისი პირადი ჩხრეკის დროს. აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სხვა საგამოძიებო მოქმედებებშიც.

 

მოწმე თ----------------–აძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ღამის საათებში იმყოფებოდა გოჩა მახათაძესთან და ზ-----------–-----თან ერთად, რა დროსაც ხელმძღვანელმა მისცა მითითება, რომ ნ----–--------ე გადაადგილდებოდა ტაქსით და შემჩნეული იყო აკუმულატორის ქურდობაში. მათ შეაჩერეს გზაზე მიმავალი მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ნ----–--------ე და ცდილობდა გაქცევას. იგი დააკავეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.

 

2019 წლის 14 თებერვალს 01:25 საათიდან 01:30 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ----------------–აძის მიერ, სოფელ ბროწეულასთან ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - ნ----–--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს ზ-----------–-----მა და გოჩა მახათაძემ.

 

2019 წლის 14 თებერვალს ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ ბროწეულასთან არსებული ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დგას ორი სატვირთო ავტომანქანა, ერთი მისაბმელიანი, ერთი მისაბმელის გარეშე. მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის სახელმწიფო ნომერია B--------, რომლის მარცხენა წინა საბურავთან დგას მოთეთრო ფერის მომწვანო ფერის თავსახურიანი ბიდონი. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 150 მეტრში, თბილისის შემოვლითი გზის ნაპირას დგას ნისანის ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით F--------. ავტომანქანის უკანა სავარძელში დევს მოშავო ფერის წითელი სახურავიანი აკუმულატორი, რომელიც არის E-------- ფირმის 1------------------- აღნიშნული აკუმულატორის წინა მხარის მარცხენა ზედა კუთხეში აწერია (ST) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით B-------- მარცხენა კარის გარეთ სახელურთან აღებულ იქნა ანაწმენდები, რომლებიც დაილუქა №FC 142621, პლასმასის მოთეთრო ფერის ბიდონი დაილუქა №FC1443852 ლუქით, ასევე ავტომანქანა ნისანის საბარგულიდან, F--------, ამოღებული იქნა აკუმულატორი, რომელიც დაილუქა სპეციალური წებოვანი ლუქით, მისივე ავტომანქანის საჭიდან და წინა მარცხენა კარის შუა სახელურიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები რომელიც დაილუქა №FC1413580 და რკინის ორი ნაჭერი რომელიც დაილუქა №FC1425969 ლუქით. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ანაწმენდი, რომელიც დაილუქა №FC142621 ლუქით.

 

მოწმე ნ-----------ემ (ექსპერტი) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ღამის საათებში შევიდა შეტყობინება აკუმულატორების ქურდობის ფაქტზე და შემთხვევის ადგილი დაასურათა, აგრეთვე აიღო ანაწმნდები ა/მანქანებიდან, ამოიღეს აკუმულატორი ა/მანქანის საბარგულიდან.

 

მოწმე მ-–--------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო მ-------------ასთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაასურათა მის მიერ მითითებული ადგილები.

 

2019 წლის 15 თებერვალს მ----------–----ის მიერ მისთვის წარდგენილი სამი ცალი აკუმულატორიდან ამოცნობილ იქნა აკუმულატორი, რომლის მოპარვაც სცადეს გარდაბნის რაიონის სოფელ ბროწეულასთან არსებული ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: მუქი ფერით ზევიდან მოწითალო ფერით, წინა მხარეს წარწერით: RAcer 190 Ah (EH) 12 V OPTIMUM, წინა მხარეს მარცხენა ზედა კუთხეში ამოტვიფრული ასოები TS.

 

2019 წლის 15 თებერვალს მ-----------–----ის მიერ მისთვის წარდგენილი სამი ცალი აკუმულატორიდან ამოცნობილ იქნა აკუმულატორი, რომლის მოპარვაც სცადეს გარდაბნის რაიონის სოფელ ბროწეულასთან არსებული ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: მუქი ფერით ზევიდან მოწითალო ფერით, წინა ზედა მხარეს წარწერით: ST, წინა მხარეს წარწერით: BATTERIS EXCLUSIVF 190 Ah 12 V 1150 A (EN).

 

2019 წლის 24 აპრილის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საქმეზე ამოღებული სხვადასხვა ბიოლოგიური მასალიდან აღებულ ნიმუშებზე ნ----–--------ისა და მ-------------ას თანამონაწილეობა არ დადგინდა. მათი გენეტიკური პროფილი აღმოჩენილია მ-------------ას კუთვნილ ა/მანქანის საჭის ზედა და ქვედა ნაწილებიდან, წინა მარცხენა მძღოლის კარის შიდა სახელურის ზედაპირიდან.

 

2019 წლის 6 ნოემბერს სასამართლოში დათვალიერებული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 ცალი აკუმულატორი, დაცვის მხარის მითითებით, აკუმულატორებს ძირზე არ აქვს ცვეთის კვალი და შეუძლებელია მისი გადატანა ერთი ადამიანის მიერ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ", სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ-------------ასა და ნ----–--------ის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

მ-------------ას და ნ----–--------ის მიმართ ქურდობის მცდელობის ჩადენის ეპიზოდში, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას გამოიკვეთა იმგვარი ხასიათის უზუსტობები, რაც მათ უტყუარობაზე ვერ მიუთითებს და აჩენს ეჭვს მოწმეთა მიკერძოებისა და არასანდოობის თვალსაზრისით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან დანაშაულის ჩადენას ყოველთვის წარსულში აქვს ადგილი, მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იქნეს გონივრული სიზუსტით, რომ შესაძლებელი გახდეს მომხდარის აღდგენა, გარკვეული დასკვნების გამოტანა სადავო გარემოებების არსებობისას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოწმეთა დაკითხვამ სასამართლოში გააჩინა ეჭვი მ-------------ას და ნ----–--------ის მიმართ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების როგორც კანონიერების, ისე უტყუარობის ჭრილში, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, არსებით ნაწილში არათანხვედრი ჩვენებები მისცეს სასამართლოს დაზარალებულმა და შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ოქმი, სსსკ-ს მე-3-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას და მისი გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია მხოლოდ სსკ-ს 243-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა ცალსახად გასათვალისწინებელია, რომ პირის გამოკითხვის ოქმი ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია გახდეს დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ როგორც იძულების ღონისძიების გამოყენების, ისე ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის საფუძველი. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენების შეფასების დროს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება გამომდინარეობს თუ არა გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმში გაკეთებული ჩანაწერიდან და სასამართლომ უნდა შეაფასოს ხომ არ აქვს ადგილი მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას. აღნიშნული განმარტება მიემართება მოწმე მ-----------–----ის მიერ გამოკითხვის ოქმში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების შესადარებლად, რადგან მისი სასამართლო სხდომაზე დაკითხვამ გააჩინა ეჭვი, მისცა თუ არა მან გამოძიებას ის ჩვენება, რაც გამოკითხვის ოქმშია ასახული. თუ გავითვალისწინებთ, რომ მ-----------–----ი არის თურქეთის მოქალაქე, არ იცის სამართალწარმოების ენა და დაკითხვის დროს საუბრობდა სრულიად გულწრფელად, მიუთითა ის, რაც რეალურად დაინახა, ამასთან მისი ჩვენება თანხვედრილია მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებებთან, შეფასება უნდა მიეცეს სწორედ სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაკეთებულ განმარტებებს.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შეფასების შედეგად გამოიკვეთა ისეთი ხასიათის უზუსტობები, რომელიც ეჭვს აჩენს გამოძიების მიმდინარეობის ობიექტურობაში და არ ქმნის მოპოვებული მტკიცებულებების უტყურ სტანდარტს. თავად ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დადგინდა: 1) მ-------------ას პირადი ჩხრეკა ტირ-პარკის მ/ტერიტორიაზე ჩატარდა თუ ა/მანქანაში, 2) მ-------------ა პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს მაშინ, როდესაც იგი აკუმულატორს მიათრევდა თუ იგი იჯდა ა/მანქანაში, როგორც ამას აღნიშნავენ დაზარალებულები. 3) დაუდგენელია საქმეზე ამოღებული ორი ცალი აკუმულატორიდან თუკი ერთი ცალი მ-------------ას პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული და მეორე ა/მანქანის საბარგულიდან, გაურკვეველია ვისგან იქნა ამოღებული აკუმულატორი, რომელზეც დაზარალებული უთითებდა, რომ ტირ-პარკის გასასვლელთან იდო. 4) ბ-–----–-------ა ახლდა პოლიციის თანამშრომლებს და დაესწრო მ-------------ას დაკავებას, თუ იგი იმყოფებოდა მ-----------–----თან ერთად და გზა გადაუკეტა მ-------------ას, როგორც ამას აღნიშნავს დაზარალებული. 5) ბ-–----–-------ას და მ-----------–----ის ჩვენების მიხედვით, პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ, თუმცა ამ დროს ნ----–--------ე უკვე გაქცეული იყო, ხოლო მ-------------ა მანქანაში იჯდა, მაშინ როდესაც პოლიციის თანამშრომლების (ს-–---------–---ის) განმარტებით, მათ დაინახეს, რომ ორ მამაკაცს აკუმულატორი ხელით ეჭირათ და გარბოდნენ. 6) მ-------------ას პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და მასთან დაკავშირებული მოწმეების ჩვენებებთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და უტყუარობის აუცილებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Virabyan v. Armenia, განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბერი). სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მხოლოდ ორი პოლიციელის განმარტება გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად და მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულით სახელმწიფოს თითქმის არაფერი გაუკეთებია სადავო ინფორმაციის გადასამოწმებლად. ასევე საქმეზე ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia, განაცხადი no. 17828/05, 2013 წლის 11 აპრილი) სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია გამოძიება, რომელიც საკუთარ დასკვნებს ამყარებდა მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებზე და განმარტა, რომ სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა სხვა თვითმხილველი პირების დაკითხვა, რათა ამ გზით გამყარებულიყო მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ გამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს არსებითი ხასიათის თანხვედრას მტკიცებულებებს შორის, ხოლო არის თუ არა გარემოება არსებითი, უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების მიხედვით ინდივიდუალურად. ამასთან სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებები, უნდა შეესაბამებოდეს ამავე გარემოებებზე შედგენილ საპროცესო დოკუმენტებს. მოწმეთა მიერ მითითება დაკავების, ჩხრეკის ან ან საგნის ამოღების შესახებ, ისეთივე შინაარსით უნდა იქნეს ასახული დაკავების, ჩხრეკის ან ამოღების ოქმებშიც და ა.შ. შესაბამისად სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ როდესაც სადავო გარემოება საქმეზე ვერ დგინდება უტყუარი მტკიცებულებებით, მტკიცებულებები არ არის შეთანხმებული და წარმოიშობა ეჭვი თუ რა ვითარებაში ჩატარდა ბრალდებულ მ-------------ას პირადი ჩხრეკა და დაკავება და რა ვითარებაში იქნა ამოღებული ერთი ცალი აკუმულატორი, ხოლო საქმეზე დაკითხული პირთა ჩვენებები არ არის თანხვედრილი და დამაჯერებელი, ამგვარი მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

მ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ნ----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ-------------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განჩინებით ნატოლი შონიას (პ/ნ 51001014955) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: მუნიციპალიტეტი წალენჯიხა, სოფელი ფახუნალი, საკადასტრო კოდი 47.09.31.164) ბრალდებულ მ-------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის სანაცვლოდ დადებული ყადაღა.

 

4. ნ----–--------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. ნ----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. მ-------------ას და ნ----–--------ეს განემარტოთ, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

7. პირდი ჩხრეკისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 2 ცალი აკუმულატორი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბიდონი და რკინის 2 ნაჭერი, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს, ხოლო ანაწმენდები და ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე