განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
080100119003191506
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/812-19 (N046210819003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- გ-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ------- ა--------- ძე ქ----–----- - დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე, ს-–----–-- განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები (რეგისტრირებული): ტყიბულის რაიონი, სოფელი მ----------------------7, მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ.ტყიბული, გ---------------------–------;

 

ადვოკატი - თ---------- მ----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ტყიბულში, გ---------------------–-------ში მდებარე სახლში, მთვრალმა დ------- ქ----–-----მ იძალადა ბიძაზე (ვისთანაც ერთად მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას) ი----- ყ--------- (ბეჭისა და მკლავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი) და დაზე ხ------- ქ----–-----ზე (რამდენჯერმე კრა ხელი). დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები - დაზარალებულ ი----- ყ------- გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ხ------- ქ----–------ გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლ---- ყ------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ--- ყ------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ------- გ-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ი-----–- კ------ გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განჩინება - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ბრალდების ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მაკვალიფიცირებელია ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დაცვის მხარის მითითებას, რომ დ------- ქ----–----- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ი----- ყ------ და დ------- ქ----–----- ოჯახის წევრები არიან, სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ი----- ყ-------, დაზარალებულ ხ------- ქ----–------, მოწმე ლ---- ყ-------ა და ნ--- ყ------- ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------- ქ----–----- ათეული წლებია ცხოვრობს ბიძასთან - ი----- ყ------სთან სახლში, ტყიბულში, გ-------------------–- და ისინი ოჯახის წევრები არიან.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ------- ქ----–------ მიერ განხორციელებული ქმედებით დაზარალებულმა ხ------- ქ----–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დაზარალებულ ხ------- ქ----–------ ჩვენებით ირკვევა, რომ დ------- ქ----–------ მიერ განხორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში დ------- ქ----–------ მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობად, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ - სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად თვლის, რომ სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ - შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ------- ქ----–-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

3. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ------- ქ----–------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - დ------- ქ----–----- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (საქმეში წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვით ირკვევა, რომ დ------- ქ----–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს და ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ), შესაბამისად დ------- ქ----–------ სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად დ------- ქ----–------ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. დ------- ქ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვით ირკვევა, რომ დ------- ქ----–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს და ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს დ------- ქ----–------ მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ------- ქ----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ დ------- ქ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ------- ქ----–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

დ------- ქ----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 აგვისტოდან.

 

დ------- ქ----–------ მიმართ დაკისრებული ჯარიმის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური