გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1602-0019003122464
N2/567-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - მა-------–--------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ბე-------–--–ი
მოპასუხე - შ--------------“
წარმომადგენელი - ნა----–------------ე, გუ-----–-–------ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შ--------------“-ს მა-------–--------–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 33 949.7- ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 5 აპრილს მა-------–--------–----–--------------ას და შ--------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 1-- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-------–- არსებული რიტუალების სახლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 58 360.4- ლარი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 4 ივნისის ჩათლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
შპს ,,ბ-------“ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა მის მიერ წარმოდგენილ სამუშაოს შესრულების გრაფიკის მიხედვით, რომლის შესაბამისად მშენებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში, 2018 წლის 5 მაისამდე უნდა განეხორციელებინა 19000 ლარის დ დარჩენილ 30 დღეში 2018 წლის 4 ივნისამდე 28 102.86 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რითაც დასრულდებოდა სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია. მოპასუხემ დაარღვია, როგორც სამუშაოს შესრულების გრაფიკი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის განხორციელების ვადები. კერძოდ, 2018 წლის 18 აპრილს მიმწოდებელმა განახორციელა მხოლოდ ფარული სამუშაოები და კედლებზე დაამონტაჟა 250 კვმ თბშირ-მუყაოს ფილები, ხოლო ამის შემდგომ მას აღარ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები და ვინაიდან მა-------–--------–----–--------------ის ინტერესებში შედიოდა მშენებლობის დროული დასრულება, შ--------------“-ს, 2018 წლის 19 ივნისის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუგრძელდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადები და მშენებლობის დასრულების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 3 ივლისი. მიმწოდებელმა ვერ დაასრულა მშენებლობა 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმწოდებელს ხელმეორედ გაუგრძელდა სამშენებლო ვადები და მშენებლობის დასრულების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. მშენებელმა 2018 წლის 17 ნოემბრამდე განახორციელა მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი და 2018 წლის 12 ნოემბრის შპს ,,ოპტიმალ გრუპ+“-ის ინსპექტირების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპელიტეტის მერიამ მოპასუხე მხარის საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 16 ნოემბერს გადარიცხა 9 301. 39 ლარი. გამომდინრე იქედან, რომ მიმწოდებელი მშენებლობას ვერ ასრულებდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე, მარნეულის მუნიციპელიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა ხელშეკრულების ვადა და 2018 წლის 2- დეკემბრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შპს ,,ბ-------“-ს გაეზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
შსპს ,,ბ-------“-ს მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 115 დღის ვადაგადაცილებით, რისთისაც მშენებელს ხელშეკრულების 10.1 პუქნტის შესაბამისად გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის 0.3% ოდენობით და 10.2 პუქნტის შესაბამისად, შეუსრულებელი სამუშაოებისათვის 0.5%-ის ოდენობით დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაამც საერთო ჯამში შეადგინა 33 949.7- ლარი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, შ--------------“-ს დაეკისროს მარნეულის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 33 949.7- ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული მისი ბრალით, ამასთანავე მოპასუხის განმარტებით, შემსყიდველთან ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა თავდაპირველად 58360.4- ლარზე, ხოლო ხელშეკრულებაში ცვლილების შემდგომ 52 925.60 ლარზე. კომპანიამ პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა დროულად, კერძოდ 9301.39 ლარის ღირებულების სამუშაოებზე პირგასამტეხლო არ დარიცხვია. ხოლო დარჩენილ 43 624.2- ლარის სამუშაოების შესრულება მოხდა ვადაგადაცილებით, თუმცა აღნიშნულიც არ იყო მხოლოდ მოპასუხის ბრალეულობით გამოწვეული. დაკისრებულ პირგასამტეხლოს 33 949, 7- ლარის ოდენობით მოპასუხე არ ეთანხმება, აღნიშნავს, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს შეუსრულებელი ვალდებულების 0.01 % დან 0.02 %-მდე. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1003.35 ლარის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 5 აპრილს მა-------–--------–----–--------------ას და შ--------------“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 1--, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-------–- არსებული რიტუალების სახლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 58 360.4- ლარით, ხოლო სამუშაოები მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 31 დეკემბრამდე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოქმედების პერიოდში ხელშეკრულების გრაფიკით (ფინანსური გრაფიკი) დადგენილ ვადებში შეუსრულებელი სამუშაოებისათის (ხარისხი, მოცულობა) მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ გრაფიკით (საანგარიშო პერიოდი) გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეუსრულებელი სამუშაოებისათვის (ხარისხი, მოცულობა) მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. 2018 წლის 19 ივნისის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შ--------------“-ს გაუგრძელდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა, მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 3 ივლისის ჩათლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ურთიერთშეთანხმება, 19.06.2018 წ (ს.ფ. 37)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.5. 2018 წლის 15 ოქტომბრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შპს ,ბ--------“-ს გაუგრძელდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა, მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 17 ნოემბრის ჩათლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ურთიერთშეთანხმება, 15.10.2018 წ (ს.ფ. 39)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.6. 2018 წლის 2- დეკემბრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შპს ,ბ--------“-ს გაუგრძელდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა, მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 25 თებერვლის ჩათლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ურთიერთშეთანხმება, 2-.12.2018 წ (ს.ფ. 54)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული არ იყო მათი ბრალეულობით, რადგან მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის ვალდებულებაა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება შესრულება, ხოლო იმავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარედე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამუშაოები ვერ დაასრულა.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოქმედების პერიოდში ხელშეკრულების გრაფიკით (ფინანსური გრაფიკი) დადგენილ ვადებში შეუსრულებელი სამუშაოებისათვის (ხარისხი, მოცულობა) მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ გრაფიკით (საანგარიშო პერიოდი) გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეუსრულებელი სამუშაოებისათვის (ხარისხი, მოცულობა) მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალიწინებით კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016).
მოცემულ შეწმთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყო სამუშაოების შესრულება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოპასუხე მხარე, რომელიც აღნიშნავს, რომ 43624.2- ლარის სამუშაოების შესრულება მოხდა ვადაგადაცილებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო, თუმცა არა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე ითხოვს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულია სრულად, მოსარჩელეს ნივთობრივ ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია (ანუ მოსარჩელის მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია), ასევე, იმას, რომ მოსარჩელე მხარეს თვითონაც უნდა ეაქტიურა და ხელი შეეწყო მოპასუხისათვის ვალდებულების დროულად შესრულებაში კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი (სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას ამ საკითხში), იგი უნდა შემცირდეს და ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 33 949.7- ლარისა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოპასუხემ სარჩელი ცნო 1003.35 ლარის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს დაეკისრა 3000 ლარი.
ამდენად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 59.8- ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-24--ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე მა-------–--------–----–--------------ის სარჩელი შ--------------”-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შ--------------“-ს მა-------–--------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 3000 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შ--------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 59.8- ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე