განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/383-18
(№021081017002;)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი, გიორგი ჩუბინიძე
ბრალდების მხარე: პროკურორი თინათინ სტურუა,ბრალდებული: ს-------------ა, დაბადებული 1----–-–---------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: სა----------------------------–---------------–--;
ადვოკატები: გიორგი დავითაშვილი და დავით სარიბეგოვი,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 08 ოქტომბერს შუადღის საათებში, გ----------------------------–---------–--–ი ს----------–---ის მიერ ჯ----------------ის ცემის გამო, ჯ----------------ის დედამ - ს-------------ამ ქვის სროლის გზით შ----------–---ის მამას - ე-–-------------–---ს ჩაუმსხვრია მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანის (სახ.ნომრით J--------) საქარე მინა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 550 ლარი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ს-------------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ს-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ე-–-------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის შვილსა და ს-------------ას შვილს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, მივიდა ს-----სთან სახლში. თავისი მანქანა იქვე დეიდაშვილის სახლთან გააჩერა და ამ დროს მოვიდნენ ს----- და მისი მეუღლე მანქანით. ს----- გადმოვიდა თუ არა, აიღო ქვა და ერთი მას ესროლა, ხოლო მეორე მანქანის მიმართულებით და წინა საქარე მინა დაიმსხვრა. ამ ფაქტს მეზობლებიც შეესწრნენ, დაახლოებით 10-15 ადამიანი იყო. მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 550 ლარს, თუმცა უფრო ძვირი აქვს გადახდილი.
მოწმე შ-----------–------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ს-------------ას მეზობლად და შემთხვევის დღეს ჯ----------------ის ცემის გამო, ს-----ს სახლთან ხალხი იყო შეკრებილი. ს----- სამსახურიდან დაბრუნდა და მანქანიდან რომ გადმოვიდა, ხელში ორი ქვა ეჭირა, ერთი ე-–-------ს ესროლა, ხოლო მეორე მის მანქანას და მინა დაიმსხვრა. ე-–-------ი მისი ქმრის დეიდაშვილია.
მოწმე დ--–------------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თანასოფლელებს შორის ჩხუბის გამო მივიდა ს-------------ას სახლთან და დაინახა ამ უკანასკნელმა როგორ ესროლა ქვა ჯერ ე-–-------ს და შემდეგ მის მანქანას. დაზიანდა თუ არა რამე არ დაუნახავს, რადგან შეუძლოდ გახდა და მალევე წავიდა სახლში. ე-–-------ი მისი შორეული ნათესავია.
ს-------------ას მხრიდან ე-–------- ა------–---ის მანქანის მიმართულებით და მანქანის წინა საქარე მინის დაზიანების შესახებ აგრეთვე განმარტეს მოწმეებმა ხ----–----------ამ, ნ------------------მ, ს---------–------მა, ე-–--- და თე-–--- ა-–--------მა.
ხ----–----------ას განმარტებით ს----- მოსვლისთანავე ყვიროდა და ინციდენტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ს---------–------ის განმარტებით, ჩხუბი ახალგაზრდებს შორის იმ დღეს მოხდა და ს----- სახლში საღამოს დაბრუნდა. მან ნახა, რომ ე-–-------ის მანქანაზე მინა დაბზარული იყო, პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ უნახავს. ე-–-------ი მისი ნათესავია.
ე-–--- ა-–------ის განმარტებით, ს-----მ ორი ქვა აიღო, ერთი ე-–-------ს ესროლა, მეორე - მანქანის მიმართულებით. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს თე-–--- ა-–------მა.
ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხა მოწმე თ----------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მათი რეალობა. თ---------------–---–მა აღნიშნა, რომ დაათვალიერა ე-–------- ა------–---ის ავტომანქანა, რომელიც მან თავად მიიყვანა განყოფილებაში შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. დათვალიერება 12 ოქტომბერს ჩაატარა, მანამდე კი ე-–------- ა------–---ის ა/მანქანა პოლიციის ეზოში იდგა, თუმცა რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენია. შემთხვევის დღესვე მანქანის დათვალიერება იმ მიზეზით ვერ მოხდა, რომ დაზარალებულმა მისვლა ვერ მოახერხა. მოწმემ აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე მანქანა არ დაზიანებულა.
მოწმე ო--------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა შსს ვაზიანის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორად. შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე - ს-------------ას საცხოვრებელ სახლთან, სადაც მალევე მერსედესის მარკის მანქანით მოვიდა ე-–------- ა------–---ი. ასევე მალე მოვიდნენ ნაზიმი და მისი ცოლი ს-----, ამ უკანასკნელმა მანქანიდან გადმოსვლისთანავე აიღო ქვა და ესროლა ე-–-------ის მანქანის წინა საქარე მინას, რომელიც დიდ ნაწილზე სრულად გაიბზარა. სროლის შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს. , შუშა გაიბზარა, ჩამტვრეული არ იყო. მარჯვენა ხელით გაისროლა, მეორედაც ისროლა, მაგრამ არ მოხვდა. გამომძიებელი თ----------------–---–ი იყო ადგილზე, სახლში არ შესულან, ეზოში იყვნენ. თორნიკე იძიებდა ამ საქმეს, მას მოწმეები მიყავდა.
2017 წლის 12 ოქტომბერს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის ეზოში დათვალიერდა „M------------“-ის ავტომანქანა, რომელსაც წინა საქარე მინა შუაში ჰქონდა დაზიანებული, იყო დაბზარული, ბზარები იყო დაახლოებით 50 სმ, სიგანით 40 სმ.
მოწმე ფ---–------------------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო მოწმეების დაკითხვაში და ავტომანქანის დათვალიერებაში. მანქანა განყოფილების ტერიტორიაზე ნახა, ხოლო ე-–------- ა------–---ი რითი მივიდა არ ახსოვს. დათვალიერებისას მანქანის მინა დაზიანებული იყო.
2017 წლის 24 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა „M------------ G--------- სახ ნომრით: N J--------, წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათალისწინებით შეადგენს 620 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დაიკითხა მოწმე თ----------ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვაზიანის განყოფილებაში მერსედესის მარკის ავტომანქანა დაათვალიერა და მეორადი წინა საქარე მინის ღირებულება განისაზღვრა 550 ლარით. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 70 ლარით, მთლიანობაში ზიანი 620 ლარით განისაზღვრა.
დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს შემდეგი:
მოწმე ბ----------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი მეგობრის შვილმა ჯ----------------მა გაუგზავნა ფოტოსურათი, სადაც ის ნაცემი იყო და სახლში მივიდა მასთან. იქ უკვე მისული იყვნენ პოლიციის და სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. ასევე ს-----ს მეზობლები და ნათესავები შეიკრიბნენ. ს----- როგორც კი მოვიდა ქმართან ერთად, ჯ---- საავადმყოფოში წაიყვანეს და ე-–-------ი თავისი მანქანით იქ მოვიდა. მანქანა დაზიანებული არ ყოფილა, რაც ზუსტად ახსოვს, რადგან საავადმყოფოდან ე-–-------ის მანქანით წამოვიდნ ენ. უკანა სავარძელზე იჯდა და ახსოვს, რომ შუშა მთელი იყო.
მოწმე ს---------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს----- მისი ძმის ცოლია და ჯ----ს ცემის გამო მათთან სახლში მივიდა. ეზოში მეზობლები და ნათესავები იყვნენ, მაგრამ ე-–------- ა------–---ი იქ არ ყოფილა და არც მისი მანქანა დაუნახავს. ამ შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ თქვეს, რომ ე-–-------ის მანქანის მინა დამსხვრეული იყო.
მოწმე ნ------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი შვილის, ჯ----------------ის ცემის შესახებ დაურეკეს და სახლში ს-----სთან ერთად მივიდა. მალევე საავადმყოფოში წავიდნენ და იქ ნახა ე-–------- ა------–---ი თავის ნათესავებთან ერთად. სთხოვდნენ, რომ ჯ----ს ცემის გამო პოლიციისთვის არ მიემართათ. ამ შემთხვევის შემდეგ ე-–-------ი სოფელში თავისი მანქანით გადაადგილდებოდა და 4-5 დღის შემდეგ გაიგო, რომ მანქანაზე მინა იყო დამსხვრეული.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა ე-–--------------მა და ს-----–------------მა. ე-–--------------ას განმარტებით ს-------------ა სახლში ქმართან ერთად მივიდა და მალევე წავიდნენ საავადმყოფოში. ე-–-------ი არ დაუნახავს და არც მისი მანქანა იყო იქ გაჩერებული. ს-----–------------ამ მიუთითა, რომ ს-----ს სახლის ეზოში და ქუჩაში ბევრი ადამიანი იდგა. ქუჩა ვიწროა და ე-–-------ის მანქანა არ დაუნახავს.
მოწმე ჯ----–---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ე-–------- ა------–---ი ს-----სთან შესახვედრად საავადმყოფოში მივიდა და მანქანა დაუზიანებელი იყო. ს-----ს სახლის ქუჩა იმდენად ვიწროა, რომ იქ ორი მანქანა ვერ დაეტევა. მოწმე ნ-----–--------–-–-ომ აღნიშნა, რომ ე-–------- ა------–---ის მანქანა ნახა დაზიანების გარეშე.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს ა-–--------------ამ, ე------------------მა და რ-----------------მა.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ კი ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით გამოიკვეთა აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები. ვითარების შეფასებით შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება, რომ პირებმა, რომლებიც არიან ე-–------- ა------–---ის მხარდამჭერები სასამართლოს მისცეს მისთვის სასარგებლო ჩვენებები, ხოლო პირებმა, რომლებიც არიან ს-------------ას მხარდამჭერები, მიუთითეს, რომ მას ე-–------- ა------–---ის მანქანისთვის ქვა არ უსროლია და ე-–------- ა------–---ი საერთოდ არ იმყოფებოდა მისი სახლის მიმდებარედ. შესაბამისად მოწმეთა ჩვენებები, ჰქონდა თუ არა რეალურად დანაშაულის ჩადენას ადგილი 2017 წლის 8 ოქტომბერს, წარმოშობს ეჭვს და სასამართლო ფაქტების დადგენისას ვერ იხელმძღვანელებს ვერცერთი ასეთი ჩვენებით. აშკარაა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის იმ პერიოდისთვის არსებობდა მნიშვნელოვანი უთანხმოება, რომელიც მომდინარეობდა მათი შვილების დაპირისპირების გამო. ამანვე განაწყო ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ, რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
ა/მანქანის დაზიანების დასადგენად, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ა/მანქანის დათვალიერების ოქმი და გამომძიებელ თ--------–---–ის ჩვენება, რომელთა შეფასებით ირკვევა, რომ ს-------------ასა და ე-–------- ა------–---ს შორის დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო ა/მანქანა დათვალიერდა 12 ოქტომბერს, ანუ შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ. აღნიშნული შუალედი შესაძლებელია არ განვიხილოთ მნიშვნელოვანი სახის დარღვევად, რომ არა ამ პერიოდის განმავლობაში მანქანის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა. რეალურად სასამართლოში არ წარმოდგენილა და შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ე-–------- ა------–---მა თავისი ა/მანქანა პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად შემთხვევიდან ნახევარი საათის შემდეგ მიიყვანა და ამ ოთხი დღის მანძილზე მისით არ გადაადგილდებოდა. დაცვის მხარის არგუმენტის საპირისპიროდ, რომ ა/მანქანის საქარე მინა შესაძლოა დაიმსხვრა შემთხვევიდან (8 ოქტომბრიდან) დათვალიერებამდე (12 ოქტომბრამდე) სხვა დროს, როდესაც ე-–-------ი ა/მანქანით მოძრაობდა, არ არსებობს არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც მისი გაბათილების და ბრალდების მხარის პოზიციის დარწმუნების საფუძველს შექმნიდა. ამასთან ლოგიკურია დაცვის მხარის პოზიცია, რადგან არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ე-–------- ა------–---მა ა/მანქანა რეალურად 8 ოქტომბერს გააჩერა პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე და არცერთი მტკიცებულებით არ გამოირიცხება ა/მანქანის სხვა გზით დაზიანების ფაქტი.
რაც შეეხება 2017 წლის 12 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ ავტომანქანაზე მიყენებული ზიანი აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 620 ლარს, თუმცა დასკვნა ვერ პასუხობს ისეთ კითხვებს თუ ვინ დააზიანა მანქანის საქარე მინა და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ს-------------ას ბრალეულობაში.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ს-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს-------------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
ს-------------ას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ქ-------------–---ას კუთვნილი მობილური ტელეფონი, ჯ----------------ის მობილური ტელეფონი, შ----------–---ას მობილური ტელეფონი, ლ-----------------ის მობილური ტელეფონი, თ-------------–-----ის მობილური ტელეფონი და დ----------------ის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე