გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.12.2019
საქმის ნომერი
120310018002712950
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2712950-3/189-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ა---––---

 

შესავალი ნაწილი

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - ო--------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

მოსარჩელის წარმომადგენელი - ზ-------------–---–ი, ც---------------ე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მოპასუხის წარმომადგენელი - ი------------–---–ი

მესამე პირი - შპს ,,ფ--–-----"

მესამე პირის წარმომადგენელი - ი--------------–---–-

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირის წარმომადგენელი - მ-------------

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირის წარმომადგენელი - მ----------–----

მესამე პირი - ნ-----------------

მესამე პირები - ი-------–-------ი, ხ-------–-----, შ--------–-----, ს------------------

მესამე პირების წარმომადგენელი - ნ-----------------

მესამე პირი - დ---------------- (მონაწილეობის გარეშე)

მესამე პირი - ნ------------------ (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2011 წლის 26 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება ნ------------------ს განცხადების დაკმაყოფილების და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- უფლების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს.კ. 6----------- სახელმწიფოს სახელზე რეგისტაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2012 წლის 28 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება შპს „ფ--–-------“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება ნ----------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 24.4 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება ს------------------ს საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 3- ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 20.1 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება დ---------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 2, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 15.8 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ნოემბრის 8-------------- გადაწყვეტილება ხ-------–----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 1, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 11.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება ი-------–-------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ და 2017 წლის 2 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებები ი-------–-------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6----------- და 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 37,7 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.9. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება შ--------–----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 2, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 15.8 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ა---––---- რაიკოოპერატივის გამგეობის 1998 წლის 14 იანვრის დადგენილებით რაიკოოპერატივის ბალანსზე 1984 წლიდან რიცხული ნახშირმჟავა გაზის ქარხანა გაიყიდა ო--------------–---–ზე. 1998 წლის 16 სექტემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც რაიკოოპკავშირმა ო----- (ი-----) პ-------–---–ს გადასცა შესყიდული ქარხანა. ო--------------–---–ის საკუთრების უფლება აღირიცხა ტექ. ბიუროს სააღრიცხვო ჩანაწერებში. შემდგომში 1998 წლის 24 დეკემბერს უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციით შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ა---––--- კოდი 6-, სექტორი ქ. ა---––--- კოდი 9- კვარტალი 3- ნაკვეთის 9--, ფართობი დაზუსტებული 2680 კვ.მ. მისამართლი დ--------–---–-ს ქ. N1--, უფლება საკუთრება, საკადასტრო კოდი 6-.0----.9--. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების ჩანაწერი ო----- პ-------–---–ის მიმართ არ შეცვლილა. ამჟამად სადაო ნაკვეთი რეგისტრირებულია ს/კ 6----------- იგივე ფართით 2680 კვ.მ. იგივე კონფიგურაციით და კოორდინატებით. იმავდროულად მოსარჩელე დღემდე ფლობს და სარგებლობს საკუთარი ნივთით.

 

საკუთრების უფლების რეგისტრაციის და შემდგომ პერიოდში საკადასტრო ნახაზით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების კოორდინატების დადგენა შესაძლებელი იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მონაცემებითა და მყარი ნიშნულებით, შესაბამისად მოსარჩელეს საკუთრების ობიექტის (მიწის ნაკვეთი ქარხანასთან ერთად) კოორდინატები და ადგილმდებარეობაც განისაზღვრა მომიჯნავედ არსებული მუშაკთა ამხანაგობის კუთვნილი ბალნეოლოგიური კურორტ „ა---––---“-ს ე.წ. ა---––---- პოლიკლინიკის შენობით და მიწის ნაკვეთით. ტექბიუროსა და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო ნახაზებისა და კოორდინატების თანახმად ო--------------–---–ის საკუთრება სადაო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მყარი მიჯნის ამსახველი ბეტონის კედელი, რომელიც 20-30 წლის განმავლობაში არსებობს და მიჯნავდა სადაო ნაკვეთს ყოფილი პოლიკლინიკის უძრავი ნივთისგან. ა---––---- პოლიკლინიკის საკადასტრო ნახაზებში და ო--------------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზებში აშკარად ჩანს, რომ მყარი ბეტონის ღობე მიჯნა განთავსებული იყო და არის ო--------------–---–ის საკუთრების უფლების საზღვრებში, რაც იძლევა საშუალებას, რომ დადგინდეს მოსარჩელის საკუთრების კოფიგურაცია და კოორდინატები.

 

2007 წლის 20 ივნისს ა---––---- პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ერთად შეისყიდა ნ-----------------მა, რომლის საკუთრების უფლებაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2008 წლის 3 დეკემბერს, წინა საკადასტრო კოდი 6-.0-------- და შემდგომი 6-----------, დაუზუსტებელი ფართობით. 2011 წლის 20 სექტემბერს ნ-----------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს მასზე რიცხული მიწის ნაკვეთის დაზუსტების გამო რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ცვლილების დროს წარდგენი ნახაზზე არ დაიტანა მომიჯნავე ო--------------–---–ის მყარი და უცვლელი ნიშნულები (ბეტონის კედელი, მესერი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმების გარეშე განხორციელდა უფლების რეგისტრაცია, რა დროსაც ნ------------------ს საკუთრებაში მოიქცა ო--------------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილი.

 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 31 ოქტომბრის N-------- ბრძანების საფუძველზე ნ------------------სგან დაზუსტებული ფართობი 2320 კვ.მ, საკადასტრო კოდი 6-----------, გაცვლის წესით შეიძინა სახელმწიფომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღირიცხა მის საკუთრებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 იანვრის განკარგულებით (დამოწმების თარიღი 03.01.2012წ.) სიმბოლურ ფასად ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „ფ--–----“-ს უკვე გაზრდილი ოდენობით 4006 კვ.მ. ფართით. საჯარო რეესტრის ა---––---- სარეგისტრაციო სამსახურმა ისე, რომ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გადაამოწმა ო--------------–---–ის საკუთრების უფლება სადაო ნივთზე, არ მოახდინა ო--------------–---–ის საკუთრების უფლების ობიექტზე რეგისტრაციის დროს წარდგენილი და მანამდე არსებული საკადასტრო ნახაზების შესწავლა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან ურთიერთდამოკიდებულება და კოორდინატები შპს „ფ--–-----ს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე აღრიცხა 2012 წლის 25 იანვარს, საკადასტრო კოდი 6-.0-------- (წინა ნომრები 6-.0--------; 6-.0--------) შეცვლილი კოორდინატებით. ანუ საბოლოოდ ო--------------–---–ის მომიჯნავე 2012 წლიდან გახდა შპს „ფ--–-----“, რომელმაც გადაფარა მისი საკუთრება. შპს „ფ--–----მა“ მასზედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ო--------------–---–ის მომიჯნავე მხარეს დაყო რამდენიმე მიწის ნაკვეთად და გაყიდა ისინი. კერძოდ: ნ-----------------ს 2016 წლის 26 ივნისს მიყიდა დაზუსტებული ფართობი 27 კვ.მ., ხ-------–-----ს 2015 წლის 17 ნოემბერს მიყიდა დაზუსტებული ფართობი 28 კვ.მ. საკადასტრო კოდი 6----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 6-.0---------, ი-------–-------ს 2015 წლის 8 ივნისს მიყიდა დაზუსტებული ფართობი 60 კვ.მ., საკადასტრო კოდი 6-----------, ს------------------ს 05.05.2016 წელს მიყიდა დაზუსტებული ფართობი 27 კვ.მ., საკადასტრო კოდი 6----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 6-.0---------, დ----------------ს 14.07.2015 წელს მიყიდა დაზუსტებული ფართობი 28 კვ.მ., საკადასტრო კოდი 6----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 6-.0---------.

 

მიწის ნაკვეთების გადაფარვა დადასტურდა დოკუმენტალურად მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილებით ო--------------–---–ს ჯერ შეუჩერდა წარმოება, ხოლო 2018 წლის 8 იანვარს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კოდსა და 6-----------, 6-----------, 6-----------, 6-----------, 6----------- და 6-.0--------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის ა---––---- სამმართველოსათვის ცნობილი იყო მხარეთა შორის სადაო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ დავის თაობაზე 03.08.2018 წლის გადაწყვეტილებით მოახდინა დ----------------სა და შ--------–-----ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმება და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კვლავ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადასტურდა, რომ ო--------------–---–ზე გაცემული მიწის ნაკვეთის დასავლეთის საზღვარი გადის დამხმარე ნაგებობის კედლის გასწვრივ (მყარი მიჯნის ბეტონის კედლის გარე ნაპირში) და შესაბამისად იგი გადაფარულია სადაო მიწის ნაკვეთებით, ანუ გადაფარული სადაო მიწის ნაკვეთები ო--------------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა.

 

შპს „დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზის“ 2018 წლის 5 სექტემბრის

N0--------- დასკვნის თანახმად: ნახშირმჟავა გაზის ქარხნის ტენიკურ პასპორტში მოცემული გეგმის, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ნაკვეთების კონაცემებით და ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ. N-ა-ში მდებარე ო--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის ხდება გადაფარვა, კერძოდ საკადასტრო კოდი 6----------- მიწის ნაკვეთიდან 37.7 კვ.მ; საკადასტრო კოდი 6----------- მიწის ნაკვეთიდან - 24.4 კვ.მ.; საკადასტრო კოდი 6----------- მიწის ნაკვეთიდან - 20.1 კვ.მ; საკადასტრო კოდი 6----------- მიწის ნაკვეთიდან - 15.8 კვ.მ; საკადასტრო კოდი 6----------- მიწის ნაკვეთიდან - 11.5 კვ.მ. ექსპერტიზის მიერ დადგენილ იქნა, რომ ო--------------–---–ის მიწის ნაკვეთის დასავლეთი საზღვარი გადის N03 შენობის კედელზე მის პარალელურად, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაფარული მიწის ნაკვეთები ო--------------–---–ის საკუთრებაა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს შესაგებელი არ წარმოუდგენია. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ პირველი სასამარჩელო მოთხოვნაა ნ------------------ს მიერ დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციის ბათილად ცნობა. მანამდე უძრავი ნივთი რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით 1998 წლიდან. 1998 წელს შედგენილ საკადასტრო რუკა სრულად შეესაბამება 2011 წლის საკადასტრო აზომვით რუკას. აღნიშნული შეისწავლა კონკრეტულმა მარეგისტრირებელმა, ასევე გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებაც რომ ეს კონკრეტული აზომვითი ნახაზი შეესაბამებოდა მეზობლად მდებარე ზუსტად იმავე დღეს შედგენილ მეორე საკადასტრო რუკას, რომელიც უკვე გაცემულია ო--------------–---–ის სახელზე ასევე შეესაბამება რეგისტრირებულ მონაცემებს. რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია სამართლებრივი ნორმებთან, ყველა მათგანის შემთხვევაში იყო ხელშეკრულებები სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად და ეს გადაწყვეტილებები ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, რომელიც იურიდიული ძალის მქონეა, არაა გაუქმებული. შესაბამისად, ამ ხეშეკრულებების ძალაში ყოფნის პერიოდში მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების რაიმე ფორმით გაუქმება და მითუმეტეს ბათილობა შეუსაბამოა სამართლებრივ ნორმებთან. ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც იურიდიული ძალის მქონეა.

 

2.2. მესამე პირებმა ნ-----------------მ, ი-------–-------მა, ხ-------–-----მ, ს------------------მ და შ--------–-----მ შესაგებლით სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები, რომლებმაც მიწის ნაკვეთი შეიძინეს შპს „ფ--–-----სგან“. შესაბამისად ილახება მათი კონსტიტუციური უფლებები.

 

2.3. მესამე პირმა შპს „ფ--–----მა“ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ სადავო ადგილას არანაირი გამყოფი სასაზღვრო მიჯნა არც წინა წლებში არ ყოფილა და არც დღესდღეობით არ არის განთავსებული. სადავო მიწის ნაკვეთი 2008 წლის 3 დეკემბერს აღირიცხა ნ------------------ს საკუთრებად, 2320 კვ.მ. 2011 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 იანვრის N0------- და 2013 წლის 20 მაისი N-0/0---- განკარგულებების საფუძველზე მიწის ნაკვეთი 4006 კვ.მ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 6-.0--------, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „ფ--–----ს“. მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ შემძენს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი იმ ფორმით და იმ ოდენობით, რაც რეგისტრირებული იყო მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს საკუთრებად. შპს „ფ--–----ს“ რაიმე სახით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

2.4. მესამე პირებს დ----------------ს და ნ-----------------ს შესაგებელი არ შემოუტანიათ და არც პროცესზე გამოცხადებულან.

2.5. მესამე პირს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაგებელი არ წარმოუდგენია. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო.

 

2.6. მესამე პირს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შესაგებელი არ წარმოუდგენია. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1998 წლის 24 დეკემბრიდან ო--------------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2680.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი, მდებარე ქ. ა---––--- დ--------–---–-ს ქ.N-ა, ს.კ. 6-.0--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.3- ს.ფ. 18-19)

 

3.1.2. 2012 წლის 14 ნოემბერს ო--------------–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა---––---- სარეგისტრაციო სამასახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ქ.ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ.N-ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 20 ნოემბერს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ო--------------–---–ის საკუთრებაში არსებული 2680.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი, მდებარე ქ. ა---––--- დ--------–---–-ს ქ.N-ა, ს.კ. 6-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 6-.0--------, აღირიცხა დაზუსტებული მონაცემებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ო--------------–---–ის განცხადება თანდასრთული მასალებით (იხ. ტ.3- ს.ფ. 48-53)

- 2012 წლის 20 ნოემბერს N8-------------- გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.3- ს.ფ. 54-57)

 

3.1.3. 2017 წლის 25 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართ ო--------------–---–მა და ითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-ა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 31 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს აცნობა, რომ დაფიქსირდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება 6-----------, 6-----------, 6-----------, 6-----------, 6----------- და 6-.0-------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. დაინტერესებულ მხარეს ეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მხარეებს შორის დავა წარმოიშვებოდა განემარტა, რომ საქმეზე დაინიშნებოდა მედიაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ო--------------–---–ის განცხადება (იხ. ტ.3- ს.ფ. 68)

- 2017 წლის 31 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.3- ს.ფ. 72-73)

 

3.1.4. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2018 წლის 10 იანვარს მიღებულ იქნა N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ო--------------–---–ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 10 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.3- ს.ფ. 86)

 

3.1.5. ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ქ.ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ.N--ში მდებარე 3216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი 6-.9------) 1998 წლის 24 დეკემბერს თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ა---––---სა" და რაიპოლიკლინიკის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1, ს.ფ. 123-124)

 

3.1.6. 2007 წლის 05 მარტიდან ქ.ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ.N--ში მდებარე 3216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა აღრიცხულია საკადასტრო კოდით N6-.0--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.3- ს.ფ. 170-171)

 

3.1.7. 2007 წლის 28 მაისს ქ.ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ.N--ში მდებარე 3216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი N6-.0--------, გაიყო ორ მიწის ნაკვეთად: 896 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 6-.0--------, და 2320 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 6-.0--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღრიცხვო ბარათები (იხ. ტ.3- ს.ფ. 173-174, 185-186)

 

3.1.8. 2007 წლის 20 ივნისს შპს ,,ა---––---სა" და ნ-----------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ნივთი, მდებარე ქ.ა---––---, დ--------–---–-ს ქ.N--ს ეზოში, ფართობით 2320 კვ.მ. (დაუზუსტებელი), საკადასტრო კოდი 6-.0--------, აღირიცხა ნ------------------ს საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.3- ს.ფ. 197-200)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.3- ს.ფ. 214-215)

 

3.1.9. 2011 წლის 20 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ნ-----------------მა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე ითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6-.0--------, ცვლილებების რეგისტრაცია, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 26 სექტემბერს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციის შედეგად უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი 6-----------, ხოლო 2320 კვ.მ. მიწის ფართობი აღირიცხა დაზუსტებული მონაცემებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.3 , ს.ფ. 235-263)

- ნ------------------ს განცხადება თანდართული მასალებით (იხ. ტ.3 ს.ფ. 224-232)

- 2011 წლის 26 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.3- ს.ფ. 233)

 

3.1.10. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 31 ოქტომბრის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ N-------- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნ------------------ს საკუთრებაში არსებული ქ.ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ. N-, „ეზო“, მდებარე 2320.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6-----------) და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებასთან, ს.კ. 6-.0--------- გაცვლა, რომლის საფუძველზეც ნ------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. 6-----------) გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 31 ოქტომბრის N-------- ბრძანება (იხ. ტ.3- ს.ფ. 240)

- გაცვლის ხელშეკრულება (იხ. ტ.3- ს.ფ. 242-244)

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.3- ს.ფ. 245, 248-249)

- განცხადება (იხ. ტ.3 ს.ფ. 238)

- 2011 წლის 14 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.3- ს.ფ. 247)

 

3.1.11. 2011 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პროვატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგანტოს ა---––---- სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა უძრავი ნივთების საკადასტრო კოდი 6-.0--------, 6-.0---------------, 6-.0-------- და 6----------- გაერთიანების საფუძველზე რეგისტრაცია, რის შედეგადაც უძრავი ქონება, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. 2, დაზუსტებული ფართობი 4006.00 კვ.მ., ს.კ. 6-.0--------, 16.12.2011 წლიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 85-86)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 17)

 

3.1.12. 2012 წლის 18 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიყიდა შპს „ფ--–----ს“ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4006 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-, ს.კ. 6-.0--------. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 იანვარის N8-------------- გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-, ს.კ. 6-.0--------, აღირიცხა შპს ,,ფ--–-----ს" საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4 ,ს.ფ. 94-99)

- 2012 წლის 25 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4 , ს.ფ. 104)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 105-106)

 

3.1.13. 2013 წლის 18 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შპს „ფ--–-----“-ს წარმომადგენელმა დ-------------ემ და ითხოვა ქ.ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ. N--ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. 6-.0--------) დაყოფის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 27 ნოემბერს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება დაყოფის შედეგად რეგისტრაციის შესახებ, რის შედეგადაც საერთო მიწის ნაკვეთიდან გამოიყო ო--------------–---–ის მომიჯნავედ მდებარე 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 6-.0--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 108)

- 2013 წლის 27 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 125)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4 , ს.ფ. 133)

 

3.1.14. 2015 წლის 16 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შპს „ფ--–-----“-ს წარმომადგენელმა დ-------------ემ და ითხოვა ქ. ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ. N--ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. 6-.0--------- დაყოფის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 22 აპრილს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება დაყოფის შედეგად რეგისტრაციის შესახებ, რის შედეგადაც ო--------------–---–ის მომიჯნავედ მდებარე 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაიყო შემდეგ მიწის ნაკვეთებად: ს.კ. 6-----------, 6-----------, 6-----------, 6-----------, 6-----------, 6-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 140)

- 2015 წლის 2 აპრილის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4 ს.ფ. 154)

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 155-172)

 

3.1.15. 2015 წლის 07 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ფ--–----მა“ ი-------–-------ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, ს.კ. 6-----------. 2015 წლის 08 ივნისს ი-------------მა მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2015 წლის 12 ივნისს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4, ს.ფ. 176-177)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 174)

- 2015 წლის 12 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 178)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 179-180)

 

3.1.16. 2017 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ფ--–----მა“ ი-------–-------ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 28 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, ს.კ. 6-----------. 2017 წლის 29 მაისს ი-------------მა მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––--- დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 02 ივნისს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4, ს.ფ. 184-185)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 182)

- 2015 წლის 12 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4 ს.ფ. 187)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4 ს.ფ. 188)

 

3.1.17. 2017 წლის 06 ივნისს ი-------------მა მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით უძრავი ნივთების, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N- და N- გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 09 ივნისს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება გაერთიანების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ და ი-------–-------ის საკუთრებად აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N--6, დაზუსტებული ფართობი 60.00 კვ.მ., ს.კ. 6-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 191)

- 2017 წლის 09 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 200)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 202)

 

3.1.18. 2015 წლის 26 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ფ--–----მა“ ნ-----------------ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-, ნაკვეთი N-, ს.კ. 6-----------. 2015 წლის 26 ივნისს ნ-----------------მ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––--- დ--------–---–-ს ქ. N-, ნაკვეთი N-, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2015 წლის 2 ივლისს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4 , ს.ფ. 207-208)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 205)

- 2015 წლის 2 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 209)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 210-211)

 

3.1.19. 2016 წლის 5 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ფ--–----მა“ ს------------------ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N3- ს.კ. 6-----------. 2016 წლის 5 მაისს ს------------------მ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N--ის მიმდებარედ, ნაკვეთი N3- რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 11 მაისს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4, ს.ფ. 215-216)

- განცხადება (იხ. ტ.4 , ს.ფ. 213)

- 2016 წლის 11 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 222)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 223-224)

3.1.20. 2015 წლის 14 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ფ--–----მა“ დ----------------ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 28 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-, ნაკვეთი N-, ს.კ. 6-----------. 2015 წლის 14 ივლისს დ----------------მ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2015 წლის 20 ივლისს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4, ს.ფ. 228-229)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 226)

- 2015 წლის 20 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 230)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 231-232)

 

3.1.21. 2018 წლის 31 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დ----------------მ შ--------–-----ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 28 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-, ნაკვეთი N-, ს.კ. 6-----------. 2018 წლის 31 ივლისს შ--------–-----მ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 03 აგვისტოს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4, ს.ფ. 236-237)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 234)

- 2018 წლის 03 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4 ,ს.ფ. 238)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 239-240)

 

3.1.22. 2015 წლის 25 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ფ--–----მა“ ხ-------–-----ს მიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 28 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N-, ნაკვეთი N- ს.კ. 6-----------. 2015 წლის 17 ნოემბერს ხ-------–-----მ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი N-, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2015 წლის 24 ნოემბერს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.4, ს.ფ. 244-245)

- განცხადება (იხ. ტ.4, ს.ფ. 242)

- 2015 წლის 24 ნოემბერის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტ.4, ს.ფ. 248)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.4, ს.ფ. 249-250)

 

3.1.23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ო--------------–---–ის სახელზე გაცემული 1998 წლის 16 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით და საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენმტის მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის მიხედვით დადგენილ იქნა ო--------------–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის დასავლეთის საზღვარი, რომელიც მდებარეობს ფაქტობრივად არსებულ დამხმარე ნაგებობის დასავლეთის კედლის გასწვრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე დატანილ მიწის ნაკვეთის საზღვრებსა (დასავლეთ მხარეს არსებული საზღვარი) და დღევანდელი მდგომარეობით N6-----------, N6-----------, N6-0954807, N6-0954806 და N6-0------ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის ხდება გადაფარვა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა არ არის შედგენილი მასშტაბის სრული დაცვით ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთებს შორის დაფიქსირებული გადაფარვების ზუსტი ფართობები გაურკვეველია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 153-156)

 

3.1.24. შპს „დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზის“ 2018 წლის 5 სექტემბრის

N0--------- დასკვნის თანახმად, ნახშირმჟავაგაზის ქარხნის ტექნიკურ პასპორტში მოცემული გეგმის, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ნაკვეთების მონაცემებით და ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად დგინდება, რომ ქ. ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ. N-ა-ში მდებარე ო--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი N6-----------) და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს შორის ხდება გადაფარვა, კერძოდ: N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 37.7 კვ.მ.; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 24.4 კვ.მ; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 20.1 კვ.მ; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 15.8 კვ.მ.; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 11.5 კვ.მ. დასავლეთ საზღვრის კოორდინატები კი გადის N03 შენობის კედელზე მის პარალელურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 159-161)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N--ით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ო--------------–---–ის და მესამე პირთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთა ზედდების საკითხი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში, უნდა შემოწმდეს მესამე პირთა სახელზე სადავო რეგისტრაციების კანონიერება.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. მან უნდა უზრუნველყოს საქმიანობის კანონით დადგენილი ყველა დანაწესის ზედმიწევნით დაცვით განხორციელება, ვინაიდან „საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზება შეუძლებელია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის გარეშე. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთრების უფლებით სარგებლობის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. სახელმწიფო უფლებამოსილი და ხშირ შემთხვევაში ვალდებულიც არის, მიიღოს ზომები სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, უძრავი ქონების კონტექსტში საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორე და სანდოობა ორგანულ კავშირშია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასთან. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლოგანმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის ის ფაქტი, რეგისტრაცია მოხდა დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით. აღნიშნული კი გამორიცხავს კონკრეტული პირის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე საკუთრების უფლების ორი პარალელური რეგისტრაციის არსებობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სწორედ მიწის ნაკვეთთა ნაწილის გადაფარვის საკითხი. ამასთან, როგორც მოსარჩელე მხარეს, ისე მესამე პირებს გააჩნიათ უფლების დამდგენი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის საკუთრების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 1998 წლის 24 დეკემბერს. საკადასტრო რუკის მიხედვით ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთის საზღვარზე მდებარეობს შენობა-ნაგებობა, ხოლო აღნიშნულ მხარეს მიწის ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 26 მეტრს. იმავე დღეს განხორციელდა ასევე მესამე პირების წინამორბედი მესაკუთრის შპს ,,ა---––---სა" და რაიპოლიკლინიკის თანასაკუთრების უფლების აღრიცხვა მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული რეგისტრაციისას შედგენილი საკადასტრო რუკის მიხედვით დგინდება, რომ ო--------------–---–ის მხარეს მიწის ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 26 მეტრს, რუკაზე ასევე ფიქსირდება ო--------------–---–ის მიწის ნაკვეთის დასავლეთ საზღვარზე არსებული შენობა-ნაგებობა.

 

სწორედ შპს ,,ა---––---სა" და რაიპოლიკლინიკის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგად ო--------------–---–ის მომიჯნავედ მდებარე 2320 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა ნ-----------------მა 2007 წელს, რომლის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია მოახდინა 2011 წლის 26 სექტემბერს.

 

თავის მხრივ ო--------------–---–ის საკუთრება დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა 2012 წლის 20 ნოემბერს, საკადასტრო გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის დასავლეთ საზღვარზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ო--------------–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის დასავლეთის საზღვარი, მდებარეობს ფაქტობრივად არსებულ დამხმარე ნაგებობის დასავლეთის კედლის გასწვრივ.

 

შპს „დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზის“ 2018 წლის 5 სექტემბრის

N0--------- დასკვნის თანახმად, ნახშირმჟავაგაზის ქარხნის ტექნიკურ პასპორტში მოცემული გეგმის, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ნაკვეთების მონაცემებით და ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად დგინდება, რომ ქ. ა---––---ში, დ--------–---–-ს ქ. N-ა-ში მდებარე ო--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი N6-----------) და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს (ნ------------------ს მიერ შეძენილი, შემდგომ დაყოფილი და გასხვისებული) შორის ხდება გადაფარვა, კერძოდ: N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 37.7 კვ.მ.; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 24.4 კვ.მ; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 20.1 კვ.მ; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 15.8 კვ.მ.; N6----------- მიწის ნაკვეთიდან - 11.5 კვ.მ. დასავლეთ საზღვრის კოორდინატები კი გადის N03 შენობის კედელზე მის პარალელურად.

 

ამდენად, დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრისთვის ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტიდან ცნობილი იყო ზემოაღნიშნული ორი მიწის ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა და მიჯნაზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, შემდგომი დაზუსტებული რეგისტრაცია განხორცილედა ისე, რომ მის შედეგად ო--------------–---–ის კუთვნილი შენობა-ნაგებობა ფაქტობრივად მოიქცა მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

შესაბამისად, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომლის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციას ახდენს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესთა დაცვა, საკუთრების უფლების ხელყოფის აღმოფხვრა და მიწის ნაკვეთთა ზედდების გამორიცხვა.

 

სასამართლო განმარტავს, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცაღა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, ვინაიდან მოსარჩელეს, ისევე როგორც მესამე პირებს, უფლების დამდგენი დოკუმენტის და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრების უფლება გააჩნიათ უძრავ ქონებაზე, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ერთობლივი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა მესამე პირების საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები, რომლის მეშვეობითაც გამოირიცხებოდა სხვა პირთა უფლებების შელახვა. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან; დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდი, მესაკუთრე, გეოგრაფიული მდებარეობა და განესაზღვრა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები. კერძოდ, რეგისტრაციის განხორციელებისას დადგენილი და შესწავლილი არ ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთების მიმართ სხვა პირთა საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი რესურსი და ვალდებულება, რეგისტრაციის განხორციელებამდე მოახდინოს უძრავი ქონების იდენტიფიცირება და ურთიერთშედარება, რათა გამოირიცხოს ნივთზე ორი რეგისტრაციის პარალელური არსებობდა ან საკუთრების უფლების რეგისტრაციით სხვა

პირის კანონით დაცული უფლების ხელყოფა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის

შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე სათანადო წესით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების და მესამე პირებზე რეგისტრაციის ეტაპზე სარეგისტრაციო სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა, მაშინ როდესაც რეალურად სადაო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მყარი მიჯნის ამსახველი კედელი, რომელიც ყოფდა მიწის ნაკვეთებს ერთმანეთისგან, მისი მდებარეობა მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ო--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2011 წლის 26 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება ნ------------------ს განცხადების დაკმაყოფილების და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- უფლების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს.კ. 6----------- სახელმწიფოს სახელზე რეგისტაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2012 წლის 28 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება შპს „ფ--–-------“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება ნ----------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 24.4 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება ს------------------ს საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 3- ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 20.1 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება დ---------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 2, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 15.8 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ნოემბრის 8-------------- გადაწყვეტილება ხ-------–----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 1, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 11.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება ი-------–-------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ და 2017 წლის 2 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებები ი-------–-------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6----------- და 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 37,7 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება შ--------–----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 2, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 15.8 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში;

 

და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ო--------------–---–ის წარმომადგენლის ც---------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ხ-------–-----ს აეკრძალა სადაო ტერიტორიაზე, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N--ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე N-, ს.კ. 6-----------, რაიმე სახის მშენებლობის წარმოება (სამშენებლო მასალის ტერიტორიაზე დაყრა, საძირკვლის გაჭრა, კედლების ამოყვანა, გადახურვა და სხვა), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი და უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯები, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ო--------------–---–ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2011 წლის 26 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება ნ------------------ს განცხადების დაკმაყოფილების და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- უფლების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს.კ. 6----------- სახელმწიფოს სახელზე რეგისტაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2012 წლის 28 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება შპს „ფ--–-------“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 109.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება ნ----------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 24.4 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---- სარეგისრაციო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება ს------------------ს საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 3- ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 20.1 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.6. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება დ---------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 2, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 15.8 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

1.7. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება ხ-------–----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 1, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 11.5 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.8. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება ი-------–-------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ და 2017 წლის 2 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებები ი-------–-------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ს.კ. 6----------- და 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 37,7 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.9. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება შ--------–----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ა---––---, დ--------–---–-ს ქ. N- მიმდებარედ, ნაკვეთი 2, ს.კ. 6-----------, რეგისტრაციის შესახებ ო--------------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 15.8 კვ.მ. გადაფარვის ნაწილში.

 

1.10. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაფარვის ნაწილში საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაეკისროს მოსარჩელე ო--------------–---–ის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ა---––---- რაიონული სასამართლოს (ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.№6-) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა