განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
120100119003220172
დავის ტიპი
120
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/262-19წ. 18 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------–---------ე, თ-------------------–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ა----–--- ს--------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 3---------- ს----------ში, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ს----------ს რაიონი, სოფ.ზ------–-----–--;

ადვოკატი - კ---------------ე;

თარჯიმანი - ჯ---–------–--------ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 28 აგვისტოს დაახლოებით 13:00 საათზე, ბორჯომის რაიონის სოფელ ც----------ში, საძოვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას ა----–--- ს--------მა მ------ ბ---------ს დაარტყა დანა მარცხენა მხარის და მარცხენა ხელის არეში, რის შედეგადაც მ------ ბ---------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ა----–--- ს--------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ა----–--- ს--------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმეთა, ნ-----–---------–--–---–ის, მ--–------–------ის, მ------ ბ---------ის, ტ-----------–------ის, მ-----–---–---ის და სხვათა, ასევე, ბრალდებულის ა----–---ა ს--------ის გამოკითვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ გახადა უდავოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს დასკვნა ა----–--- ს--------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ა----–--- ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა----–--- ს--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, ასევე დადამატებით სასჯელად ჯარიმა რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ნივთიერი მტკიცებულებები: ა/ მანქანა ,,ვაზ 21214’’ (სახ. ნომ. S--------) და მ------ ბ---------ის ტანისამოსი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

დანა და ქარქაში, მოწითალო ფერის ლაქა, მოწითალო ფერის ლაქა(ა/მანქანიდან), მ------ ბ---------ის სისხლის ნიმუში და ა----–--- ს--------ის სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა----–--- ს--------ი (პ/№3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

ა----–--- ს--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 28 აგვისტოდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

2. ა----–--- ს--------ის (პ/№3----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ა--–--------–-----ს პ/ნ 3----------, (თანხა გადახდილ იქნა 2019 წლის 31 აგვისტოს ლ-------ი ბანკში), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ნივთიერი მტკიცებულებები: ა/მანქანა ,,ვაზ 21214’’ (სახ. ნომ. S--------) და მ------ ბ---------ის ტანისამოსი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მ------ ბ---------ს.

დანა და ქარქაში, მოწითალო ფერის ლაქა, მოწითალო ფერის ლაქა (ა/მანქანიდან), მ------ ბ---------ის სისხლის ნიმუში და ა----–--- ს--------ის სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი