განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
330100119003163198
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3956-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------------ე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ------------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, ნ--–------------------–---------------–-----------–---------------------------

 

ადვოკატები - ო-----------–--ე, ვ--------------ე.

 

კვალიფიკაცია: ბ------------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2000 წლის თებერვლის თვიდან 2019 წლის ივლისის თვემდე დროის მონაკვეთში, ბ------------------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდა მის მეუღლეზე - თ----------–---–ზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თბილისი, ნ--–-----------------------------------------–----------–----------––----------------------------ში, ბ------------------–---–ი მუდმივად აგინებდა და ამცირებდა, ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მეუღლეს, ხელებს ურტყამდა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედებებით თ----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თბილისი, ნ--–-----------------------------------------–----------–----------––---------------------------ში, ბ------------------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ-----------–---–ს, კერძოდ ბ------------------–---–მა სახეში გაარტყა ხელი თ----------–---–ს. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ------------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

 

დაზარალებულ თ----------–---–ის ჩვენების თანახმად, ის და ბ------------------–---–ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში 2000 წლიდან და ჰყავთ ორი შვილი. ბ------------------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მას. 2019 წლის მაისის დასაწყისში ბ------------------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თმა მოქაჩა და სახეში გაარტყა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე ბ------------------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მისი ჩემოდანი გადააგდო მეხუთე სართულიდან. გარდა ამისა კონფლიქტისას მოულოდნელად სახეში გაარტყა ხელი. ბ------------------–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მათ შორის ჩადგა უფროსი შვილი გ-------------------–---–ი და მამას დაუყვირა რას აკეთებო. ამის შემდგომ ძმას სთხოვა, რომ მისულიყო მასთან და წაეყვანა. ვ---------------–---–მა წაიყვანა სახლში. გზაში უამბო ძმას მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ. 2019 წლის 13 ივლისს ბ------------------–---–მა მას დაურეკა შვილის ტელეფონზე და მოსთხოვა ფული. როდესაც უთხრა რომ ფული არ ჰქონდა, ბრალდებულმა მას დაუწყო ლანძღვა, რის გამოც განიცადა მორალური ტანჯვა. გარდა ამისა, 2019 წლის 16 ივლისს ბ------------------–---–მა წაიყვანა მათი უმცროსი შვილი მ------ი, რომელიც უნდა დაებრუნებინა მასთან 19 ივლისს. ბ------მა უარი განუცხადა ბავშვის დაბრუნებაზე, ეუბნებოდა რომ მაინც ვერ მიხედავდა შვილებს და არ აპირებდა ბავშვის დაბრუნებას, თან გააფრთხილა, რომ არ მისულიყო მასთან თორემ დაასახიჩრებდა და სცემდა.

 

მოწმე ჯ-------------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–---------------------–---ში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 19 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ----------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი, ბ------------------–---–ი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე გ-------------------–---–ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს დედასთან - თ----------–---–თან, მამასთან - ბ------------------–---–თან და დასთან - მ------------------–---–თან ერთად. როგორც იცის მის მშობლებს ჰქონდათ ხოლმე კონფლიქტი, თუმცა მისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია. 2019 წლის მაისის თვეში მშობლებს ერთმანეთთან მოუვიდათ კონფლიქტი და დედა გადავიდა საცხოვრებლად მის ძმასთან ვ---------------–---–თან, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. 2019 წლის 12 ივლისს საღამოს საათებში მამა მივიდა სახლში და დედას დაუწყო ჩხუბი, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამ დროს დაინახა, რომ მამამ დედას სახეში გაარტყა ხელი, თუმცა ის ჩადგა შუაში და შეძლო სიტუაციის განეიტრალება. ამის შემდგომ დედა წავიდა სახლიდან.

 

მოწმე ვ---------------–---–ის ჩვენების თანახმად თ----------–---–ი არის მისი და. 2019 წლის მაისის თვეში დაურეკა თ--- და უთხრა რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი. როდესაც მიაკითხა დას, მან განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კონკრეტულად დაარტყა თუ არა ბ------მა მის დას არ იცის, რადგან თ--- არ დაუკონკრეტებია აღნიშნულის შესახებ. რაიმე სახის დაზიანება არ ეტყობოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი და შეურიგდა მეუღლეს და დაბრუნდა სახლში საცხოვრებლად. 2019 წლის 12 ივლისს მას კვლავ დაურეკა თ----------–---–მა და სთხოვა მისულიყო მასთან. როდესაც მიაკითხა სახლში, ნახა, რომ მისი და იყო ნამტირალევი, სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. მისმა დამ განუმარტა, რომ მას კვლავ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და აპირებდა სახლიდან წასვლას.

 

მოწმე მ-------------–---–ის ჩვენების თანახმად, თ----------–---–ი არის მისი მეუღლის ვ---------------–---–ის და. თ----------–---–ს მისთვის პირადად უთქვამს, რომ ქმარმა ბ------------------–---–მა რამდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 2019 წლის მაისში თ-- მათთან გადავიდა სამი კვირით საცხოვრებლად, რადგან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია. ამის შემდგომ შეურიგდა მეუღლეს და დაბრუნდა სახლში. 2019 წლის 12 ივლისს თ----------–---–ს კვლავ მოუვიდა კონფლიქტი მის მეუღლესთან. მან და მისმა მეუღლემ - ვ---------------–---–მა წამოიყვანეს თ-- თავისთან სახლში.

 

მოწმე მ--------------–---–ის ჩვენების თანახმად ცხოვრობს ბ------------------–---–ის და თ----------–---–ის მეზობლად, რომლებიც 20 წელია შეუღლებულები არიან. მათთან ხშირად დადის სტუმრად, თუმცა რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას არ შესწრებია, მხოლოდ ერთხელ გაიგო ბ------ის დედისგან რომ თ--- და ბ------ მოუვიდათ კონფლიქტი, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. როგორც მისთვის ცნობილია, დღეის მდგომარეობით მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და აქვთ ნორმალური ურთიერთობა.

 

მოწმე რ----------–--ის ჩვენების თანახმად, მის მეზობლად ცხოვრობენ ფ---------–---–ების ოჯახი. იგი არასდროს შესწრებია ბ------------------–---–ის და თ----------–---–ს შორის რაიმე სახის კონფლიქტს. ბ------ისგან იცის რომ მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება. 2019 წლის 12 ივლისს 22:00 საათზე იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც დაინახა, თუ როგორ ჩამოვარდა სამგზავრო ჩემოდანი კორპუსიდან, რომელიც თ----------–---–ის ძმამ აიტანა სახლში.

 

2019 წლის 19 ივლისის თ----------–---–ის განცხადების თანახმად, მეუღლემ კამათისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ემუქრებოდა, რომ ტყვიას დაახლიდა შუბლში.

 

2019 წლის 19 ივლისის შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, ბ------------------–---–ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

2019 წლის 12 სექტემბრის N--------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და თ----------–---–ის ე---------------–---------–--------ი კვლევის შედეგებით დგინდება, რომ თ----------–---–მა ბ------------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-------------–---–ის მიმართ არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

შესაბამისად გამოკვლეულ და არასადაო მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ბ------------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება რაც მოიცავს სისტემატიურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ვერ იქნა დადასტურებული, და გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამარათლოს მიაჩნია, რომ ბ------------------–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-----------------–---–მა საკუთარ მეუღლეზე - თ----------–---–ზე იძალადა ფიზიკურად. სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგანს წარმოადგენდა საკითხის გარკვევა, ბ------------------–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა სისტემატური იყო, თუ არა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობის პირველი ნიშანია ძალადობის სიმრავლე. რაოდენობის თვალსაზრისით, ძალადობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, რადგან ერთხელ ან ორჯერ განხორციელებული ძალადობა შეუძლებელია მიჩნეულ იქნას სისტემატურად, მაგრამ თუ სამჯერ ან მეტჯერ ექნება მას ადგილი, ეს იქნება სისტემატურობის პირველი ნიშანი; მეორე ნიშანია დროის ინტერვალი. ყოველ მომდევნო ძალადობას შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, რადგან თუ იგი თვიდან თვემდე უფრო დიდ ინტერვალში ხორციელდება, შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე ჯერ კიდევ, არ იყო განელებული ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი. ,,გაუნელებლობა“ მნიშვნელოვანია იმით, რომ რამდენჯერმე განცდილმა ,,ტკივილმა“ უნდა მიაღწიოს ,,ტანჯვის“ ხარისხს, რაც სწორედ სისტემატურ ძალადობას უნდა მოჰყვეს. ტანჯვა შეიძლება ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობასაც მოჰყვეს (მაგალითად, წამების დროს), მაგრამ სისტემატური ძალადობისათვის ტანჯვის გამოწვევა აუცილებელია, როგორც ზედიზედ რამდენჯერმე მიყენებული ტკივილის ჯამური შედეგი. სწორედ ამის გამო არის გამოწვეული სსკ 126-ე მუხლის I2 ნაწილში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) შედეგის სახით ტანჯვის გამოწვევაზე მითითებული, ხოლო არასისტემატურობის დროს (სსკ 126 მუხლის I ნაწილში) - ტანჯვის გარდა ტკივილზე მითითებული. ამდენად, ყოველ ჯერზე განხორციელებული ძალადობა თუ მხოლოდ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს იწვევს და მორიგ ძალადობამდე ისეთი დროა გასული, რაც მის განელებას იწვევს, ვერ მიაღწევს იგი იმ ხარისხის ტკივილს, რომელიც ტანჯვად აქცევს მას. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი, სისტემატური ძალადობა არ იქნება სახეზე და ყოველი მორიგი ძალადობა დამოუკიდებელ ეპიზოდად უნდა შეფასდეს. სისტემატური ძალადობის მესამე ნიშანია ძალადობის ინტენსივობა, როცა მას აქვს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი ხასიათი. ძალადობა უნდა ხასიათდებოდეს ხშირად განმეორებით, რომელიც თავისი ინტენსიურობით უნდა ქმნიდეს ერთგვარ სისტემურ ჯაჭვს, რადგან მხოლოდ დროის მოკლე ინტერვალში ჩადენილი რამდენიმე ძალადობა ვერ მიაღწევს სისტემატური ძალადობის ხარისხს, თუ მას არ ახასიათებს ერთგვარი უწყვეტობა, განმეორებითობა და სიხშირე.

 

ასევე სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

ბ------------------–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) დადასტურებულია დაზარალებულ თ----------–---–ის და საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. თავად დაზარალებულ თ----------–---–ის ჩვენების თანახმად 2019 წლის 12 ივლისს მისმა მეუღლემ ბ------------------–---–მა კონფლიქტის დროს, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაადასტურა ასევე მოწმე გ-------------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ დაინახა, როგორ გაარტყა მამამ დედას ხელი და მხოლოდ მისი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი სიტუაციის განეიტრალება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე მოწმე ვ---------------–---–მა რომელმაც განმარტა, რომ როდესაც მისი და თ----------–---–ი ნახა, მას ეტყობოდა სიწითლე სახეზე და იყო ნამტირალევი. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ------------------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოინანია ჩადენილი ქმედება. რაც შეეხება სისტემატურ ძალადობას და შეურაცხყოფას - ბ------------------–---–ის ამ კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მოცემულ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, მოწმეების მ--------------–---–ის და რ----------–--ის ჩვენების თანახმად ცხოვრობენ ბ------------------–---–ის და თ----------–---–ის მეზობლად და არასდროს შესწრებიან მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციას. რ----------–--ემ განმარტა, რომ მისთვის ბ------------------–---–ისაგან გახდა მხოლოდ ცნობილი, რომ მეუღლესთან მოუვიდა 2019 წლის 12 ივლისს კონფლიქტი, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე ამოწურულია. გარდა ამისა, მოწმე მ---------------–---–მა განმარტა, რომ ხშირად სტუმრობდა ბ------------------–---–ის და თ----------–---–ის ოჯახს და არასდროს შესწრებია რაიმე სახის კონფლიქტურ სიტუაციას მათ შორის. ასევე ბრალდებულ ბ------------------–---–ს და თ----------–---–ს შორის კონფლიქტის არსებობას არ უარყოფენ თავად დაზარალებულის ძმა ვ---------------–---–ი და რძალი მ-------------–---–ი, ასევე შვილი გ-------------------–---–ი, თუმცა მათთვის უცნობია მომხდარი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი და კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად სისტემატიური შეურაცხყოფის და ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მოწმე (გარდა თავად დაზარალებულისა, რომლის ჩვენებაც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი და ირიბი ხასიათის მტკიცებულებებით). ასევე სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 12 სექტემბრის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად თ----------–---–ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა ბ------------------–---–ის ქმედებების შედეგად, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თბილისი, ნ--–-----------------------------------------–----------–----------––---------------------------ში, ბ------------------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ-----------–---–ს, კერძოდ ბ------------------–---–მა სახეში გაარტყა ხელი თ----------–---–ს. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბ------------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ხელი გაარტყა მეუღლეს თ----------–---–ს, რა დროსაც თ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ბ------------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დანიშვნის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ბ------------------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ ბ------------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ბ------------------–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (სასმართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა, რომ დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აღნიშნულს დაეთანხმა დაცვის მხარეც). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ------------------–---–მა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, აღარ განმეორდება მსგავსი შემთხვევა.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ბ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა ასევე ითვალისწინებს ქედების ჩადენის სპეციფიკას, შესაბამისად ბ------------------–---–ს განუსაზღვრავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ------------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბ------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ბ------------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ბ------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 ივლისიდან - 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით (#1--------19) ბ------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 3.000 (სამი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - გ-------------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე დ--–----------------------–-------------------------------------------------ია, საკადასტრო კოდით N---6--5--1--

 

მსჯავრდებულ ბ------------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე