განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
080100119003055691
დავის ტიპი
151
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/501-19 (N 041050419005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გვ--–ა ტა------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: და---- გვ-–----

მამის სახელი: ზუ----ი

დაბადების თარიღი: 05.01.19-- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, შ.კ-----ის ქუჩა N4/5

 

სხდომის სახე: ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 5 აპ----–ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქუთაისში, ილ-- ჭ-------ის გამზირ N11-ში მდებარე შპს „მ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, და---- გვ-–---- სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა ირ---–ი მა------ეს. კერძოდ, დაემუქრა, რომ თავს მოაჭრიდა. ირ---–ი მა------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპ----–ის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.4. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ირ---–ი მა------ემ განმარტა, რომ ბრალდებულთან მისი შეხვედრა და---- გვ-–----ს ნათესავის გი-----ი ლი-----ს საშუალებით მოხდა. მას გი-----ი ლი----თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. მოწმის თქმით უთანხმოების მიზეზი იყო გი-----ი ლი-----ს სახელზე გაფორმებული ლი-----ის ხელშეკრულება, რომლითაც 2008 წლის ივლისის თვეში ირ---–ი მა------ემ შეიძინა ავტომანქანა და იყო მისი და მისი მე-----–ის მფლობელობაში. მოწმემ განმარტა, რომ ის რამდენიმე თვე იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას. 2019 წლის 5 აპ----–ს გი-----ი ლი----მა მას სთხოვა ავტომობილი, ვინაიდან დედა ჰყავდა ცუდად, ავტომობილი წაიყვანა, თუმცა აღარ დაუბრუნა. ამის შემდეგ შედგა მათ შორის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მოწმის ჩვენებით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. საუბრისას ისინი შეთანხმედნენ, რომ ერთმანეთს უნდა შეხვედროდენ ქ.ქუთაისში, ჭ-------ის გამზირზე შპს „მ-----სთან“. დათქმულ დღეს შეხვედრისას გი-----ი ლი----ს თან ახლდა და---- გვ-–----, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ „საერთოდ ვერ ეღირსებოდა მანქანას და თავს მოაჭრიდა“. მოწმის განმარტებით, მან აღნიშნული აღიქვა რეალურ საშიშროებად, განერიდა კონფლიქტურ სიტუაციას და შევიდა შპს „მ-----ს“ ოფისში, თუმცა და---- გვ-–---- მაინც განაგრძობდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მე-----–ე - ხა-----ა ფა-----–--ე, მე-----–ის დეიდა - მზ-- აბ----ე, ნი----–--ზ კა----ა და სხვა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის მოწმის მე-----–ის ნათესავი ავ--------–ი. მოწმემ აღნიშნა, რომ მომხდარის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმემ ასევე, აჩვენა, რომ და---- გვ-–---- იყო ძალ--ნ აგრესიული და მომხდარით მას მიადგა მორალური ზ--ნი.

2.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მზ------- აბ----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 5 აპ----–ს მას დაურეკა მისმა დისშვილმა და უთხრა, რომ შპს „მ-----დან“ გამოყვანილი ავტომობილი, რომელიც იყო გი-----ი ლი-----ს სახელზე უნდა გადაეფორმებინათ მის სახელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მივიდა შპს „მ-----სთან“, სადაც გი-----ი ლი-----ც მივიდა მანქანით, რომელსაც და---- გვ-–---- მართავდა. მოსვლისას და---- გვ-–---- რომელიც „გადმოხტა“ მანქანიდან და ირ---–ი მა------ის მიმართ გამოხატა მუქარა, კერძოდ, უთხრა, რომ „თავს მოაჭრიდა“ და აგინებდა მას დედის მისამართით. ამ დროს ირ---–ი მა------ე შევიდა „მ-----ს“ ტერიტორიაზე, თუმცა და---- გვ-–---- მაინც არ გაჩერდა და გააგრძელა გინება და მუქარა ირ---–ი მა------ის მისამართით. მოწმის განმარტებით, მომხდარის გამო ირ---–ი მა------ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი ნათესავი და დისშვილი, ასევე, ირ---–ი მა------ის ახლობელი.

2.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ხა-----ა ფა-----–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 5 აპ----–ს მივიდა ქ.ქუთაისში, ი.ჭ-------ის 11-ში მდებარე შპს „მ-----ში“ ლი-----ის ხელშეკრულების გასაფორმებლად, კერძოდ, ავტომობილი უნდა გადაეფორმებინათ მისი დეიდის სახელზე. მანვე განმარტა, რომ თავდაპირველად ავტომობილი ლი-----ის ხელშეკრულებით გაფორმებული ჰყავდა გი-----ი ლი----ს. რის შემდეგაც, რამდენიმე თვის შემდეგ გი-----ი ლი----მა მანქანა წაიყვანა მოტყუებით, კერძოდ, თქვა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და ავტომობილი სჭირდებოდა. ამის შემდგომ, ირ---–ი მა------ე და გი-----ი ლი----- შეთანხმდნენ, რომ მანქანა უნდა გადაეფორმებინა სხვას. შემთხვევის დღეს გი-----ი ლი----- მივიდა მისი ავტომანქანით, ხოლო და---- გვ-–---- ირ---–ი მა------ის მფლობელობაში მყოფი მანქანით. მოსვლისთანავე გადმოვიდა მანქანიდან და---- გვ-–---- და აგრესიით და მუქარით გაემართა ირ---–ი მა------ის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, მომხდარს შეესწრნენ, მისი მე-----–ე ირ---–ი მა------ე, დაზარალებულის მეგობარი ნ--- კა----ა, მისი დეიდა მზ------- აბ----ე და სხვა მოქალაქეები. და---- გვ-–---- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა ირ---–ი მა------ეს, რომ მოკლავდა და „თავს მოაჭრიდა“. მოწმის განმარტებით, მისმა მე-----–ემ რეალურ საშიშროებად აღიქვა ბრალდებულის მუქარა და შევიდა შპს „მ-----ს“ ოფისში, საიდანაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

2.7. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ავ--------– ყა---–---–მა განმარტა, რომ მზ------- აბ----ემ სთხოვა მისი ავტომობილით გაყოლოდა ქ. ქუთაისში. ქუთაისში ჩასვლისას, მივიდნენ შპს „მ-----ს“ ოფისთან, სადაც მისმა თანხმლებმა პირებმა გი-----ი ლი----ს დაუწყეს დაუბარი საკითხის კანონიერად გადასაწყვეტად. მოწმემ განმარს, რომ მზ------- აბ----ეს სურდა ავტომობილი, რომლის გამოც წარმოიშვა კონფლიქტი გადაეფორმებინა მას, მაგრამ გი-----ი ლი----- იყო ამის წინააღმდეგი. შპს „მ-----ს“ ოფისთან გი-----ი ლი----- მოვიდა მისი მანქანით, ხოლო და---- გვ-–---- იმ ავტომობილით, რომლის გამოც დაიწყო კონფლიქტი. შემთხვევას ესწრებოდნენ: ირ---–ი მა------, ხა-----ა ფა-----–--ე და მზ------- აბ----ე. მოწმის თქმით, და---- გვ-–---- მოლაპარაკების ნაცვლად გაემართა ირ---–ი მა------ის მიმართ გინებით და მუქარით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა მას. აღნიშნულზე ირ---–ი მა------ე შევიდა შპს „მ-----ს“ ოფისში, თუმცა და---- გვ-–---- მაინც არ გაჩერდა და ეძახდა „გამოდი მოგკლავო“. ამის შემდეგ, ირ---–ი მა------ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

2.8. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნი----–--ზ კა----ამ განმარტა, რომ მის მეგობარს ირ---–ი მა------ეს კონფლიქტი ჰქონდა გი-----ი ლი----თან. მოწმის განმარტებით, ავტომობილი, რომლის გამოც ჰქონდა ადგილი აღნიშნულ შემთხვევას გი-----ი ლო------მა წაიყვანა და დამალა. გი-----ი ლი----- და ირ---–ი მა------ე შეთანხმდნენ, რომ ავტომობილი აღარ იქნებოდა გი-----ი ლი-----ს სახელზე და გადაიფორმებდა დაზარალებულის ოჯახის ნათესავი. 2019 წლის 5 აპ----–ს, ჭ-------ის გამზირზე, შპს „მ-----სთან“ ჯერ მივიდა გი-----ი ლი----- მისი ავტომანქანით, ხოლო ირ---–ი მა------ის მანქანა არ ჩანდა. ამ დროს გი-----ი ლი----მა განმარტა, რომ ავტომობილს მისი ნათესავები მოიყვანდნენ. მართლაც ასე მოხდა, მანქანით მოვიდა და---- გვ-–----. მოწმემ აღნიშნა, რომ მანამ სანამ შპს „მ-----ს“ წარმომადგენელი მის მოვალებას ასრულებდა, და---- გვ-–----ს მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას, კერძოდ მან გამოიხატა უკმაყოფილება და დაემუქრა ირ---–ი მა------ეს, რომ „თუ ჭკვიანად არ იქნებოდა თავს წააძრობდა“. აღნიშნულზე შეეშინდა ირ---–ი მა------ეს, ანერვიულდა, შევიდა შპს „მ-----ს“ ოფისში, დარეკა „112-ში“ და გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი.

2.9. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლე--- ცა---მ განმარტა, რომ 2019 წლის 5 აპ----–ს დაიწყო გამოძიება და---- გვ-–----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე განმარტა. რომ დაათვალიერა ავტომანქანა და შპს “მ-----ს“ წინამდებარე ტერიტორია. ასევე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მითითებით ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები. მანვე წარუდგინა ბრალდება და---- გვ-–---ს და გადასცა მტკიცებულებები. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოში გამოკითხულმა მოწმეებმა ჩვენებები მისცეს დამოუკიდებლად და კარნახს გამომძიებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

2.10. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 05 აპ----–ს ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N041050419005 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაციით.

 

2.11. შეტყობინების (N88---7) შინაარსის მიხედვით, ირ---–ი მა------ემ განაცხადა, რომ და---- გვ-–---მა (ის არის, მისი მოდავის, გი-----ი ლი-----ს ნათესავი) მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო მიმდინარე წლის 04 აპ----–ს გ. ლი----მა მოტყუებით (თაღლითურად) წაიყვანა მისი ავტომანქანა „მე-------ს ბე-–ი“ #LL------O“, რომელშიც 2000 ლარი ფულადი თანხა და სხვადასხვა დოკუმენტები ჰქონდა.

 

2.12. ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 05 აპ----–ს განხორციელდა, ქ.ქუთაისში, ჭ-------ის გამზირ N11-ში მდებარე კორპუსის წინამდებარე ტერიტორიისა და იქვე მდგარი ავტომანქანის დათვალიერება მესაკუთრის/მფლობელის ირ---–ი მა------ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ნივთები, საქაღალდე, ქაღალდის კონვერტი, ინგლისურენოვანი სერთიფიკატი, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და ხელსახოცი, ხოლო ავტომანქანა გადაყვანილ იქნა პოლიციის მეოთხე განყოფილების სადგომზე. დათვალიერების ოქმი შეადგინა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლე--- ცა---მ. მასში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტი ოლ--ი სვ----ე, მფლობელი ირ---–ი მა------ე, მოწმე გი-----ი ლი----- და გამომძიებელი ლე--- ცა---. ოქმს ყველა მასში მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი, გარდა გი-----ი ლი-----სა და ოქმის ასლის გადაეცა ავტომანქანის მფლობელს ირ---–ი მა------ეს.

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელე---ტურია, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

3.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზ--ნების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ-- არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

3.4. სასამართლო შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 5 აპ----–ს ნამდვილად იმყოფებოდნენ ბრალდებული და---- გვ-–---- და დაზარალებული ირ---–ი მა------ე ქ.ქუთაისში, ილ-- ჭ-------ის გამზირ N11-ში მდებარე შპს „მ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ ირ---–ი მა------ის, მოწმეების ხა-----ა ფა-----–--ის, ნი----–--ზ კა----ას, მზ-------ი აბ----ის და ავ--------– ყა---–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 05 აპ----–ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქუთაისში, ილ-- ჭ-------ის გამზირ N11-ში მდებარე შპს „მ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და---- გვ-–----ს მიერ ირ---–ი მა------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

3.5. დაზარალებულ ირ---–ი მა------ის ჩვენებით, უტყუარად არის დადგენილი, რომ და---- გვ-–---- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ირ---–ი მა------ის მიმართ მუქარის ფაქტი, ასევე, დაადასტურა ინციდენტის თვითმხილველმა უკლებლივ ყველა მოწმემ. კერძოდ, ნი----–--ზ კა----ამ განმარტა, რომ და---- გვ-–----ს მხრიდან ადგილის ჰქონდა დაზარალებულის მიმართ აგრესიას და მუქარას, რაც გამოიხატა შემდეგში „თუ ჭკვიანად არ იქნებოდა თავს წააძრობდა“. ასევე, მოწმეების ხა-----ა ფა-----–--ის და მზ------- აბ----ის მიერ დადასტურებულ იქნა მუქარის განხორციელების ფაქტი, კერძოდ მოწმეებმა განმარტეს, რომ და---- გვ-–---- ირ---–ი მა------ეს დაემუქრა, რომ „თავს მოაჭრიდა“. ასევე, კონფლიქტის შემსწრე ავ--------– ყა---–---–მა დაადასტურა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, მისი განმარტებით და---- გვ-–---- ეძახდა ირ---–ი მა------ეს „გამოდი მოგკლავო“.

3.7. სასამართლო ვერ გაიზ--რებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეთა მიერ სასამართლოში ცრუ ჩვენებათა მიცემის შესახებ, რადგან დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები 2019 წლის 05 აპ----–ს განვითარებული მოვლენების თაობაზე ურთიერთშესაბამისი და თანმიმდევრულ--, რის გამოც არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი.

3.8. სასამართლოს, ასევე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ირ---–ი მა------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

3.9. შიშის რეალურობის სუბიექტურად შესაფასებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საფრთხის სწორედ დაზარალებულისეული აღქმა. დაზარალებულმა ირ---–ი მა------ემ ცალსახად დაადასტურა, რომ და---- გვ-–----ს მუქარა მან რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. შიშის რეალურობის ობიექტურად შესაფასებლად, სასამართლო იშველიებს ინციდენტის თვითმხილველი მოწმის ხა-----ა ფა-----–--ის ჩვენებას, რომლის შეფასებითაც, შიში, რომელსაც განიცდიდა ირ---–ი მა------ე იყო რეალური.

 

3.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ და---- გვ-–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. და---- გვ-–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება - არის ნასამართლობის არმქონე.

 

4.2. და---- გვ-–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზ--ნი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო სასჯელის სამართლ--ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს დანაშაულის საფრთხე, აგრეთვე თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

5.4. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევე-–იის აუცილებლობასაც: კერძო პრევე-–იის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევე-–ია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.5. ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- გვ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, არასაპატიმრო სასჯელი იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: საქმეზე ნივთმტკიცებად დართული CD დისკი, რომელიც მოთავსებულ-- სს საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

და---- გვ-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ და---- გვ-–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

და---- გვ-–----ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად დართული CD დისკი, რომელიც მოთავსებულია სს საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი