გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-2---19 გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2--11.2--- წელი ქ. რ--------
შესავალი ნაწილი
რ--------ს საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე: შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------",წარმომადგენელი: კ--- ბ------–---–ი,მოწინააღმდგე მხარე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი: პ----- ც------–--ე,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სარჩელში მითითებულია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელთა მხრიდან ანგარიშგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" მიერ 2--- წლის მ----- შემდეგ არ არის წარდგენილი გაწეული მომსახურების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ამასთან მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ დაფიქსირებულა პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილი, მათ შორის №1 დანართის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობებით. მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 6----------–----- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მეშვიდე პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. 36-ე დადგენილების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულება ორი თვით ადრე არ აცნობებს სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის შესახებ და ცალმხრივად დატოვებს პროგრამას, თუმცა შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" მიერ არ მომხდარა, არ დაუტოვებია/არ გასულან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და ცალმხრივად არ შეუწყვეტია ნაკისრი ვალდებულებები. სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, კანონმდებლობით განსაზღვრულ სანებართვო პირობებთან კლინიკის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რის შესახებაც ეცნობა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, 2--- წლის 1--------–---------------------- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ ურგენტული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის შეჩერების შესახებ. რაც შეეხება პაციენტებისათვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო სერვისის მიწოდებას, აღნიშნული სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში პაციენტებს მიეწოდება შეუფერხებლად, რაც ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ცალმხრივად არ დაუტოვებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფლების საფუძველი. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მხარე არ ასრულებს ნაკისრი ვალდებულას სრულყოფილად, ასრულებს მხოლოდ ამბულატორიულ მომსახურებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შეტყობინების გარეშე შეამცირა განსახორციელებელი ვალდებულებები, რასაც მხარე არ უარყოფს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" დირექტორმა №5---- წერილით მიმართა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს და აცნობა, რომ კლინიკაში მიმდინარე კაპიტალური სარემონტო სამუშაოების გამო 1--------–---------------------- შეჩერდეს კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (ს. ფ. 2-17);
-შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" დირექტორმა №5---- წერილი (ს. ფ. 23);
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელთა მხრიდან ანგარიშგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" მიერ 2--- წლის მ----- შემდეგ არ არის წარდგენილი გაწეული მომსახურების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ამასთან მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ დაფიქსირებულა პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილი, რის გამოც დაკისრებული საჯარიმო სანქცია შეადგენს 6-------- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (ს. ფ. 2-17);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 47-55);
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 21);
3.1.3. მოსარჩელე ახორციელებს ამბოლატორიულ საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (ს. ფ. 2-17);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 47-55);
-მხარეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები (2--- წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილება მიღებულია ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორი შეფასება არ მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" დირექტორის №5---- წერილით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს აცნობა, რომ კლინიკაში მიმდინარეობს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და ითხოვა მიმდინარე წლის 1--------–---------------------- კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანის შეჩერება.
3.2.2. მოსარჩელეს სამედიცინო საქმიანობა და ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობა ცალმხრივად არ შეუწყვეტია, იგი აგრძელებს პაციენტებისთვის ამბოლატორიული მომსახურების მიწოდებას.
სასამართლო აღნიშნულს ადგენს მხარეთა წარმომადგენლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების შინაარსიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს, ახორციელებს ამბოლატორიულ მომსახურებას და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 1--------–---------------------- შეაჩერა კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" წარმომადგენლის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელთა მხრიდან ანგარიშგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" მიერ 2--- წლის მ----- შემდეგ არ არის წარდგენილი გაწეული მომსახურების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ამასთან მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ დაფიქსირებულა პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილი, რის გამოც დაკისრებული საჯარიმო სანქცია შეადგენს 6-------- ლარს.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტების თანახმად, ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე, ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა №1 დანართის 23-ე მუხლის 35-ე და 36-ე პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" დირექტორმა №5---- წერილით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს აცნობა, რომ კლინიკაში მიმდინარეობს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და ითხოვა 1--------–---------------------- კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანის შეჩერება. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიწოდება არ შეუწყვეტია მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
განსახილველ შემთხვევაში შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტას თუ შეჩერებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის ნაწილში და განმარტავს, რომ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" დირექტორის №5---- წერილით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს რემონტი, რაც განმახორციელებელს უზღუდავს შესაძლებლობას განახორციელოს ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობა, თუმცა აღნიშნული ვერ განიხილება შეწყვეტად, რადგან მიმწოდებელმა მითითებული წერილით ითხოვა ვადა 1--------–---------------------- კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანის შეჩერების თაობაზე, რაც გამორიცხავს განმახორციელებლის მხრიდან ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტას. უფრო მეტიც დადგენილია, რომ მოსარჩელე შეუფერხებლად ახორციელებს პაციენტებისათვის ამბოლატორიული მომსახურების მიწოდებას, თუმცა მოპასუხის მიერ ჯარიმის საერთო ოდენობა განსაზღვრულია როგორც სტაციონალური ისე ამბოლატორიული მომსახურებისთვის გაწეული ანაზღაურებული თანხის ოდენობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას ეკისრება დასაბუთების და არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების მითითების ვალდებულება.
ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყო მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა აქტის უფრო მაღალი ხარისხით დასაბუთების ვალდებულება, რამდენადაც, როგორც ამ აქტის ადრესატისათვის, ასევე სასამართლოსათვის შესაძლებელი უნდა იყოს იმ საფუძვლების შემოწმება, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ესა თუ ის გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტა მაშინ როდესაც, მოსარჩელის მიერ შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" დირექტორმა №5---- წერილით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს აცნობა, რომ კლინიკაში მიმდინარეობს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და ითხოვა მიმდინარე წლის 1--------–---------------------- კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანის შეჩერება. მოსარჩელეს პაციენტებისათვის ამბოლატორიული მომსახურების მიწოდება არ შეუწყვეტია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის №ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელემ შეწყვიტა სამედიცინო მომსახურების მიწოდება თუ აღნიშნული შეჩერება/შეფერხება გამოწვეული იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარებით, მით უფრო, რომ დადგენილია მოსარჩელის მიერ პაციენტისათვის ამბოლატორიული მომსახურების მიწოდების ფაქტი, არ დადგენილა ზიანის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მოთხოვნებს მოქალაქის მიერ ხელმისაწვდომ დახარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-17, მე-19, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შპს „მ-------–--–---–----------–--ო ცენტრი-რ--------ს" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 2-----–--ის №0------- გადაწყვეტილება;
2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რ--------ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რ--------, ბოსტან ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი