გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.11.2019
საქმის ნომერი
020210019002888393
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210019002888393 (2/309-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.11.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ზუ--------------–----–--------------ა

წარმომადგენელი ლა–----------ა

მოპასუხე შპს ,,აკ-------ი“

წარმომადგენელი მა--------ავა, ნა--------–---–--ა

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,აკ-------ისთვის“ ზუ--------------–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 3 730 000 ლარის ოდენობით..

 

მოსარჩელის მტკიცებით, მხარეებს შორის 31.12.2008 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც იმავე ხელშეკრულების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობაა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის მტკიცებით სარჩელი წარმოდგენილია არასათანადო მოსარჩელის მიერ, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს პრეზიდენტის 30.12.2008 წლის #914 განკარგულების შესაბამისად ქ. ზუგდიდში, ნიკოლაძის ქ. #3–ში მდებარე 8573,5 მ2 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 150000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა შპს ,,აკ-------ს“ და საპრივატიზაციო პირობებად განისაზღვრა: ა) თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში, ბ) საპრივატიზებო ქონებაზე თანამედროვე ტიპის აკ-------ისა და გასართობი დასასვენებელი კომპლექსის აშენება 2012 წლის ბოლომდე, გ) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ არა ნაკლებ 4 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

აღნიშნულის საფუძველზე 31.12.2008 წელს ზუ--------------–----–-----------------ასა და შპს ,,აკ-------ს“ შორის სანოტარო წესით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შემძენის მიერ ვალდებულებების (რაც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია იგივე გადატანილია ხელშეკრულების 2.1. პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში) დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტში პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 5000 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა განმარტებით ამ ხელშეკრულების რამდენიმე ეგზემპლარში ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია მინაწერი, რომ შესწორდა პირგასამტეხლოს ოდენობა და ის განისაზღვრა 50 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #914, 30.12.2008 წ

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–ნასყიდობის ხელშეკრულება 31.12.2008 წ

 

3.2. შპს ,,აკ-------ს“ 31.12.2008 წ ხელშეკრულებით (პუნქტი 2.1 ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები) ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

 

მოპასუხეს მიეცა დამატებითი ვადა 60 დღე ვალდებულების შესასრულებლად თუმცა უშედეგოდ.

 

მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა გაიანგარიშა 5000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ვადაგადაცილებული დღეები დათვლილია 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 16 იანვრამდე. შესაბამისად დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 3 373 000 ლარი (2X365+16=746 დღე, 746 დღე X 5000 ლარზე = 3 373 000 ლარს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–ნასყიდობის ხელშეკრულება 31.12.2008 წ

–ქ. ზუ--------------–----–-----------------ასა და შპს ,,აკ-------ს“ შორის 31.12.2008 წ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნა 24.11.2014 წ

–ქ. ზუ--------------–----–--------------ის წერილი #04–521 (18/12/2014 წ)

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.3. მოსარჩელეს აღნიშნული პირგასამტეხლოს (იმავე ოდენობით 3 373 000 ლარის ოდენობით) დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი ადრეც, თუმცა მისივე განცხადებით სარჩელის გამოხმობის გამო 25.06.2015 წ ეს სარჩელი დარჩა განუხილველი. განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.07.2015 წ. გადაწყვეტილებით მოიშალა ქ. ზუ--------------–----–--------------ას (ქ. ზუ--------------–----–-----------------ის უფლებამონაცვლე) და შპს ,,აკ-------ს“ შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 25.06.2015 წ განჩინება

–ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.07.2015 წ გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ხანდაზმულია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე, 129–ე, 130–ე, 137–ე, 138–ე, 139–ე, 140–ე, 141–ე, 144–ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლების 1–ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

იმავე კოდექსის 129–ე მუხლით 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137–ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 138–ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140–ე მუხლით 1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. 2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141–ე მუხლით თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

აღნიშნული ნორმების დათქმა ცხადყოფს, რომ სარჩელის შეტანა არ გამოიწვევს ვადის შეწყვეტას თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი 6 თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დღიდან.

 

პირველი სარჩელი შეტანილია 16.01.2015 წ. სარჩელი განუხილველი დარჩა 25.06.2015 წ. ახალი სარჩელი წარდგენილია 11.03.2019 წ (ე.ი. 6 თვეზე მეტი ვადის გასვლისშემდეგ). შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში არ შეწყვეტილა და მისი ათვლა თავიდან არ დაიწყება, ის უნდა დაიწყოს შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან – მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთვის 2009 წლის 6 იანვრიდან, ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის 2013 წლის 3 იანვრიდან, ,,გ“ ქვეპუნქტისთვის 2009 წლის 1 ივლისიდან. ამდენად, ამ ვალდებულებებისთვის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები გავიდა 2.1. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთვის 2015 წლის 6 იანვარს, ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის 2019 წლის 3 იანვარს, ,,გ“ ქვეპუნქტისთვის 2015 წლის 1 ივლისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ზუ--------------–----–--------------ის სარჩელი შპს ,,აკ-------ის" მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა