განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2521-19
გამოძიების N0-----------
06 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–---,დაცვის მხარე:
ბრალდებული ზ-------------–--–---–- დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ს-------–---–--------------------ში (პირადი N0----------);
ადვოკატი - დ-------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ---ი შიში;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
ა) 2019 წლის აპრილის დასაწყისში, ქ. თბილისში, დ--------------–---–-ს გ------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ-------------–--–---–მა, შელაპარაკებისას, დას - ლ---------–---ს სახეში გაარტყა გაშლილი ხელი და ე.წ. კეპი დაარტყა თავში, რითაც ლ---------–---მ ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული).
ბ) 2019 წლის 2--------–ს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ზ-------------–--–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ზ-------------–--–---–ს აეკრძალა დასთან - ლ---------–---სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ლ---------–--- შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ლ---------–---სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ-------------–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ, ორდერის გამოწერიდან რამდენიმე საათში დაბრუნდა ლ---------–---ს საცხოვრებელ სახლში - ქ. თბილისში, დ--------------–---–-ს გ------------------------ში, - სადაც იმყოფებოდა 2019 წლის 01 მაისის ჩათვლით და ამყარებდა კომუნიკაციას ლ---------–---სთან. (საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული).
გ) ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის აპრილის ბოლოს, ქ. თბილისში, დ--------------–---–-ს გ------------------------ში ზ-------------–--–---–- ლ---------–---ს დაემუქრა მოკვლით, რაც ლ---------–---მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლ---ი შიში (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული).
გამოკვლეული მტკიცებულებები:
დაზარალებულმა ლ---------–---მ, ბრალდებულ ზ-------------–--–---–-ს დამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისი, ს-------–---–-----------------------ში, შვილთან და ძმასთან ერთად, რომელიც დამოკიდებულია ალკოჰოლზე. ძმასთან, პერიოდულად, მისი ცხოვრების წესის გამო, მოსდიოდა უთანხმოება, რა დროსაც ზ------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 2--------–ს, დაახლოებით 07:00-08:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მის საძინებელ ოთახში მოულოდნელად შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ-------. იგი ბუტბუტებდა, იგინებოდა და ეუბნებოდა ლოგინიდან ამდგარიყო. როცა ზ-------ს უთხრა, რომ ეძინებოდა და სთხოვა გასულიყო მისი ოთახიდან, მან გინება და უწმაწური სიტყვებით ლანძღვა დაუწყო. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და რადგან ზ------- არ მშვიდდებოდა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მისი თხოვნით ზ-------ს მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბრალდებულს 30 დღის ვადით აეკრძალა მასთან მიახლოვება და კომუნიკაცია. ამის შემდეგ, ზ-------მ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დატოვა საცხოვრებელი სახლი, თუმცა შინ მალევე დაბრუნდა. ზ-------ს იმის თქმა ვერ შებედა, რომ იგი შემაკავებელი ორდერის პირობებს არღვევდა და საცხოვრებელ სახლში დაბრუნების უფლება არ ჰქონდა, რადგან კონფლიქტს მოერიდა. ზ------- მას შემდეგაც ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც მუდმივ სტრესში ამყოფებდა. ერთ-ერთი კონფლიქტისას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზ------- მოკვლითაც დაემუქრა, რაც რეალურად აღიქვა, რადგან ორი კვირით ადრე შეამჩნია, რომ იგი ხორცის საჭრელი დანით დადიოდა. დანა მძინარე ზ-------ს ჩუმად ააცალა და დამალა. ჰქონდა იმის შიშიც, რომ ზ------- ფიზიკურად იძალადებდა მასზე, რადგან ასეთ ფაქტს წარსულში არაერთხელ ჰქონია ადგილი. ძმამ ფიზიკური შეურაცხყოფა ბოლოს დაახლოებით ერთი თვით ადრე მიაყენა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სახეში გაარტყა ხელი და ე.წ. „კეპი“ ჩაარტყა თავში, რამაც ტკივილი მიაყენა. გაერიდა ძმას და გაიქცა ქუჩაში, სადაც მანამ იმყოფებოდა, სანამ ზ-------მ არ დაიძინა.
მოწმეებმა ლ--------------მ და ა-–---------–---მ, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 01 მაისს დაიწყო გამოძიება ზ-------------–--–---–-ს მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა განმცხადებელი ლ---------–---, რომელმაც დააფიქსირა, რომ მისი ძმის - ზ-------------–--–---–-ს მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი და მის მიმართ ადგილი ჰქონდა, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას. 2019 წლის 2--------–ს საპატრულო პოლიციის მიერ, 30 დღის ვადით, გამოცემული იყო ორდერი, რომელიც ზ-------------–--–---–მა დაარღვია ლ---------–---ს საცხოვრებელ სახლში მისვლითა და იქ დარჩენით. გავიდნენ მისამართზე, სადაც მართლაც დახვდათ ზ-------------–--–---–-, რომელიც დააკავეს შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო. დაკავების ოქმს ბრალდებული ზ-------------–--–---–- გაეცნო, თუმცა, მასზე ხელმოწერის დაფიქსირება ვერ შეძლო, რადგან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო უკანკალებდა ხელები, ამიტომ მის მაგივრად ოქმის სისწორე გარეშე პირმა დაადასტურა.
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია 2019 წლის 2--------–ს, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ ბ-----------------ს მიერ, 30 დღის ვადით, ზ-------------–--–---–-ს მიერ ლ-------------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 01 მაისს, 13:59 საათზე, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–-------------------- - ლ--------------ს და ალექსი მელაძის მიერ ზ-------------–--–---–- დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ს-------–---–--------------------ში.
მოწმე თ-----------–-----ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე დაზარალებულ ლ---------–---ს მეგობარია. იგი კარგად იცნობს ამ უკანასკნელის ძმას - ზ-------------–--–---–საც, რომელიც, მისი განმარტებით, ყოველდღიურად მოიხმარს ალკოჰოლს, აქვს ცუდი სიმთვრალე და ხშირად უმიზეზოდ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს დას. ლ---ასგან ბევრჯერ სმენია, რომ ზ------- სცემს, ლანძღავს და ემუქრება მოკვლით. 2019 წლის აპრილის თვის დასაწყისში ლ---ა ატირებული მივიდა მასთან და უთხრა, რომ ძმამ სცემა, ხელი დაარტყა სახეში და ე.წ „კეპიანი“ ქუდი ჩაარტყა თავში. ამ ფაქტს ლ---ა ძალ--- განიცდიდა, თუმცა პოლიციაში გაცხადებისგან მაინც თავს იკავებდა. ლ---ას ჰქონდა იმის შიშიც, რომ ძმას არ მოეკლა, რადგან ზ------- არაერთხელ დამუქრებია მოკვლით, მათ შორის, - 2019 წლის აპრილის ბოლოს. ლ---ას მონაყოლით იცის, რომ რამდენიმე ხნის წინ მას სახლში არსებული ერთ-ერთი დანაც კი გადაუგდია, იმის შიშით, რომ იგი ზ-------ს არ ჩავარდნოდა ხელში. 2019 წლის 2--------–ს, მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ლ---ამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან დილის საათებში ზ------- მას მთვრალი დაადგა საძინებელ ოთახში და აგინა და უშვერი სიტყვებით გალანძღა იგი. საპატრულო პოლიციას ზ-------ს მიმართ 30 დღის ვადით შემაკავებელი ორდერი გამოუცია, რომლის ძალითაც მას აეკრძალა ლ---ას საცხოვრებელ სახლთან მისვლა, მასთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ლ---ა იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ზ-------მ კვლავ განაგრძო ლ---ასთან ერთად ცხოვრება და მისი ლანძღვა-გინება. მოწმემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორდერის გამოცემის შემდეგ თავად შეესწრო ლ---ას სახლში ზ-------------–--–---–-ს ყოფნის და მისი მხრივ დის შეურაცხყოფის ფაქტს, რა დროსაც ზ------- ლ---ას ეუბნებოდა - „შე სარეველა, შენი ხმა არ გავიგონო, თორემ სახეს მოგიჭმუჭნი“-ო. შეეშინდა ზ-------ს ლ---ასთვის არაფერი დაეშავებინა და მეგობარს ძმისგან მალულად პოლიციაში წასვლა და იქ დანაშაულებრივი ფაქტის გაცხადება ურჩია.
მოწმე ც-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობელია. იგი კარგად იცნობს ზ-------------–--–---–ს, რომელიც სისტემატიურად სვამს ალკოჰოლს და დას უმიზეზოდ ლანძღავს, აგინებს და სცემს კიდეც. 2019 წლის მარტი-აპრილის თვეში მათ საცხოვრებელ სახლში პირადად შეესწრო კონფლიქტს, რა დროსაც ზ-------------–--–---–- აგინებდა ლ---ას, ემუქრებოდა მოკვლით და მისკენ დასარტყმელად იწევდა. ძმისგან შეშინებულ ლ---ას ხშირად უთხოვია დარჩენილიყო მასთან, ბევრჯერ თავად გაქცეულა სახლიდან და ღამე მასთან (მოწმესთან) გაუთევია. ლ---ამ უამბო, რომ 2019 წლის აპრილის თვეში, ძმამ სცემა, სახეში დაარტყა გაშლილი ხელი და კეპიანი ქუდი ჩაარტყა თავში. მოგვიანებით ლ---ამ ისიც უთხრა, რომ ზ------- მოკვლით დაემუქრა მას. ასევე მისთვის ცნობილია, რომ ზ-------------–--–---–მა, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, კვლავ განაგრძო ლ---ასთან ერთად ცხოვრება და მისი დამცირება.
ბრალდებულმა ზ-------------–--–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა ბრალდების მხარის მტკიცებულებებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე.
სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები (2019 წლის 2--------–ის N0----- შემაკავებელი ორდერი, დაზარალებულ ლ---------–---ს ჩვენება, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილების დეტექტივების - ლ--------------ს და ა-–---------–---ს ჩვენებები, მოწმეების - თ-----------–-----ს და ც-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმები და ბრალდებულის დაკავების ოქმი), მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ზ-------------–--–---–მა მართლაც ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები.
აღსანიშნავია, რომ ზ-------------–--–---–-ს მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა სრულად დადასტურდა არამხოლოდ ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, არამედ, - თავად ბრალდებულის აღიარებითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ-------------–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა დას - ლ---------–---ს, რითაც ბრალადშრაცხული დანაშულები ჩაიდინა.
ა) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მოშლა).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულად მიიჩნია რა ის გარემოებები, რომ ზ-------------–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ხელი დაარტყა სახეში, ე.წ. „კეპიანი“ ქუდი კი - თავში) მის დას, დაზარალებულ ლ---------–---ს, - სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-------------–--–---–-ს ქმედებაში იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ზ-------------–--–---–-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
ბ) საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. მოცემული ნორმით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი მის განზრახ ჩადენას მოიაზრებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 3811 მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, და, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.
როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია, იმაში დასარწმუნებლად, რომ ზ-------------–--–---–- არ დაემორჩილა 2019 წლის 2--------–ის N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილ მოთხოვნებს, რაც ორდერის მოქმედების ვადაში დაზარალებულ ლ---------–---ს საცხოვრებელ სახლში მისვლაში, დაკავებამდე იქ ცხოვრებასა და მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ძალადობაშიც კი გამოიხატა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-------------–--–---–-ს ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ) ნიშნებს და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ბრალდებულის მსჯავრდების საფუძველი.
გ) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ---ი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, და, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.
ბრალდებულის აღიარებისა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ-------------–--–---–- მოკვლით დაემუქრა დას - ლ---------–---ს, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების შიში გაუჩინა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ზ-------------–--–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ---ი შიში).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-------------–--–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ---ობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--- სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამავე კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილის, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციებით დადგენილ ფარგლებში სასჯელთა სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს (დანაშაულები, რომელთათვისაც დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), ალკოჰოლის მოხმარებისადმი ზ. კ----–--–---–-ს მიდრეკილებას და ბრალდებულისა და დაზარალებულის ერთად ცხოვრების ფაქტს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ბრალდებულ ზ-------------–--–---–ს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ახასიათებს, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამავე დროს, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, ზ-------------–--–---–-ს მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის (დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას), ბრალის აღიარების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, არსებობს ზ-------------–--–---–-ს მიერ სასჯელის პირობითად მოხდის, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა, ისე - მიზანშეწონილობაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-------------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ზ-------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 01 მაისიდან - 2019 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულ ზ-------------–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი