განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4580-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ თ------------------–--ს,ბრალდებულ _ მ-------------------ს,ადვოკატ _ ა---------------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ-------------------------------ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თ---–--–--------–----------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------–----------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ,მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების - მ--------------ის, გ------–-–---–-ს, ხ----------------ის, გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ მ-------------------ს მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ამოღების ოქმით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ-------------------ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მ-------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისში, თბილისის ზღვაზე „მეფეთა სავანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------------ა ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--------------ეს, კერძოდ, მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი. შემდეგ კი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მ-------------------ს ქმედებით მ--------------ეს მიადგა ფიზიკური ზიანი;
2019 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისში, თბილისის ზღვაზე „მეფეთა სავანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას დააზიანა მ--------------ის კუთვნილი 1400 ლარად ღირებული „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი. მ-------------------მა თავისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ--------------ეს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ-------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
მ-------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია იმავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მ-------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება კი, კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მ-------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, ასევე იმას რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. ამასთან, მ------------------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ------------------- 2019 წლის 24 აგვისტოდან - იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელები, ვინაიდან თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
„აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–------------ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ მ--------------ეს, ხოლო მ--------------ის გარეგნული დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე და მ--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი, ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 24 აგვისტოდან - იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
მ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 24 აგვისტოდან - იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს საოქმო განჩინებით, მ-------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
„აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–------------ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ მ--------------ეს, ხოლო მ--------------ის გარეგნული დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე და მ--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი, ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე