განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
140100118002408865
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 140100118002408865

N1/136-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

16.12.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი გ------- მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ნ---- შავშიშვილი

 

ბრალდებული - ალ---------- ი-–--ს ძე ჯ----ი, დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------, სოფელი თ-------ი.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი).

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი).

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის ბოლომდე, ალ---------- ჯ----მა, სატელეფონო საუბრებისას, ყოფილი მეუღლის - ე---------- კ---------ის და ყოფილი მეუღლის დედის - დ-------- ვ---------ის მიმართ რამდენიმეჯერ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ე---------- კ---------ს და დ-------- ვ---------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ თბილისში, თ--------- მიკრორაიონის, II კვარტალი, N-- საცხოვრებელ სახლთან ალ---------- ჯ----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლის - ე---------- კ---------ის დედას - დ-------- ვ---------ეს, რა დროსაც დ-------- ვ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ თბილისში, ბ---–-------ის ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, ალ---------- ჯ----მა განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის - ე---------- კ---------ის მიმართ, რა დროსაც ე---------- კარაბაკაძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 20 აპრილს ალ---------- ჯ----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდისათვის), 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდისათვის).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალ---------- ჯ----ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება ალ---------- ჯ----ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ალ---------- ჯ----ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ

 

ბრალდებულმა ალ---------- ჯ----მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

დაზარალებულ ე---------- კ---------ის ჩვენებით, 2014 წელს მან იქორწინა ალ---------- ჯ----ზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - გ------- ჯ----ი. 2016 წლის მაისის თვეში, მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო, იგი დაშორდა ალ---------- ჯ----ს და შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში. ამასთან, 2016 წლის 14 ივნისის განქორწინების აქტის შესაბამისად, ე---------- ვ---------ე, რომელმაც შემდეგ გვარი შეიცვალა და გახდა კ---------ი, განქორწინდა ალ---------- ჯ----თან. ე---------- კ---------ის განმარტებით, ქ. თბილისში იგი ცხოვრობდა დედასთან - დ-------- ვ---------ესთან.

 

2017 წლის მაისის თვეში, ე---------- კ---------ი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამკურნალოდ წავიდა საბერძნეთში, ხოლო შვილზე - გ------- ჯ----ზე მეურვეობის უფლება გადასცა დედას - დ-------- ვ---------ეს. ე---------- კ---------ის განმარტებით, 2017 წლის ივლისის თვის განმავლობაში ალ---------- ჯ----ი არაერთხელ დაემუქრა დაზარალებულ დ-------- ვ---------ეს, როგორც მისი, აგრეთვე ე---------- კ---------ის სიცოხლის მოსპობით, რის თაობაზეც მისთვის ცნობილი გახდა დედისგან.

 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2018 წლის 20 იანვარს, დაზარალებულის განმარტებით, ალ---------- ჯ----ი მისული იყო შვილის - გ------- ჯ----ის სანახავად ე---------- კ---------ის საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც, საცხოვრებელი სახლის კორპუსთან, იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ-------- ვ---------ეს, რაც ე---------- კ---------ისათვის ცნობილი გახდა ამ უკანასკნელისგან.

 

დაზარალებული აგრეთვე განმარტავს, რომ 2018 წლის 5 მარტს, როდესაც ალ---------- ჯ----ი და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ, ბ---–-------ის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, ალ---------- ჯ----ი მას დაემუქრა, რომ მოკლავდა და ბავშვს მაინც წაიყვანდა. ე---------- კ---------ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია.

ე---------- კ---------ი განმარტავს, რომ ყოფილი მეუღლისგან მომდინარე თითოეული მუქარის ფაქტი, მან, ალ---------- ჯ----თან წარსულში არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულ დ-------- ვ---------ის ჩვენებით, 2014 წელს მისმა შვილმა -ე---------- კ---------მა იქორწინა ალ---------- ჯ----ზე, რომელთანაც მას შეეძინა შვილი - გ------- ჯ----ი. 2016 წლის მაისის თვეში, ე---------- კ---------ი შვილთან ერთად წამოვიდა ალ---------- ჯ----ის სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მასთან. 2017 წელს ე---------- კ---------ი სამუშაოდ წავიდა საბერძნეთში და ბავშის აღზრდა მას მიანდო. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის ივლისის თვეში, ალ---------- ჯ----ი არაერთხელ დაუკავშირდა დ-------- ვ---------ეს მობილური ტელეფონის ნომერზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით როგორც მას, აგრეთვე მის შვილს - ე---------- კ---------ს.

 

დ-------- ვ---------ის განმარტებით, მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 20 იანვარს, როდესაც მასთან სახლში ბავშის სანახავად მივიდა ალ---------- ჯ----ი. მან მცირეწლოვანი გ------- ჯ----ი დათქმულ დროს შინ არ დააბრუნა, რის შემდეგაც დ-------- ვ---------ემ გადაწყვიტა ბავშვი თავად ამოეყვანა კორპუსის წინ მდებარე სკვერიდან, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ალ---------- ჯ----ის მხრიდან. დ-------- ვ---------ის განმარტებით ალ---------- ჯ----ის მუქარა გაიგო მისმა დედამ - კ-–----------ამ, რომელიც ამ დროს საცხოვრებელი სახლის აივანზე იდგა.

 

ამასთან, დ-------- ვ---------ემ აღნიშნა, რომ მისთვის ე---------- კ---------ისგან ცნობი-–-- მის მიმართ ალ---------- ჯ----ის მიერ 2019 წლის 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ---–-------ის ქუჩაზე, განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ.

 

მოწმე კ-–----------ას ჩვენებით, რომელიც არის დაზარალებულ დ-------- ვ---------ის დედა, 2018 წლის იანვრის თვეში, იგი იმყოფებოდა შვილთან - დ-------- ვ---------ესთან სტუმრად, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ალ---------- ჯ----მა სასეირნოდ წაიყვანა შვილი - გ------- ჯ----ი. ბავშვის ამოსაყვანად კორპუთან ჩავიდა დაზარალებული დ-------- ვ---------ე, ხოლო კ-–----------ა კი გავიდა აივანზე, საიდანაც მან გაიგო მან გაიგო ალ---------- ჯ----ის ხმამაღალი საუბარი, რომელიც მუქარის მსგავსი იყო, თუმცა სიტყვების გახსენება ზუსტად არ შეუძლია. კ-–----------ას აზრით, ეს იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

დაზარალებულ დ-------- ვ---------ის და მოწმე კ-–----------ას ჩვენებები წინააღმდეგობაშია მოწმე გ------ ბ---–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა 2018 წლის 20 იანვარს, ქალაქ თბილისში, თ--------- მიკრორაიონის, II კვარტლია N-- საცხოვრებელ სახლთან ალ---------- ჯ----ის მიერ დ-------- ნვ---------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. მისი განმარტებით, ალ---------- ჯ----მა მცირეწლოვანი გ------- ჯ----ი ბებიასთან - დ-------- ვ---------ესთან დააბრუნა, რის შემდეგაც გ------ ბ---–---–თან ერთად დატოვა აღნიშნული ტერიტორია.

 

დაზარალებულ ე---------- კ---------ის ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე მ--- ბ----–-–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა 2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ თბილისში, ბ---–-------ის ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, ალ---------- ჯ----ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. დაკითხვისას მ--- ბ----–-–---–მა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ალ---------- ჯ----მა დატოვა სასამართლოს შენობა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მ--- ბ----–-–---–ი ე---------- კ---------თან და მის ადვოკატებთან ერთად სხდომის დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ისინი სამოქალაქო საქმეზე მორიგების საკითხთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ამის შემდეგ მათ დატოვეს სასამართლოს შენობა, თუმცა, ალ---------- ჯ----ი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა.

 

მოწმე ლ---- ვ---------ე განმარტავს, რომ ალ---------- ჯ----ის მიმართ ბრალად შერაცხულ არც ერთ ქმედებას იგი პირადად არ შესწრებია, თუმცა, აღნიშნული მისთვის ცნობი-–-- შვილისა და მეუღლისაგან.

 

მოწმეების - ი-----–--- ზ---------ისა და ნ---- პ------–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი არიან დ-------- ვ---------ის მეზობლები, თუმცა, მათთვის არაფერია ცნობილი ალ---------- ჯ----ის მიერ ე---------- კ---------ისა და დ-------- ვ---------ის მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე.

 

ბრალდებულმა - ალ---------- ჯ----მა სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდების არც ერთ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპ------–ეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ალ---------- ჯ----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ---------- ჯ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი არც ერთი ეპიზოდი არ იქნა დადასტურებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულ კონტექსტში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ალ---------- ჯ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი თითოეული ეპიზოდის განხილვას მტკიცებულებათა საკმარისობის კუთხით.

 

ე---------- კ---------ისა და დ-------- ვ---------ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი), წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დ-------- ვ---------ის ჩვენების სახით, რომელთანაც, ბრალდების მხარის ვერსიით, სატელეფონო საუბრები ჰქონდა ბრალდებულს.

 

ე---------- კ---------ისა და ლ---- ვ---------ის ჩვენებათა ერთობლიობით დგინდება, რომ მათ ზემოაღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დ-------- ვ---------ემ.

 

დ-------- ვ---------ის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დ-------- ვ---------ის ჩვენების სახით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა კ-–----------ა, რომელმაც განმარტა, რომ მან გაიგო ალ---------- ჯ----ის ხმამაღალი საუბარი, რომელიც ჰგავდა მუქარას, თუმცა, უშუალოდ სიტყვები მას არ გაუგია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულებათა სარწმუნოობაზე. იმ პირობებში, როდესაც მოწმე სრულად ვერ აღიდგენს პირის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათს, დაუშვებელია მისი ჩვენება მიჩნეულ იქნეს იმგვარ მტკიცებულებად, რაც სხვა მოწმის ჩვენებასთან ერთობლიობაში გახდებოდა პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

2018 წლის 21 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სკვერი, სადაც ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად, განხორციელდა ალ---------- ჯ----ის მიერ დ-------- ვ---------ისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან ცამეტ მეტრში, ხოლო აივანი, საიდანაც აღნიშნული დაინახა და გაიგო კ-–----------ამ, მდებარეობს კორპუსის მე-3 სართულზე. ამ პირობებში, სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო ის გარემოება, რომ კ-–----------ამ ნამდვილად გაიგო ალ---------- ჯ----ის მიერ დ-------- ვ---------ისადმი განხორციელებული მუქარა, რასაც არც თავად კ-–----------ა უარყოფს. ამასთან, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად აღსანიშნავია მოწმის ასაკი და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვისას აშკარად დადასტურდა.

 

ალ---------- ჯ----ის მიერ ე---------- კ---------ის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული მუქარის ფაქტის (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულ ე---------- კ---------ის ჩვენების სახით.

 

ამდენად, ალ---------- ჯ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი არც ერთი ეპიზოდი არ იქნა დადასტურებული იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ალ---------- ჯ----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ ე---------- კ-------ისა და დ-------- ვ---------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ალ---------- ჯ----ის ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი იქნებოდა ალ---------- ჯ----ის მსჯავრდებისთვის, ხოლო უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალ---------- ჯ----ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილითა (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ალ---------- ჯ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აქვე სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ალ---------- ჯ----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2. ალ---------- ჯ----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· ერთი ცალი ,,სდ დისკი“, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე