გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2019
საქმის ნომერი
090310517002236209
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/26 – 19) 090310517002236209

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20.12. 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე: ზვიად ასათიანი

წარმომადგენელი: ბელა ბერაძე

 

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი: ავთანდილ ყიფიანი

 

მესამე პირი – ქეთევან ტალახაძე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული მოთხოვნა)

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771 –06 გადაწყვეტილება, კერძოდ, ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი –25 კვმ)

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 გადაწყვეტილება

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის N882016627868 –20 გადაწყვეტილება

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის № 396159 გადაწყვეტილება.

 

1.5. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი –25 კვმ), უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში, ზვიად ასათიანის სახელზე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე ყურადღება გაამახვილა, მიწის ნაკვეთის მიღება– ჩაბარების N82 აქტზე, სადაც მიუთითა, რომ არ ხდის სადავოდ. მართლაც არის სახლი ეზოთი (1000 კვმ) და ეზო (540კვმ) მიღება ჩაბარების აქტში მითითებული, მაგრამ მოსარჩელის კუთვნილი 500 კვმ. მიწის ნაკვეთი და 25 კვმ, საცხოვრებელი ფართი არ შედის აღნიშნულ მიღება – ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებში. 500 კვმ. მიწის ნაკვეთი და 25 კვმ, საცხოვრებელი ფართი მოქცეულია ქეთევან ტალახაძის სახელზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ – 2420 კვმ, მიწის ნაკვეთში აზომვის შედეგად და შესაბამისად, ელექტრონულ ნახაზში დაფიქსირებული იქნა, როგორც დამხმარე ნაგებობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.მესამე პირი ქეთევან ტალახაძე სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და საქმის სასამართლო განხილვის დროს, სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1 2017 წლის 25 ოქტომბერს, ზვიად ასათიანმა სარჩელით მიმართა თბილისის სალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ზვიად ასათიანს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა საპროსეცო ვადა – 05 დღე.

 

2017 წლის 18 დეკემბერს, ზვიად ასათიანის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის საფუძველზეც წარადგინა, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტები და სახელმწიფო ბაჟის სახით –100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, ზვიად ასათიანის სარჩელი განსჯადობით განსახილველად, გადმოეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ზვიად ასათიანს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა საპოცესო ვადა – 07 დღე.

 

2018 წლის 18 იანვარს, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი და დააზუსტა როგორც მოპასუხეთა წრე, ისე სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771 –06 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის N882016627868 –20 გადაწყვეტილების და ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის № 396159 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ასევე მოითხოვა, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში ზვიად ასათიანის სახელზე.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზვიად ასათიანის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი: 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771 –06 გადაწყვეტილება; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 გადაწყვეტილება; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის N882016627868 –20 გადაწყვეტილება; 4) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის № 396159 გადაწყვეტილება და ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში ზვიად ასათიანის სახელზე.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, ასევე ქეთევან ტალახაძემაც, რომლებმაც მოითხოვეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2019 წლის 13 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, აპელანტების მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ ზვიად ასათიანის მიერ, არ არის გასაჩივრებული 2015 წლის 16 ივნისის N882015267771 –06 გადაწყვეტილების (ს/კ 86.03.24.032) რეგისტრაციის საფუძველი, მიწის ნაკვეთის N82 მიღება – ჩაბარების აქტი. უდავოა, რომ მოსრჩელის მიერ დასარეგისტრირებლად მოთხოვნილი 500 კვმ. მიწის ნაკვეთი და 25 კვმ, საცხოვრებელი ფართი (საარქივო ცნობის მიხედვით) მოქცეულია ქეთევან ტალახაძის სახელზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 2420 კვმ, მიწის ნაკვეთში, რომლის რეგისტრაციის საფუძველი გახდა N82 მიწის მიღება – ჩაბარების აქტი, შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლის გასაჩივრების გარეშე, მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებით, ვერ მიიღწევა ის მიზანი და სამართლებრივი შედეგი, რისი მიღებაც სურს მოსარჩელეს მოცემულ დავაში. ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის

 

უსაფუძვლო ქეთევან ტალახაძის საკუთრების 2420 კვმ. მთლიანად ბათილად ცნობის ნაწილშიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის ტრანსფორმირების შემთხვევაში, უნდა იმსჯელოს, მხოლოდ მიწის მიღება – ჩაბარების N82 აქტის და მის საფუძველზე, ქეთევან ტალახაძის სახელზე რეგისტრირებული 2420 კვმ, მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ (500 კვმ, მიწის ნაკვეთის და 25 კვმ. შენობა – ნაგებობის ) რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სასარჩელო განცხადება

– თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

– თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება

– ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

– ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება

– 2019 წლის 13 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება.

 

4.2 ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში, საავტომობილო გზის ქვედა მარჯვენა მხარეს, მდებარეობს ქეთევან ტალახაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორსართულიანი, ბლოკის საცხოვრებელი სახლი, ასევე იმავე ეზოში, შესასვლელიდან, ზედა მარცხენა მხარეს განთავსებულია ხის ოროთახიანი სახლი, სახლს აქვს ღია აივანი, ასევე, ერთერთ ოთახზე განთავსებულია ელ.მრიცხველი. აღნიშნული სახლები შემოსაზღვრულია რკინის ღობით, აქვთ ერთი შესასვლელი და საერთო რკინის ჭიშკარი. სახლები ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული ღობით. მოსარჩელის განმარტებით, ადრეულ წლებში მოცემულ ოროთახიან საცხოვრებელ სახლს ჰქონდა ჭიშკარი, რომელიც დღეის მდგომარეობით, გაუქმებულია ქეთევან ტალახაძეს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ადგილის დათვალიერების ოქმი

 

4.3 1997 წლის 10 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება– ჩაბარების N82 აქტით ირკვევა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთის მიწის რეფორმის კომისიამ (ქეთევან ტალახაძის მეუღლის დედას) ანგელინა გოგობერიშვილს მთლიანობაში გამოუყო – 3435 კვმ მიწის ნაკვეთი, აქედან, სახლი ეზოთი – 1000 კვმ, ეზო –540 კვმ, ვენახი – 120 კვმ, ვენახი –760 კვმ, ვენახი – კვმ, ყანა – 120 კვმ, ყანა ლარსებში – 440 კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–1997 წლის 10 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება– ჩაბარების N82 აქტით

 

4.4. 2015 წლის 12 იანვარს გაცემული №AA2014074551-03 საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ ქუთაისის ტენტრალურ არქივში დაცული ამბროლაურის რაიონის ხიდიკრის სასოფლო საბჭოს( სოფელი კვაცხუთი) 1973 – 1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილია დავით მიხეილის ძე გოგობერიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1958 წელს. ინფორმაცია მიწის შესახებ მითითებული არ არის. ხიდიკრის სასოფლო საბჭოს (სოფელი კვაცხუთი) 1976 –1978 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილია დავით მიხეილის ძე გოგობერიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,06 (ჰა) მიწის ნაკვეთი (1980 წლის მონაცემით). ასევე, ხიდიკრის სასოფლო საბჭოს (სოფელი კვაცხუთი) 1997 – 2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად, ჩაწერილია დავით მიხეილის ძე გოგობერიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართით 25 კვმ. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ მითითებული არ არის. (ხიდიკრის საკრებულოს 1992 –1995 წლების საკომლო წიგნები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–2015 წლის 12 იანვრის №AA2014074551-03 საარქივო ცნობა

 

4.5 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 16 ივნისის N 882015267771 ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით (ს/კ 86.03.24.032), ქეთევან ტალახაძის საკუთრებაშია დაზუსტებული ფართობი 2420.00 კვმ, მიწის ნაკვეთი, შენობა – ნაგებობის ჩამონათვალი : N01/2 –150.38 კვ.მ; N02/1; N03/1; N 03/1; N05/1;N06/1. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტი N82 (დამოწმების თარიღი 10.10.1997 წ), სამკვიდრო მოწმობა N150463986 (დამოწმების თარიღი 08.05.2015 , ნოტარიუსი თ.ჯიქურაული).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–2015 წლის 16 ივნისის N 882015267771 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

4.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2015 წლის 16 ივნისს მიღებული იქნა N 882015267771 –06 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე – მდებარე, ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში, ქეთევან ტალახაძის მოთხოვნის დაკმყოფილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N 882015267771 –06 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

4.7.2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, მოსარჩელის წარმომადგენელმა ნელი ასათიანმა ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში მდებარე, უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაერთო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ნელი ასათიანის 2016 წლის 16 სექტემბრის განცხადება

 

4.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2016 წლის 14 დეკემბერს მიღებულ იქნა №882016627868 –20 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იყო ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში მდებარე, უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია (განმცხადებელი ნელი ასათიანი, 2016 წლის 16 სექტემბრის განცხადება, განცხადებას თან ერთვოდა სარეგისტრაციო დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და ნოტარიუს ლანა მაჭავარიანის 2016 წლის 08 დეკემბრის საინფორმაციო წერილი). აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელმა ნელი ასათიანმა და მისმა წარმომადგენელმა 2017 წლის 10 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 2017 წლის 13 იანვარს N13006 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 14 დეკემბრის №882016627868 –20 გადაწყვეტილება

–სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 იანვრის N13006 გადაწყვეტილება

 

4.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2017 წლის 23 მაისს მიღებული იქნა N 882016627868 – 29 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით,რომ ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (ეროვნული არქივის 2017 წლის 14.03 N 13/27486 წერილი) მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს –500 კვმ. ასევე, მოთხოვნილია 60 კვმ განაშენიანების ფართობის მქონე შენობა – ნაგებობის რეგისტრაცია, რაც 10% –ზე მეტად აღემატება ამავე წერილში მითითებულ ფართობს (25კვმ). სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის (ს.კ 86.03.24.032 მესაკუთრე ქეთევან ტალახაძე) არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად წარსადგენია, უფლების დამდგენ დოკუმენტში, ეროვნული არქივის 2017 წლის 14 მარტის N 13/27486 წერილში მითითებული მიწის ფართისა და შენობის ფართის შესაბამისი, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 მაისის N N 882016627868 – 29 გადაწყვეტილება

 

4.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2017 წლის 26 ივნისს მიღებული იქნა N 882016627868–30 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ, არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი / ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 26 ივნისის N 882016627868–30 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ბელა ბერაძემ 2017 წლის 21 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 23.05.2017 წლის №882016627868–29 და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის №882016627868–30 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №326430 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის წარმომადგენლის ბელა ბერაძის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის N882016627868 –29 (23.05.2017) და N882016627868 –30 (26.06.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს №330231 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა ერთი თვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის N882016627868 –29 (23.05.2017) და N882016627868 –30 (26.06.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–მოსარჩელე წარმომადგენლის ბელა ბერაძის 2017 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №326430 გადაწყვეტილება.

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს №330231 გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის №309263 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარმომდგენ პირს განესაზღვრა 5 – დღიანი ვადა ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსახვრელად და შეჩერდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის დინება.

 

2017 წლის 03 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის №309263 გადაწყვეტილება

–2017 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 25 სექტემბერს მიღებული იქნა N 396159 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნელი ასათიანის წარმომადგენლის ბელა ბერაძის 2017 წლის 21 ივლისის N381880/17 ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N 396159 გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.2.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ კოდექსის 32-ე, ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს. რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების, ან თავისუფლებების შეზღუდვას დაიშვება, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 მაისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 26 ივნისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მათი გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, მათი გამოცემის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებით.

 

7.5.,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს, ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კანონის 21- 23-ე მუხლებით, კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს, ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესრტის ეროვნული სააგენტოს 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად („ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტები), მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის, არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია, ან დოკუმენტი;

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 16 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ნელი ასათიანმა ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში მდებარე, უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაერთო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა.

 

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2016 წლის 14 დეკემბერს მიღებული იქნა №882016627868 –20 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იყო ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში მდებარე, უძრავი ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელმა ნელი ასათიანმა და მისმა წარმომადგენელმა 2017 წლის 10 იანვარს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 2017 წლის 13 იანვარს N13006 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვათ უარი. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2017 წლის 23 მაისს მიღებული იქნა N 882016627868–29 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით რომ, ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (ეროვნული არქივის 2017 წლის 14 მარტის N 13/27486 წერილი) მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს – 500 კვმ. ასევე მოთხოვნილია, 60 კვმ განაშენიანების ფართობის მქონე შენობა – ნაგებობის რეგისტრაცია, რაც 10% –ზე მეტად აღემატება, ამავე წერილში მითითებულ ფართობს (25კვმ). სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის (ს.კ 86.03.24.032 მესაკუთრე ქეთევან ტალახაძე), არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და მიწის ნაკვეთის საზღვრები, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად წარსადგენია, უფლების დამდგენ დოკუმენტში, ეროვნული არქივის 2017 წლის 14 მარტის N 13/27486 წერილში მითითებული მიწის ფართისა და შენობის ფართის შესაბამისი, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2017 წლის 26 ივნისს მიღებული იქნა N 882016627868–30 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ, არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი / ინფორმაცია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ბელა ბერაძემ, 2017 წლის 21 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 23 მაისის №882016627868–29 და ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის №882016627868 – 30 გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №326430 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის წარმომადგენლის ბელა ბერაძის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 და 2017 წლის 26 ივნისის N882016627868 –30 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს №330231 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა ერთი თვით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისს №309263 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარმომდგენ პირს განესაზღვრა 5 – დღიანი ვადა ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შეჩერდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის დინებაც. 2017 წლის 03 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 25 სექტემბერს მიღებული იქნა N 396159 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნელი ასათიანის წარმომადგენლის ბელა ბერაძის 2017 წლის 21 ივლისის N381880/17 ადმინისტრაციული საჩივარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას მიწის ნაკვეთის მიღება– ჩაბარების N82 აქტთან დაკავშირებით, რითაც მიაჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი 500 კვმ. მიწის ნაკვეთი და 25 კვმ, საცხოვრებელი ფართი არ შედის აღნიშნულ მიღება – ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებში და 500 კვმ. მიწის ნაკვეთი და 25 კვმ, საცხოვრებელი ფართი მოქცეულია ქეთევან ტალახაძის სახელზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ – 2420 კვმ, ფართობში აზომვის შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის (N882015267771–06), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის (N882016627868 –29) და 2017 წლის 26 ივნისის (N882016627868–20) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს რის გამოც, ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771–06 გადაწყვეტილება, ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი –25კვმ), ასევე, ბათილად უნდა იქნენ ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის (N882016627868 –29) და 2017 წლის 26 ივნისის (N882016627868–20) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396159 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რაც სასამართლოს მოსაზრებით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას, ან უპირატესობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771–06 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი –25კვმ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის N882016627868–20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771– 06 გადაწყვეტილება, ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი – 25 კვმ), ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის N882016627868 – 20 გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 25 სექტემბრის N396159 გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი –25 კვმ), უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში ზვიად ასათიანის სახელზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9.საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ დანაწესის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა – 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზვიად ასათიანის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1.ნაწილობრივ, ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის N882015267771– 06 გადაწყვეტილება, კერძოდ, ზვიად ასათიანის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი – 25 კვმ).

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 23 მაისის N882016627868 –29 გადაწყვეტილება.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2017 წლის 26 ივნისის N882016627868 – 20 გადაწყვეტილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის № 396159 გადაწყვეტილება.

 

1.5. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით (ს/კ 86.03.24.032, მიწის ნაკვეთი –500 კვმ, საცხოვრებელი ფართი – 25 კვმ), უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, აღირიცხება საჯარო რეესტრში, ზვიად ასათიანის სახელზე.

 

2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მოსარჩელე ზვიად ასათიანის სასარგებლოდ, დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე