გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-1---1- გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2-.1-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ----------
მოსარჩელე-მ------- ზ---------,წარმომადგენელი - გ----------- და მ----- კ------,მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,წარმომადგენელი - ნ------- ბ---------,მოპასუხე- გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია,წარმომადგენელი - ზ------ პ--------,მოპასუხე: გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ------- ბუ----–-–---–- - პ---–---–--
მესამე პირები: თ------------აჭავარიანი, ნ---- მ----------ი, ნ---- მ----------ი, ქ------- შ-------–---–ი,დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- ა--------- №1- სხდომის ოქმის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილოების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 20 მ-----ის №--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0----- რეგისტრაციის უარის თქმისა და საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 1--------–ის №1----- საჩივრის დაკმაყ----ილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს გარდაბნის რაიონის სოფელ მ-----ყ----ში 1500 კვ.მ, ს. კ. 81.1-.1-.---- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 201- წლის 0------------–ს წარუდგინა განცხადება №8---1-0-----, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ. მოსარჩელის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილი იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყ----ილდა, რაც 2--- წლის 2- ა--------- №0------ მიმართვით ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რის საფუძველზედაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ინტერესიც გააჩნია, საკუთრების უფლებით 2--- წლის 20 მ-----ის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია თ----------, ნ---- და ნ---- მ----------ების, ქ------- შ-------–---–ის სახელზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაგებელში მითითებულია, რომ 2--- წლის 1------------- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №902---0----- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ------- შ-------–---–მა და ითხოვა გარდაბანი, სოფელ მ-----ყ----ში მდებარე, 1-15 კვ. მ მისი ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა №902---0----- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2--- წლის 24 დ-------ის №902---0------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაციის - მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე. 2--- წლის 20 აპრილს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე.
201- წლის 3 თებერვალს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა მ------- ზ---------ს №8---1-0----- განცხადება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ყ----ში მდებარე 1490 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია 201- წლის 16 მ-----ს განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აღიარების კომისიას. 2--- წლის 2- ა--------- სააგენტოში წარდგენილი იქნა 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულება, რომლითაც მ------- ზ---------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. შესაბამისად, 2--- წლის 31 ა--------- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8---1-0------13 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა 2--- წლის 1--------–ის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ იქნა მოსარჩელის საჩივარი განხილული.
2.2. მოპასუხის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.3. მოპასუხის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოცემულ შემთხვევაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ავთანდილ ადიკაშვილი, რომელიც ოქმზე ხელისმოწერით ადასტურებს, რომ მოქალაქე ქ------- შ-------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია.
2.4. მესამე პირებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცვნეს. მიუთითეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სოფელი მ-----ყ----ი დაზუსტებული ფართობით 1 500 კვ. მ საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ------- ზ---------ს სახელზე ს. კ. 81.1-.1-.----
201- წლის 0------------–ს მ------- ზ---------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით გარდაბანი, სოფელი მ-----ყ----ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 201- წლის 1------------–ს №5---- წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყ----ის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად და წარუდგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი მ-----ყ----ი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულებით, მ------- ზ---------ს უარი ეთქვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ყ----ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 1490 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყ----ილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განთავსებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელის საავტომობილო გზის ღერძიდან 13 მ-ს დაშორებით და მიწის ნაკვეთი შესაძლოა მოექცეს საავტომობილო გზის განვითარების არეალში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0------13 გადაწყვეტილებით მ------- ზ---------ს რეგისტრაციაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყ----ილდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0------13 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 1--------–ის №1----- გადაწყვეტილებით მ------- ზ---------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-1-);
-დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 51-67; ტომი II, ს. ფ. 1-180);
- განცხადება (ს. ფ. ტომი I, ს. ფ. 22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ.20- 21);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 1------------–ს №5---- წერილი (ტომი I, ს. ფ. 2-);
-გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულება (ტომი I, ს. ფ. 27-28);
-გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- ა--------- №1- სხდომის ოქმი (ტომი II, ს. ფ. 1--21);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0------13 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ტომი III, ს. ფ. 69-70);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 1--------–ის №1----- გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ 1-0-1-1);
3.1.2. 2--- წლის 1------------- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №902---0----- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ------- შ-------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელ მ-----ყ----ში, 1-15 კვ. მ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 1-----------–ის №4---- წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმით, მოქალაქე ქ------- შ-------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 20 მ-----ის №--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ------- შ-------–---–ს, თ----------, ნ---- და ნ---- მ----------ებს საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდათ გარდაბანი, სოფელი მ-----ყ----ში მდებარე უძრავი ქონება ს. კ. 81.1-.1-.7--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ტომი I, ს. ფ. 32);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 1-----------–ის №4---- წერილი (ტომი I, ს.ფ 162);
- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმი (ტომი I, ს. ფ. 164-167);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 20 მ-----ის №--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 35);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 36-37);
3.1.3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმის ბათილად ცნობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ეთქვა უმოქმედობით უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი II, ს. ფ. 84-86);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია სრულყ----ილად, გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტების მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმ-----ავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყ----ილად, ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მათ მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმ-----ებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------- ზ---------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყ----ილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში" მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგიუსტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყ----ის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართვეწლოს კანონი, საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო განმ-----ავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201- წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყ----ილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1------------- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №902---0----- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ------- შ-------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელ მ-----ყ----ი 1-15 კვ. მ.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში" მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგიუსტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყ----ის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 1-----------–ის №4---- წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმით დადგინდა, მოქალაქე ქ------- შ-------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკევთისა და საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმი მიღებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ" 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანების ნორმათა დაცვით, სადავო აქტის მიღებისას განხორციელდა საკითხის ადგილზე შესწავლა, მიწის ნაკვეთის დათვალიერება, დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს სადაო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესაბამისი ოქმი. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმში მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/ მართლზომიერი მფლობელის შესახებ ინფორმაციის მიუთითებლობა არ შეიძლება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს ვინაიდან, სადაო ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ავთანდილ ადიკაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ადგილზე დათვალიერებაში და მოაწერა ხელი. რაც შეეხება ტარიელ ადიკაშვილის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი მიმართვის ფაქტს, სასამართლო განმ-----ავს, რომ აღნიშნული არ შეიძლება ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს ვინაიდან, ამ უკანასკნელმა დაადასტურა ოქმის სისწორე როგორც სასამართლო სხდომაზე ისე, ოქმზე ხელმოწერით და მას სადაო ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებია.
„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის შესაბამისაად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყ----ილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი მიჩნეული იქნა კანონიერად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 20 მ-----ის №--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საარქივო ცნობა და შემოსავლების სამსახურის წერილი.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- ა--------- №1- სხდომის ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლო განმ-----ას, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის მე-51 მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყ----ილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201- წლის 0------------–ს მ------- ზ---------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით გარდაბანი, სოფელი მ-----ყ----ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 201- წლის 1------------–ს №5---- წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყ----ის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად და წარუდგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი მ-----ყ----ი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულებით, მ------- ზ---------ს უარი ეთქვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ყ----ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 1490 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყ----ილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განთავსებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელის საავტომობილო გზის ღერძიდან 13 მ-ს დაშორებით და მიწის ნაკვეთი შესაძლოა მოექცეს საავტომობილო გზის განვითარების არეალში.
სასამართლო განმ-----ავს, რომ კომისიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს საჭირო დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირი კი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).
მიითებული კანონის მე-51 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელის საავტომობილო გზის ღერძიდან 13 მ-ს დაშორებით არ მდებარეობა არ წარმოუდგენია. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ------- ზ--------- სადაო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვას ითხოვს თვითნებურად დაკავებით, ხოლო ქ------- შ-------–---–მა თ----------, ნ---- და ნ---- მ----------ებმა აღნიშნული ქონება დაირეგისტრირეს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- ზ---------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- ა--------- №1- სხდომის ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
6.3 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0----- რეგისტრაციის უარის თქმისა და საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 1--------–ის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო განმ-----ავს, რომ მ------- ზ---------ს უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყ----ილდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0------13 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 1--------–ის №1----- გადაწყვეტილებით არ იქნა განხილული, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 2--ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 2--ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია უძრავ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყ----ილდა. ვინაიდან, სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- ა--------- №1- სხდომის ოქმი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-----------ს №1------2--- განკარგულება მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ა--------- №8---1-0------13 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 1--------–ის №1----- გადაწყვეტილების კანონიერებასთან მიმართებაში სასამართლო განმ-----ავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია სრულყ----ილად, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი; ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 1--------–ის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4 რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმის ბათილად ცნობაზე უმოქმედობით უარის თქმას სასამართლო განმ-----ავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2--- წლის 1- მ-----ის №0---- ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყ----ილდა, კანონიერად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ აღნიშნული. შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყ----ილების საფუძველიც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყ----ილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
8. უზრუნველყ----ის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1- ა-----–-ს №3-1---1- განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 81.1-.1-.7-- ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება (გასხისება, უფლებრივად დატვირთვა, მონაცემების დაზუსტება და ა.შ) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას დასახელებული განჩინების გაუქმების შესახებ არ უმსჯელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-1-, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ------- ზ---------ს სარჩელი არ დაკმაყ----ილდეს; გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1- ა-----–-ს №3-1---1- განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 81.1-.1-.7-- ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება (გასხისება, უფლებრივად დატვირთვა, მონაცემების დაზუსტება და ა.შ) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი