განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
330100119003279336
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5381-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ნ--------------ის,ბრალდებულ _ გ-----------–----ის,ადვოკატ _ ნ-----------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ----------------------–----ის (დაბადებული 19---–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო--------–----------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ქ--------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-----------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმე შალვა მესხიას, ბრალდებულ გ-----------–----ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების აქტით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ-----------–----ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 06 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისში, ქ------------------ეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფიჭვის ხეს გ-----------–----ემ სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით მოაჭრა კენწერო, ტოტები და ხე შუაში გადახერხა, რითაც სახელმწიფოს მიადგა 3 840 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ-----------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

გ-----------–----ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს გ-----------–----ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გ-----------–----ეს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, გ-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე