განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
340100119003135661
დავის ტიპი
118 1
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003135661

№1/143-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------–---–ის

ბრალდებულ - ნ--------------------ის

ადვოკატ - მ----------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ნ--------------------ი

მამის სახელი: თ-----------

დაბადებული: 1----–-–--------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: გ----------------------------–-----------ი

ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-----------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ნ--------------------ის ბრალი ედება მასში, რომ:

1. ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის ნოემბრის თვეში, გურჯაანის რაინის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებმა ნ--------------------მა თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთკამათის დროს სცემა დედას - მ---------------–---–ს, რომელსაც ცემის შედეგად მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები ნ--------------------ი, 2018 წლის ივლისის თვიდან, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მ---------------–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას. ნ--------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მ---------------–---–ის ტანჯვას, რის გამოც იგი იძულებული ხდებოდა წასულიყო სახლიდან და დროებით თავი შეეფარებინა მეზობლის ოჯახისათვის.

 

ნ--------------------ი 2019 წლის 3 ივლის 15:45 საათზე დააკავეს და 2019 წლის 4 ივლისს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2015 წლის ნოემბრის თვეში, გურჯაანის რაინის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებმა ნ--------------------მა თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთკამათის დროს სცემა დედას - მ---------------–---–ს, რომელსაც ცემის შედეგად მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

2. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები ნ--------------------ი, 2018 წლის ივლისის თვიდან, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მ---------------–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას. ნ--------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მ---------------–---–ის ტანჯვას, რის გამოც იგი იძულებული ხდებოდა წასულიყო სახლიდან და დროებით თავი შეეფარებინა მეზობლის ოჯახისათვის.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ მ---------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენენებით დადასტურდა, რომ ნ--------------------ის დედაა და ერთად ცხოვრობენ. ნ--------------------ი დაახლოებით ოთხი წლის წინ დაბრუნდა თურქეთიდან. მას შემდეგ დედის მიმართ აგრესიული გახდა. დაახლოებით სამი წლის წინ ნ--------------------მა ურთიერთშელაპარაკებისას მ---------------–---–ი იატაკზე დააგდო და ფეხების დარტყმით სცემა. ცემის შედეგად მ---------------–---–ს ხელი მოსტყდა.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ლ--–---------–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ნ--------------------ის და მ---------------–---–ის მეზობელია. დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ გაიგონა, რომ ნ------- იგინებოდა, მივიდა მათთან სახლში, მაგრამ ნ--------------------მა გააგდო. დროის გასვლის შემდეგ მართას ჰკითხა, რატო გაგინებდაო. მართამ უთხრა ხელი მომტეხაო. მ---------------–---–ს ხელი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ვ------------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ნ--------------------ის დეიდაა. რამდენიმე წლის წინ მ---------------–---–ს ხელი ჰქონდა დალურჯებული, თვითონ არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორც გაიგო ნ--------------------მა მოსტეხა ხელი.

4. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებით, კერძოდ ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადასტურდა, რომ „სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, მ---------------–---–ი შპს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 19 ნოემბრიდამ 2015 წლის 24 ნოემბრამდე დიაგნოზით: მარცხენა იდაყვის ძვლის მორჩის მოტეხილობა ცდომით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

 

გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

 

რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 197-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------------------მა ოჯახის წევრის - დედის მიმართ, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება,რამაც გამოიწვია ტანჯვა.

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ მ---------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენენებით დადასტურდა, რომ ნ--------------------ის დედაა და ერთად ცხოვრობენ. ნ--------------------ი დაახლოებით ოთხი წლის წინ დაბრუნდა თურქეთიდან. მას შემდეგ დედის მიმართ აგრესიული გახდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ სისტემატიურად, თითქმის ყოველდღიურად აგინებდა, ამცირებდა ხალხთან ერთად, დასცინოდა. ამ ქმედებების გამო მ---------------–---–ი თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ლ--–---------–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ნ--------------------ის და მ---------------–---–ის მეზობელია. კონფლიქტური ოჯახია. ხშირად გამოდიოდა მათი სახლიდან ხმაური და ლანძღვა-გინება, ნ--------------------ი თითქმის ყოველდღე ჩხუბობდა და აგინებდა დედას.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ს-------------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ნ--------------------ის და მართ ნატროშვილის მეზობელია. 2019 წლის 2 ივნისს, ღამით, დაახლოებით 12 საათზე მივიდა მასთან მ---------------–---–ი, განერვიულებული იყო, ნ-------მ მეჩხუბა და გამომაგდოო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა ნიშნავს ნებისმიერი სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მიმართვას. ასეთი ქმედება უნდა იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შექმნის დანაშაულის შემადგენლობას.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------------------მა:

1. ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნ--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ნ--------------------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, ორივე მათგანი ოჯახის წევრის - დედის მიმართ არის ჩადენილი.

 

ნ--------------------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. მის მიერ დანაშაულის ერთი ეპიზოდი (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ნ--------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ნ--------------------ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

ნ--------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ნ--------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით (გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გაგრძელებული) დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე. საბოლოოდ, ნ--------------------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 3 (სამი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ნ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 ივლისის 15:45 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი