განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003291800
№1/221-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ი-–-- ა-–--------ის
ადვოკატების - გ--–- ნ------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ი-–-- ა-–--------ი
მამის სახელი: ვ-–-
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ი-–-- ა-–--------ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 12 ოქტომბერს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის - რ---------–-–---–ის მიერ, ი-–-- ა-–--------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა მეუღლესთან - ლ----------------–----–----------------–-----------ში მცხოვრებ ქ--------- ს-----------სთან და მის საცხოვრებელთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ი-–-- ა-–--------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში იგი მივიდა ლ----------------–----–----------------–-----------ში მდებარე, ქ--------- ს-----------ს საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლ----------------–----–----------------–-----------ში, ი-–-- ა-–--------მა, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი შვილების - მ------ ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის და გ------- ა-–--------ის თანდასწრებით, ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - ქ--------- ს-----------ს, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლ----------------–----–----------------–-----------ში მცხოვრები ი-–-- ა-–--------ი და ქ--------- ს----------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის იანვრის თვიდან, ი-–-- ა-–--------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი-–-- ა-–--------ი, არასრულწლოვანი შვილების - მ------ ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის და გ------- ა-–--------ის თანდასწრებით, მეუღლის - ქ--------- ს-----------ს მიმართ, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ი-–-- ა-–--------ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
ი-–-- ა-–--------ი, 2019 წლის 13 ოქტომბერს, 22:05 საათზე, დააკავეს და 2019 წლის 15 ოქტომბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 12 ოქტომბერს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის - რ---------–-–---–ის მიერ, ი-–-- ა-–--------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა მეუღლესთან - ლ----------------–----–----------------–-----------ში მცხოვრებ ქ--------- ს-----------სთან და მის საცხოვრებელთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ი-–-- ა-–--------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში იგი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარიანში მდებარე, ქ--------- ს-----------ს საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. 2019 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლ----------------–----–----------------–-----------ში, ი-–-- ა-–--------მა, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი შვილების - მ------ ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის და გ------- ა-–--------ის თანდასწრებით, ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - ქ--------- ს-----------ს, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ლ----------------–----–----------------–-----------ში მცხოვრები ი-–-- ა-–--------ი და ქ--------- ს----------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის იანვრის თვიდან, ი-–-- ა-–--------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი-–-- ა-–--------ი, არასრულწლოვანი შვილების - მ------ ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის და გ------- ა-–--------ის თანდასწრებით, მეუღლის - ქ--------- ს-----------ს მიმართ, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ი-–-- ა-–--------ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ქ--------- ს-----------ს, მოწმეების - მ--------------–---–ის, ვ-–- ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის, მ----------–--–---–ის, რ---------–-–---–ის, მ------ ა-–--------ის, თავად ბრალდებულ ი-–-- ა-–--------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ №------ შემაკავებელი ორდერით ი-–-- ა-–--------ს აეკრძალა მეუღლესთან - ქ--------- ს-----------სთან და მის საცხოვრებელთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ი-–-- ა-–--------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 13 ოქტომბერს, მივიდა ქ--------- ს-----------ს საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-–-- ა-–--------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
(სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ქ--------- ს-----------ს, მოწმეების - მ--------------–---–ის, ვ-–- ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის, მ----------–--–---–ის, რ---------–-–---–ის, მ------ ა-–--------ის, თავად ბრალდებულ ი-–-- ა-–--------ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ი-–-- ა-–--------ი და ქ--------- ს----------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის იანვრის თვიდან, ი-–-- ა-–--------ი მეუღლის - ქ--------- ს-----------ს მიმართ, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ი-–-- ა-–--------ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფაში მოიაზრება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სისტემატიური ხასიათი და დაზარალებულის ტანჯვას იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ქ--------- ს-----------ს, მოწმეების - მ--------------–---–ის, ვ-–- ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის, მ----------–--–---–ის, რ---------–-–---–ის, მ------ ა-–--------ის, თავად ბრალდებულ ი-–-- ა-–--------ის გამოკითხვის ოქმებით, მ------ ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის და გ------- ა-–--------ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ი-–-- ა-–--------ი ქ--------- ს-----------ს მიმართ სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა არასრულწლოვანი შვილების - მ------, თ------ და გ------- ა-–--------ების თანდასწრებით.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- ა-–--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
(ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ქ--------- ს-----------ს, მოწმეების - მ--------------–---–ის, ვ-–- ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის, მ----------–--–---–ის, რ---------–-–---–ის, მ------ ა-–--------ის, თავად ბრალდებულ ი-–-- ა-–--------ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ი-–-- ა-–--------მა ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - ქ--------- ს-----------ს, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
“
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- ა-–--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ქ--------- ს-----------ს, მოწმეების - მ--------------–---–ის, ვ-–- ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის, მ----------–--–---–ის, რ---------–-–---–ის, მ------ ა-–--------ის, თავად ბრალდებულ ი-–-- ა-–--------ის გამოკითხვის ოქმებით, მ------ ა-–--------ის, თ------ ა-–--------ის და გ------- ა-–--------ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ი-–-- ა-–--------მა ქ--------- ს-----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილების - მ------, თ------ და გ------- ა-–--------ების თანდასწრებით.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- ა-–--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- ა-–--------მა ჩაიდინა:
1. ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ი-–-- ა-–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ი-–-- ა-–--------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ი-–-- ა-–--------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი.
ი-–-- ა-–--------ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის სამი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–-- ა-–--------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ი-–-- ა-–--------ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ი-–-- ა-–--------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-–-- ა-–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
ი-–-- ა-–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
ი-–-- ა-–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და ი-–-- ა-–--------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ი-–-- ა-–--------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი-–-- ა-–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 ოქტომბრიდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი