განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003129619
saqme #1/153-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე პაატა ნოზაძემ
მარი მირიანაშვილის მდივნობით
პროკურორ _ გ--------------–---–--
ბრალდებულ _ გ---------------–---–--
ადვოკატის - ა-----–-------–---–--
თარჯიმანის - ნ--–---------–---–--
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040171218002
ბრალდებული გ---------------–---–-- მიმართ
დაბადებული: 07.06.1986წ.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 14001016393
განათლება: განათლების გარეშე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი გამარჯვება
ფაქტობრივად მცხოვრები: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი გამარჯვება
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. გ---------------–---–-- ჩაიდინა ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ:
1----–-–------------ დაბადებულმა გ---------------–---–-- 2018 წლის ზაფხულის პერიოდში თავისი არასრულწლოვანი დისშვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული მ-------------–---–- და არასრულწლოვანი ნათესავი 2----–-–------------------ დაბადებული ა----------–---–- შეიყვანა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ოთახში, სადაც 6 წლის ასაკის გოგონების თვალწინ ჩაიხადა ქვედა საცვალი და ორივე მათგანს სასქესო ორგანოზე მოაკიდებინა ხელი, რიგ-რიგობით ჩახადა მათ ქვედა საცვლები, ხელით ეფერებოდა და ჰკოცნიდა მათ სასქესო ორგანოებზე, მ-------------–---–-ს და ა----------–---–-ს თვალწინ ჩაატარა მასტურბაცია, რის შემდეგაც ა----------–---–- და მ-------------–---–- გაიქცნენ ოთახიდან.
ამ გარემოებათა გამო გ---------------–---–- ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით.
2. გ---------------–---–-- ჩაიდინა ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ:
1----–-–------------ დაბადებულმა გ---------------–---–-- 2018 წლის ზაფხულის პერიოდში თავისი არასრულწლოვანი დისშვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული მ-------------–---–- და არასრულწლოვანი ნათესავი 2----–-–------------------ დაბადებული ა----------–---–- შეიყვანა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სათონეში, სადაც 6 წლის ასაკის გოგონების თვალწინ ჩაიხადა ქვედა საცვალი და ორივე მათგანს სასქესო ორგანოზე მოაკიდებინა ხელი, რიგ-რიგობით ჩახადა მათ ქვედა საცვლები, ხელით ეფერებოდა მათ სასქესო ორგანოებზე, მ-------------–---–-ს და ა----------–---–-ს თვალწინ ჩაატარა მასტურბაცია, რის შემდეგაც ა----------–---–- და მ-------------–---–- გაიქცნენ სათონიდან.
ამ გარემოებათა გამო გ---------------–---–- ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით.
ბრალდებულმა გ---------------–---–-- არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავი მიიჩნია უდანაშაულოდ. საქმის არსებითი განხილვის დროს გ---------------–---–-- ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და გამოიყენა დუმილის უფლება.
3.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ---------------–---–-- ჩაიდინა ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი).
გ---------------–---–-- დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
3.1 1----–-–------------ დაბადებულმა გ---------------–---–-- 2018 წლის ზაფხულის პერიოდში თავისი არასრულწლოვანი დისშვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული მ-------------–---–- და არასრულწლოვანი ნათესავი 2----–-–------------------ დაბადებული ა----------–---–- შეიყვანა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ოთახში, სადაც 6 წლის ასაკის გოგონების თვალწინ ჩაიხადა ქვედა საცვალი და ორივე მათგანს სასქესო ორგანოზე მოაკიდებინა ხელი, რიგ-რიგობით ჩახადა მათ ქვედა საცვლები, ხელით ეფერებოდა და ჰკოცნიდა მათ სასქესო ორგანოებზე, მ-------------–---–-ს და ა----------–---–-ს თვალწინ ჩაატარა მასტურბაცია, რის შემდეგაც ა----------–---–- და მ-------------–---–- გაიქცნენ ოთახიდან. (საცხოვრებელი სახლის ოთახში განხორცილებული ქმედების ეპიზოდი)
3.2. 1----–-–------------ დაბადებულმა გ---------------–---–-- 2018 წლის ზაფხულის პერიოდში თავისი არასრულწლოვანი დისშვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული მ-------------–---–- და არასრულწლოვანი ნათესავი 2----–-–------------------ დაბადებული ა----------–---–- შეიყვანა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სათონეში, სადაც 6 წლის ასაკის გოგონების თვალწინ ჩაიხადა ქვედა საცვალი და ორივე მათგანს სასქესო ორგანოზე მოაკიდებინა ხელი, რიგ-რიგობით ჩახადა მათ ქვედა საცვლები, ხელით ეფერებოდა მათ სასქესო ორგანოებზე, მ-------------–---–-ს და ა----------–---–-ს თვალწინ ჩაატარა მასტურბაცია, რის შემდეგაც ა----------–---–- და მ-------------–---–- გაიქცნენ სათონიდან. (სათონეში განხორციელებული ქმედების ეპიზოდი).
ესე იგი, გ---------------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით.
4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
4.1. 2019 წლის 09 აგვისტოს დახურულ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის - უშუალოდ ბრალდებულ გ---------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინა სასამართლო სხდომის ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ ხდიან. 2019 წლის 09 ოქტომბერს, 16 ოქტომბერს და 05 ნოემბერს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა მოწმეების ნ-----–--------------–---–--, ნ---------------, გ--–--------–---–--- გ-------------–---–--, იოსებ ბუთხუზის, ვ--–------–---–---–--, ვაჟა გოგაშვილის, გ---------------–---–--, ვ-–---------–--–--–---–--, პ----------–---------, თ--------------–---–--, გ--------------–---–--, ზ------------------–---–--- ხვიჩა ჭიკაიძის, ვ-–---------------–---–--, რევაზ აბაშიძის, თ-----------–---–--- მ-----------------, მ-----------------–---–--, გ----------------–---–--, ზ-------------------ს, თ---------------–---–--, ნ--–---------–---–-- ჩვენებები მიიჩნიეს უდაო ძალის მქონე მტკიცებულებებად, ხოლო 2019 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები ნ-----–---------–---–- და ზ--------------–---–--
4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის მ------------–-----–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 17 დეკემბერს, გამოძიების დაწყების ბარათი მის მიერ იქნა შედგენილი, მან შეისწავლა ჯარიაშვილის პიროვნება, გამოითხოვა განაჩენი, მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც მონაწილებდა თარჯიმანი და ადვოკატი. ექსპერიმენტი ჩატარდა ჯარიაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკა---კნელმა მიუთითა ის ადგილები, სადაც მის მიერ განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები. ასევე მან ბრალდებულის სახით გამოკითხა ჯარიაშვილი, მის მიერ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებათა დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ.
4.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ-------------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვანი დაზარალებულები. ბავშვების გამოკითხვა მოხდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, გამოკითხვას ესწრებოდნენ ფსიქოლოგი და სოც. მუშაკი. გამოკითხვისას ბავშვები საკმაოდ კონტაქტურები იყვნენ და რაიმე შენიშვნები არ ჰქონიათ.
4.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ნ--------------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ესწრებოდა არასრულწლოვანი დაზარალებულების გამოკითხვას როგორც საპროცესო წარმომადგენელი, ბავშვები გამოკითხვისას მომხდარს დეტალურად აღწერდნენ, იგი დაესწრო არასრულწლოვანი დაზარალებულის ექსპერტიზას. არასრულწლოვანი დაზარალებულების გამოკითხვა მოხდა პოლიციის შენობაში, მის გარდა ესწრებოდა ფსიქოლოგი და პოლიციელი, გარეშე პირი არ ყოფილა, ოთახის ცალკე არ არის, ერთ შემთხვევაში ცალკეც იყვნენ, არასრულწლოვანი დაზარალებულების ჩვენებები ერთმანეთის იდენტური იყო, მას არ დარჩენია შთაბეჭდილება რომ ბავშვები დარიგებულები იყვნენ, რადგან ბავშვები ფაქტებს ერთნაირად ჰყვებოდნენ სხვადასხვა სიტყვებით.
4.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფსიქოლოგი, მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე მოახდინა მცირეწლოვნების ა----------–---–-ს და მ-------------–---–-ს აღთქმის შეფასების თაობაზე ექსპერტიზა, ისინი ადგილზე მივიდნენ მათთან ცენტრში, შეფასდნენ სხვადასხვა ტესტებით, რომლის დროს ბავშვებს დაძაბულობა არ შეენიშნებოდათ, მათ კარგად გაართვეს ტესტებს თავი და ამ ტესტების შედეგებიდან დაასკვნა, რომ ბავშვებს კარგად ჰქონდათ განვითარებული აღქმის უნარი. თ-------------–---–-- მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ დასკვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან მას არ უსაუბრია განცდილ სტრესულ მოვლენაზე, ბავშვებს ჰქონდათ უნარი გადმოეცათ სხვადასხვა ფაქტები სწორად და ჰქონდათ ლოგიკური აზროვნება.
4.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლია ჯარიაშვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული გიორგი ჯარიაშვილი მისი ბიძაშვილია, ცხოვრობს სოფელ გამარჯვებაში, ერთ ეზოში ორ ოჯახად ცხოვრობენ მისი და მისი ბიძაშვილის ოჯახი. 2018 წლის აგვისტოში, მისი ბიცოლის ნ-----–---------–---–-ს სახლიდან გაიგონა ბავშვების ტირილის ხმა, რის გამო იგი მივიდა ადგილზე, შევიდა ოთახში და ნახა გიორგი ჯარიაშვილი, რომელსაც არ ეცვა შარვალი და ტრუსი და ბავშვს აფერებინებდა. იგი გაუბრაზდა გიორგის და უთხრა რომ იქედან მოშორებულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ ამავე სახლის სათონეში მან კვლავ ნახა ბავშვები რომლებსაც ჩახდილი ჰქონდათ ტრუსები და გიორგი მათ ეფერებოდა. იგი რომ მივიდა ბავშვებმა ტრუსები ამოიწიეს და უთხრეს, რომ გიორგი მათ ეუბნებოდა, რომ მოეფერებინა. მოწმემ პოლიციაში იმიტომ განაცხადა, რომ მას 13 წლის გოგო ჰყავს და ეშინოდა მისთვისაც იგივე არ ეთქვა გიორგის.
4.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრუწლოვანმა დაზარალებულმა მ-------------–---–-ა აჩვენა, რომ ა----------–---–- მისი და არის და ერთად სწავლობენ სკოლაში. ისინი ერთად თამაშობენ ხოლმე ანისთან სახლში, მისი სახლიდან ანის სახლამდე მალე მიდის, ანის სახლში დაბლაც თამაშობს და მაღლაც. მას ჰყავს კიდევ და-ძმა მარი და ბექა, ისინი მასთან ერთად ცხოვრობენ, ა--- ჰყავს ძმები საბა და ნიკა, რომელიც ანისთან ცხოვრობენ, მასთან ერთად თამაშობენ საბა და ნიკა, ანა მასთან ხშირად მიდის, ბებო უშვებს. მ-------------–---–-ა განმარტა, რომ მას სოფოსაც ეძახიან, სოფოთი არავინ მიმართავს, მას ჰყავს ბიძა რომელსაც ჰქვია გიო. გიო მას და ანის ეთამაშებოდა ხოლმე, ხან მაიას ოთახში ხან მის ოთახში. გიო მათ ეთამაშებოდა დამალობა---, ისინი ასევე თამაშობდნენ სათონეშიც, სადაც იმალებოდნენ ხოლმე, სათონეში ასევე იმალებოდა გიოც. გიო სოფელ ბოდბეში ცხოვრობს მარტო და ხანდახან მიდის მათთან. ძია მას არ არტყავდა, ძია ხანდახან ეფერებოდა, თამაშის დროს არ ეფერებოდა, თამაშის დროს ძიას ეცვა შარვალი და მაისური. იმ დროს ცხელოდა, რამდენი ხნის წინ არ ახსოვს, ეს ზაფხულში იყო, მას უნახავს, რომ მის ძიას შარვალი და მაისური გაეხადა, წინა ზაფხულს ნახა ძიამ რომ შარვალი გაიხადა, მეტი არაფერი გაუხდია, ამ დროს ანისთანაც იყო და მასთანაც, ძია მათ ხელებს უყოფდათ უკანალში მის ოთახშიც და მაიას ოთახშიც და ეუბნებოდა, რომ არ ეთქვათ არავისთვის და ფულს მოგვცემდა. ამ დროს იგი და ანა თამაშობდნენ, ამ დროს თავადაც იხდიდა შარვალს და ხელს აკიდებინებდა, ეს იყო სამჯერ. ამის შესახებ მათ უთხრეს ლია დეიდას და ანის ბებოს. ლია დეიდამ სამჯერ რომ დარეკა იმის მერე აღარ მისულა. გიო თვითონ რომ უკანალზე კიდებდა ხელს თავის იმაშიც აკიდინებდა. ერთხელ მზიას უთხრა, გიო ეუბნებოდა, რომ არავისთვის არ ეთქვა რომ ასე უქნა, ხურდები მისცა, მაღაზიაში უნდა წასულიყვნენ და რაღაცეები ეყიდათ. სამჯერვე მათ გიო ერთად ეთამაშა, მას არ უნდოდა მისთვის ხელი მოეკიდა გიოს, არ მოწონდა. ა--- ადგილზე არაფერი უთქვას მხოლოდ ბებოს უთხრა. გიო რომ დაამთავრებდა მერე იცმევდა ტანსაცმელს, მის გამო მას და ანის არ უტირიათ, მათ თამაშის დროს ოთახში მათ გარდა არავინ არ იყო, ადრე იგი და გიორგი ერთად ცხოვრობდნენ, გიორგი ანის გახდიდა ხოლმე და ფოტოებს უღებდა.
4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არასრულწლოვან დაზარალებულს ა----------–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ ის და მ-------------–---–- დები არიან ერთ სკოლაში დადიან ერთ კლასში და მეზობლად ცხოვრობენ, მედეას სოფოსაც ეძახიან, ისინი ხან სოფოს სახლში და ხან ა--- სახლში თამაშობენ, მათთან ერთად სხვა არავიან არ თამაშობს. როცა თამაშობდნენ სოფოს ძია გიო, მაიას ოთახში იყო ხოლმე, იგი ხან ბოდბეში იყო ხან სოფოს სახლში, გიოს თავის ოთახში გაჰყავდა იგი და სოფო, უკანალში უყოფდა ხელებს, ერთხელ თვითონაც გაიხადა და ხელი მოაკიდებინა, შიფერზე ასვა და ჩამოსვა და უთხრა თუ უნდოდათ ფულს მიცემდა ბავშვებს, ფული რატო უნდა მიეცა არ იცის. ასე გიო სამჯერ ეთამაშათ სახლში. პირველად სოფოს სახლში მეორე სართულზე იყვნენ, ამ დროს გიო იყო მაიას ოთახში, გიომ გაიხადა და სოფოს და ა--- თვითონ მოაკიდინა ხელი. მოწმემ განმარტა რომ გიომ მას გახადა და სურათი გადაუღო, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი მოხდა ოთახში და ერთხელ მოხდა ასეთი შემთხვევა ეზოში სოფოს სახლში, სათონეში ერთად არ ყოფილან, გიო მათ უკან ეზოში ეთამაშებოდათ, სათონეში ეგ და სოფო თამაშობდნენ. ეზოში რომ ეთამაშებოდათ, მაგ დროსაც გაიხადა გიომ, მოწმემ ამის შესახებ ბებიას უთხრა, სოფომ ამის შესახებ უთხრა ლია მამიდას და მოწმის ბებოს, ამ ბოლო პერიოდში, რასაც გიო აკეთებდა ის არ მოწონდათ და არც სიამოვნებდათ, მათ არ უტირიათ ამ დროს, მოწმემ განმარტა, რომ სათონეში მარტო ის და სოფო თამაშობდნენ, გიო ძიამ ეს მოქმედებები საცხოვრებელ სახლში და ეზოში განახორციელა, გიო სამივე შემთხვევაში ერთნაირად ეთამაშათ, ხელს აკიდებინებდა ბავშვებს და თავადაც კიდებდა თან ფულს სთავაზობდა რომ მოეკიდებინათ ხელი, ფულს მართლაც აძლევდა, იგი ბავშვებს აფრთხილებდა არ ეთქვათ არავისთვის ამის შესახებ, არც თავადაც არ ამბობდა.
4.9. შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს სამორიგეოში 2018 წლის 17 დეკემბერს შესული შეტყობინებიდან დგინდება რომ 6 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობს მისი ბიძა.
4.10. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებიდან დგინდება, რომ დაზარალებულ ა----------–---–- დაბადებულია 2----–-–------------------, ხოლო მ-------------–---–- დაბადებულია 2----–-–---------------ს.
4.11. 2019 წლის 17 მაისის დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ გამარჯვებაში მდებარე ნ-----–---------–---–-ს და გ---------------–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმიდან დგინდება, რომ საქმისთვის რაიმე მნიშვნელობის მქონე ნივთი ან საგანი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
4.12. 2019 წლის 17 მაისის ამოღების ოქმით დგინდება რომ შსს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოს შენობაში გ---------------–---–--აგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის “TORQUE EGO note 3g” მარკის ორკარტიანი მობილური ტელეფონი.
4.13. 2019 წლის 18 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან დგინდება რომ 2018 წლის 18 დეკემბერს მის მიერ მიცემული გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე ლია ჯარიაშვილს მიეცა წინადადება პოლიციის თანამშრომლებისთვის ეჩვენებინა ის ადგილები და აღეწერა კიდევ ერთხელ რაც ნახა და რის შესახებაც მიუთითებდა იგი თავის ჩვენებაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში.
4.14 2019 წლის 19 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან დგინდება რომ 2019 წლის 17 მაისს მის მიერ მიცემული გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე ბრალდებულ გ---------------–---–- მიეცა წინადადება პოლიციის თანამშრომლებისთვის ეჩვენებინა ის ადგილები რის შესახებაც მიუთითებდა იგი თავის ჩვენებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში.
4.15. 2019 წლის 18 ივლისის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ექსპერტი თ-------------–---–-ს მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, რომ მ-------------–---–-ს გონებრივი განვითარება, ზოგადი ცოდნის დონე და ინტელექტი შეესაბამება ნორმას, მედეას ასაკის შესაბამისად შეუძლია სააზროვნო ოპერაციების შესრულება (ანალიზი, განზოგადება, ლოგიკური კავშირების დამყარება მეხსიერება შეესაბამება ნორმას. მედეას შეუშლია ნანახის, დამახსოვრებულს შენახვა მეხსიერებაში და შემდეგ მისი აღდენა-გამოცემა.
დადგენილია რომ 5-6 წლის ბავშვს შეუძლია გადმოსცეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად მოხდა ესა თუ ის მოვლენა, რა მოხდა ამ მოვლენის დროს, ვი იყო ჩართული და როგორ მოხდა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს უჭირთ იმის დაზუსტება თუ როდის მოხდა კონკრეტული შემთხვევა (დროის განსაზღვრა და უმეტეს შემთხვევებში არ შეუძლიათ დაასახელონ რა სიხშირით ხდებოდა ესა თუ ის ფაქტი.
4.16. 2019 წლის 18 ივლისის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ექსპერტი თ-------------–---–-ს მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, რომ ა----------–---–-ს გონებრივი განვითარება, ზოგადი ცოდნის დონე და ინტელექტი შეესაბამება ნორმას, ა--- შეუძლია სააზროვნო ოპერაციების შესრულება (ანალიზი, განზოგადება, ლოგიკური კავშირების დამყარება) თუმცა რიგ შემთხვევებში უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, რამაც შეიძლება შეაფერხოს აღქმის უნარი დახსომების და შემდეგ გადმოცემის პროცესი.
რიგ შემთხვევებში ამ ასაკობრივ პერიოდში ბავშვის ყურადღება უნებლიე ხასიათისაა, ბავშვს საკუთარი ყურადღების მართვა ჯერ კიდევ არ შეუძლია და ხშირად გარე შთაბეჭდილებების ტყვეობაშია, ეს საქმიანობების ხშირ ცვლაში, რაიმე ერთზე კონცენტრირების შეუძლებლობაში გაფანტულობაში ვლინდება.
ყურადღების განვითარებაზე გამოხატულ გავლენას ახდენდნენ ემოციური ფაქტორები, (ინტერესი)აზროვნების და ნებელობითი პროცესები, ყურადღების ყველა თვისება (მდგრადობა, გადანაცვლება, განაწილება) ვარჯიშის შედეგად კარგად ვითარდება.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება
5.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ გარყვნილი ქმედება არ გულისხმობს და არ მოიცავს პირდაპირი და დასრულებული ფორმით სექსუალურ კონტაქტისა და კავშირის დამყარებას. სწორედ, მითითებული გარემოებიდან გამომდინარეობს აღნიშნული ქმედების ობიექტური მხარე, რაც გულისხმობს 16 წელს მიუღწეველი პირის /ანუ პირის, რომლის სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება და შემეცნება არ არის ჩამოყალიბებული/ მიმართ ამ სახის ქმედების განხორციელებას. ამასთან, თავად გარყვნილი ქმედება თავის გარეგანი გამოხატულების ხასიათით, შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული ფიზიკური ზემოქმედების განხორციელებით ჩადენილი, ასევე ინტელექტუალური გარყვნილების სახესაც შეიძლება ატარებდეს. ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინ, როცა პირი 16 წელს მიუღწეველი მოზარდის თვალწინ სქესობრივ კავშირს ან სექსუალურ ხასიათის ქმედებას ახორციელებს სხვა პირთან ანდა საკუთარ სხეულზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის მოქმედებას, ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაინც როცა დამნაშავე 16 წლის ასაკს მიუღწეველს ეხება ხელით მისი სხეულის ეროგენულ ადგილებზე.
საქმის განხილვის ეტაპზე ორივე არასრულწლოვანი დაზარალებული, ა----------–---–- და მ-------------–---–- დეტალურად მიუთითებენ ბრალდებულ გ---------------–---–-- მიერ 2018 წლის აგვისტოს თვეში მათ მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, აღნიშნული ასევე დგინდება მოწმე ლია ჯარიაშვილის ჩვენებით, რომელმაც მოგვიანებით პოლიციას განუცხადა აღნიშნული ფაქტების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარყვნილი ქმედება ფორმალური დანაშაულია, იგი დამთავრებულია მაშინ, როცა პირი 16 წელს მიუღწეველთან ჩაიდენს ამგვარ ქმედებას ძალადობის გარეშე, დანაშაული დამთავრებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოახერხა თუ არა დამნაშავემ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის გარყვნა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პირდაპირი განზრახვა, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ 16 წელს მიუღწეველთან სჩადის ისეთ ქმედებას, რომელიც საყოველთაოდ მიღებული ზნეობის ნორმებით ფასდება როგორც გარყვნილება და იგი უშვებს ასეთი შედეგის დადგომას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულები ა----------–---–- და მ-------------–---–- დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ 6 წლის ასაკის არასრულწლოვანი ბავშვები. ასევე საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ორივე დაზარალებულს კარგად აქვს განვითარებული აღქმის და გადმოცემის უნარი.
ამასთან აღნიშნული ქმედებისთვის დამახასიათებელია, რომ გარყვნილი ქმედება განხორცილებული უნდა იყოს ძალადობის გარეშე. როგორც დაზარალებულთა ჩვენებიდან დგინდება გ---------------–---–- ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელების დროს არ უძალადია, პირიქით, როგორც არასრულწლოვანი დაზარალებულების ჩვენებიდან დგინდება გიორგი ჯარიაშვილი მათ აძლევდა ფულს რომ არ ეთქვათ არავისთან მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.
აღნიშნული გარემოებანი სასამართლოს უქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების საფუძველს, რომ გ---------------–---–-- განახორციელა არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ გარყვნილი ქმედებები. ამასთან, გასათვალისწინებელია როგორც ამ სახის დანაშაულებრივი ქმედებისათვის დამახასიათებელი სუბიექტური მხარე, რაც დაკავშირებულია პირდაპირ განზრახვასთან, ასევე ის გარემოებაც, რომ გარყვნილი ქმედება ფორმალური ხასიათის დანაშაულია და იგი დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ხორციელდება ამ სახის დანაშაულებრივი ქმედებისათვის დამახასიათებელი არაძალადობრივი ხასიათის ფიზიკური ქმედებანი შესაბამისად, თითოეული ასეთი ქმედება, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ხორციელდება და მთავრდება თუ არა შესაბამისი შედეგით, კვალიფიცირდება როგორც დანაშაულებრივი ქმედების დამოუკიდებელი ეპიზოდი.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის, რომ გ---------------–---–- წარსულში უკვე ჩადენილი ჰქონდა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით იგი პასუხისგებაში იყო მიცემული სსკ-ის 141-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა პატიმრობა 01 (ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. გ---------------–---–-- მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
7. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ---------------–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ---------------–---–-- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ გიორგი ჯარიაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებელი სახლის ოთახში განხორცილებული ქმედების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გიორგი ჯარიაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სათონეში განხორციელებული
დანაშაულებრივი ქმედების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს გ---------------–---–-- მიმართ დანიშნულმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებელი სახლის ოთახში განხორცილებული ქმედების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გ---------------–---–-- მიმართ - სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული დანაშაულის ჩადენისთვის (სათონეში განხორციელებული ქმედების ეპიზოდი) სასჯელი და საბოლოოდ გ---------------–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გიორგი ჯარიაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებელი სახლის ოთახში განხორცილებული ქმედების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
2. გიორგი ჯარიაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სათონეში განხორციელებული ქმედების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს გ---------------–---–-- მიმართ დანიშნულმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებელი სახლის ოთახში განხორცილებული ქმედების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გ---------------–---–-- მიმართ - სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ “ ქვეპუნქტით დანიშნული დანაშაულის ჩადენისთვის (სათონეში განხორციელებული ქმედების ეპიზოდი) სასჯელი და საბოლოოდ გ---------------–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
4.გაუქმდეს გ---------------–---–-- მიმართ 2019 წლის 20 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ---------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 მაისიდან.
6.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
გ---------------–---–-- კუთვნილი „ TORQUE EGO note 3g ” მარკის ორკარტიანი მობილური ტელეფონი რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7.განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქალაქი სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: პაატა ნოზაძე