განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
330100119003249879
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4998-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ - რ---------------ს

ბრალდებულ - გ------- მ------------

ადვოკატ - იმედა ბეროშვილის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- გ------- ი----- მ------------, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–---------------------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------–----–---------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- მ----------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

გ------- მ------------ მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ------- მ----------- იმყოფებოდა თ---–--–-------------–----–---------------------ში, რა დროსაც სცემა თენგიზ ერგემლიძე. გ------- მ------------ მიერ განხორციელებულმა ქმედებამ თენგიზ ერგემლიძის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ე.ი. გ------- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ------- მ----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 5.14 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თ---–--–-------------–----–---------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც იგი ამოღებულ იქნა 2018 წლის 13 ივნისს.

ე.ი. გ------- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ------- მ------------ მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ------- მ------------ აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ბინის ჩხრეკის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №------- დასკვნას, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- მ------------ მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, გ------- მ----------ს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ერთის მხრივ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია დაზარალებულის აგრესიულმა ქცევამ, რაც გამოიხატა ბრალდებულის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის (მამის) ფიზიკურ შეურაცხყოფაში. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა ძალადობრივი ან/და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ქცევისაკენ მის მიდრეკილებასა და პიროვნულ საშიშროებაზე მიუთითებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- მ------------ მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, რადგან მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც.

ალტერნატიულ სასჯელებს შორის კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არის სტუდენტი, ხოლო სწავლასთან შეთავსებით ეხმარება მამას ბიზნეს-საქმიანობაში, ამასთან, მისი განმარტებით, აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც ხელს უშლის ფიზიკური სამუშაოების შესრულებაში და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა შინაპატიმრობის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც აღნიშნულით შესაძლოა ხელი შეეშალოს როგორც სწავლის პროცესში, ასევე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში. სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას აქვს როგორც საკუთარი შემოსავლით, ასევე მისი განმარტებით, ოჯახის წევრების დახმარებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- მ----------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (იგი დასაქმებულია და აქვს საკუთარი შემოსავალი), სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- მ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. გ------- მ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. გ------- მ----------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულ გ------- მ----------ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

5. გაუქმდეს გ------- მ------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

6. ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა და ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში), განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქმეზე დართული სხვა ნივთმტკიცებების ბედი გადაწყდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

7 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი