განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020-00-19003100497 (1/394-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 20-9 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ან----------ს
დაცვის მხარე: ადვოკატი- ბა------------–---–-ს
ბრალდებული - გი------–--------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გი------–--------ს მიმართ
მამის სახელი: ცე------
დაბადებული: 0-.0-.197- წელს
პირადი ნომერი: 19--------5
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------------------–------–-------–-------–----ა)
რეგისტრირებული: ზუ--------------------------–------–-------–-------–----ა)
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გი------–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გი------–--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 1-7-ე, 1-8-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
20-9 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, ზუ--------------------------–-----–-------––-------–-----–-), თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, გი------–--------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ლე-–-----------–--ს მათი არასრულწლოვანი შვილის - გი--------–--------ს თანდასწრებით, ხელი ააფარა პირზე და უჭერდა, შემდეგ ძალის გამოყენებით შეიყვანა ოთახში და დაუჯიკავა, რა დროსაც ლე-–-----------–--მ თავი მიარტყა კედელს, წაბორძიკდა და ჩაიკეცა, რის შემდეგ გაბრაზებულმა გი------–--------მ იმით, რომ ლე-–-----------–--მ დარეკა 1-2-ზე დახმარებისთვის, ფეხი ერთხელ ჩაარტყა მას ფეხის არეში. გი------–--------ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ლე-–-----------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
20-9 წლის 25 დეკემბრის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
არასრულწლოვანმა მოწმემ გი--------–--------მ სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მამის, გი------–--------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა ლე-–-----------–--მ უარი განაცხადა გი------–--------ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა გი------–--------მ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.
ბრალდების მხარემ გი------–--------ს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთაც მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და როგორც უდავო მტკიცებულებები არ იქნა გამოკვლეული.
2-03 წლის 17 იანვრის ქორწინების სააქტო ჩანაწერი (ს.ფ 90-91)
20-0 წლის 16 ნოემბრის განქორწინების სააქტო ჩანაწერი (ს.ფ 92-93)
2-04 წლის 09 ივნისის გი--------–--------ს დაბადების აქტის ჩანაწერი (ს.ფ 96)
20-9 წლის 08 ივლისის შემაკავებელი ორდერი და შემკავებელი ორდერის ოქმი (ს.ფ 1-4-12-)
მოწმეების გი---–---------------–-----–--------------–--------–--------ს გამოკითხვის ოქმები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე-ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ-ლების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1-1-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გი------–-------- და ლე-–-----------–-- არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებულმა ლე-–-----------–--მ უარი განაცხადა გი------–--------ს მიმართ მისი მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად გი------–--------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რასაც ბუნებრივია სასამართლო ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულ გი------–--------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი------–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშე-თანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:
საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის არსებითად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში, საქმეზე უნდა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუკერძოებელ პირს არ გაუჩენს ეჭვს პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველა მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი, ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა, ხოლო სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენებაა - მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, როგორც ზემოთ აღინიშნა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა ლე-–-----------–--მ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემაზე, რითაც გი------–--------ს მიმართ ბრალდებას გამოეცალა საფუძველი, რადგან დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენდა გი------–--------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებაც ვერ იქნებოდა გი------–--------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, რადგან ის არ იყო გამყარებული სხვა მტკიცებულებებით.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რის მიხედვით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობა- სთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფცი- იდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულებების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. (ALLen v The United kingdom N254-4/09 12/07/20-3)
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, კონკრეტულ შემთხვევაში კი გი------–--------ს მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის 1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი------–--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გი------–--------ს ბრალეულობაში, რის გამოც ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს გააჩნია მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 27--280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ გი------–-------- (პირადი ნომერი 19--------5) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2.გი------–--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-9 წლის 09 ივლისის განჩინება №1------19) ბა---------------–--ს (პირადი №19--------2) და შე------------------–--ს (პირადი №19--------5) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე ზუ--------------------------–-----–-------–ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4-.1-.4-.2-5 გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3.გი------–--------ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია