განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003295168
საქმე N 1/60-19
(გამოძიების №041230919003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს----- მ----------
მამის სახელი: ბ-------;
დაბადებული: 2-.0-.1----–-ლი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ლ-------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
ნასამართლეობა: ნ----------–----- არ მ-----;
პირადი ნომერი: 2----------;
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ლ-------, სოფელი ჭ---–---;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ლ-------, სოფელი ჭ---–---;
ადვოკატი - გ------- დ---–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ორი პირის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლური მოტივით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით საღამოს საათებში, ლ-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ს----- მ-----------, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში თავისი უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, დაზარალებული სქესი აუგად მოხსენიების და ოჯახში მის სტერეოტიპულ როლზე ყურადღების გამახვილებით (ს----- მ---------- მიაჩნია, რომ ქალს აზრს არავინ ეკითხება, მან უნდა რეცხოს, დაალაგოს და საჭმელი გაამზადოს) იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ხ------- უ-----------, კერძოდ ხელი მოკიდა თმაზე, ძლიერად მოქაჩა, წააქცია და იატაკზე თმებით ათრია. ხსენებულს ესწრებოდა მათი შვილი ხ----- მ----------, რომელმაც სცადა დედის დახმარება, თუმცა ს----- მ----------- მას მუშტი დაარტყა სახის არეში. ს----- მ----------ს ქმედების გამო ხ------- უ---------- და ხ----- მ----------- განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ს----- მ---------- არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
3.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ხ------- უ---------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის( მეუღლის) წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).
4.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ხ----- მ----------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(მამის) წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).
5.სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- მ----------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).
6.სასამართლო სხდომაზე მოწმე ა–---- მ----------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).
7.საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად მოწმეთა სიიდან ამოირიცხა მოწმეები: ლ---- შ-----–----, ს--–---- მ----------, გ-------– ა----–---–-, ზ---- ჩ--------, ს----- მ----------. ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში შეყვანილი ყველა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებს (სასამართლო სხდომის ოქმი).
8.2019 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შესული ხ----- ს-----ს ძე მ----------ს განცხადების თანახმად, მისი მშობელი დედის, ხ------- უ---------სა და მის მიმართ მამა, ს----- მ----------, სისტემურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და ითხოვს პოლიციის დახმარებას (ს.ფ.2);
9.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, .საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
10.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
11.საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმე ლ---- შ-----–---- ჩვენებაში უთითებს, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათის დროის მონაკვეთში, ის იმყოფებოდა ქალაქ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ რესტორან მაკდონალდის მიმდებარე ტერიტორიაზე რა დროსაც შემთხვევით გადააწყდა მის კლასელ ხ----- მ----------. მათ დაიწყეს საუბარი, მოიკითხეს ერთმანეთი რა დროსაც მასთან მივიდა ხ----- მ----------ს მამა, ს----- მ----------. ს----- მ----------- უსაყვედურა ხ----- მ---------- თუ რატომ წამოვიდნენ სახლიდან და რატომ არ ბრუნდებიან სახლში ის და დედამისი, ხ------- უ---------. რა დროსაც მოწმე ლ---- შ-----–----- მოკიდა ხელი ს----- მ---------- გაიყვანა გვერდზე და უთხრა რომ ოჯახური საქმეების განხილვა ქუჩაში არ იყო სწორი, რა დროსაც ს----- მ---------- წავიდა თავის გზაზე, ხოლო მოწმე ლ---- შ-----–---- დაბრუნდა ხ----- მ------------- და განაგრძეს საუბარი. მოწმის განმარტებით ს----- მ---------- არ დამუქრებია ხ----- მ----------ს, არ მიუმართავს მისთვის უწმაწური სიტყვებით და არც ხელით გაწეულა მისკენ ფიზიკური შეურაცყოფის მისაყენებლად. აღნიშნული მოწმის ჩვენება უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ და ჩაითვალა, როგორც პრეიუდიციულ მტკიცებულებად.
12.მოწმე ს--–---- მ----------ს სასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 5 წელია რაც არის დ------------–- და ცხოვრობს მისი მეუღლის ოჯახში. 2019 წლის 02 აგვისტოს ის არ იმყოფებოდა მშობლების სახლში, სოფელ ჭ---–---ში, ამიტომ მისი მშობლების ჩხუბს და კონფლიქტის ფაქტს არ შესწრებია, რის გამოც საქმის შესახებ დეტალები არ იცის. დედამ ხ------- უ---------- და მისმა დამ , ხ----- მ----------- უთხრა რომ უსიამოვნება მოუვიდათ მამასთან ს----- მ------------- და ისინი წამოვიდნენ სახლიდან. მათთვის არ გამოუკითხავს რა მოტივით და რის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი მშობლებს შორის. ფაქტის ირგვლივ სხვა ინფორმაციას არ ფლობს
13.არც ერთი მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი, ყველა მათგანი ეყრდნობა დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
14.სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულ ს----- მ----------საგან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს მეუღლის, ხ------- უ---------სა და შვილის, ხ----- მ----------ს მიმართ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა ხ------- უ---------- და ხ----- მ----------- მათზე განხორციელებული ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ბუნებრივია უარყოფილია ასევე მისი მხრიდან, მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხი.
15.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 2- იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების (ს--–---- მ----------, ლ---- შ-----–----) ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვისი ინფორმაციაზეც მიუთითეს სასამართლოზე მოწმეებმა (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ს----- მ----------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
16.სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და განცხადებაზე შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიუთითებს, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან (დაზარალებული, მოწმე) სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია (იქნება ეს შეტყობინება/განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ან განმარტება) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეს უკანასკნელი იმავეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.
17.ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე სასამართლოს მიერ.
18.განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მ----- არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 10--109).
19.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
20.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
21.საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 2- იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
2-.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში, საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს----- მ----------ს ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით „გ“ ქვეპუნტქით წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ს----- მ---------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.ს----- მ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3.გამართლებულ ს----- მ---------- უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ცაგერი, ლ. ასათიანის N14) .
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი