განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0-0100119003270544 (1/682-19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - ლი-------–--ს
დაცვის მხარე: ადვოკატი - კა-----------------ს
ბრალდებული- ლა–----------–--ს
მონაწილეობით ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ლა–----------–--ს მიმართ
მამის სახელი:მუ-----ი
დაბადებული: 0-.04.1--7 წელს
პირადი ნომერი:62--------5
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ზუ------------------------ა N36
რეგისტრირებული: გა-–--------------------–---------ო
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ლა–----------–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლე- ბრივი აღწერა:
ლა–----------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ლა–----------–-- 2004 წლის 17 აპრილიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თა---–--------------ნ, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი 2-.09.200- წელს დაბადებული ქე---------------–-ა, 05.0-.2008 წელს დაბადებული თა-------------–-ა და 18.0-.2012 წელს დაბადებული სა----------------–-ა.
ლა–----------–--მ 2019 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ. ზუ------–------------------ა №36-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში ყოფნისას, ნახა რა მის მეუღლესთან თა---–--------------ნ, წინა დღით ქორწილში გადაღებულ ფოტოსურათზე გამოსახული უცხო მამაკაცი, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე, სახეში, მარცხენა ლოყაზე გაარტყა ხელი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები-ქე--------------ა და სა----------------–-ები, რამაც თა---–----------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ლა–----------–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლე- ბრივი აღწერა:
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ლა–----------–-- 2004 წლის 17 აპრილიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თა---–--------------ნ, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი 2-.09.200- წელს დაბადებული ქე---------------–-ა, 05.0-.2008 წელს დაბადებული თა-------------–-ა და 18.0-.2012 წელს დაბადებული სა----------------–-ა.
ლა–----------–--მ 2019 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ. ზუ------–------------------ა №36-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში ყოფნისას, ნახა რა მის მეუღლესთან თა---–--------------ნ, წინა დღით ქორწილში უცნობ მამაკაცთან გადაღებული ფოტოსურათი, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე, სახეში მარცხენა ლოყაზე გაარტყა ხელი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები- ქე--------------ა და სა----------------–-ები, რამაც თა---–----------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2019 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლა–----------–--მ წინა დღით დაწყებული ეჭვიანობის ნიადაგზე მისივე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში იძალადა მეუღლეზე თა---–----------ზე, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე გაარტყა ხელი სახეზე, მარცხენა ლოყაზე, რის შემდეგ თა---–----------მ მას გააჩერებინა მანქანა ქ. ზუ------–ი მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და წავიდა იუსტიციის სახლის უკან მდებარე „სკეიტპარკის“ მიმართულებით, სადაც მას დაეწია ლა–----------–-- და სახის არეში მარჯვენა ლოყაზე გაარტყა ხელი, შემდეგ თმაზე მოქაჩა და წააქცია. ლა–----------–--მ იმავე დღეს დაახლოებით 12:00 საათზე კვლავ იძალადა მეუღლეზე - -თა---–----------ზე, ქ. ზუ------------------------ა №36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ თა---–----------ს მისაღებ ოთახში კვლავ გაარტყა ხელი სახეზე- მარცხენა ლოყაზე, რამაც თა---–----------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
დაზარალებულმა თა---–----------მ სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის, ლა–----------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე მუ----- მ-------–--მ უარი განაცხადა, შვილის, ლა–----------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე იზ---–------------მ უარი განაცხადა, შვილის, ლა–----------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ინ-- მ-------–--მ უარი განაცხადა, ძმის, ლა–----------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ლე--- მ-------–--მ უარი განაცხადა, ძმის, ლა–----------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა მოწმეებმა ქე---------------–-ამ და თა--------------–--მ ასევე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, მამის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა ლა–----------–--მ ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლე- ბით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელ- თაც წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით და სასამართლოს გადაწყვეტი- ლებით მიენიჭა საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე- ნებული პრეიუდიციული ძალა და როგორც უდავო მტკიცებულება არ იქნა გამოკვლე- ული.
2019 წლის 24 სექტემბერს დათვალიერდა ქ. ზუ------------------------ა N36-ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ლა–----------–--ს საცხოვრებელ სახლს, რის შედეგად რაიმე სახის ნივთი ან საგანი არ ამოღებულა (ს.ფ. 20-26)
ქორწინების მოწმობით დადასტურებულია, რომ თა---–---------ა და ლა–----------–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2004 წლის 17 აპრილიდან (ს.ფ. 104)
სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს გაცემული დაბადების მოწმობის ასლით დადასტურებულია, რომ ქე---------------–-ა არის ლა–----------–--ს შვილი (ს.ფ 10-)
სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს გაცემული დაბადების მოწმობის ასლით დადასტურებულია, რომ თა-------------–-ა არის ლა–----------–--ს შვილი (ს.ფ 107)
სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს გაცემული დაბადების მოწმობის ასლით დადასტურებულია, რომ სა----------------–-ა არის ლა–----------–--ს შვილი (ს.ფ 108)
ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2019 წლის 27 სექტემბრის №00------9 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად თა---–----------ს სხეულზე აღენიშნება დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა დაცვის მხარემ, როგორც ზემოთ აღინიშნა სადავოდ არ გახადა თა---–----------ს დაზიანების ფაქტი, დაეთანხმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და არ მოითხოვა სამედიცინო ექსპერტის დაკითხვა, იგი მიიჩნია ირიბ მტკიცებულებად, რადგან სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული (ს.ფ. 144-147)
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ-ლების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნები-სათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ლა–----------–-- და დაზარალებული თა---–---------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება განზრახვაში, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
დაზარალებულმა თა---–----------მ და მოწმეებმა ინ-- მ-------–--მ, მუ----- მ-------–--მ, იზ---–------------მ და ლე--- მ-------–--მ, არასრულწლოვანმა შვილებმა უარი განაცხადეს ლა–----------–--ს მიმართ მისი მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო დანარჩენი მოწმეები დი--------–----------–------------------------–-----–-------–----------------–-------------------------------------------------------------–----ა, რომელთა გამოკითხვის ოქმებიც უდავო მტკიცებულებად იქნა მხარეთა მიერ მიჩნეული, არ წარმოადგენენ ძალადობის ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს. შესაბამისად ლა–----------–--ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგე- ნილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რასაც ბუნებრივია სასამართლო ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ
დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულ ლა–----------–--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლა–----------–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერე- ბელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:
საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის არსებითად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში, საქმეზე უნდა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუკერძოებელ პირს არ გაუჩენს ეჭვს პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველა მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი, ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა, ხოლო სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენებაა - მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, როგორც ზემოთ აღინიშნა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა თა---–----------მ და მოწმეებმა უარი განაცხადეს სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემაზე, რითაც ლა–----------–--ს მიმართ ბრალდებას გამოეცალა საფუძველი, რადგან მათი ჩვენებები წარმოადგენდნენ ლა–----------–--ს ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირ მტკიცებულებას, რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, იგი ადასტურებს თა---–----------ს სხეულზე არსებულ დაზიანებას, მაგრამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება აღნიშნული დაზიანების ლა–----------–--ს მიერ განზრახი ქმედების შედეგად მიყენების ფაქტი.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რის მიხედვით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამდენად, მხარეთა მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლა–----------–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელე---ტური და ურთიერთშეთანხმე- ბული პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფცი- იდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულებების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. (ALLen v The United kingdom N25424/09 12/07/2013)
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, კონკრეტულ შემთხვევაში კი ლა–----------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის 1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლა–----------–--ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლა–----------–--ს ბრალეულობაში, რის გამოც ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს გააჩნია მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-2-0-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ლა–----------–-- (პირადი ნომერი 62--------5) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2.ლა–----------–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.ლა–----------–--ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია