განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/324-19წ. 26 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - თ------ მ-----------–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ----ი გ----------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს, პ/ნ 0---------- ა------ში, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ბ.ხ---–--–-------------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ა------ის რაიონი, სოფ.ფ-–----;
ადვოკატი - დ---------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, დაბა ა------ში, თ----------ის ქ.N--–- მდებარე ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საკონტრაქტო სამსახურში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს პოლიციის უმცროსი ინსპექტორი-პოლიციის რიგითი ნ--------ი ნ--------ე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, სადაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ----ი გ----------ი ილანძღებოდა ხმამაღლა, რის გამოც ნ--------ი ნ--------ემ მოუწოდა მას საზოგადებრივი წესრიგის დაცვისაკენ. აღნიშნულის გამო გაღიზიანებულმა ლ----ი გ----------მა ნ--------ი ნ--------ეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით, ორჯერ დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურეობრივი უნიფორმის სვიტრი მარჯვენა მხარეს, სახელოს მიერთების ძირზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ----ი გ----------მა ჩაიდინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ლ----ი გ----------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმეების: მ-----–--------–---–ის, ნ------ გ----------ის, რ-----------–-----–---–ის, გ--------------ის, მ--------------–-–---–ის, გ--------------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ი-----------ის, დ------------ის, მ-----–-------------ის გამოკითხვები, დაზარალებულ ნ--------ი ნ--------ის მიერ პირის ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი დაზარალებულ ნ--------ი ნ--------ესთან, დაზარალებულ ნ--------ი ნ--------ის დაზიანებული სამსახურეობრივი უნიფორმის სვიტერის ამოღების ოქმი, ლ----ი გ----------ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N2------ ბრძანებიდან ამონაწერი ნ--------ი ნ--------ის მიმართ, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2----–-–-----------------ის N1------- დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ გახადა უდავოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ლ----ი გ----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ლ----ი გ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ლ----ი გ----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულებები: ნ--------ი ნ--------ისაგან ამოღებული დაზიანებული სამსახურეობრივი უნიფორმის სვიტერი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდე მის კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ----ი გ----------ი (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე.
ლ----ი გ----------ს (პ/№0----------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
2. ლ----ი გ----------ის (პ/№0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
4. ნივთიერი მტკიცებულებები: ნ--------ი ნ--------ისაგან ამოღებული დაზიანებული სამსახურეობრივი უნიფორმის სვიტერი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ნ-------- ნ--------ეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი