განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №02010011900332-9-4 (1/762-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - მა----------ს
დაცვის მხარე: ადვოკატი - შო-------------ს
ბრალდებული - გე-–----------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გე-–----------ს მიმართ
მამის სახელი: ვა–-
დაბადებული: 2-.03.19-9 წელს
პირადი ნომერი: 48--------4
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ჩხ------–----------–----–----------------–---–-–----–---ე
რეგისტრირებული: ჩხ------–----------–----–----------------–---–-–----–---ე
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გე-–----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჩხ------–----------------------–--–-–----–----–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში გე-–----------მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელი დაარტყა ასევე არასრულწლოვან შვილს, 9 წლის - გა-----------ს ყურის არეში, რის შედეგად გა-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2019 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, ჩხ------–----------------------–--–-–----–----–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში გე-–----------მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელი დაარტყა ასევე არასრულწლოვან შვილს 10 წლის გო-----------ს ყურის არეში, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 18 დეკემბერს ჩატარებულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული, გარდა დაზარალებულ თამარ ვაჩეიშვილის ჩვენებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებსადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევრ ოპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ გე-–----------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთო- ბლიობით.
ბრალდებულ გე-–----------ს აღიარებით.
2019 წლის 25 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით
მოწმეების გა-----------ს, გო-----------ს, ნინე-–----------ს, გი---------------ს და ეს------------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძვე- ლზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში გე-–----------ს მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულ გე-–----------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, გე-–----------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულებს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გე-–----------ს მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა უფლებების დაცვას, არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და ცხოვრების მშვიდი და მოწესრიგებული გარემო, მშობლები თანაბრად უნდა ზრუნავდნენ მათზე, უქმნიდნენ შესაბამის პირობებს და ოჯახური კონფლიქტი და ძალადობა ბუნებრივია ახდენს უარყოფით გავლენას მოზარდის ჯერ კიდევ არამდგრად ფსიქიკაზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებუ-ლებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსა- ზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ გე-–----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
ამდენად, ბრალდებულ გე-–----------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოე- ბები:
გე-–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
გე-–----------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ადრე არ არის ნასამართლევი და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არ იქნება თანაზომიერი და პროპორციული და შეიძლება გამოიწვიოს მისი ტანჯვა, შესაბამისად სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ გე-–----------ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალის- წინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 2-2-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ გე-–---------- (პირადი ნომერი 48--------4) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ გე-–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.გე-–----------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 20 დეკემბრის 14:21 საათიდან.
6.გე-–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
7.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად გე-–----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ჩხ------–----------–----–----------------–---–-–----–---ე).
8.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად გე-–----------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია