განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3457-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–--------------------–--ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო - ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბილისი, გ---------–--------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, პ------------–--------
ადვოკატი - ო-----------–---–ი,თარჯიმანი - მ----------–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა-–--------------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში, პ------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–--------------------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა------------------ას, კერძოდ ხელ-ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, საერთო თანაცხოვრებისას ა-–--------------------–--ე 2019 წლის 13 ივნისამდე სისტემატიურად ახორციელებდა ა------------------ას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.
ე.ი. ა-–--------------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–--------------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–--------------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები დაზარალებულ ა------------------ას ჩვენების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა------------------ამ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა ა-–--------------------–--ემ თავი შეიკავა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან, მაგრამ დააფიქსირა პოზიცია, რომ აღაირებს დ ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ცნობს თავს დამნაშავედ, შეურიგდა დაზარალებულს, აღარ განმეორდება მსგავსი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
მოწმე თ-----------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში უფროსი ექიმის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 ივნის შევიდა შეტყობინება რომ მოქალაქე იყო ცუდად. უმცროს ექიმთან ლ-–--–----–---–თან ერთად გავიდა მისამართზე, სადაც დახვდათ ა------------------ა. პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს. ა------------------ას გადმოცემით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც მეუღლემ ა-–--------------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ა------------------ამ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. (ს.ფ 17-20)
ანალოგიური დაადასტურა მოწმე ლ-–--–----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ა------------------ა იყო აღელვებული. პაციენტის განმარტებით, მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლემ ა-–--------------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი (ს.ფ. 21-24)
მოწმე ჟ---------------ის ჩვენების თანახმად ა-–--------------------–--ე მეუღლესთან - ა------------------ასთან და დედასთან - დ---–---------------–--ესთან ერთად ცხოვრობს მის ბინაში გირაოთი. ა-–--------------------–--ის დედა, არის უმძიმეს მდგომარეობაში, საწოლს არის მიჯაჭვული. მას უვლის და პატრონობს ა-–--------------------–--ე. არასდროს შესწრებია კონფლიქტურ სიტუაციას ა-–--------------------–--ეს და მის მეუღლეს შორის (ს.ფ 118-120)
მოწმე ნ-----–------------ის ჩვენების თანახმად ა-–--------------------–--ე არის დედის მხრიდან ბიძაშვილი, რომელიც სხვების დახმარების გარეშე უვლის დედამისს დ---–---------------–--ეს, ა-–---------- არის მორწმუნე და მისგან კონფლიქტი არასოდეს მომდინარეობს. ოჯახთან აქვთ კარგი ურთიერთობა. (ს.ფ 120-122)
2019 წლის 13 ივნისის შეტყობინების თანახმად, ა------------------ას მიმართ მეუღლის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახური ძალადობის ფაქტს. (ს.ფ. 3)
2019 წლის 14 ივნისს N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა-–--------------------–--ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა მსხვერპლთან ა------------------ასთან მიახლოება, ასევე აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ს.ფ. 10-13)
2019 წლის 22 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დაზარალებულმა ა------------------ამ მიუთითა ადგილზე, სადაც მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა კომფლიქტი. (ს.ფ. 87-97)
2019 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად მოქალაქე ა-------------------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევების, მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, სისხლნაჟღენთი დაახლოებით 6-9 დღისაა. ხანდაზმულობით დანარჩენი დაზიანებების/მარჯვენა და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოში არსებული ნაჭდევების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით 2019 წლის 13 ივნისს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის მიდამოში.
2019 წლის 6 აგვისტოს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად, ა-–--------------------–--ის ქმედებამ გამოიწვია ა-------------------ას ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ა-–--------------------–--ის მიერ ა------------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ა-–--------------------–--ე და ა------------------ა არიან მეუღლეები.
ა-–--------------------–--ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე ა-–--------------------–--ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. მოწმე ლ-–--–----–---–ის ჩვენების თანახმად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას შეტყობინების საფუძველზე, სადაც დახვდათ პაციენტი ა------------------ა, რომელიც იყო აღელვებულ მდგომარეობაში და უჩიოდა თავის ტკივილს. ანალოგიური დაადასტურა მოწმე თ-----------მა. ასევე წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-------------------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევების, მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. შესამოწმებლის გადმოცემით 2019 წლის 13 ივნისს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის მიდამოში. გარდა ამისა სისტემატიური შეურაცხყოფის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ა-–--------------------–--ის ქმედებამ გამოიწვია ა-------------------ას ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასევე საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც ა------------------ამ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც უშუალოდ მოხდა კონფლიქტი მასსა და მის მეუღლეს შორის. რაც შეეხება თავად ა-–--------------------–--ეს - სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოხდა კონფლიქტი, ინანიებს ჩადენილ ფაქტს და აღარ განმეორდება მსგავსი, მან ასევე დამატებით განმარტა, რომ ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 13 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში, პ------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–--------------------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა------------------ას, კერძოდ ხელ-ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, საერთო თანაცხოვრებისას ა-–--------------------–--ე 2019 წლის 13 ივნისამდე სისტემატიურად ახორციელებდა ა------------------ას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.
ა------------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევების, მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით, რაც უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ა-–--------------------–--ემ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს ხელი და ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ა------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ა-–--------------------–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–--------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-–--------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ა-–--------------------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ა-–--------------------–--ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ა-–--------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა და რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, მას დაუნიშნავს სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–--------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ა-–--------------------–--ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 18 ივნისიდან - 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.
ა-–--------------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ ა-–--------------------–--ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ა-–--------------------–--ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე