განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
120100119003232687
დავის ტიპი
276 2
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3232687-1/272-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

30 დეკემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - მ-------------–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ს--------------- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა---––----------------–---)

ადვოკატი - პ------------–-–---–-

თარჯიმანი-ლ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 8 მაისს დაახლოებით 08:50 საათზე „ხ-–----------––-------–-“-ს საავტომობილო გზის 83-ე კმ-ზე, ა---––---- რაიონის სოფელ ს----–---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ--–---ან ა---––---- მიმართულებით თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობდა სამი ა/მანქანა. წინ მოძრაობდა ავტომობილი „ფ-------------------“, ნომრით Q------, რომელსაც მართავდა ს---------------ი, მას უკან მიყვებოდა ა/მანქანა „ო---–--------“, ნომრით Q--------- რომელსაც მართავდა რ------–---–---–-, ხოლო „ო---–--------“-ს უკან მიყვებოდა დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ა/მანქანა „მ-------------–-“, ნომრით N--------, რომელსაც მართავდა ვ-–-----------------, რომელმაც გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გასწრების მიზნით გადავიდა შემხვედრ საპირისპირო სავალ ნაწილზე გაუსწრო მის წინ მოძრავ ავტომობილ „ო---–--------“-ს და შემდეგ აპირებდა „ო---–--------“-ს წინ მოძრავ ავტომობილ „ფ---------------------“ გასწრებას. იმ მომენტში ა/მანქანა „ფ-------------------“-ს მძღოლმა ს---------------მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ს---------------მა იფიქრა, რომ გადაასწრებდა მის უკან მოძრავ ავტომობილს და დაიწყო მარცხნივ მოხვევა, მარცხენა მხარეს მეორეხარისხოვან გზაზე გადასასვლელად, რა დროსაც მთლიანად გადაუკეტა გასწრებაზე გამოსულ ა/მანქანა „მ-------------–-“ სავალი ნაწილი, რის გამოც „მ-------------–-“ წინა მარცხენა ნაწილით შეეჯახა მას უკანა მარცხენა კუთხეზე. შეჯახების შედეგად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობის სახით, მიიღო ავტომანქანა ,,მ-------------–-“-ს მგზავრმა 0--------- წელს დაბადებულმა ი----–---------- ასულმა გ---------

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ს---------------მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ე.ი. ს---------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ს---------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმეების ნ---------------------, რ------–---–---–-ს, ვ-–----------------------------------------------------- ჩვენებები, თვით ს---------------ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, სატრანსპორტო ტრასოლოგიური-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის ი----------- ჩვენება და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ს---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ს---------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არაა ნასამართლევი, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სსაჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ს---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ა/მანქანა ფ-------------------, სახელმწიფო ნომრით Q-------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ს---------------ს, ხოლო ა/მანქანა მ-------------–-, სახ. N N--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ვ-–-----------------ს;

- ს---------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ს---------------ს;

- ვ-–-----------------ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ვ-–-----------------ს;

- მიკრონაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

2. ს---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გირაოს შემტანს ს---------------ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე შეტანილი თანხა 2000 ლარი ( შეტანილი 23.10.2019წ).

 

3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

- ა/მანქანა ფ-------------------, სახელმწიფო ნომრით Q-------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ს---------------ს, ხოლო ა/მანქანა მ-------------–-, სახ. N N--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ვ-–-----------------ს;

- ს---------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ს---------------ს;

- ვ-–-----------------ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ვ-–-----------------ს;

- მიკრონაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა