გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
330210019002961210
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/8906-19

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - სამეწარმეო ამხანაგობა ,,A----------’’

წარმომადგენელი - ლ------–--------

მოპასუხე - შპს ,,ა----------–ი’’ (ყოფილი შპს ,,ჯ--------------’’)

წარმომადგენელი - ს--–---- ბ-–-–---–-, ნ------------------–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო სამეწარმეო ამხანაგობა ,,A----------’’-ის სარჩელი შპს „ა----------–ის“ მიმართ (ყოფილი შპს „ჯ--------------“), რითაც მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძვეზე გაწეული მომსახურების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 59469,31 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად,1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:

ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;

ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;

გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

3. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.

31. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

5. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ნამსჯელია სახელმწიფო ბაჟის თაობაზე, თუმცა აღნიშნულმა სრული ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 261-ე, მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„1. მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------” სარჩელი მოპასუხე შპს „ა----------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე შპს „ა----------–ს“ მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 59 469,31 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------” დაუბრუნდეს ლ------–--------ს (პ/ნ N0----------) მიერ სს „ს----------–--------ში“ 24/10/2018 წელს N7--------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3000 ლარიდან 2522,50 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), ხოლო დარჩენილი თანხა - 477,50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------”-ის მიერ 07/11/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2000 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელის მიერ 25/10/2019 წელს სს „თ----------ში“ N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

5. მოსარჩელის მიერ 17/12/2018 წელს სს „თ----------ში“ N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

6. მოპასუხე შპს „ა----------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

7. მოპასუხის მიერ 27/06/2018 წელს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. მოპასუხე შპს „ა----------–ს“ დაუბრუნდეს შპს „ბ----------------------------------–-“ (ს/კ N4--------) მიერ 18/01/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდნეობით, როგორც შეცდომით გადახდილი.

9. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო შპს „ჯ--------------“-ს (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებს მხოლოდ 59469,31 აშშ დოლარის ნაწილში შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს „თ----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ს----------–--------ში“ (ს/კ N2--------), სს „ლ-------------ში“ (ს/კ N2--------), სს „პ------------------ში“ (ს/კ N2--------), სს „ბ----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ხ--–-------ში“ (ს/კ N2--------), სს „ქ------------ში“ (ს/კ N2-------), სს „ბ-----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ვ-----------------------ში“ (ს/კ N2--------) - გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემი თანხების ნაწილში. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით. ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით შპს „ჯ--------------“-ს (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებს 60 550 აშშ დოლარის ნაწილში.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.“

 

3. დამატებითი გადაწყვტილება საჩივრდება სააპელაციო წესით დამატებითი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე