განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/141-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2-19 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–---.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თე----- ჩხ------ა.
მამის სახელი: ვ-–---------.
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
რეგისტრირებული: ოჩამჩირე, აფ--ის ქ. N2--ში.
მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი და------ი.
ადვოკატი - და---- ჩ--------.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2-19 წლის 1- ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თე----- ჩხ------ამ, ქ. სამტრედიაში მდებარე რკ------ის სა-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, დასაკეცი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნა---- ედ-–----–---–ს, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. გორის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 1- ივლისის განაჩენით თე----- ჩხ------ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 1 წელი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2-00 ლარის ოდენობით. თე----- ჩხ------ა იყო რა ნასამართლევი განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, ქ. სამტრედიაში მდებარე რკ------ის სა-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარა ცივი იარაღი ქარხნული წესით დამზადებული დასაკეცი დანა, რაც 2-19 წლის 1- ივნისს მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სამტრედიის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
- განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნა---- ედ-–----–---–მა განაცხადა, რომ 2-19 წლის 1- ივნისს, მისი მეუღლის მეგობარი ედ--- ბო–---ე და ბრალდებული თე----- ჩხ------ა იმყოფებოდნენ სამტრედიის რკ------ის სა-------თან. სკამზე ჰქონდათ არაყი და ცოტა საჭმელი. მას შეკამათება მოუვიდა ე. ბო–---ესთან, რომელსაც მისი ტელეფონი ჰქონდა წაღებული. თ. ჩხ------ას იგი არ იცნობდა და არც არაფერი უთქვამს მისთვის. ე. ბო–---ესთან საუბრისას თ. ჩხ------ამ გაშალა დანა რომელიც მას ხელში ეჭირა, მიუტანა კისერთან და დაემუქრა ყელის გამოჭრით. ასევე დაემუქრა მის მეუღლეს, დ. სა---–---–ს, რომელიც იქვე იყო და შეეცადა თ. ცხ------ა მოეშორებინა მისთვის. მას შეეშინდა, რომ თ. ჩხ------ას მართლა არ მოეკლა და დარეკა პოლიციაში. როდესაც პოლიციელები მიცვიდნენ, მან მიუთითა თ. ჩხ------აზე, რომელიც პოლიციელებმა გაჩხრიკეს და ჩანთაში უპოვეს დანა, რომლითაც მას ემუქრებოდა. მისივე განმარტებით, სანამ თ. ჩხ------ა დანას გაშლიდა და მას მოუღერებდა დაინახა, რომ დანის ტარზე ეხატა სათამაშო კარტის ყვავის ტუზის გამოსახულება.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---- სა---–---–მა განაცხადა, რომ 2-19 წლის 1- ივნისს, ის და მისი მეუღლე ნა---- ედ-–----–---–ი იმყოფებოდნენ სამტრედიის რკ------ის სა-------ზე. მათთან ერთად იყო ასევე ედ--- ბო–---ე და თე----- ჩხ------ა. მოხდა შელაპარაკება და თ. ჩხ------ამ დანა მოუქნია ნ. ედ-–----–---–ს. იგი ჩაერია და ნ. ედ-–----–---–ი გაარიდა თ. ჩხ------ას.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორმა გაგმომძიებელმა რო--- ძნ--–---მ განაცხადა, რომ 2-19 წლის 1- ივნისს, ის, კ. ნი---ა და ა. რა--–---–ი გავიდნენ შეტყობინებაზე, რომლის მიხედვითაც მამაკაცი ემუქრებოდა ქალბატონს ყელის გამოჭრით. ადგილზე მისვლისას იქ დახვდათ ნ. ედ-–----–---–ი და თ. ჩხ------ა. მათი მისვლისას აგრძელებდა ნ. ედ-–----–---–ის მიმართ მუქარას. იგი დააკავეს ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რომელიც იყო შავი ფერის და ტარზე ჰქონდა ტუზი ყვავის გამოსახულება. დანა ამოიღეს პატარა ზომის ჩანთიდან, რომელიც თ. ჩხ------ას მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული. მასში აღმოჩნდა ასევე სათვალე და 5 ლარიანი კუპიურა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა კახ----- ნი---ამ და ავ-------ლ რა--–---–მა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინიალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტმა გი------ შა-–-----მა დაადასტრურა მის მიერ გაცემული N1---–ვ დასკვნის სისწორე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ნ--- დე-–---–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასვნის სისწორე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. მოწმე გ--- მი-----–---–მა განმარტა, რომ 2-19 წლის ივლისამდე მუშაობდა სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლად. მითითებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, ნ. ედ-–----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მან საქმეზე ჩაატარა სხვდასხვა საგამოძიებო მოქმედებები. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და მიიღო შესაბამისი დასკვნები. მისივე განმარტებით, ჩხრეკისას თ. ჩხ------ასაგან ამოღებულ დანაზე, გარდა ტრასოლოგიურისა, სხვა სახის ექსპერტიზა არ დაუნიშნავს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ბრალდებულმა თ. ჩხ------ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღიარებს ნ. ედ-–----–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს და ძალიან ნანობს მის ამ საქციელს. რაც შეეხება დანას, იგი მას არ შეუძენია და არ ჰქონია. იდო მაგიდაზე, სადაც საჭმელს ჭამდნენ და ინციდენტის შემდეგ ჩაიდო ჩანთში.
(სასამართლო სხდომის ოქმი. დასკვნითი სიტყვა).
2.9. საქმეში არსებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2-19 წლის 1- ივნისს ქ. სამტრედიაში, თა---------ის ქუჩაზე, რკ------ის სა-------ის წინამდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა თე----- ჩხ------ა, რომელსაც ჩხრეკისას თანქონებულ ელვაშესაკრავიან ხელჩანთაში აღმოაჩნდა გასაშლელი დანა შავი პირით და ტარზე ყვავის ტუზის გამოსახულებით.
(ს.ფ.5-1-).
2.10. საქმეში არსებული ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ. ედ–----–---–მა ამოიცნო დანა. რომლითაც თ. ჩხ------ა მას ემუქრებოდა.
(ს.ფ.21-26).
2.1-. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიაში, თა---------ის ქუჩის N3-ში მდებარე რკ------ის სა-------ის ბაქანზე.
(ს.ფ.30-36).
2.12. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2-19 წლის 14 ივნისის N1---–ვ დასკვით დადგენილია, რომ თ. ჩხ------ასგან ამოღებული დანა დასაკეცი ტურისტული ტიპის დანა მიეკუთვნება მხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.
(ს.ფ.51-56).
2.1-. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-19 წლის 8 აგვისტოს სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N5--------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ედ-–----–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები და მისცეს ჩვენება.
(ს.ფ.1-3-1-9).
2.14. გორის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 1- ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ თ. ჩხ------ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთ, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ორი წელი.
(ს.ფ.63-66).
2.15. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ 2-19 წლის 15 ივნისს გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ თ. ჩხ------ა დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო პრობაციონერი და გორის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 1- ივლისის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა დასრულდებოდა 2-19 წლის 10 ივლისს.
(ს.ფ.61-62).
3.1. ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.1.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ. ჩხ------ამ სრულად ცნო თავი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
3.1.2. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ გარემოების დასადგენად კი გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული, თუ რა ფორმით, რა ვითარებაში და ვის მიერ განხორციელდა მუქარა და მუქარის მსხვერპლს გაუჩნდებოდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში, თ. ჩხ------ა ნ. ედ-–----–---–ს სიტყვიერად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით და იმავდროულად დანა ყელთან მიუტანა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2.3. ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების აღიარების და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. ჩხ------ამ როგორც ვერბალურად, ასევე თავისი ქმედებით ნ. ედ-–----–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა, ე.ი. ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული თე----- ჩხ------ა უნდა გამართლდეს ცივი იარაღის ტარებისათვის წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ მას დანა არ შეუძენია და არ უტარებია. შემთხვევისას დანა იდო მაგიდაზე საჭმელთან ერთად, იყენებდნენ პროდუქტის დასაჭრელად და ინციდენტის შემდეგ ჩაიდო იგი ბრალდებულმა ჩანთაში.
3.2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა ნაკარნახევი იყოს კონკრეტული საკითის დაფარვის, მისი ან სხვა პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.
3.2.3. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების ნ. ედ-–----–---–ის და დ. სა---–---–ის ჩვენებით, ასევე თავად ბრალდებულის განმარტებით დადგენილია, რომ თ. ჩხ------ამ დანა მოუღერა ნ. ედ-–----–---–ს და დაემუქრა ყელის გამოჭრით. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმით, ამ საპროცესო მოქმედების ჩამტარებელი პოლიციელების სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ დანა თ. ჩხ------ას აღმოაჩნდა თანქონებულ ხელჩანთაში სათვალესთან და ხუთლარიან კუპიურასთნ ერთად. ჩხრეკისას თ. ჩხ------ას დანა ჩანთაში რომ ედო, არ უარუყვია არც დაცვის მხარეს, რაც ახსნა იმით, თითქოს მხოლოდ ინციდენტის შემდეგ ჩაიდო ჩანთაში.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის სუბიექტის მიერ ცივი იარაღის მართლზომიერი ტარების შესაძლებლობა გათვალისწინებული არაა, იგი ფორმალური შემადგენლობისაა და შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან.
3.2.5. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ თე----- ჩხ------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. თე----- ჩხ------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ ნაწილობრივ აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თე----- ჩხ------ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თე----- ჩხ------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულებები
6.1. თ. ჩხ------ას დაკავებისას ამოღებული სათვალე და 5 ლარიანი კუპიურა უნდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თ. ჩხ------ას ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.
6.2. თ. ჩხ------ას დაკავებისას ამოღებული დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განა-------დეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-270-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თე----- ჩხ------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თე----- ჩხ------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 1- ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა გორის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 1- ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თე----- ჩხ------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
თე----- ჩხ------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2-19 წლის 1- ივნისიდან.
თე----- ჩხ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ორმოცდაათ თეთრიანი მონეტა ხელჩანთა და მზის სათვალე, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თე----- ჩხ------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი დანა, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განა-------დეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნი---ების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი