განაჩენი

სისხლის სამართლის 31.12.2019
საქმის ნომერი
120100117002218491
დავის ტიპი
126 1
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/300-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ა------ მ-------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული (პ/ნ 0----------), 1----–-–---------–--ს ა------ში, ფაქტობრივად მცხოვრები და რეგისტრირებული: ა------ის რაიონი სოფელი უ---;

გ--–- ბ--–---–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული (პ/ნ 0----------), 1--- წლის 2--------ს ა------ში, ფაქტობრივად მცხოვრები და რეგისტრირებული: ა------ის რაიონი სოფელი უ---;

ლ----- კ-----------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული (პ/ნ 4----------), 1--- წლის 9------------ს ახალციხეში, ფაქტობრივად მცხოვრები და რეგისტრირებული: ქ.ახალციხე, შ--–-------––----–-- ქ.N1-;

გ---- ა------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული (პ/ნ 4----------), 1--- წლის 1-----–--ს ახალციხეში, ფაქტობრივად მცხოვრები: ა------ის რაიონი სოფელი უ---;

ადვოკატი - ზ------------ე, თ--------------ე, ნ-----------–---–ი;

თარჯიმანი - ლ---- ა---------;

სხდომის სახე - ღია;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ა------ მ-------–---–ს, გ--–- ბ--–---–---–ს,ლ----- კ-----------ს და გ---- ა------–---–ს ბრალი ედებათ შემდეგში: ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.

დადგენილების თანახმად:

2017 წლის 10 ოქტომბერს გ---- ა------–---–მა ლ----- კ-----------მა, ა------ მ-------–---–მა და გ--–- ბ--–---–---–მა ჯგუფურად, ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე პ------ გ----–---–ის კუთვნილ ჯართის მიმღები პუნქტის მიმდებარე ტრიტორიაზე ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ჯართის მიმღებ პუნქტზე დასაქმებულ გ------- გ----–---–ს სახისა და ტანის არეში ფეხებისა და ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შემდეგაც გ---- ა------–---–მა ლ----- კ-----------მა, ა------ მ-------–---–მა და გ--–- ბ--–---–---–მა ერთად, მათთან სიტუაციის განსამუხტავად მისულ ჯართის მიმღები პუნქტის დარაჯს ა------ მ-----–---–ს სახისა და ტანის არეში ფეხებისა და ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ცემის შედეგად გ------- გ----–---–მა და ა------ მ-----–---–მა სხეულის დაზიანებებთან ერთად განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ დაადგინა:

ა------ მ-------–---–ი, გ--–- ბ--–---–---–ი,ლ----- კ-----------ი და გ---- ა------–---–ი გამართლდნენ ბრალად წარდგენილ ქმედებაში რომელიც გულისხმობს ორი პირის მიმართ ცემის ჩადენის ფაქტს ა------ მ-----–---–ის ნაწილში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ პუნქტით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს გ---- ა------–---–მა, ლ----- კ-----------მა, ა------ მ-------–---–მა და გ--–- ბ--–---–---–მა, ჯგუფურად, ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე პ------ გ----–---–ის კუთვნილ ჯართის მიმღები პუნქტის მიმდებარე ტრიტორიაზე ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ჯართის მიმღებ პუნქტზე დასაქმებულ გ------- გ----–---–ს სახისა და ტანის არეში ფეხებისა და ხელების დარტყმით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ცემის შედეგად გ------- გ----–---–მა სხეულის დაზიანებებთან ერთად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ზემოაღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ა------ მ-------–---–მა, გ--–- ბ--–---–---–მა, ლ----- კ-----------მა და გ---- ა------–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

დაზარალებულის გ------- გ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა ქალაქ ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე მის სამუშაო ადგილზე - ჯართის მიმღებ პუნქტში. მას წარსულში არასდროს ჰქონია გ---- ა------–---–თან ან რომელიმე ბრალდებულთან რაიმე სახის უთანხმოება. მას არ დაუნახავს თუ როდის მივიდნენ პუნქტის ტერიტორიაზე ა------–---–ი, მ-------–---–ი და ბ--–---–---–ი და ასევე არ იცის მათი მისვლის მიზეზი. მათთან ახლოს მისვლისა და გვერდზე ჩავლის დროს გ---- ა------–---–ი მას მიესალმა და მანაც სალმით უპასუხა. შემდეგ გ---- ა------–---–მა მას ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და ვინაიდან მას ხელები დასვრილი ჰქონდა და თან ხელში სამუშაო იარაღები ეჭირა, მაჯა გაუწოდა ჩამოსართმევად, რაზეც გ---- ა------–---–მა გამოთქვა პროტესტი, რომ მას ასე არ ესალმებოდნენ და გ------- გ----–---–მა სთხოვა განმარტება თუ როგორ ესალმებოდნენ მას. ასევე მას ეკეთა პოლიციის წარწერის მქონე ქამარი, რამაც გ---- ა------–---–ის ყურადღება მიიქცია და ირონიით უთხრა, რომ ,, პოლიციაში აღარ მუშაობ და რაღა გაბლატავებსო“. საბოლოოდ მას და გ---- ა------–---–ს მოუვიდათ კამათი. ამ დროს საუბარში ჩაერია გ------- გ----–---–ის ძმა, პ------ გ----–---–ი, რომელიც ცდილობდა დაძაბული სიტუაციის განმუხტვას. ამ დროს იქვე იყვნენ გ---- ბ--–---–---–ი და ა------ მ-------–---–იც, რომლებიც მათ საუბარში არ ჩარეულან.

გ---- ა------–---–მა სიტყვიერად განუცხადა მას და მის ძმას, რომ იგი წავიდოდა და მალე ისევ დაბრუნდებოდა საუბრის დასასრულებლად, თუმცა ამისთვის მას ყურადღება არ მიუქცევია. მოგვიანებით, დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, გ---- ა------–---–ი დაბრუნდა იგივე ადგილას თავდაპირველად თანმხლებ პირებთან ერთად და მას დამატებით ახლდა ლ----- კ-----------იც. ამ დროს დაზარალებული კვლავ იმყოფებოდა საჯართეზე და მანქანას შლიდა. მას კონკრეტულად არ დაუნახავს ბრალდებულების მისვლის მომენტი. როდესაც მისი ძმა აღარსად ჩანდა, დაუწყო ძებნა და დაინახა ბრალდებულების მანქანა და შორიდან მაისურით ამოიცნო მისი ძმა, რომელიც მანქანაში იჯდა და წავიდა მათკენ თავისი ძმის დასაძახებლად. როდესაც იგი მიუახლოვდა მანქანას დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით, ამ დროს გ---- ა------–---–ი, რომელიც იჯდა მძღოლის გვერდით სავარძელზე, გადმოვიდა მანქანიდან და ჩქარი ნაბიჯით გაემართა მისკენ, სრულიად უმიზეზოდ, გ---- ა------–---–მა მას ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, ამის შემდეგ მანქანიდან გადავიდა ლ----- კ-----------ი, მას უთხრა რომ მარჯვენა ხელი დასვრილი თუ ჰქონდა მარცხენა ხელი რატომ არ ჩამოართვა და დაარტყა, შემდეგ ა------ მ-------–---–ი და გ--–- ბ--–---–---–ი გადავიდნენ მანქანიდან და მათაც დაარტყეს და ამის შემდეგ მას აღარ ახსოვს თუ რა ხდებოდა. საბოლოოდ ოთხივე ბრალდებულმა გააგრძელა მისი ცემა. ურტყამდნენ ფეხებს და ხელებს, კონკრეტულად არ ახსოვს ვინ სად და როგორ ურტყამდა. ჩხუბის დროს მას არაფერი მოუმოქმედებია და მხოლოდ თავს იცავდა. მოწმემ განმარტა, რომ წამიერად მოქმედების უნარი დაკარგა და ვერ იაზრებდა მომხდარს.

ამ ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად იგი განიცდიდა ტკივილს და სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მას არ ახსოვს ცალ-ცალკე კონკრეტულად ვისი დარტყმის შემდეგ განიცადა ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ გრძელდებოდა დაახლოებით 5 წუთი, ხოლო 15 წუთის განმავლობაში ვითარდებოდა მოვლენები.

ამ დროს დარაჯი, ა------ მ-----–---–ი იმყოფებოდა ობიექტზე, მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს როდის მოვიდა იგი შემთხვევის ადგილზე ან კონკრეტულად ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მან შეამჩნია, რომ ა------ მ-----–---–ი ძირს იყო წაქცეული და სახიდან სისხლი მოსდიოდა. შემდეგ დასისხლიანებულ მდგომარეობაში მყოფი ა------ მ-----–---–ი გაიქცა ,,საჯართისკენ“, სადაც მას შეხვდა ნ------- გ----–---–ი. რომელიც ასევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. მას არ დაუნაავს კონკრეტულად როდის მივიდა ნ------- გ----–---–ი შემთხვევის ადგილზე. მოწმეს ასევე არ დაუნახავს მიაყენა თუ არა ვინმემ ფიზიკური შეურაცხყოფა ნ------- გ----–---–ს ან ეჯიკავებოდა თუ არა ვინმე მას. ამ დროს მისი ძმა პ------ გ----–---–ი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას და მათს გაშველებას. მისთვის არავის მიუყენებია ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ------- გ----–---–მა იქ მყოფებს განუცხადა, რომ 112-ზე დარეკვას აპირებდა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ ხანგრძლივი დროის გასვლის გამო შესაძლოა ყველაფერი ზუსტად აღარ ახსოვდეს, დაადასტურა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე.

მოწმე პ------ გ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ბრალდებულებს, ვინაიდან გ---- ა------–---–ი, გ--–- ბ--–---–---–ი და ა------ მ-------–---–ი მისი თანასოფლელები არიან, ხოლო ლ----- კ-----------ის შესახებ იცის, რომ ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს და მის სამუშაო ობიექტზე რამდენჯერმე შეხვედრია მისი საქმიანობიდან გამომდინარე. მათთან არანაირი ნათესაური კავშირი არ გააჩნია და არც როდისმე მოსვლია რაიმე სახის უთანხმოება.

მოწმემ განმარტა, რომ გააჩნია საკუთარი ჯართის მიმღები პუნქტი, რომელიც არის შემოღობილი. ცენტრალური გზიდან მარჯვნივ აღნიშნულ ობიექტს უკავშირდება შიდა გზა. ტერიტორიას აქვს 2 შესასვლელი, ერთი სამანქანო და მეორე საცალფეხო, პირველ ზოლში კუთხურად განთავსებულია დარაჯის ადგილსამყოფელი ჯიხური და სხვა ჯიხურები. ხოლო ჯიხურების უკანა მხარეს ზოლში გაჩერებულია მისი საკუთარი ა/მანქანები. ტერიტორიაზე არ დგას რაიმე შენობა-ნაგებობა, განთავსებულია მხოლოდ ავტომობილის რამდენიმე დახურული ძარა. მას საქმიანობაში ეხმარებიან მამამისი-ნ------- გ----–---–ი და მისი ძმა-გ------- გ----–---–ი, ხოლო ა------ მ-----–---–ი აღნიშნულ ობიექტზე მუშაობს დარაჯად.

2017 წლის 10 ოქტომბერსაც ისინი ჩვეულებისამებრ თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. დაახლებით დღის 12 საათზე მის ობიექტზე ერთად მივიდნენ გ---- ა------–---–ი, ა------ მ-------–---–ი და გ--–- ბ--–---–---–ი. ამ დროს იგი იმყოფებოდა ობიექტის საცალფეხო შესასვლელთან, ხოლო მისი ძმა გარკვეულ სამუშაოს ასრულებდა იქვე შორიახლოს, ობიექტის გარეთ. გ---- ა------–---–ი დაინტერესებული იყო ,,უაზის“ მარკის ავტომობილის ნაწილით - ამორტიზატორებით და სთხოვა მას აღნიშნული დეტალის მიცემა. ობიექტზე იდგა ერთ-ერთი ჯართში ჩაბარებული აღნიშნული მოდელის ა/მანქანა, რომლიდანაც შესაძლებელი იყო ამ დეტალის მოხსნა. დეტალის მიცემაზე უარი არ უთქვამს, მხოლოდ აუხსნა ის გარემოება, რომ ამ დეტალის მოხსნას 2-3 დღე დასჭირდებოდა და შემდეგ ისინი შეძლებდნენ მის წაღებას.

ამ საუბრის მომენტში მისი ძმა-გ------- გ----–---–ი მათგან მოშორებით საქმიანობდა, მას თან ჰქონდა თავისი სამუშაო იარაღები და სხვადასხვა ხელსაწყოები, ამასთან ხელებიც დასვრილი ჰქონდა. მოგვიანებით გ------- გ----–---–იმა გაიარა მათთან ახლოს, საცალფეხო ბილიკზე. იგი აპირებდა ხელსაწყოების თავის ადგილზე დალაგებას და ხელების დაბანას. გ---- ა------–---–ი მიესალმა მის ძმას და იმანაც დაუბრუნა სალამი. შემდეგ გ---- ა------–---–მა მის ძმას ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, თუმცა ვინაიდან მის ძმას ხელები დასვრილი ჰქონდა და თან სამუშაო იარაღები ეჭირა, მაჯა გაუწოდა ჩამოსართმევად, რაზეც გ---- ა------–---–მა გამოთქვა პროტესტი რომ მას ესე არ ესალმებოდნენ და ამის გამო მათ შელაპარაკებაც მოუვიდათ.

ამ საუბრის დროს გ--–- ბ--–---–---–ი და ა------ მ-------–---–ი მათგან 2-3 ნაბიჯით შორს იდგნენ. ისინი საუბარში არ ჩარეულან.

სიტუაციის განსამუხტად მასაც მოუწია კამათში ჩარევა. ცდილობდა გ---- ა------–---–ისთვის აეხსნა, რომ მომხდარი უმნიშვნელო იყო და შემდგომი შეხვედრები და საუბრები საჭირო აღარ იყო, თუმცა მან ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, რადგან გ---- ა------–---–ი მათგან წავიდა და დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა. ვინაიდან აღნიშნული კამათი და გ---- ა------–---–ის დანაბარები მათ სერიოზულად არ მიიჩნიეს, ისინი რაიმე საფრთხეს არც მოელოდნენ და მათ ჩვეულებრივად გააგრძელეს საქმიანობა.

დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, შესასვლელში დაინახა იგივე მანქანა, იგი მივიდა მათთან და ამ დროს დაინახა ა/მანქანაში მჯდომი პირები მათ ახლდათ ლ----- კ-----------იც, რომელიც იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე. მან იცოდა რომ ლ----- კ-----------ი ასაკით მათთან შედარებით უფროსი იყო და მოლოდინი ჰქონდა, რომ ის უფრო ადვილად გაერკვეოდა მომხდარში. მას ასევე ი----ი ჰქონდა, რომ ლ----- კ-----------ი მასთან მყოფებს აუხსნიდა, რომ უბრალო შეკამათების გულისთვის არც ლაპარაკი და არც სიტუაციის გამწვავება არ ღირდა.

მოსულები გაჩერებულები იყვნენ ობიექტიდან დაახლოებით 200-300 მეტრში. გ---- ა------–---–ის მოთხოვნა იყო, რომ ,,გვერდზე გასულიყვნენ“ და ესაუბრათ. იგი კვლავ ცდილობდა აეხსნა მისთვის, რომ მომხდარი იმდენად უმნიშვნელო იყო რომ სადმე გასვლა საჭირო არ იყო და შეეძლოთ ადგილზეც ესაუბრათ. საბოლოოდ, იგი მარტო მივიდა მათთან, დაჯდა მანქანის უკანა სავარძელზე, მარცხენა მხარეს ლ----- კ-----------ის გვერდით და კვლავ უხსნიდა ლ----- კ-----------ს მომხდარის შესახებ და ეუბნებოდა, რომ აქ სასაუბრო და გასართულებელი არაფერი იყო, თუმცა მათგან არანაირი პასუხი არ მიუღია. მანქანაში მყოფი პირები არ ჩარეულან მისი და ლ----- კ-----------ის საუბარში, მხოლოდ გ---- ა------–---–ი ითხოვდა მისი ძმის დაძახებას, ნახვას და ეკითხებოდა მას თუ სად იმყოფებოდა მისი ძმა. იგი ცდილობდა მათთვის აეხსნა, რომ მისი ძმის დაძახება საჭირო არ იყო. ამ საუბრის დროს მანქანაში იჯდნენ ასევე გ--–- ბ--–---–---–ი და ა------ მ-------–---–იც, თუმცა ისინი კვლავ არ ჩარეულან საუბარში. მათ მხოლოდ ჩხუბის დროს მოახდინეს რეაგირება.

მათ შორის საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რადგან მან დააგვიანა უკან სამუშაოზე დაბრუნება, მისი ძმაც მიუახლოვდა მათ. იგი მანქანის წინა კარებს მიუახლოვდა 1-1,5 მეტრის მანძილზე. მისი ძმის მისვლისთანავე, გ---- ა------–---–მა მის ძმას დაუწყო საუბარი, ამ დროს გადავიდა მანქანიდან და მის ძმას სრულიად უმიზეზოდ დაარტყა, რადგან მის ძმას მისვლის დროს მათთვის ზედმეტი არაფერი უკადრებია, მხოლოდ მიზეზის განმარტებას ითხოვდა თუ რა უნდოდათ მისგან. ამის შემდეგ მანქანიდან გადავიდნენ ა------–---–ის თანმხლები ყველა პიროვნება ,,დაესივნენ“ მის ძმას და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელის და ფეხის დარტყმით უსწორდებოდნენ.

მოწმის თქმით მან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვერც კი გაიაზრა, რომ იქ ჩხუბი უნდა მომხდარიყო. სანამ იგი გაერკვა ვითარებაში და მანქანიდან გადავიდა ძმის დასახმარებლად, მანქანიდან მის გარდა ყველა გადასული იყო და მისი ძმაც უკვე ნაცემი იყო. იქ მყოფი პირებიდან ყველას უწევდა მისკენ და მისი ძმისკენ გაწევა და ხელის დარტყმა. ჩხუბის მომენტში, გ---- ა------–---–ი ახსენებდა მის ძმას და მას შორის ადრე მომხდარ ინციდენტსაც - შელაპარაკებას და ამაზეც ჰქონდა გართულება. თავად ცდილობდა, რომ ისინი მოეგერიებინა მისი ძმისგან,პირველად ა------–---–მა დაიწყო მისი ძმისთვის ხელის დარტყმა სახის არეში. იგი გაემართა ა------–---–ისკენ შესაჩერებლად, თუმცა შემდეგ მანქანიდან გადმოსულმა კ-----------მა ერთხელ დაარტყა ხელი მის ძმას, რის შემდეგაც იგი კ-----------ისკენ გაემართა. შემდეგ მიყვნენ მ-------–---–ი და ბ--–---–---–ი და დაუწყეს მის ძმას ცემა.

გ------- გ----–---–ს ემჩნეოდა ყურთან დაზიანება ლ----- კ-----------ის დარტყმის შედეგად, დაინახა კ-----------ის მოქნეული ხელი მისი ძმის მიმართულებით და ეს ხელი მის ძმას მოხვდა, რის შემდეგაც იგი მივიდა კ-----------თან შესაკავებლად, ხელით აკავებდა მას და ცდილობდა აეხსნა მისთვის, რომ უმნიშვნელო შემთხვევისა და მათი ნაცნობობის გამო ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ცდილობდა მოჩხუბრების გაშველებას. ამ მომენტში დანარჩენები მისი ძმისკენ იწევდნენ და ხელით ეხებოდნენ მას. მოწმის თქმით ამ არეულობის მომენტში მას არ დაუნახავს დარაჯის მოსვლა, სავარაუდოდ ჩხუბის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოვიდა. ა------ მ-----–---–ი მათ გასაშველებლად იყო მისული, რადგან ისინი საუბრის დროს შეყოვნდნენ. მან იგი შეამჩნია მხოლოდ მას შემდეგ, როცა ძირს იყო წაქცეული, მოსულთაგან თავად მოწმისთვის არავის მიუყენებია რაიმე სახის შეურაცხყოფა.

როდესაც დარაჯი წავიდა ობიექტისკენ, შეხვდა ნ------- გ----–---–ი რომელმაც გაარკვია რომ იქვე ახლოს ჩხუბი იყო და ისიც გაემართა შემთხვევის ადგილისკენ. ადგილზე მისვლისას მან დაუძახა იქ მყოფებს ,,რას ბედავთ“, ,,რამდენს ბედავთ “-ო. ამის შემდეგ მისულებმა 2-3 ნაბიჯი გადადგეს ნ------- გ----–---–ისკენ, ხოლო ლ----- კ-----------მა ნ------- გ----–---–ს ხელი მოჰკიდა მაჯაში და მასზე იძახდა ,,ეს ვინ არის წაიყვანეთ აქედანო“. ნ------- გ----–---–ი მათ უმეორებდა, რომ პოლიციაში დარეკავდა და დალოდებოდნენ, თუმცა მათ ამაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. საბოლოოდ, ნ------- გ----–---–მა დარეკა 112-ზე და აცნობა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ბრალდებულები წავიდნენ. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ჩხუბის შემდეგ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ მხოლოდ მის ძმას და დარაჯს ა------ მ-----–---–ს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი, ხოლო გ------- გ----–---–ს დაზიანებები აღენიშნებოდა ყურის მიდამოში სისხლდენით, ხოლო თვალის მიდამო და ზოგადად სახე დასიებული ჰქონდა. გ------- გ----–---–ი, ნ------- გ----–---–მა საკუთარი ა/მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში. ხოლო მეორე დაშავებული (ა------ მ-----–---–ი) სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკა ,,ი----ში“.

დაზარალებულის ა------ მ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას წარსულში არანაირი კონფლიქტური დამოკიდებულება არ ჰქონია რომელიმე ბრალდებულთან. შემთხვევის დღეს, ბრალდებულების პირველი მოსვლის დროს იგი გარკვეულ სამუშაოს ასრულებდა ჯართის მიმღებ პუნქტში სადაც მუშაობს დარაჯად. ობიექტზე, ვერცხლისფერი BMW-ს მარკის ავტომობილით მისული იყო სამი პიროვნება, რომელთაგან იგი მხოლოდ გ---- ა------–---–ს იცნობდა. მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და გააგრძელა თავისი საქმე, არ გაუგონია თუ რაზე საუბრობდნენ ისინი. დაინახა მათი წასვლა, პირველი მისვლისას ბრალდებულები ადგილზე იმყოფებოდნენ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ძმებს გ----–---–ებს. მათი წასვლის შემდეგ იგი არც დაინტერესებულა თუ ვინ იყვნენ ეს პიროვნებები. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, იგივე მანქანით პირველად მყოფი პიროვნებები უკან დაბრუნდნენ და მათ თან ახლდათ მეოთხე პიროვნებაც. მას არ დაუნახავს მათი მოსვლის მომენტი. ბრალდებულების უკან დაბრუნებისას, მათთან სასაუბროდ გავიდა პ------ გ----–---–ი, რომელსაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უკან გაჰყვა გ------- გ----–---–იც ამ დროს იგი კვლავ თავის სამუშაოს ასრულებდა. ამასობაში შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით შეკითხვა ჰქონდა პ------ გ----–---–თან, დაიწყო მისი ძებნა, თავისი სამუშაო ადგილიდან გაიარა დაახლოებით 100 მეტრი, გავიდა ღობის გარეთ, გაიხედა მარცხნივ, იმ მიმართულებით საითაც ისინი გავიდნენ. მისი ადგილსამყოფელიდან მან დაინახა, რომ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ჩხუბი მიმდინარეობდა და ვიღაცამ გ------- გ----–---–ს დაარტყა (არ დაუნახავს კონკრეტულად ვინ და სად დაარტყა), რის შემდეგაც იგი გაიქცა მოჩხუბრების გასაშველებლად. ამ დროს პ------ გ----–---–ი მანქანაში იჯდა და გ------- გ----–---–ისთვის დარტყმის შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან. მას ასევე არ დაუნახავს მანქანიდან გადმოსულმა სხვა პიროვნებებმა მიაყენეს თუ არა გ------- გ----–---–ს რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ ასევე არ იცის ჰქონდათ თუ არა დაპირისპირებულ მხარეებს ადრე რაიმე სახის კონფლიქტი.

მათი გაშველების მიზნით ისიც ჩაერთო ამ დაპირისპირებაში. შემთხვევის დროს მას არ დაუფიქსირებია რომელიმე მხრიდან რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთის ან მის მიმართ, ან ვინმე ითხოვდა თუ არა შველას. ამასობაში ისიც ცდილობდა გაშველებას და ამ გაშველების დროს მასაც მოხვდა მისთვის უცხო პიროვნების ხელი, რის შედეგადაც იგი ძირზე წაიქცა და ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული. ამ დროს იგი გრძნობდა დარტყმებს და ტკივილს განიცდიდა სახისა და ნეკნების მიდამოებში, თუმცა ვერ ხედავდა ვინ ურტყამდა. შედეგად მას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. იგი წამოდგა და დატოვა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც შეხვდა ნ------- გ----–---–ი. შემთხვევის ადგილზე მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია ნ------- გ----–---–მა დარეკა პოლიციაში და ბრალდებულებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მისთვის განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, არამედ ჩხუბის დროს შემთხვევით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმე ნ------- გ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს იგი მუშაობდა ა------ში, წვიმის გამო სამუსაო ვეღარ გააგრძელა და თავის შვილებთან წამოვიდა საქმეში დასახმარებლად. მისი შვილები მუშაობდნენ თავიანთ ობიექტზე - საჯართეზე, რომელიც მდებარეობს ახალქალაქის გზატკეცილზე. მოწმის თქმით როდესაც მან ვეღარ დაინახა თავისი შვილები, მან დაიწყო მათი ძებნა. დაინახა დარაჯი-ა------ მ-----–---–ი, რომელიც მისკენ მორბოდა. მას სახე დასისხლიანებული ჰქონდა. ა------ მ-----–---–მა მას აცნობა, რომ ჩხუბი იყო. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ, სირბილით გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, რომელიც დაახლოებით 300 მეტრით იყო მისგან დაშორებული. მისი განმარტებით, მანძილის გამო მას არ დაუნახავს რაიმე კონკრეტული შემთხვევა ან ვინ ვის ურტყამდა, თუმცა როგორც შორიდან ჩანდა იქ მყოფები ჩხუბობდნენ და ასევე როდესაც მან დაიწყო მათი მიმართულებით გადაადგილება, იქ მყოფებმა შეამჩნიეს და გაჩერდნენ. ადგილზე მისვლისას მას იქ დახვდა სამი პიროვნება, რომლებიც იყვნენ სოფელ უ------- და ერთი-ეროვნებით სომეხი პიროვნება, რომელიც იყო ქალაქ ა---––-------. გ------- გ----–---–ს, თვალი დალურჯებული ჰქონდა, ხოლო თავი ცემისგან დასიებული ჰქონდა. იქ მყოფებს მან დაუძახა ,,რა ხდება, რამდენს ბედავთო“ და მოუწოდა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. სომეხი პიროვნება დაინტერესდა მისი ვინაობით. როდესაც შეიტყო, რომ მათი მამა იყო, მან მიუთითა დანარჩენებს, რომ იქიდან მოეცილებინათ. იქ მყოფებიდან მას ქურთუკზე ხელი ჩასჭიდეს, სომეხმა და გ---- ა------–---–მა, ხოლო ა------ მ-------–---–ი და გ--–- ბ--–---–---–ი ცალკე იდგნენ. ისინი მისგან საპასუხო რეაქციას ელოდებოდნენ რათა ჩხუბი კვლავ განეახლებინათ, ამ დროს სიტუაციის განეიტრალებისა და შემდგომი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით, მან აიღო მობილური ტელეფონი და იქ მყოფების თვალწინ დარეკა 112-ზე და მოითხოვა ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლაც. ამან საბოლოოდ ამოწურა კონფლიქტი და შემდეგ აღარც გაგრძელებულა, რის შემდეგაც იქ მყოფები დაუყოვნებლივ ჩასხდნენ იმ მანქანაში რითიც იყვნენ მოსულები და წასვლა დააპირეს. იგი ცდილობდა მათთვის წასვლაში ხელი შეეშალა და მოუწოდებდა მათ, რომ პოლიციის მისვლას დალოდებოდნენ, თუმცა მათ მაინც დატოვეს შემთხვევის ადგილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის შემდეგ, ა------ მ-----–---–ი გადაიყვანეს კლინიკა ,,ი----ში“, ხოლო გ------- გ----–---–ი მან საკუთარი ა/მანქანით წაიყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მან არ იცის როდისმე ჰქონდათ თუ არა დაპირისპირება ბრალდებულებს და მის რომელიმე შვილს.

ბრალდებულის გ---- ა------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს, ის და მისი მეგობრები ა------ მ-------–---–ი და გ--–- ბ--–---–---–ი იმყოფებოდნენ ა------ის რაიონის, სოფელ უ---ში. მისი მეგობრები დაუკავშირდნენ მას და უთხრეს, რომ გ--–- ბ--–---–---–ს ქალაქ ახალციხეში ჰქონდა საქმე, აპირებდა მანქანის ნაწილის შეკეთებას. ვინაიდან იყო წვიმიანი ამინდი და ვერაფერს აკეთებდნენ, გადაწყვიტეს ქალაქში წამოსვლა თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად და შემდეგ გართობის მიზნით რესტორან ,,ბ--------ში“ შესვლა. მისი განმარტებით მას ჰყავს ა/მანქანა უაზი, რომლისთვისაც სჭირდებოდა 2 ცალი ამორტიზატორი. მან იცოდა რომ გ----–---–ების კუთვნილ ჯართის მიმღებ პუნქტში ნაწილებად იშლებოდა მსგავსი ტიპის ა/მანქანები. მათ პირველ რიგში გ--–- ბ--–---–---–ის მიერ წამოღებული მანქანის ნაწილი დატოვეს ხელოსანთან გასაკეთებლად და შემდეგ წავიდნენ ამორტიზატორების მოსაძიებლად. ისინი მივიდნენ გ----–---–ების კუთვნილ ჯართის მიმღებ პუნქტში. მათ იქ დახვდათ პ------ გ----–---–ი, რომელსაც აუხსნეს თუ რა დეტალი სჭირდებოდათ. მან უთხრა, რომ აღნიშნული დეტალის მოძიება შესაძლებელი იყო თუმცა ამისთვის დრო იყო საჭირო და მას იმ დროისთვის არ ეცალა. გ---- ა------–---–მა მას შესთავაზა, რომ თავად მოხსნიდნენ მანქანიდან ამ დეტალს, რაზეც პ------ გ----–---–ი მათ დასთანხმდა. გ--–- ბ--–---–---–ს ეხერხებოდა მსგავსი საქმე და აპირებდა დეტალის მოხსნას. ამ დროს გამოიარა პ------ გ----–---–ის ძმამ-გ------- გ----–---–მა. მოწმე მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც იცნობდა ბავშვობიდან, რადგან თანასოფლელები არიან და მათთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. სხვა დროს შეხვედრისას ისინი ყოველთვის ესალმებოდნენ და კითხულობდნენ ერთმანეთს. გ---- ა------–---–ი ჩვეულებისამებრ მიესალმა გ------- გ----–---–ს, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა მისი სალამი და ხმაც არ ამოუღია. გ---- ა------–---–მა მას ჰკითხა ნაწყენი ხომ არ იყო მასზე ან რამეზე ხომ არ ემდუროდა მას, ამაზე გ------- გ----–---–მა მას უწმაწური პასუხი გასცა, რაც არ ესიამოვნა გ---- ა------–---–ს და მანაც იგივე ფორმით გასცა პასუხი და მიაყენა იგივე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მისგან მიიღო. ამ დროს დაიძაბა სიტუაცია. დაიწყო გაწევ - გამოწევა. ის ფაქტი, რომ მათ შორის კამათი ხელის არ ჩამორთმევის გამო დაიწყო სიმართლეს არ შეესაბამება. გ--–- ბ--–---–---–მა და ა------ მ-------–---–მა სთხოვეს მას დამშვიდება და გ------- გ----–---–ისთვის თავის დანებება, ვინაიდან მას მოქმედი პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული და შესაძლოა მდგომარეობა გაეუარესებინა გაერიდნენ სიტუაციას და დატოვეს ობიექტი. ობიექტიდან გამოსვლისას მათი კუთვნილი ა/მანქანა იდგა ობიექტის მოშორებით მარჯვენა მხარეს, რომლის მოსაყვანდაც წავიდა ა------ მ-------–---–ი, ხოლო თავად და გ--–- ბ--–---–---–ი მარცხენა მხარეს წავიდნენ ობიექტიდან დასაშორებლად.

მას თავიდანვე შეტყობინებული ჰქონდა ლ----- კ-----------ისთვის, რომ რესტორან ,,ბ--------ში“ შეხვედრილიყვნენ, რომელიც ობიექტიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ლ----- კ-----------ი ამ დროს მათ ელოდებოდა რესტორანთან და რადგან მათ დაიგვიანეს, მათთან ფეხით მივიდა.

ამ პერიოდში, სანამ ა------ მ-------–---–ი მათთან მიიყვანდა მანქანას, ამასობაში მათთან მივიდა პ------ გ----–---–იც, რომელიც მათ უხსნიდა, რომ მათი ურთიერთობიდან გამომდინარე აქ გასართულებელი და საკამათო არაფერი იყო. საუბრის დროს პ------ გ----–---–ს გ--–- ბ--–---–---–ის მიმართ ჰქონდა მაპროვოცირებელი საუბარი და უხსენებდა ძველ ვალს. ამ საუბრის დროს მათთან მივიდა გ------- გ----–---–ი, რომელმაც აგრესიული ტონით უთხრა თავის ძმას ,,რაღას ელაპარაკები, რა აზრი აქვსო“ და ამასობაში კვლავ გაწევ-გამოწევა და ჩოჩქოლი ატყდა. მათ არ მიუყენებიათ რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა ვინმესთვის და არც გ----–---–ებისთვის და მ-----–---–ებისთვის შეუმჩნევიათ რაიმე სახის დაზიანება ან სისხლი. მათ უშუალოდ არ განუხორციელებიათ ხელის დარტყმა დაზარალებულების მიმართ, ან გამიზნულად არ გაულახავთ, ხელი შესაძლოა არც მოხვედრიათ მათ, იყო უბრალო ძიძგილაობა და ამასობაში დამშვიდდნენ და წამოვიდნენ.

მისი განმარტებით, მას ობიექტზე ყოფნისას ა------ მ-----–---–ისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია, არც კი იცნობდა მას და როგორც შემდგომ გაიგო ის ობიექტზე დარაჯად მუშაობდა. მას და დანარჩენ ბრალდებულებს არც მანამდე და არც კამათის დროს არანაირი დაპირისპირება მოსვლიათ ა------ მ-----–---–თან და მისთვის რაიმე სახის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ამ შეხლა-შემოხლის დროს ა------ მ-----–---–იც მათს გაშველებას ცდილობდა. მას არავინ შეხებია, უცბათ სირბილით მოვიდა და შემდეგ ისევ სირბილით გაბრუნდა უკან და მოიყვანა ნ------- გ----–---–ი.

ვინაიდან გ----–---–ები მუდმივად მანქანებს შლიან ნაწილებად, ტანსაცმელი და სახე ჰქონდათ დასვრილ მდგომარეობაში და გამორიცხული არ არის კამათამდე მათ რაიმე სახის დაზიანება ჰქონოდათ მიღებული მათი სამუშაოს შედეგად, თუმცა ამის შემჩნევა მათი დასვრილი მდგომარეობიდან გამომდინარე რთული იყო. იმ შემთხვევაში თუ მათ სადმე რაიმე ნაკაწრი ან ჭრილობა ექნებოდათ, შესაძლებელი იქნებოდა ამის დანახვა. ამ დროს მან დაინახა ა------ მ-----–---–ი, რომელიც მათკენ მორბოდა ჯართის მიმღები პუნქტიდან. ,,შემოვარდა ხალხში და შემდეგ უკან გაბრუნდა“. ამ დროს იქვე ახლოს სხვა პიროვნებებიც იმყოფებოდნენ, რადგან საჯართესთან ახლოს ბლოკის ცეხებია და იქ მომუშავეებიც შეესწრნენ ამ ფაქტს.

იქ მყოფები კვლავ დაწყნარებული და გაჩერებულები იყვნენ, რა დროსაც მათთან მივიდა გ----–---–ების მამა, ნ------- გ----–---–ი, რომელიც კამათის არც ერთ ფაქტს უშუალოდ არ შესწ---ბია, ეკითხებოდა თავის შვილებს თუ რა ხდებოდა, იჩხუბეს ან ვინმემ ხელი თუ დაარტყა მათ, რაზეც მას უპასუხა გ------- გ----–---–მა, რომ არაფერი მომხდარა და მისთვის არავის დაურტყამს. ნ------- გ----–---–ი იწევდა ლ----- კ-----------ისკენ და ყვიროდა წაეთრიეთო, ლ----- კ-----------მა ხელი მოჰკიდა მას და უნდოდა მისი სიტუაციიდან განრიდება რადგან მათთან შედარებით ასაკიანი იყო. ამ ყველაფერზე გაბრაზებულმა ნ------- გ----–---–მა ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი, დარეკა 112-ზე და აცნობა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით ნ------- გ----–---–ის ქმედება მან რეალურად არ აღიქვა, რადგან ნ------- გ----–---–მა მალევე დაასრულა ტელეფონით საუბარი და მიიჩნია, რომ მან ეს მათს შესაშინებლად განახორციელა, რათა მათ იქაურობა დაეტოვებინათ. ამ დროს მან უთხრა იქ მყოფებს რომ დამსხდარიყვნენ მანქანაში და წასულიყვნენ და არც იცოდა, რომ ნ------- გ----–---–მა მართლა დარეკა პოლიციაში. მათ იქაურობა დატოვეს და სახლში გაემართნენ. მოგვიანებით, როდესაც მან შეიტყო, რომ პოლიციაში იყო დაბარებული, თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში, სადაც მათ დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ გარკვეულ შეღავათებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაპირდნენ და ამიტომაც აღიარეს ბრალდებულებმა დანაშაული.

გ---- ა------–---–ის ჩვენება დაადასტურეს სხვა ბრალდებულებმაც, ლ----- კ-----------მა, ა------ მ-------–---–მა და გ--–- ბ--–---–---–მა.

2017 წლის 17 ოქტომბერს 16:30 საათიდან 17:10 საათის პერიოდში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა-–---------- თ------–---–ის მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერება ჩატარდა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ვინაიდან დაყოვნება გამოიწვევდა შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებების განადგურებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოქმედება ჩატარდა ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე პ------ გ----–---–ის კუთვნილ ჯართის მიმღები პუნქტის მიმდებარედ, დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა გ------- გ----–---–მა ასევე დათვალიერებაში მონაწილე ა-------------ის მიერ გადაღებულ იქნა ფოტომასალა, რომელიც ერთვის ოქმს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–---------- თ------–---–მა და ექსპერტმა ა-------------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------რის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N5--------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს,,უ------ი ს--–--’’ ახალციხის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N0----- – ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით გ------- გ----–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევი და სისხლის ნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------რის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N5--------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ,,ა---––-------–----- ი----ის’’ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N5--- – ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით ა------ მ-----–---–ის ცხვირის არეში არსებული ნაჭდევი, ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- მ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

ს--–-- - ჯავახეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 3-------------ის მომართვით დადგენილია, რომ გ---- მ--–----ის-ძე ა------–---–ი დაბ.1-.0-.1---წ. ს--–---ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2--------ის N1/2---1-წ განაჩენით, რომელსაც მისჯილი აქვს პირობითი მსჯავრი 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

2--- წლის 2--------ის N1/2---1-წ განაჩენით, გ---- ა------–---–ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

2017 წლის 3-------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით გ------- გ----–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პირველი პრიმა მუხლის ,,ბ’’ და ,,გ’’.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულების ა------ მ-------–---–ის, გ--–- ბ--–---–---–ის, ლ----- კ-----------ის და გ---- ა------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ორი პირის მიმართ.

საქმის განხილვით დადგენილია, რომ ბრალდებულები გ---- ა------–---–ი, ა------ მ-------–---–ი და გ--–- ბ--–---–---–ი 2017 წლის 10 ოქტომბერს მივიდნენ ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე პ------ გ----–---–ის კუთვნილ ჯართის მიმღები პუნქტის ტრიტორიაზე მათ ესაჭიროებოდათ კონკრეტული ავტომობილის დეტალი. გ---- ა------–---–ი ესაუბრებოდა პ------ გ----–---–ს, როდესაც მათ მიუახლოვდათ გ------- გ----–---–ი. გ---- ა------–---–ი განაწყენდა რა გ------- გ----–---–ის მისალმების ფორმაზე, უთხრა მას, რომ მას ესე არ ესალმებოდნენ, ასევე შენიშნა, რა ქამარი პოლიციის წარწერით, უთხრა მას რომ ,,პოლიციაში აღარ მუშაობ და რაღა გაბლატავებსო". პ------ გ----–---–მა სცადა მისი დაწყნარება, თუმცა უშედეგოდ, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც მალევე დასრულდა. გ---- ა------–---–ი და მისი თანმხლები პირები წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან, თუმცა გ---- ა------–---–მა დაიბარა, რომ კიდევ დაბრუნდებოდა სიტუაციის გასარკვევად. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, გ---- ა------–---–ი, ა------ მ-------–---–ი, გ--–- ბ--–---–---–ი დაბრუნდნენ იგივე ადგილას, მათ დამატებით ახლდათ ლ----- კ-----------იც. მათთან შესახვედრად მივიდა პ------ გ----–---–ი და დაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე ლ----- კ-----------ის გვერდით. იგი კვლავ უხსნიდა მათ, რომ მომხდარში რაიმე საპრობლემო არ იყო და არ ღირდა ამ ვითარების გასარჩევად ,,გვერდზე" გასვლა. რამოდენიმე წუთში გ------- გ----–---–მა დააფიქსირა რა რომ მისი ძმა პ------ გ----–---–ი აღარ იყო ჩვეულ ადგილას დაუწყო ძებნა და დაინახა ტერიტორიაზე მდგარი ავტომანქანა და გაემარტა მათკენ. მიახლოებული გ------- გ----–---–ის დანახვისთანავე გ---- ა------–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყომა, ასევე ავტომანქანიდან გადავიდნენ ლ----- კ-----------ი, ა------ მ-------–---–ი და გ--–- ბ--–---–---–ი, რომელთაც ასევე მიაყენეს გ------- გ----–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა. ავოტანქანიდან გადასული პ------ გ----–---–ი ცდილობდა მისი ძმის გ------- გ----–---–ის დაცვას და ხელს უშლიდა მოჩხუბრებს გ------- გ----–---–ის ცემაში. ამ დროს მათ გასაშველებლად შემთხვევის ადგილზე მივიდა ა------ მ-----–---–იც, რომლის განმარტებით შემთხვევით მისთვის უცნობი ადამიანისაგან მიიღო სხეულის დაზიანება სახის არეში და მაშინვე დატოვა შემთხვევის ადგილი. მისი წასვლის შემდეგ ადგილზე მივიდა ნ------- გ----–---–ი, რომელმაც დარეკა 112-ზე და საბოლოოდ შეწყვიტეს გ---- ა------–---–მა, ლ----- კ-----------მა, გ--–- ბ--–---–---–მა და ა------ მ-------–---–მა გ------- გ----–---–ის ცემა და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს ორი პირის ცემა ჯგუფურად, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა------ მ-----–---–ს განზრახ. გ------- და პ------ გ----–---–ები განმარტავენ, რომ ა------ მ-----–---–ის შემთხვევის ადგილზე მისვლა არ დაუფიქსირებიათ, ხოლო თავად დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მისთვის განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, არამედ ჩხუბის დროს შემთხვევით მოხვდა მისთვის უცნობი პირის ხელი როგორც გამშველებელს, ხოლო წაქცეული გრძნობდა დარტყმებს, მაგრამ არ იცის ვინ ურტყამდა და რა ვითარებაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ა------ მ-----–---–ს წარსულ პერიოდში ბრალდებულებთან რაიმე დაპირისპირება არ ჰქონია რაც მათ განზრახვაზე მიუთითებდა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე მყოფი პ------ გ----–---–იც ასევე ცდილობდა ბრალდებულების შეჩერებას, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ორი პირის მიმართ ა------ მ-----–---–ის ნაწილში. რაშიც ბრალდებულები უნდა გამართლდნენ.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ძალადობა ე.ი. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად;

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლოს დასკვნა ა------ მ-------–---–ის, გ--–- ბ--–---–---–ის, ლ----- კ-----------ის და გ---- ა------–---–ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე პ------ გ----–---–ის კუთვნილ ჯართის მიმღები პუნქტის მიმდებარე ტრიტორიაზე ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, გ---- ა------–---–მა, გ--–- ბ--–---–---–მა და ა------ი მ-------–---–მა ჯართის მიმღებ პუნქტზე დასაქმებულ გ------- გ----–---–ს სახისა და ტანის არეში ფეხებისა და ხელების დარტყმით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო, ლ----- კ-----------მა ერთხელ დაარტყა გ------- გ----–---–ს ხელი, რის შემდეგაც კვლავ იწევდა მისკენ დასარტყმელად, თუმცა პ------ გ----–---–ი არ აძლევდა დარტმის საშუალებას. ცემის შედეგად გ------- გ----–---–მა სხეულის დაზიანებასთან ერთად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

რაც შეეხება ბრალდებულების ჩვენებებს, ისინი არ უარყოფენ კონფლიქტის არსებობას გ------- გ----–---–თან ამასთან, არ ადასტურებენ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას - დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------რის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- გ----–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს ანუ 10 ოქტომბერს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ბრალდებულების ა------ მ-------–---–ის, გ--–- ბ--–---–---–ის,ლ----- კ-----------ის და გ---- ა------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა გ------- გ----–---–ის ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ჯგუფურად.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა------ მ-------–---–ის, გ--–- ბ--–---–---–ის, ლ----- კ-----------ის და გ---- ა------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილი ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ა------ მ-------–---–ს და გ--–- ბ--–---–---–ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ლ----- კ-----------ის და გ---- ა------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არ გააჩნია.

ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა, კერძოდ, 2--- წლის 2--------ის N1/2---1-წ განაჩენით, გ---- ა------–---–ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

201- წლის 7--------ოს N1/1-3-1-წ განაჩენით ლ----- კ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ა------ მ-------–---–ს და გ--–- ბ--–---–---–ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, ხოლო ლ----- კ-----------ს და გ---- ა------–---–ს თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს თითოეული ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილი ბრალისა, თითოეულის ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, მათ ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდგომ.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით;

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა------ მ-------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ..გ.. პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ა------ მ-----–---–ის ნაწილში).

ა------ მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

2. გ--–- ბ--–---–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ..გ.. პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ა------ მ-----–---–ის ნაწილში).

გ--–- ბ--–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

3. ლ----- კ-----------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ..გ.. პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ა------ მ-----–---–ის ნაწილში).

ლ----- კ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან 2019 წლის 20 დეკემბრიდან.

4. გ---- ა------–---–ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ..გ.. პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ა------ მ-----–---–ის ნაწილში).

გ---- ა------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2--------ის N1/2---1-წ. განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით (2--- წლის 2--------ის N1/2---1-წ.) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ---- ა------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

მსჯავრდებულს გ---- ა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

5. მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონებები:

ბრალდებულ გ---- ა------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 7 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ლ--–- კ------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი წ--- (ღელეში), საკადასტრო კოდი - 6-.0-.2-.0--.

ბრალდებულ ლ----- კ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 7 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული შ----- წ--–----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი სოფელი უ---, ,,წ----’’, საკადასტრო კოდი - 6-.1-.3-.0--.

ბრალდებულ ა------ი მ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ჯ------- მ-------–---–ის (პ/ნ 0---1002---), მ------ ა---–---–---–ის (პ/ნ 0---101-9--), ხ----- მ-------–---–ის (პ/ნ 0---102----) და ა------ი მ-------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი უ---, ,,ბ------–--ი’’, საკადასტრო კოდი - 6-.1-.2-.0--.

ბრალდებულ გ--–- ბ--–---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ჯ------- მ-------–---–ის (პ/ნ 0---1002---), მ------ ა---–---–---–ის (პ/ნ 0---101-9--), ხ----- მ-------–---–ის (პ/ნ0---102----) და ა------ი მ-------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი უ---, ,,ბ------–--ი’’, საკადასტრო კოდი - 6-.1-.2-.0--. (ახალციხის რაიონული სასამართლოს 1- დეკემბრის №1-/0---17წ).

6. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულების ა------ მ-------–---–ისა და გ--–- ბ--–---–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი