განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
140100119003180230
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003180230

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/434-19 11 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თ----- ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - ხ---- ქ-------–-–---–ის,ბრალდებულ - თ------ ი------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028040819001 საქმე თ------ დ--------- ძე ი------–---–ის (დაბადებული 19---–-–------------------ პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით,-

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, თ------ ი------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ------ ი------–---–მა მეუღლეს ლ--- ი------–---–ს მიაყენა ფიზიკური სახის შეურაცხყოფა - მოქაჩა თმებზე, თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ--- ი------–---–მა განიცადაფიზიკური ტკივილი.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ------ ი------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

მოწმეებმა: ლ--- ი------–---–მა და დ-------- ი------–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----– თ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ბინის ჩხრეკაში, საგამოძიებო ექპსპერიმენტში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას რაიმე კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი. შედგა შესაბამისი ოქმები, რაც მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დაადასტურა ოჯახური ძალადობის ფაქტი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----- მ------–-–---–-- ჩვენებით დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული სამ საგამოძიებო მოქმედებაში, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები, რაც მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გიორგი გაროზაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ბინის ჩხრეკაში, საგამოძიებო ექპსპერიმენტში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას რაიმე სახის კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი. შედგა შესაბამისი ოქმები, რაც მასში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დაადასტურა ოჯახური ძალადობის ფაქტი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- ა--–------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე. ლ--- ი------–---–მა გააკეთა შეტყობინება, რომ ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და პოლიციის დახმარებას ითხოვდა. მის მიერ იქნა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორეს ადასტურებს. შედგა შესაბამისი ოქმები, რაც მასში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით.

სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ------ ი------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და იგი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირდაპირი მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე ადასტურებდა თ------ ი------–---–ის მიერ ძალადობისა ჩადენის ფაქტს, იყო დაზარალებულ ლ--- ი------–---–ის და მოწმე დ-------- ი------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებები. თუმცა დაზარალებულმა და მოწმემ სასამართლო სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის, მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. კონკრეტულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ-------- ი------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი და დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი, რომ სწორედ დ-------- ი------–---–ის მიერ განვითარებული ქმედების შედეგად მიიღო დაზიანებები და საერთოდ განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის დროს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია, ხოლო დაზარალებულმა, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კონფლიქტთან და ტკივილის განცდასთან დაკავშირებით, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში დ-------- ი------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობად ვერ იქნება მიჩნეული 2019 წლის 04 აგვისტოს შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ასეთ ვითარებაში მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული სასამართლოს მიერ, როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა არათუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა დ-------- ი------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-271, 275-276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ ი------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თ------ ი------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

3.გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე