გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
200210118002457963
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/470-18

№200210118002457963

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი თინათინ ფეიქრიშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ს------ი“

წარმომადგენელი - ზ---- ნ------ა

მოპასუხე - თ--–--ის მ----–----–------ი მ-----

დავის საგანი: თ--–--ის მ----–----–------ის მერიის 2018 წლის 10 მაისის №690 ბრძანების და თ--–--ის მ----–----–------ის მერიის 2018 წლის 10 მაისის №695 ბრძანების ბათილად ცნობა;

 

მოსარჩელე - თ--–--ის მ----–----–------ი მ-----

წარმომადგენელი - ნ---- ჭ------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ს------ი“

წარმომადგენელი - ზ---- ნ------ა

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. თავდაპირველი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თ--–--ის მ----–----–------ის მ-----სა და შპს ,,ს------ს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული №1213/713 თ--–--ის მ----–----–------ის მერიის 2018 წლის 10 მაისის N690 ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი თ--–--ის მ----–----–------ის მერიის 2018 წლის 10 მაისის №695 ბრძანება პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

 

მოსარჩელე შპს ,,ს------ის“ მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

2017 წლის 29 დეკემბერს თ--–--ის მ----–----–------ს მ-----სა და შპს ,,ს------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1213/713. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თ--–--ში სხვადასხვა ქუჩის, აგრეთვე მ----–----–------ის სოფლების: ვ----------ნის შიდა საუბნო გზების მოასფალტების (სოფლის ცენტრიდან მ------------–----ის ეკლესიამდე მიმავალი გზა), ი---–--ოს შიდა საუბნო გზების მოასფალტების, ს-------ეს შიდა საუბნო გზების მოასფალტების, ბ--–---ის შიდა საუბნო გზების მოასფალტების, ა-----ას შიდა საუბნო გზების მოასფალტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, შემსყიდველის-თ--–--ის მ----–----–------ის წარმომადგენლები (წარმომადგენლები, ინსპექტირების ჯ-----ი, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილნი იყვნენ ჩაეტარებინათ მიწოდებული მომსახურების ტექნიკური დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასება. შემსყიდველის მიერ ასეთ წარმომადგენლად-საზედამხედველო ორგანოდ განისაზღვრა შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ი“. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 2018 წლის 28 თებერვალი. ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, ყოველი გადაცილებული დღისთვის 0.2%-ის ოდენობით. ხელშეკრულება აგრეთვე შეიცავდა პირობას: თუ მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველი იტოვებდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. შპს ,,ს------ის“ მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ხორციელდებოდა შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----თან“ მჭიდრო კონტაქტში, მათი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,ს------მა“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჩაწერილი C დისკებზე გადაუგზავნა საზედამხედველო ორგანოს. მხოლოდ ამ ორგანოს დადებითი დასკვნის შემდეგ იყო შესაძლებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემსყიდველისათვის. შპს ,,ს------ისათვის“ დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო საზედამხედველო ორგანომ დოკუმენტაციის ექსპერტიზა არ ჩაატარა დროულად. შპს ,,ს------ის“ წარმომადგენლის ყველა სატელეფონო ზარზე პასუხი იყო ერთი: დოკუმენტაციის შემოწმება დასრულდებოდა უახლოეს დღეებში. 2018 წლის 23 მარტს კი გაირკვა, რომ შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----მა“ დაკარგა მიწოდებული დოკუმენტაცია და ითხოვდნენ ხელახლა მათ მიწოდებას, რაც იმდღესვე განხორციელდა ელექტრონულად. 2018 წლის 10 მაისს, შპს ,,ს------ისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თ--–--ის მ----–----–------ის მერის ბრძანებით შეწყვეტილ იქნა თ--–--ის მ----–----–------ის მ-----სა და შპს ,,ს------ს“ შორის 2018 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული №1213/713 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ინსპექტირების ჯ-----ის მოხსენებითი ბარათი (27.04.2018). ამ ბარათის მიხედვით შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ის“ 2018 წლის 25 აპრილის №0----- ინსპექტირების ანგარიშის დასკვნის მიხედვით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესრულებულია ხარვეზებით და არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს. გარდა ამისა, 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ს------ზე“ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებულმა თანხამ გადააჭარბა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 2%-ს და ინსპექტირების ჯ-----ის რეკომენდაცია: შეწყდეს ხელშეკრულება შპს ,,ს------თან“. იმავე დღეს თ--–--ის მ----–----–------ის მერის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება №695 შპს ,,ს------ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. 2018 წლის 15 მაისს თ--–--ის მ----–----–------ის მ-----მ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,ს------ის“ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

მოპასუხე თ--–--ის მ----–----–------ის მერიის პოზიცია, შპს ,,ს------ის“ სარჩელზე:

 

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება მოსარჩელესა და თ--–--ის მ----–----–------ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მხარეს უნდა წარედგინა ქ. თ--–--ში ი-–---–ის, ლ------------ის, ო-------ის ქუჩის მონაკვეთის, დ----- რ--------ის, კ------- დ----ს, ღ------–----–ის ქუჩების და მ----–----–------ის სოფლების: ვ----------ნის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (სოფლის ცენტრიდან მ-------ი ა----–----ის ეკლესიისკენ მიმავალი გზა), ი---–--ოს შიდა საუბნო გზების მოასფალტება (ი-----–------ უბანი, თ----–-----ის უბანი), ს-------ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება, ბ--–---ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (გ-------ის უბანი), კ-------ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (სასაფლაოსკენ მიმავალი გზა), ა-----ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (ღვინის ქარხნისკენ მიმავალი გზა). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელე მხარეს უნდა შეესრულებინა 2018 წლის 28 თებერვლამდე, თანახმად სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების №1213/713 132-ე მუხლისა. თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული აღნიშნულ ვადაში, რაც დასტურდება თ--–--ის მ----–----–------ის ინსპექტირების ჯ-----ის 2018 წლის 27 აპრილის მოხსენებითი ბარათით, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,ს------ის“ საპროექტო დოკუმენტაციაზე შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ის“ №0----- ინსპექტირების ანგარიში წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 25 აპრილს. დასკვნაში მითითებულია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესრულებულია ხარვეზით და არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების №1213/713 მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად ,,იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2 პროცენტს შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.“ სწორედ აღნიშნული მუხლის მოთხოვნის საფუძველზე 2018 წლის 10 მაისს გამოცემული იქნა თ--–--ის მ----–----–------ის მერის №690 და №695 ბრძანებები ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტის მოთხოვნა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ის“ 2018 წლის 02 და 18 აპრილის წერილები, სადაც მითითებულია იმ დარღვევების თაობაზე, რა დაშვებული იქნა შპს ,,ს------ის“ მიერ მომზადებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ეცნობა მოსარჩელე მხარეს, თუმცა მათ მიერ არ იქნა შესწორებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

 

2. მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის მერიის სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.1. მოპასუხეს შპს ,,ს------ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 5526.64 (ხუთიათასხუთასოცდაექვსი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის მერიის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის მერიის მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

 

თ--–--ის მ----–----–------ს მ-----სა და მოპასუხე შპს ,,ს------ს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1213/713/ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს------ს“ 2018 წლის 28 თებერვლამდე უნდა წარმოედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგი სახის სამუშაოებს, კერძოდ ქ. თ--–--ში ი-–---–ის, ლ------------ის, ო-------ის ქუჩის მონაკვეთის, დ----- რ--------ის, კ------- დ----ს, ღ------–----–ის ქუჩების და მ----–----–------ის სოფლების: ვ----------ნის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (სოფლის ცენტრიდან მ-------ი ა----–----ის ეკლესიისკენ მიმავალი გზა), ი---–--ოს შიდა საუბნო გზების მოასფალტება (ი-----–------ უბანი, თ----–-----ის უბანი), ს-------ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება, ბ--–---ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (გ-------ის უბანი), კ-------ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (სასაფლაოსკენ მიმავალი გზა), ა-----ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება (ღვინის ქარხნისკენ მიმავალი გზა). 2018 წლის 25 აპრილის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და თანდართული შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ის“ 2018 წლის 25 აპრილის №00089 ინსპექტირების ანგარიშის დასკვნით, დასტურდება, რომ შპს ,,ს------ის“ მიერ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა საფუძველი მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების, ვინაიდან 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების 13.2. პუნქტით (წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადაა 2018 წლის 28 თებერვლამდე) განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე მხარესთან 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №1213/713 შეწყვეტილ იქნა და 2018 წლის 10 მაისს გამოცემული იქნა ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 5526.64 ლარის ოდენობით. ბრძანების ასლი გაეგზავნა მოპასუხე მხარეს და დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდისთვის განესაზღვრა 10 დღიანი სამუშაო ვადა. მოპასუხე მხარეს 2018 წლის 17 მაისს ჩაბარდა ბრძანების ასლი, მას 2018 წლის 31 მაისამდე ნებაყოფლობით უნდა გადაეხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული.

 

მოპასუხე შპს ,,ს------ის“ პოზიცია თ--–--ის მ----–----–------ის მერიის სარჩელზე:

 

2017 წლის 29 დეკემბერს თ--–--ის მ----–----–------ის მ-----სა და შპს ,,ს------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1213/713. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს------ს“ 2018 წლის 28 თებერვლამდე უნდა წარედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თ--–--ში რიგი ქუჩებისა და მ----–----–------ში შემავალი სოფლების შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოებს. 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,ს------მა“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჩაწერილი C დისკებზე გადაუგზავნა საზედამხედველო ორგანოს. შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----მა“ არ უზრუნველყო ინსპექტირების ანგარიშის დროული შედგენა, მხოლოდ 2018 წლის 25 აპრილს მოახერხა ინსპექტირების ორგანომ ინსპექტირების ანგარიშის (დასკვნის წარდგენა) თ--–--ის მ----–----–------ში. შპს ,,ს------ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები-შედგენილი დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა ვადის სრული დაცვით და შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრებას თვლის უკანონოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ--–--ის მ----–----–------ის მ-----სა და მოპასუხე შპს ,,ს------ს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1213/713/. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 28 თებერვლამდე შპს ,,ს------ს“ უნდა წარედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგი სახის სამუშაოებს, კერძოდ ქ. თ--–--ში ი-–---–ის, ლ------------ის, ო-------ის ქუჩის მონაკვეთის, დ----- რ--------ის, კ------- დ----ს, ღ------–----–ის ქუჩების და მ----–----–------ის სოფლების: ვ----------ნის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (სოფლის ცენტრიდან მ-------ი ა----–----ის ეკლესიისკენ მიმავალი გზა), ი---–--ოს შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (ი-----–------ უბანი, თ----–-----ის უბანი), ს-------ის შიდა საუბნო გზების მოასფალტება, ბ--–---ის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (გ-------ის უბანი), კ-------ის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (სასაფლაოსკენ მიმავალი გზა), ა-----ის შიდა საუბნო გზების მოასფალტებას (ღვინის ქარხნისკენ მიმავალი გზა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 ხელშეკრულება (საქმე №2/530-18, ს.ფ. 16-19)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება თუ მხარე ვერ უზურნველყოფს თავისი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. ამავე ხელშეკრულების 13.2. პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა იყო 2018 წლის 28 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 დეკემბერის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება(საქმე №2/530-18, ს.ფ. 16-19)

 

3.2.2. შპს ,,ს------მა" 2018 წლის 23 მარტს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარუდგინა შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ს“ ანგარიშის შესადგენად, ხოლო 2018 წლის 25 აპრილს კი თ--–--ის მუიციპალიტეტის მ-----ში წარადგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ის“ 2018 წლის 25 აპრილის №00089 ინსპექტირების ანგარიშის თანახმად:

,,შპს ,,ს------ის“ (ს/კ - 2--------) მიერ, ელექტრონული ტენდერის NAT170014092 ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შედგენილი თ--–--ის მ----–----–------ისათვის მერიისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესრულებულია ხარვეზებით, არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს; წრამოდგენილი პროექტით შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნულ პროექტებს ეძლევა უარყოფითი შეფასება;"

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----ის“ 2018 წლის 25 აპრილის №00089 დასკვნა (საქმე №2/530-18, ს.ფ. 37)

- -მოწმე თ---------- ჩ-------ის ჩვენება(იხ.ოქმი 28.11.2019. 14:26:47-14:40:34)

 

3.2.3. შპს ,,ს------მა“ მის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა და დაარღვია სამუშაოების შესრულების ვადა, რომელიც გათვალსიწინებული იყო 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების 13.2. პუნქტით ( ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა იყო 2018 წლის 28 თებერვლამდე).

თ--–--ის მ----–----–------ის მ-----მ 2018 წლის10 მაისს ხელშეკრულების 12.1.პუნქტის თანახმად ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 დეკემბერის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

 

- თ--–--ის მ----–----–------ის მერის 2018 წლის 10 მაისის ბრძანება №690 (საქმე №2/530-18, ს.ფ. 14);

 

3.2.4. 2017 წლის 29 დეკემბრის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ,,9.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების 13.2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

9.2 წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით;

9.3 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2 (ორი) პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამატეხლოს ანაზღაურება";

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 დეკემბერის №1213/713 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

 

3.2.5. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შპს ,,ს------ს“, მის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, თ--–--ის მერის 2018 წლის 10 მაისის ბრძანების საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 5526.64 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხე მხარეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა ნებაყოფლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ--–--ის მ----–----–------ის მერის 2018 წლის 10 მაისის ბრძანება №695 (საქმე №2/530-18, ს.ფ. 15)

 

3.2.6. შპს ,,ს------ს“ 2018 წლის 17 მაისს ჩაბარდა ბრძანების ასლი, მას 2018 წლის 31 მაისამდე ნებაყოფლობით უნდა გადაეხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საფოსტო გზავნილი (საქმე №2/530-18, ს.ფ. 38)

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,ს------ს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თ--–--ის მ----–----–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამდენად, მოვალეს (მოსარჩელეს) ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი ბრალეული მოქმედების შედეგად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს,,ს------ის", წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,ს------მა“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჩაწერილი C დისკებზე გადაუგზავნა საზედამხედველო ორგანოს და შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----მა“ ვერ უზრუნველყო ინსპექტირების ანგარიშის დროული შედგენა და მხოლოდ 2018 წლის 25 აპრილს მოახერხა ინსპექტირების ორგანომ ინსპექტირების ანგარიშის (დასკვნის) წარდგენა თ--–--ის მ----–----–------ში, ვინაიდან ამავე დასკვნის თანახმად და საქმეზე მოწმედ დაკითხული ექსპერტ თ---------- ჩ-------ის განმარტების თანახმად(იხ.ოქმი), საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდა 2018 წლის 23 მარტს, შემოწმებისას აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და უზუსტობების შესახებ შპს ,,ს---–------ მ-------------ის ჯ-----მა“ 2018 წლის 02 და 18 აპრილს აცნობა თ--–--ის მ-----ს, ხოლო შპს ,,ს------ს" -2018 წლის 03 აპრილს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები შპს,,ს------ის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სსკ-ის 316.1.; 317.1. მუხლები).

სწორედ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე თ--–--ის მ----–----–------ის მ-----მ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.1. პუნქტის საფუძველზე გამოსცა თ--–--ის მ----–----–------ის მ-----სა და შპს ,,ს------ს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული №1213/713 თ--–--ის მ----–----–------ის მერიის 2018 წლის 10 მაისის №690 ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და 2018 წლის 10 მაისის №695 ბრძანება შპს ,,ს------ისათვის" პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ მითითებულმა გარემოებამ გამოიწვია სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია რომ შპს ,,ს------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იწოდება ნასყიდობის ხელშეკრულებად, მისი შინაარსის გათვალისწინებით შესასრულებელი ვალდებულება უნდა შეფასდეს ნარდობის ხელშეკრულებად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს ევალებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეესრულებინა სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს ეკისრებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად განიხილება. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. კანონი ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა / არაჯეროვანი შესრულება ან/და ვადაგადაცილება ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს წერილობითი შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

,,პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად" (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015; საქმე №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.).

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის წინაპირობად სავალდებულოა იმ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დარღვევის (არაჯეროვანი შესრულების ან მისი შეუსრულებლობის) ფაქტის დადგენა, რომლის უზრუნველსაყოფადაც მხარეები შეთანხმდენენ პირგასამტეხლოზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ს------მა" დაარღვია ვალდებულება, რის გამოც თ--–--ის მ----–----–------ის მ-----მ 2017 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების 12.1. პუნქტის საფუძველზე ცალხმრივად შეწყვიტა შპს ,,ს------თან" დადებული ხელშეკრულება და მასვე დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რა რომ შპს ,,ს------მა" არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის მერიის სარჩელი და მოპასუხე შპს ,,ს------ს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 5526.64 (ხუთიათასოცდაექვსი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა თ--–--ის მ----–----–------ის მერიის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,ს------ის“ მიერ თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და მასვე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 165.00 (ასსამოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს ,,ს------ის’’ წარმომადგენლის ზ---- ნ------ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სხვა პირს - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, დავის არსებითად გადაწყვეტამდე, აეკრძალა არ მოახდინოს შპს ,,ს------ის“ (ს/კ 2--------) მიმართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურები შპს ,,ს------ის“ ,,შავ სიაში“ დარეგისტრირების მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,ს------ის“ სარჩელი მოპასუხე თვითმმართველი თემი თ--–--ის მ----–----–------ის მიმართ თ--–--ის მ----–----–------ის მერის 2018 წლის 10 მაისი №690 ბრძანების №1213/713 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და თ--–--ის მ----–----–------ის მერის 2018 წლის 10 მაისის №695 ბრძანების, შპს ,,ს------ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ს------ის“ მიერ თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის სარჩელი და მოპასუხე შპს ,,ს------ს“ დაეკისროს პირგასამტეხლოს 5526.64 (ხუთიათასოცდაექვსი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის დაკისრების თაობაზე.

 

4. მოპასუხე შპს ,,ს------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 165.00 (ასსამოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

5. გაუქმდეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ს------ის’’ წარმომადგენლის ზ---- ნ------ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სხვა პირს - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, დავის არსებითად გადაწყვეტამდე, აეკრძალა არ მოახდინოს შპს ,,ს------ის“ (ს/კ 2--------) მიმართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურები შპს ,,ს------ის“ ,,შავ სიაში“ დარეგისტრირების მიზნით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე