განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
160100119003248043
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003248043

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/339-19 25 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019270819002)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნინო პაპაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბადრი პატარაია

 

ბრალდებული: ე-–------ მ-------ი

მამის სახელი: მაგალ

დაბადებული: 1997 წლის 23 სექტემბერი

პირადი ნომერი: 10001061385

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სოფელი ვანათი

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში, ხმამაღალი მუსიკის გამო მომხდარი შელაპარაკებისას, ე-–------ მ-------მა ფეხი ჩაარტყა მუცელში, ხოლო ნ-----–-- ჯ----–---მა მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალში ნ------ ხ------------ეს, რომელმაც ორივე დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N004927719 დასკვნის თანახმად შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N7244/1683-ის მონაცემებით ნ------ ხ------------ეს 16.06.19წ. აღენიშნებოდა ჭრილობა ცხვირის მიდამოში, ნევროლოგიურად დაუდგინდა თავის - ტვინის შერყევა, რენტგენლოგიურ კვლევით ცხვირის ძვლის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულოით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ნ------ ხ------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ა-–---------- თ--------–ვილის, გ--–ა თ------–ვილის, თ-----ი ფ---–----–---–ის, ა--- კ------ის, სერგო თ------–ვილის, ასაფ რაგიმოვის, ლოლიტა ბარნოვის, გიორგი პიტიურიშვილის, ნ-----–-- ჯ----–---ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 16 ივნისის დათვალიერების ოქმით, ნ------ ხ------------ის სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ე-–------ მ-------მა, ნ-----–-- ჯ----–---თან ერთად ნ------ ხ------------ეს მიაყენა დაზიანება.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ე-–------ მ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ე-–------ მ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ე-–------ მ-------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ნ------ ხ------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ა-–---------- თ--------–ვილის, გ--–ა თ------–ვილის, თ-----ი ფ---–----–---–ის, ა--- კ------ის, სერგო თ------–ვილის, ასაფ რაგიმოვის, ლოლიტა ბარნოვის, გიორგი პიტიურიშვილის, ნ-----–-- ჯ----–---ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 16 ივნისის დათვალიერების ოქმი, ნ------ ხ------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის N004927719 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ე-–------ მ-------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ე-–------ მ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-–------ მ-------მა ნ------ ხ------------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ე-–------ მ-------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. იგი არ არის წარსულში ნასამართლევი.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ე-–------ მ-------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ე-–------ მ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ე-–------ მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე