განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003329952
საქმე #1/404-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 იანვარი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-----ი ძი-------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თე----რ კუ-–---ი, დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი ქვემო ბოლნისი, 1-ლი ჩიხი N10
ადვოკატი - ბა----ი პა-------ა
კვალიფი-აცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
თარჯიმანი - ნა--–ი იბ---------ა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის ტყეში თე----რ კუ-–---მა, ყოფილი მეუღლის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, დანა დაარტყა ზურგში, მარჯევენა ბეჭის არეში, მა--რ კი------ს, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. თე----რ კულეივის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ნი-ა ხა----ს, ქა--ლ ხა-–--–---ის, ნი----ი მ.გ-------ის, ვუ--რ გი---–---------ის, მა-----რ ახ-------ის, ვუ--რ გი---–---------ის, ელ-----ა გი----ს, მი----ნ ლე---------ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ -მა--რ კი------ის გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმებს, პირადი ჩხრეკის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 ნოემბრის N008172019 დასკვნას, რომლის თანახმადაც შპს ბოლნისის ცენტრალური კლინი-ის ფორმა N100, რეგისტრაცია N17857-ის მონაცემებით მა--რ კი------ს 09.11.19წ. არენიშნებოდა ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.ჭრილობების მიყენების საგანი და მათი ლოკაცია, სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებით ვერ განისაზღვრა.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბა--სად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თე----რ კუ-–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა--სად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბა--სად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადა--ანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ2019 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის ტყეში თე----რ კუ-–---მა, ყოფილი მეუღლის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, დანა დაარტყა ზურგში, მარჯევენა ბეჭის არეში, მა--რ კი------ს, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ თე----რ კუ-–---ის ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მა--რ კი------ის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თე----რ კი------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სა--ს სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომი-ური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბა--სად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო ითვალისწინებს თე----რ კი------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები), ქმედების ჩადენის სახესა და ხერხს (თე----რ კუ-–---მა ქმედების ჩასადენად გამოიყენა დანა და ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს), დაზარალებულის მდგომარეობას, ბრალდებულის პირად და ეკონომი-ურ პირობებს, მისი კანონის შესაბა--ს და ეთი-ურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თე----რ კუ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და თე----რ კუ-–---ის რესოციალიზაციას.
4.5. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრა-- ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრა-- მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ თე----რ კუ-–---ის მიერ ჩადენილია განზრა-- ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თე----რ კუ-–---ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
4.9. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. შესაბა--სად, სასამართლოს თე----რ კუ-–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიაჩნია გამოსაცდელი ვადის მინიმალური ოდენობით - 1 წლით გამოყენება, რომლის განმავლობაშიც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლს განახორციელებს პრობაციის ბიურო და თე----რ კუ-–---ს ექნება შესაძლებლობა მისი ყოფა-ქცევით დაამტკიცოს გამოსწორება.
5. ნივთიერი მტკიცებულებისა და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თე----რ კუ-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბა--სად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, მა--რ კი------ის სისხლის ნიმუშები, დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
თემურ კუ-–---ის ტანისამოსი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თე----რ კუ-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინა----ობის ადგილი.
3. თე----რ კუ-–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის10 ნოემბრიდან 2019 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
4. თე----რ კუ-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, მა--რ კი------ის სისხლის ნიმუშები, დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
თემურ კუ-–---ის ტანისამოსი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი