განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003317318
საქმე #1/594-19 (028051119002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს------ ნ-------- (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი №-----------, ნასამართლევი /გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით/ მცხოვრები კ---–---------------------------ში)
ადვოკატი - მ------ ი------–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 21 ოქტომბერს ს------ ნ--------ს მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას 30 დღით აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მისი მშობელი - ვ---- ნ-------- ცხოვრობს და იმყოფება, ასევე აეკრძალა მასთან ყველა სახის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, 2019 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათზე, ს------ ნ-------- მივიდა კ---–----------------------------ში მდებარე ვ---- ნ--------ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო 4 ნოემბერს - ესაუბრა მას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრთან დაკავშირებული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ს------ ნ-------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ვ---- ნ--------ს, ლ------ ნ--------ს, ლ------ შ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ს------ ნ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ს------ ნ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, მის სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობას - განქორწინებულია და ჰყავს 13 წლის შვილი, სოციალურად დაუცველია. ამასთან, ს------ ნ-------- მსჯავრდებულია 2018 წლის 19 ნოემბერს ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ბინაში უკანონო შეღწევის გამო და იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ამდენად, სახეზეა რეციდივი;
5.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია ს------ ნ--------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. მას სასჯელი უნდა დაენიშნოს რეციდივის გათვალისწინებით, 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. გარდა ამისა, ს------ ნ-------- იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც სასჯელის კვლავ პირობით ჩათვლას გამორიცხავს. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამო სასჯელი უნდა განისაზღვროს შთანთქმის წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს------ ნ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომა შთანთქას ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და მსჯავრდებულ ს------ ნ-------ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 ნოემბრიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი