განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/4448-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ-------– ნ-–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ნ-----–---- ხ--------ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: უმისამართო; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---------------------------------------------------------.
ადვოკატი - ნ---- ფ--–-----ი
კვალიფიკაცია:
ნ-----–---- ხ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. თბილისში, დ------------–---------------–------–------------ში მდებარე შპს ,,ო---------ში“ ნ-----–---- ხ--------ი დანის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა ნ---- ლ------ეს, მ------ ჯ------ესა და ს--–---- ქ-------–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 565 ლარის ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის
და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით
2.1. დაზარალებულის წარმომადგენელმა თ----- ლ-–-----მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, დ------------–---------------–------–------------ში მდებარე შპს ,,ო---------ში“, მენეჯერის პოზიციაზე. 2019 წლის 23 მარტს მაღაზია ,,ო----------ში“ მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რის თაობაზეც დაუკავშირდა თანამშრომელი ს--–---- ქ-------–ი, რომელმაც უთხრა, რომ მაღაზიაში დანით შეიარაღებული პიროვნება შევიდა, რომელმაც მოითხოვა ფული და სალაროდან აიღო 565 ლარის ოდენობით თანხა, რითაც შპს ,,ო---------ს’’ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი. თ----- ლ-–-----მა დაადასტურა, რომ მისი თანხმობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
2.2. დაზარალებულმა ნ---- ლ------ემ განმარტა, რომ მუშაობს მაღაზია ,,ო---------ში”, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, დ------------–---------------–------–------------ში. 2019 წლის 23 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა მაღაზიაში განთავსებულ სალაროსთან თანამშრომლებთან ს--–---- ქ-------–თან და მ------ ჯ------ესთან ერთად. დაახლოებით 22:00 საათზე, მაღაზიაში შევიდა მამაკაცი, რომელიც იყო დანით შეიარაღებული, ნ---- ლ------ეს ჩაჰკიდა ხელი და მოუქნია დანა, თავდამსხმელი მოითხოვდა სალაროდან თანხის გადაცემას. ნ---- ლ------ის განცხადებით, მისმა თანამშრომელმა მ------ ჯ------ემ თავდამსხმელს გაუღო სალარო, საიდანაც თავდამსხმელმა აიღო 565 ლარის ოდენობის თანხა და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ნ---- ლ------ემ დაადასტურა, რომ მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ნ-----–---- ხ--------მა. მან ამოცნობის დროს ნ-----–---- ხ--------ი ამოიცნო სახის მოყვანილობით და აღნაგობით.
2.3. დაზარალებულმა მ------ ჯ------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 23 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მაღაზია ,,ო---------ში“, რა დროსაც დაახლოებით 22:00 საათზე მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. თავდამსხმელმა მოითხოვა სალაროს გაღება და ფულის გადაცემა, ასევე ცდილობდა ნ---- ლ------ის მისკენ მიზიდვას. მ------ ჯ------ემ აღნიშნა, რომ ს--–---- ქ-------–ი გაიქცა ღილაკის დასაჭერად, ხოლო თავად მან თავდამსხმელს მიმართა, რომ თავი დაენებებია ნ---- ლ------ისთვის და სალაროს გააღებდა. შემდეგ მ------ ჯ------ემ გააღო სალაროს ყუთი, საიდანაც თავდამსხმელმა აიღო 565 ლარის ოდენობის თანხა. მ------ ჯ------ის განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი იყო ნ-----–---- ხ--------ი, რომელიც ამოიცნო პოლიციაში.
2.4. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა ს--–---- ქ-------–მა, მან აღნიშნა, რომ თავდამსხმელის შემოსვლის შემდეგ, რომელმაც განახორციელა ნ---- ლ------ის მიმართ ძალადობა და ასევე ცდილობდა სალაროსთან მისვლას, ს--–---- ქ-------–ი გაიქცა სასაწყობო ოთახში დაცვის სამსახურის ღილაკზე დასაჭერად, როდესაც დაბრუნდა სალაროსთან თავდამსხმელი მაღაზიაში არ იმყოფებოდა.
2.5. მოწმე მ----- ჯ---–----ემ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ნ-----–---- ხ--------ის თაობაზე, რომელსაც ჩადენილი უნდა ჰქონოდა მაღაზია ,,ო---------ში“ ყაჩაღობა. მან ასევე შეიტყო, რომ ნ-----–---- ხ--------ი ცხოვრობდა ქ. თბილისში, დ------------------------------–------------------------------ში. ინფორმაციის თანახმად, ნ-----–---- ხ--------ი უნდა ყოფილიყო იმავე კორპუსის მიმდებარედ, ეზოში. მ----- ჯ---–----ემ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.
2.6. მოწმეებმა დ----- ც-----–-–---–მა, ვ-–- დ------–---–მა და თ----- ხ----ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.7. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ქ. თბილისში, დ----------------------------–------–------------ში, მდებარე ,,ო----------ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ-----–---- ხ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ხ--------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2.7.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ--------- ი-----ემ.
2.8. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ვ-–- დ------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, დ----------------------------–------–------------ში, მდებარე მაღაზია ,,ო----------ის“ შიდა პერიმეტრების ვიდეო-კამერების მიერ დაფიქსირებული 2019 წლის 23 აგვისტოს ჩანაწერები, სადაც აშკარად ჩანს მაღაზიის სავაჭრო დარბაზი, მაღაზიის თანამშრომლები; 21:57:31 საათზე იღება მაღაზიის შესასვლელი კარი და შემოდის მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება, რომელსაც თავზე აქვს რაღაც მოშავო ფერის ჩამოფარებული, შედის სალაროსთან დ მარჯვენა ხელში არსებული დანისმაგვარ საგანს უქნევს მაღაზიის თანამშრომელ გოგონას, შემდეგ მაღაზიის თანამშრომელი ბიჭი ეუბნება რაღაცას და მიდის სალაროსთან, აღებს სალაროს, რა დროსაც თავდამსხმელი, რომელსაც ხელზე უკეთია ხელთათმანები, სალაროდან იღებს თანხას და გარბის მაღაზიიდან.
2.9. ნ-----–---- ხ--------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა N-----–-, ამოცნობის ოქმები, ნ-----–---- ხ--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი, ხელთათმანი, დანა, შპს ,,ო----------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დისკზე; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.10. ბრალდებულმა ნ-----–---- ხ--------მა დასკვნით სიტყვაში თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მოინანია ჩადენილი ქმედება. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ყავს ოჯახში მხოლოდ ხანშიშესული დედა, ეკონომიურად უჭირთ, რის გამოც ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
2.11. ბრალდებულ ნ-----–---- ხ--------ის ადვოკატის განმარტებით, ნ-----–---- ხ--------ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ადვოკატმა მოითხოვა აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინოს სასჯელის განსაზღვრისას.
2.12. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; დაზარალებულების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:
2.12. 1. დაზარალებულების ნ---- ლ------ის, მ------ ჯ------ის, ს--–---- ქ-------–ის ჩვენებებით, დაზარალებულ შპს ,,ო----------ის’’ წარმომადგენლის თ----- ლ-–-----ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. თბილისში, დ------------–---------------–------–------------ში მდებარე შპს ,,ო---------ში“, მაღაზიის თანამშრომლებზე ნ---- ლ------ეზე, მ------ ჯ------ესა და ს--–---- ქ-------–ზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა მაღაზიის კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც დაზარალებულებმა ნ---- ლ------ემ, მ------ ჯ------ემ და ს--–---- ქ-------–მა განიცადეს მორალური სახის ზიანი.
2.12.2. დაზარალებულების ნ---- ლ------ის, მ------ ჯ------ის, ს--–---- ქ-------–ის ჩვენებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ვიდეოჩანაწერების ოქმში ასახულ ინფორმაციასთან, პირის ამოცნობის ოქმებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. თბილისში, დ------------–---------------–------–------------ში მდებარე შპს ,,ო---------ში“ ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ცივი იარაღით - დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ნ-----–---- ხ--------მა, რომელიც დაზარალებულების მიმართ გამოხატული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით სალაროდან დაეუფლა ფულად თანხას; აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა და ექსპერტ ბ--------- ი-----ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, დ----------------------------–------–------------ში, მდებარე ,,ო----------ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ-----–---- ხ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2.22.3. დაზარალებული შპს ,,ო----------ის’’ წარმომადგენლის თ----- ლ-–-----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ყაჩაღური ქმედების შედეგად ნ-----–---- ხ--------ი მაღაზია ,,ო----------ის“ სალაროდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას 565 ლარის ოდენობით, რითაც შპს ,,ო---------ს’’ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.
2.12.4. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმის არსებითად განხილვისას მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოიკვლია დაზარალებულების ნ---- ლ------ის, მ------ ჯ------ის, ს--–---- ქ-------–ის ჩვენებები, მაღაზია ,,ო----------ის’’ ვიდეოჩანაწერები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა საფუძველზე აშკარად გამოიკვეთა ნ-----–---- ხ--------ზე წარდგენილი ბრალდების უტყუარობა, ბრალდებულმა ნ-----–---- ხ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოინანია ჩადენილი ქმედება; ნ-----–---- ხ--------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს გამოძიებისას ნ-----–---- ხ--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რა დროსაც მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.
2.12.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. კონკრეტულ საქმეში, ის გარემოება, რომ ღამის საათებში მაღაზია ,,ო---------ში“ დანით შეიარაღებული ნ-----–---- ხ--------ი შედის და თავს ესხმის მაღაზიის თანამშრომელს ნ---- ლ------ეს, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდა და მოუქნია დანა, რომლის შემდეგაც მოითხოვა სალაროს გაღება და ფულის გადაცემა, რაც შეასრულა მისი ქმედებით შეშინებულმა მ------ ჯ------ემ, ამასთანავე, თავდამსხმელის ქმედების შედეგად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შიში გაუჩნდა იქვე მყოფ მაღაზიის თანამშრომელ ს--–---- ქ-------–ს - დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულების წარმოდგენაში შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგელობას ქმნის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ხ--------ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.
2.12.6. მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი ნ-----–---- ხ--------ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. თბილისში, დ------------–---------------–------–------------ში მდებარე შპს ,,ო---------ში“ ნ-----–---- ხ--------ი დანის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა ნ---- ლ------ეს, მ------ ჯ------ესა და ს--–---- ქ-------–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 565 ლარის ოდენობით.
2.13. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ნ-----–---- ხ--------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- ხ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----–---- ხ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ-----–---- ხ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ნ-----–---- ხ--------ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ აღიარა და მოინანია.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ნ-----–---- ხ--------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი და ხელის კვლები, რომლებიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.3. ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი და დანა, რომელიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.4. ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ხელთათმანი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.5. დანიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.6. ნ-----–---- ხ--------ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.7. ნ-----–---- ხ--------ის სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.8. ნ-----–---- ხ--------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.9. შპს ,,ო----------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ნ-----–---- ხ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
3. ნ-----–---- ხ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 26 აგვისტოდან.
4. ნ-----–---- ხ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. ნივთმტკიცება:
5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი და ხელის კვლები, რომლებიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.3. ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი და დანა, რომელიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.4. ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ხელთათმანი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.5. დანიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.6. ნ-----–---- ხ--------ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.7. ნ-----–---- ხ--------ის სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------ განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.8. ნ-----–---- ხ--------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.9. შპს ,,ო----------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე