განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003135214
N1/142-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილი
სხდომის მდივანი - ანნა მათიაშვილი
სხდომის სახე - ღია
გამოძიების ნომერი: 0-----------
ბრალდების მხარე:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: თინათინ ზუბაშვილი.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნ-------------–---–ი
ბრალდებული:
სახელი: მ-----– ვ--–------–---–ი
მამის სახელი: კ----–--
დაბადებული: 1----–-–----------------–-
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
მ-----– ვ--–------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ:
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. რუსთავში მცხოვრები მ-----– ვ--–------–---–ი და გ-----------------------------–----–--ში მცხოვრები მ------ შ---–--–---–ი 2010 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მ-----– ვ--–------–---–ი 2011 წლიდან 2019 წლის მარტის თვემდე ქ. რუსთავში, ხოლო 2019 წლის მარტის თვიდან 2019 წლის 28 ივნისამდე, გ-----------------------------–----–--ში მდებარე მ------ შ---–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - დ---------–------–---–ის და ვ---------–------–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - მ------ შ---–--–---–ს, კერძოდ, მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით, ამცირებდა, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მ-----– ვ--–------–---–ის მხრიდან მ------ შ---–--–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა მ------ შ---–--–---–ის ტანჯვას.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში, გ-----------------------------–----–--ში მდებარე მ------ შ---–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ-----– ვ--–------–---–მა ჯოხით სცემა 8 წლის არასრულწლოვან შვილს - დ---------–------–---–ს, რა დროსაც დ---------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, გ-----------------------------–----–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----– ვ--–------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა მეუღლეს - მ------ შ---–--–---–ს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ-----– ვ--–------–---–ი 2019 წლის 6 ივლისს 02:05 საათზე დააკავეს და 2019 წლის 7 ივლისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ ვერ დაადგინა:
1. მ-----– ვ--–------–---–ის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის - მეუღლის მ------ შ---–--–---–ის, მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების ჩადენა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.
2. მ-----– ვ--–------–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - დ---------–------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა.
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
(მ------ შ---–--–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)
1.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ა----–---–--–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ------ შ---–--–---–ი და მ-----– ვ--–------–---–ი 2010 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ სამი შვილი. მ-----– ვ--–------–---–ი პატივს სცემდა ცოლ-შვილს. მისი მხრიდან მ------ შ---–--–---–ის მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფა არასოდეს გაუგონია.
1.2. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ არის მიჩნეული დაზარალებულ მ------ შ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, სადაც დაზარალებული განმარტავს, რომ მ-----– ვ--–------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას , მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც მის ტანჯვას იწვევდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი - არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება მ-----– ვ--–------–---–ის მიერ მ------ შ---–--–---–ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.
სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დანაშაულის აღნიშნული ეპიზოდის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ მ------ შ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული. რაც თავისთავად ვერ შექმნის პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს.
გარდა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა არასაკმარისობისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა გარკვეული სპეციფიურობით ხასიათდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული შეიძლება იყოს დაზარალებულის განწყობა სავარაუდო მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ. ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა: სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ შეურაცხყოფით გამოწვეული დაზარალებულის სულიერი განცდა - ტანჯვა. ქმედებაც და შედეგიც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობით. სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ადმინისტრაციულად დასჯადი შეურაცხყოფისაგან, რადგან სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისთავად ვერ შექმნის დანაშაულის შემადგენლობას და დაექვემდებარება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და ვალდებულებებს, იმ შემთხვევაში, თუკი სათანადოდ არ იქნება გამოკვლეული შეურაცხყოფის მიყენებისას არსებული ვითარება, მისი ხანგრძლივობა, სიხშირე, ხასიათი და სხვა კრიტერიუმები. რაც შეეხება ტანჯვას, მისი დადასტურება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით არ არის მართებული, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე რეალურად გამოიწვია თუ არა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ მასზე მძიმე ემოციური ზემოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკლეული მტკიცებულებებით, არ დასტურდება მ-----– ვ--–------–---–ის მიერ მ------ შ---–--–---–ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩადენა.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
(დ---------–------–---–ის მიმართ განხორცეიელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
2.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა - დ---------–------–---–მა უარი განაცხადა მამის - მ-----– ვ--–------–---–ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
2.2. მოწმე ა----–---–--–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ------ შ---–--–---–ი და მ-----– ვ--–------–---–ი 2010 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ სამი შვილი - დ-----, ვ----- და გ---–- ვ--–------–---–ები. მ-----– ვ--–------–---–ს ბავშვებისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია. როგორც გაიგო, ზაფხულში, მ-----– ვ--–------–---–მა პატარა ჯოხი მოარტყა დ---------–------–---–ს, მაგრამ თვითონ არაფერი დაუნახავს.
2.3. მოწმე მ-------------–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ-----– ვ--–------–---–ი და მ------ შ---–--–---–ი მის მეზობლად ცხოვრობდნენ. 2019 წლის ივნისის თვეში მათთან ეზოში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. ამ დროს მ-----– ვ--–------–---–ის და მ------ შ---–--–---–ის 8 წლის შვილი - დ---------–------–---–ი სახლიდან გამოვიდა და ცელქობდა. მ-----– ვ--–------–---–მა მას უთხრა, სახლში დაბრუნებულიყო და წიგნის კითხვა გაეგრძელებინა, დ-------მ არ მიაქცია ყურადღება, მ-----–მა პატარა წკეპლა მოტეხა და დ---------–------–---–ს ორჯერ წამოარტყა უმნიშვნელოდ. ბავშვს ეწყინა და ტირილი დაიწყო.
2.4. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ არის მიჩნეული მოწმე მ------ შ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის განმარტავს, რომ დ---------–------–---–ის ცემის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა ატირებული ბავშვი სამზარეულოში მასთან შევიდა ეზოდან.
2.5. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, „08.07.2019წ-ს პირადი გასინჯვით დ---------–------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.“
სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა დანაშაულის შემადგენლობას ქმნის მხოლოდ ორი წინაპირობის ერთობლივად არსებობის პირობებში: 1. ქმედება - ფიზიკური ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ და 2. ამ ქმედებით გამოწვეული დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დანაშაულის შემადგენლობის ორივე სავალდებულო ნიშანი დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში მ-----– ვ--–------–---–ის მიერ დ---------–------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება - მცირე ზომის ჯოხის გარტყმა, დადასტურებულია სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებით - მ-------------–---–ის ჩვენებით. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ასევე ირიბი მტკიცებულებებით ა----–---–--–---–ის და მ------ შ---–--–---–ის ჩვენებებითაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამდგარი შედეგის - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რადგან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ექსპერტის დასკვნაში რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებაზე მითითებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებსმხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მ------ შ---–--–---–ის გამოკითხვის იმ ნაწილს, სადაც მიუთითებს, რომ დ---------–------–---–ს „...საჯდომზე მთელ სიგანეზე ეტყობოდა ერთ ზოლად შეწითლება და მარცხენა ფეხზეც ასევე ეტყობოდა შეწითლება...“, რადგან მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი კი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს, კონკრეტულ შემთხვევაში ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად „სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაცია“ შეიძლება იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტის დასკვნა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მ-----– ვ--–------–---–ის მიერ დ---------–------–---–ის მიმართ საქართველოს სიხხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მ-----– ვ--–------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. (მ------ შ---–--–---–ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. (დ---------–------–---–ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი)
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, გ-----------------------------–----–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----– ვ--–------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა მეუღლეს - მ------ შ---–--–---–ს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
(მ------ შ---–--–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
3.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ა----–---–--–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ-----– ვ--–------–---–ი მისი შვილის - მ------ შ---–--–---–ის ქმარია. სამი შვილი ჰყავთ. 2019 წლიდან მასთან ცხოვრობდა მთელი ოჯახი. 2019 წლის 28 ივნისს დილით მ-----–ი წავიდა სამსახურში, შუადღეს, დაახლოებით12 საათზე დაბრუნდა სახლში და თავის საძინებელში შევიდა, მალევე უკან გამობრუნდა, მას მ------ შ---–--–---–ი მოსდევდა - უნდოდა ტელეფონი წაერთმია მ-----–ისათვის. მ-----– ვ--–------–---–მა ხელი აიქნია, მ------ს ცხვირში მოხვდა და სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ მ-----– ვ--–------–---–მა ისევ დაარტყა სახეში ორჯერ ხელი.
3.2. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით - დაზარალებულ მ------ შ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმით და ექსპერტის N--------- დასკვნით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 28 ივნისს მ-----– ვ--–------–---–მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი მეუღლეს მ------ შ---–--–---–ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო შემდეგი დაზიანებები - სისხლნაჟღენთი მარჯვენა და მარცხენა ზედა ქუთუთოების, მარჯვენა მხრის და მარჯვენა წვივის არეში. ნაჭდევები ცხვირისა და კისრის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს.
3.3. ბრალდებულმა მ-----– ვ--–------–---–მა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მან ნამდვილად სცემა მ------ შ---–--–---–ს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება, ნებისმიერი ხასიათის ფიზიკური ძალადობრივი მოქმედება, მათ შორის სხეულის ან თავის არეში დარტყმა, როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი, თმების წიწკვნა, პანღურის ამოკვრა, ხელების გადაგრეხა და ა.შ. ამგვარმა ძალადობრივმა მოქმედებებმა უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ უნდა იწვევდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----– ვ--–------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----– ვ--–------–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. (მ------ შ---–--–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ-----– ვ--–------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მ-----– ვ--–------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----– ვ--–------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მ-----– ვ--–------–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მ-----– ვ--–------–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 20000 (ოცი ათასი) ლარი, რომლის სრულ გადახდამდე შეეფარდა პატიმრობა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო კ----–-- ვ--–------–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ქ-----------------–-----–---------–--–---------–---------------) საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 900.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----– ვ--–------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ-----– ვ--–------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ---------–------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ-----– ვ--–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მ------ შ---–--–---–ის ცემის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
მ-----– ვ--–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კ----–-- ვ--–------–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, კომპლექსი(ნაკვ.N999) საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 900.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 27000(ოცდაშვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მ-----– ვ--–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 ივლისის 02:05 საათიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით.
განემარტოს მ-----– ვ--–------–---–ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი განაჩენის გამამართლებელ ნაწილში.
ნივთიერი მტკიცებულება - ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი