განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
340100119003259471
დავის ტიპი
126
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003259471

N1/208-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილი

სხდომის მდივანი - ანნა მათიაშვილი

სხდომის სახე - ღია

გამოძიების ნომერი: 0-----------

ბრალდების მხარე:

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: თინათინ ზუბაშვილი.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნ--–----------–----–---–ი

ბრალდებული:

სახელი: გ-------–----–---–ი

მამის სახელი: მ-----–-

დაბადებული: 1----–-–--------–---

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–-------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი.

გ-------–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ:

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის აპრილიდან, გ-------–----–---–ი, გ-----------------------------–-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა 2--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - მ-----–-–----–---–ს და მისი თანდასწრებით მეუღლეს - ლ----------ეს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 სექტემბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ, გ-------–----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც, გ-------–----–---–ს აეკრძალა გ-----------------------------–-----------ში მცხოვრები მეუღლის - ლ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ-------–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------------------–-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გ-------–----–---–ი 2019 წლის 26 სექტემბრის 15:00 საათზე დააკავეს და ამავე დღეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ ვერ დაადგინა:

 

1. გ-------–----–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - მ-----–-–----–---–ის და მისი თანდასწრებით, მეუღლის - ლ----------ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩადენა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურდა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

1.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეებმა (დაზარალებულებმა) ლ----------ემ და მ-----–-–----–---–მა უარი განაცხადეს ბრალდებულ გ-------–----–---–ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი - არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება გ-------–----–---–ის მიერ მ-----–-–----–---–ის და ლ----------ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.

 

სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ-------–----–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას.

 

გარდა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა არასაკმარისობისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა გარკვეული სპეციფიურობით ხასიათდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული შეიძლება იყოს დაზარალებულის განწყობა სავარაუდო მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ. ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა: სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ შეურაცხყოფით გამოწვეული დაზარალებულის სულიერი განცდა - ტანჯვა. ქმედებაც და შედეგიც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობით. სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისაგან, რადგან სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისთავად ვერ შექმნის დანაშაულის შემადგენლობას, ხოლო ოჯახის წევრებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა დაექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გათვალისწინებულ შემაკავებელი ორდერით შეზღუდვებს და ვალდებულებებს. რაც შეეხება ტანჯვას, მისი დადასტურება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით არ არის მართებული, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე რეალურად გამოიწვია თუ არა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ მასზე მძიმე ემოციური ზემოქმედება. დანაშაულებრივი ქმედების შეფასებისას ცალსახად მნიშვნელოვანია დაზარალებულის განცდა მის მიმართ ჩადენილი ქმედებისადმი, თუმცა უნდა არსებობდეს რაიმე ობიექტური კრიტერიუმი რაც გონივრულ ეეჭვს მიღმა სტანდარტით ობიექტურ პირს გაუჩენს განცდას რომ ესა თუ ის ფაქტი დამაჯერებელია. დაზარალებულის ჩვენება კი თავად სისხლის სამართლის საპროცესო სტატუსიდან გამოდგინარე თავისთავად გულისხმობს დაზარალებულის მხრიდან შედეგის მიმართ დაინტერესებუულობას და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ტანჯვის გამოწვევასთან დაკავშირებით გონივრულ ეჭვს მიღმაა სტანდარტს ვერ ქმნის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკლეული მტკიცებულებებით, არ დასტურდება გ-------–----–---–ის მიერ მ-----–-–----–---–ის და ლ----------ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩადენა.

 

სამართლებრივი შეფასება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ გ-------–----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 16 სექტემბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ, გ-------–----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც, გ-------–----–---–ს აეკრძალა გ-----------------------------–-----------ში მცხოვრები მეუღლის - ლ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

2. გ-------–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------------------–-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა ლ----------ემ უარი განაცხადა ბრალდებულ გ-------–----–---–ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

2.2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მ-----–-–----–---–მა უარი განაცხადა ბრალდებულ გ-------–----–---–ის მიმართ ჩვენების მიცემაზე

2.3. მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - გიორგი კახიძის და რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ, გ-------–----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც, გ-------–----–---–ს აეკრძალა გ-----------------------------–-----------ში მცხოვრები მეუღლის - ლ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. გ-------–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------------------–-----------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2.4. ბრალდებულმა გ-------–----–---–მა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მან ნამდვილად დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ-------–----–---–ს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მეუღლესთვის - ლ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. გ-------–----–---–მა დაარღვია აკრძალვა და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------–----–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------–----–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-------–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გ-------–----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------–----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ-------–----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გ-------–----–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2019 წლის 11 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე, გ-------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ-------–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

გ-------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გ-------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 სექტემბრის 15:00 საათიდან 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

 

განემარტოს გ-------–----–---–ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი განაჩენის გამამართლებელ ნაწილში.

 

განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი